კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ექიმის რჩევები

კითხვა: რამ შეიძლება, გამოიწვიოს საკვერცხეების ტკივილი?
პასუხი: საკვერცხის ტკივილის მიზეზი შეიძლება, იყოს: ენდოკრინული დარღვევები (საკვერცხეების ჰორმონალური ფუნქციის დარღვევა), საკვერცხეების ანთება, პათოლოგიური კისტები, საკვერცხეების კიბო. კონკრეტული მიზეზის დასადგენად აუცილებელია ექიმ-გინეკოლოგთან კონსულტაცია და გამოკვლევების ჩატარება.
კითხვა: ბოლო დროს სიცივეში მემართება გულის უკმარისობა, თუ რა დავარქვა, არც ვიცი. კანკალი მიტანს, ვგრძნობ მოჭერის შეგრძნებას და ამ დროს გულზე ისეთი ტკივილი მაქვს, ნაბიჯის გადადგმაც მიჭირს. შეიძლება, რამე საშიში იყოს თუ ასეთი რამ ნერვიულ ფონზეც იცის?
პასუხი: დიახ, ეს საყურადღებოა. ჰგავს სტენოკარდიულ შეტევას (იშემიურ დაავადებას). სრულყოფილი გამოკვლევის ჩასატარებლად აუცილებლად და დროულად მიმართეთ კარდიოლოგს.
კითხვა: 8 თვის წინ გავიკეთე საკეისრო. ახლა ისევ ორსულად ვარ – 9 კვირის. მაინტერესებს არის თუ არა საშიში ბავშვის გაჩენა?
პასუხი: პროგნოზი ყოველთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკერის მდგომარეობას, ორსულობის მიმდინარეობას, საშვილოსნოს კუნთოვანი სისტემის მდგომარეობას და ასე შემდეგ. ასე რომ, ეს საკითხი გინეკოლოგთან ერთად უნდა განიხილოთ.
კითხვა: ორსულობის ბოლო კვირებში დამეწყო ორივე ხელის თითების დაბუჟება (ცერა, საჩვენებელი და შუა თითები). ყველა ანალიზი წესრიგში იყო და ექიმის რეკომენდაციით, ნაკლებ სითხეს ვიღებდი. ერთი კვირის წინ ვიმშობიარე და ამ თითებში საერთოდ დავკარგე მგრძნობელობა. კოაგულოგრამა, პროთრომბინი, კალცი ყველაფერი გამოვიკვლიე და წესრიგშია. სითხეს ბავშვის კვების გამო ვეღარ შევამცირებ. რით შეიძლება მდგომარეობის შემსუბუქება?
პასუხი: ასეთ შემთხვევაში დიაგნოსტიკისთვის ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. საკმაოდ დიდია იმ პათოლოგიების ჩამონათვალი, რომელსაც ასეთი ჩივილი ახლავს.
კითხვა: რამდენიმე თვეა, თითქმის ყოველ ღამით მიწევს სიცხე და გათენებისას ისევ თავისით დგება ნორმაზე. რა უნდა იყოს ამის გამომწვევი მიზეზი? ვარ 33 წლის, გათხოვილი. გაციების არანაირი სიმპტომი არ მაქვს. ხანდახან ბეჭებში ვგრძნობ ცოტა დაღლილობას.        
პასუხი: თერაპევტმა უნდა გამორიცხოს შინაგანი ორგანოების (ფილტვები, თირკმელები, ყელი, კუჭ-ნაწლავების ტრაქტი) პათოლოგია, გაკეთდეს სისხლის ანალიზი, გამოირიცხოს უროლოგიური პრობლემა და/ან გინეკოლოგიური. თუ, ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგში იქნა, მაშინ შეიძლება სიცხე ნევროზული ხასიათის იყოს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3