კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ გავუმკლავდეთ სეზონურ ვირუსს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სეზონურ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე გამოცდილი და შეუცვლელი საშუალება ნიორია. საწოლის ქვეშ, ოთახის კუთხეებში ლამბაქით დაჭრილი ნიორი დადეთ, რაც დეზინფექციის შესანიშნავი საშუალებაა. ასევე, კარგია ფორთოხლის, გრეიპფრუტისა და ლიმონის კანიც.  გრიპის სეზონის დადგომისთანავე იწყება ნივრის ინტენსიური მოხმარება და, როგორც წესი, არასწორად. ნივრის ლებნის გადაყლაპვა ან ჩაღეჭვა, განსაკუთრებით უზმოზე, აზიანებს როგორც პირის, ასევე, კუჭის  ლორწოვან გარსს, აღიზიანებს ნაღვლის ბუშტს და ამძიმებს მთელ რიგ ქრონიკულ დაავადებებს. უმჯობესია, გამოიყენოთ ნივრის ნაყენი: დაჭყლეტილ ნიორს დაასხით სპირტი, ან არაყი, გააჩერეთ 12 საათი. გადაწურეთ, დაასხით ერთი იმდენი წყალი, მიიღეთ 15-20 წვეთი, სახლიდან გასვლისას წაისვით ნესტოებსა და პირის კუთხეებში. თუ გრძნობთ, რომ გრიპი გეწყებათ, უებარია ნივრიანი ჩაი. ნივრის ამ ფორმით მიღება არც სუნს ტოვებს და არც ლორწოვანს აღიზიანებს. ასევე, შეგიძლიათ, ნივრის ნაყენი ფეხის გულებზე შეიზილოთ... ერთი სიტყვით, ნიორი საუკეთესო და შეუცვლელი საშუალებაა.
  ჩაი ლიმონითა და თაფლით საუკეთესო  წამალია სახლის პირობებში. ასე მომზადებულ ჩაის დადებითი ეფექტი აქვს თქვენს ყელზე და მთლიანად სხეულზეც. თუ შესაძლებელია, ჯობს მიიღოთ ბუნებრივი ჩაი, ვიდრე მწვანე ან შავი ჩაი, არა იმიტომ, რომ ჰერბალურ შემადგენლობას რამე განსაკუთრებული ეფექტი აქვს, არამედ იმიტომ, რომ კოფეინს (რომელსაც შესაძლოა, ჩაი შეიცავდეს) აქვს დეჰიდრატიული ეფექტი.
  მართალია, ყავის მიღებამ შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიოს თქვენს პროდუქტიულობაზე, თუმცა  ეს, სავარაუდოდ, არაეფექტური იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. მართალია, დილით ერთი ფინჯანი ყავის მიღება არ დაგაზარალებთ, თუმცა ეცადეთ, მთელი დღის განმავლობაში  მხოლოდ ისეთი სითხე მიიღოთ, რომელიც არ შეიცავს კოფეინს.
  თბილი, მარილიანი წყალი დადებით ეფექტს მოახდენს თქვენს ყელზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს ჰიდრატაციის პროცესს.
  სხვა დანარჩენთან ერთად, ქათმის წვნიანის მიღებაც დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ გაციებას. ქათმის ბულიონს ნამდვილად აქვს დადებითი ეფექტი. ის ხელს უწყობს ჰიდრატაციის პროცესს და, ასეც რომ არა, შეიცავს საჭირო რაოდენობით მარილს, რაც დადებითად აისახება თქვენს ყელზე.
  მიიღეთ ხახვი. მართალია, ეს პირდაპირ არ მოკლავს ვირუსს და არ გაგათავისუფლებთ გაციებისაგან, თუმცა შესაძლოა, დადებითი ეფექტი ჰქონდეს ყელზე და ასევე, თავი უფრო ჯანსაღად გაგრძნობინოთ. თუ ეს დაგეხმარებათ ნაკლებად დაღლილად იგრძნოთ თავი, მიიღეთ დღეში რამდენიმეჯერ.
  ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა დღეს საქართველოში ძალიან არამიზანმიმართულად ხდება. არარაციონალურია ანტიბიოტიკების გამოყენება. ვირუსული ინფექციის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება, რადგან ეს ბაქტერიის საწინააღმდეგო პრეპარატია და არა ვირუსის. ვირუსული ინფექციის დროს მხოლოდ სიცხის დამწევ საშუალებებს უნდა მივმართოთ, ისიც მაღალი ტემპერატურის (38-38,5 გრადუსის) დაფიქსირებისას.
скачать dle 11.3