კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№12 პერიკარდიტის მიზეზები და პროფილაქტიკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  პერიკარდიტი გულის პარკუჭის ანთებითი პროცესია. ხშირად ის წარმოჩინდება არა როგორც დამოუკიდებელი დაავადება, არამედ როგორც სხვა დაავადებების თანმხლები პროცესი. პერიკარდიტი პერიკარდიუმის დაზიანება და გაღიზიანებაა, ეს არის თხელი მემბრანა, რომელიც გარედან აკრავს გულს. დაავადება, ძირითადად, გულმკერდის ტკივილს იწვევს, თუმცა, ზოგჯერ სხვა სიმპტომებითაც ვლინდება. მჭრელი ტკივილი, რომელიც პერიკარდიტთან ასოცირდება, პერიკარდიუმის ფენების ერთმანეთთან ხახუნის, შეხების გამო ვითარდება. მდგომარეობა, როგორც წესი, უეცრად აღმოცენდება და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გრძელდება. თუ დაავადების ნიშნები თანდათანობით ვითარდება და მუდმივია, ესე იგი, პერიკარდიტი ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია და მკურნალობის გარეშე უმჯობესდება. უფრო რთულად მიმდინარე პროცესის შემთხვევაში, მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებსა და იშვიათად – ოპერაციას. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა ამცირებს პერიკარდიტისგან გამოწვეულ გრძელვადიანი გართულებების რისკს.
  დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენა ხშირად რთულია, შემთხვევათა უმეტესობაში ექიმები ან ვერ ადგენენ გამომწვევ მიზეზს ან ეჭვი ვირუსულ ინფექციაზე აქვთ. პერიკარდიტი, ასევე, შეიძლება განვითარდეს ინფარქტის გადატანიდან მოკლე ვადაში, გულის კუნთის გაღიზიანების გამო. პერიკარდიტის დაგვიანებული ფორმა შეიძლება, აღმოცენდეს გულის შეტევისა და ოპერაციიდან რამდენიმე კვირაში. დაავადების ეს სახე დრესლერის სინდრომის სახელწოდებითაც არის ცნობილი. პერიკარდიტის გამომწვევი სხვა მიზეზებიდან შეიძლება, გამოიყოს ისეთი სისტემური ანთებითი დაავადებები, როგორიცაა ართრიტი ან რევმატოიდული ართრიტი. ტრავმა, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს გული ან გულმკერდის არე, ჯანმრთელობის სხვა დარღვევები, მაგალითად, თირკმლის უკმარისობა, აივ ინფექცია, ტუბერკულოზი, სიმსივნე. პერიკარდიტი შეიძლება გამოიწვიოს, ასევე, სხვადასხვა მედიკამენტმა, თუმცა იშვიათად.
რისკის ჯგუებს მიეკუთვნებიან:
* ნივთიერებათა ცვლის, ინფექციური დაავადებების, სისტემური დაავადებების, ონკოლოგიური დაავადებების ქრონიკული ფორმების მქონე პირები;
რეკომენდებულია
* კარდიოლოგისა და რევმატოლოგის სისტემური კონტროლი;
* ქრონიკული ინფექციების დროული მკურნალობა;
* დასვენებისა და დატვირთვის ადეკვატური რეჟიმი.
скачать dle 11.3