კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№12 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ხშირად უნდა ვიაროთ თუ არა ეკლესიაში?
პასუხი: ჭეშმარიტი ქრისტიანი მოვალეა, ეკლესიაში იაროს ყოველ შაბათ-კვირას და საეკლესიო დღესასწაულებზე. დღესასწაულების დაწესება და დაცვა აუცილებელია ჩვენი ცხონებისთვის, რადგან ისინი ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას გვასწავლიან; აღძრავენ და კვებავენ ჩვენს გულში სიყვარულს, კეთილკრძალულებასა და მორჩილებას ღვთისადმი. ტაძრებში, ასევე, მიდიან აღთქმულის შესაწირავად, წესის შესასრულებლად ან, უბრალოდ, იმისთვის, რომ ილოცონ, როდესაც ამის დრო და შესაძლებლობა აქვთ.
კითხვა: როგორ უნდა დავამარცხოთ ისეთი ცოდვები, როგორიცაა: მრისხანება, ამპარტავნება და განკითხვა?
პასუხი: მრისხანება და განკითხვა ამპარტავნებისგანაა. მოიძიეთ სიმდაბლე და განკითხვა და მრისხანება თავისით ჩამოგცილდებათ. მრისხანების საპირისპიროდ გაჩუმდით, შემდეგ კი მოშორდით იმას, ვინც განგარისხათ. განკითხვის საწინააღმდეგოდ გაიხსენეთ თქვენი ცოდვები და მათზე იფიქრეთ. თავიდანვე ყოველმხრივ ებრძოლეთ ამ ცოდვებს და ილოცეთ უფლის მიმართ.
კითხვა: როგორ დავძლიოთ სირცხვილი მოძღვრის წინაშე აღსარების დროს?
პასუხი: აღსარებაზე ცოდვების აღიარების გამო სირცხვილის განცდა ამპარტავნებისგან მოდის, როგორც კი ამხელს საკუთარ თავს ღმერთის წინაშე, სულიერი მოძღვრის თანდასწრებით, ადამიანი იღებს სიმშვიდესა და ცოდვათა შენდობას. აღსარებაზე ცოდვების აღიარებით თავს კი არ ვიწონებთ, არამედ ვნანობთ ჩადენილს და თუ ამას გავიაზრებთ, სირცხვილის განცდაც თავისთავად გაქრება.
კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს ავადმყოფობის მიმართ?
პასუხი: ავადმყოფობაც უფლისგან გვევლინება და ამის გამო უნდა ვმადლობდეთ ღმერთს. თუ გრძნობთ, რომ თქვენ თავად მიგიძღვით ბრალი ამაში, დაიწყეთ სინანულით, შეინანეთ უფლის წინაშე, რომ არ გაუფრთხილდით ღმერთის ნაბოძებ ჯანმრთელობას. ავადმყოფობა ამდაბლებს, ალბობს სულს და უმსუბუქებს ტვირთს იმას, ვისზეც მოიწევა მრავალი საზრუნავის გამო.
კითხვა: როგორ უნდა წარმოვიდგინოთ უფალი, როდესაც ვლოცულობთ?
პასუხი: უფალი უხილავია და მას არ აქვს სახე. ადამიანის სახით მხოლოდ ძე ღმერთი შეიძლება წარმოვიდგინოთ, რადგან მან მიიღო ადამიანური ბუნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის სახით უფლის წარმოდგენა იქნება ისტორიული გამოსახულება და არა მისი ღვთაებრივი ბუნება, რომელიც უხილავია. ლოცვის დროს, უმჯობესია, უფალი არ წარმოვიდგინოთ არანაირად, მხოლოდ გვწამდეს, რომ ის არსებობს, არის მახლობლად და ყველაფერს ხედავს და ისმენს.
კითხვა: არსებობს თუ არა ბედისწერა?
პასუხი: ბედისწერის არსებობას მართლმადიდებლური სარწმუნოება უარყოფს, რადგან ბედისწერა, თავისი არსით, ათავისუფლებს ადამიანს საკუთარი ქმედების შედეგისგან, პასუხისმგებლობისგან, რაც ქრისტეს მოძღვრებას ეწინააღმდეგება. ღმერთის ნებით, ადამიანი არა რაიმე განრიგით, არამედ თავისი სურვილით წარმართავს ცხოვრებას, მას აქვს თავისუფალი ნება. ხოლო მადლი იმდენად გადადის ადამიანზე, რამდენადაც ის ითხოვს და იმსახურებს ამას.
скачать dle 11.3