კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№12 კეთილგონივრული დუმილი

  სწუხხარ შენი ზომაგადასული საუბრისთვის და კეთილგონივრულ მდუმარებას ელტვი, მაგრამ თანამშრომელთან ძალაუნებურად ზედმეტს ლაპარაკობ. საერთოდ, ჩვენი თავლის ეზოში ასწლოვანი ბერი პახომი აღესრულა, რომელმაც მრავალ კაცთა შორისაც იცოდა ღრმა მდუმარების დაცვა. თუ ვინმე გადაეკიდებოდა ნაირ-ნაირი კითხვებით, ის ადგებოდა და უმღერებდა მათ „ანგელოსი ღაღადებს“ და კვლავ მდუმარედ დაჯდებოდა თავის ფხანით ან საკუთარ ჩანთაში ჩხრეკით, თითქოს რაღაცას ეძებდა. თუ ვინმეს რამეს ეტყოდა სამახსოვროსა და დაუვიწყარს, ბევრზე ახდებოდა მისი სიტყვები.

მშვიდობიანი მდუმარება
  მდუმარება შვიდ საქმეთა შორის მოჰყავს პეტრე დამასკელს სათნოთმოყვარებაში და ბარსონოფი დიდს 254-ე პასუხში, რომ არ გვქონდეს სხვებთან თავისუფლად ურთიერთობა. თქვენთვის, ერისკაცთათვისა და მეოჯახეებისთვის, მდუმარებას იგივე მნიშვნელობა აქვს. მდუმარება ამ საქმეში უზრუნველყოფადაც იწოდება, რათა არ ვიზრუნოთ რამეზე კაცობრივი საზომით. არამედ ყველაფერი ჩვენთან და ოჯახთან დაკავშირებით ღვთის განგებულებას მივანდოთ, ვაკეთოთ მხოლოდ შესაძლებელი ძალისმიერ ჩვენისა. „არ გვქონდეს სხვებთან თავისუფლად ურთიერთობა“ სლავურ თარგმანში ნიშნავს „კადნიერების უქონლობას“. ანუ სხვა საქმეებში ჩაურევლობა. ავერიდოთ უსარგებლო ნაცნობობასა და კავშირებს; აგრეთვე, უადგილო ბჭობასა და განსჯას. ვისაუბროთ მოკლედ და საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ საკითხის ირგვლივ. თუმცა გეტყვით, რომ ამის ქმნა არ არის ადვილი არა თუ თქვენთვის, არამედ ჩვენთვისაც. ამიტომაც ნეტარი ჩვენი ბერი მამა მაკარი თავადაც ადგა თვითგანქიქების გზას და თავისი უძლურების მცნობელი, სხვათაც იმავეს ასწავლიდა, რამდენადაც თავმდაბლობის გარეშე სიმართლის მქმნელნიც ვერ გამართლდებიან.

საჭიროა, ვიცხოვროთ აწმყოთი
  მარტო შენ არ განიცდი და ნანობ გარდასულ დღეთა შეცდომებს, რომლის უკან მოქცევა შეუძლებელია, არამედ სხვებიც. ყველა, ვისაც წარსულის გასწორება სურს, უადგილო ფიქრს თავი უნდა ანებოს და შეეცადოს და იზრუნოს ნამდვილი დროის სარგებლობაზე და უფლის წყალობის ძიებით გამოიყენოს ის, როგორც საჭიროა.

ყველა თავად აგებს პასუხს საკუთარი ცოდვებისთვის
  ღვთის სამსჯავროს მივანდოთ ყველაფერი და მივცეთ დავიწყებას. ვიზრუნოთ მხოლოდ ჩვენს გადარჩენაზე, ამგვარი მოქმედებით შევძლებთ სულის სიმშვიდის მოპოვებას და სხვათა მიმართ ჩვენი პრეტენზიების დანებებას. თუკი ისინი არ იქცევიან ისე, თავადვე აგებენ პასუხს თავიანთი ქმედებებისთვის. ჩვენ კი საკუთარ თავზე ვიზრუნოთ.
ღირსი ამბროსი ოპტინელის სწავლებანი

скачать dle 11.3