კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რა შეცდომებს უშვებენ ქრისტიანები დიდ მარხვაში და რატომ საუბრობენ მოძღვრები ერთ საკითხზე სხვადასხვაგვარად

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  მარხვის პერიოდში ადამიანები არაერთ შეცდომას ვუშვებთ. რა შეცდომებია ისინი და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– მამაო, რა შეცდომებს ვუშვებთ მარხვის დროს?
– თანამედროვე, დაცემულ ადამიანს ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვს: სიყვარულზე, რწმენაზე, ურთიერთობებზე და ყველა, ასე თუ ისე, თავისებურად ხსნის. მაგალითად, ზოგი მოძღვარი სხვაგვარად საუბრობს სიყვარულზე, რწმენაზე და ზოგი კი – სხვანაირად. წმიდა წერილში კი ყველაფერი საკმაოდ კარგად, გასაგებად გვიწერია. თუმცა მაინც გვიყვარს ჩვენი აზრების სხვებისთვის თავს მოხვევა, რაც ხშირად არასწორად მთავრდება. ბევრი ამბობს: ამ მოძღვარმა ასე თქვა, ამ ეკლესიაში ასე თქვეს, იქ ასეთი წესია, აქ ასეთი წესიაო. ადამიანი კი იბნევა, ძლივს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეკლესიაში მოვიდეს, მარხვა დაიწყოს... მოდის, მაგრამ ისეთი შეხედულებებით, ისეთი აზრებით აბრუებენ, რომ სურვილი უჩნდება, წავიდეს ეკლესიიდან. პირველი შეცდომა, რასაც მარხვაში ვუშვებთ, ეს არის, რომ მარხვა არ არის დიეტა. ბევრი ადამიანი მარხვას სწორედ იმიტომ იცავს, რომ  დაიკლოს წონაში, გაზაფხული მოდის და ჩაიცვამს იმ კაბას, რომელსაც ვერ იცვამდა ან შარვალს, რომელსაც ვერ იკრავდა. მარხვას არანაირი კავშირი არ აქვს დიეტასთან. არასწორია, როცა ადამიანები, ფიქრობენ, ვიმარხულებ და წონაში დავიკლებო. მას მთელი მარხვის განმავლობაში ყურადღება გასტრონომიულ საკითხებზე ექნება გადატანილი და სულიერ საკითხებზე ვერ მოიცლის. ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენი სულიერ ღვაწლის 10 პროცენტი მაინც გავიღოთ. ვინც დავდივართ ეკლესიაში, ისინიც ზარმაცები ვართ და იქნებ ამ  მარხვის პერიოდში მაინც ვიყოთ გარკვეულ ღვაწლში.
– მარხვის დროს ყველაზე მეტად რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
– კალენდრისკენ ნუ გვექნება თვალი და ნუ დავიწყებთ დღეების თვლას. პირველი კვირა გავიდა, მეორე – რაღა დარჩა. ამდენი დღე გავძელი, ამდენი დამრჩა, მალე დამთავრდება და მეშველება. ეს არის მეორე შეცდომა. მესამე კი განსაკუთრებული სიმკაცრეა. ეს ემართებათ იმათ, ვინც მთელი წელი არ მარხულობს და იწყებს დიდმარხვას დიდი ასკეტი მამასავით – პურსა და წყალზე. მალევე შეეშლება ხელი და ამბობს: მე ხომ ბერი, მონაზონი არ ვარ და დაანებებს თავს. არც მოძღვართან საუბარი, არც – კონსულტაცია, არც – აღსარება, თვითრჯულია და გამორჩეული სიმკაცრით იწყებს მარხვას. შემდეგ კი გულგატეხილები ძალიან მალე ასრულებენ მარხვას. ამბობენ: „რა მნიშვნელობა აქვს, შეინახავ თუ არა მარხვას, მთავარია, ზეთის გამომხდელი არ შეჭამო და არა ზეთიანი“, – ასე იციან ხოლმე თქმა ან კიდევ: მეთევზე არ შეჭამო, თორემ თევზი ჭამეო. მართლმადიდებლობა არც მარცხნივ არის და არც მარჯვნივ. ეს არის სამეუფო, პირდაპირი გზა, სწორი აზროვნება. ყველა ადამიანმა გარკვეულ შეღავათებზე კურთხევა უნდა მიიღოს, მარხვა თვითნებური არ უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც დიდი სიმკაცრით იწყებს მარხვას, შემდეგ ზედმეტი თვითნებობა ემართება – თავს ანებებს მარხვას. თვითნებურად არც მარხვისთვის შეიძლება თავის დანებება. უნდა აღიარო მოძღვართან, რომ მკაცრად დაიწყე მარხვა და ვეღარ აგრძელებ. მოძღვარს რომ გაესაუბრები, ის  გირჩევს როგორ იმარხულო. უნდა მიხვდე, რომ მარხვაში ჭამა-სმა ან ზედმეტი სიმკაცრე არაფერ შუაშია. მარხვა, ეს არის ღვაწლი კეთილი. თუ წაიქცევი შუა მარხვაში, ამბობ: მერე რა მოხდა, დიდი მაამები, წმიდანები ეცემოდნენო და საკუთარ თავს შეღავათებს უწესებ. ან ამბობ: არ მინდა ეს მარხვა, 21-ე საუკუნეა და დრო მოვიდა, მართლმადიდებლობამ გადახედოს თავის სწავლებებს, პირველი საუკუნის ქრისტიანივით ვერ ვიმარხულებო. საკუთარ თავს ახალ წესებს უწესებენ. თან, ინტერნეტში ბევრი მცდარი სწავლებაა და მოძღვრის კონსულტაცია გვჭირდება, რადგან შესაძლოა, წმიდა მამის სწავლება არასწორად გავიგოთ.
– ადამიანები ხშირად განიკითხავენ მათ, ვინც არ მარხულობს.
– კი. ეს კიდევ ერთი შეცდომაა მარხვაში. ხშირად ოჯახის წევრები, მეუღლეები ერთმანეთს განიკითხავენ ამის გამო: ჯოჯოხეთშიც კი აგზავნიან ხოლმე, ერთ მარხვასაც არ ინახავო. თავად კი მთელი დღე გაღიზინებულები არიან – მკაცრი მარხვა რომ დაიწყო, ფარისევლურად იცავდა ყველაფერს და თან განიკითხავს. ჯობია, მარხვა დაარღვიო, ვიდრე განიკითხო ისინი, ვინც არ მარხულობენ. ავაზაკი არც მარხულობდა, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს. ჩვენი ოჯახის წევრებიც, რომლებსაც ზემოდან ვუყურებთ, შეიძლება, აღდგომას უფრო გახარებულები, გონებაგახსნილები, სულიერად ამაღლებულები აღმოჩნდენ, ვიდრე შენ, რომელიც მარხულობ, მაგრამ მორიელივით იგესლები. იშვიათად მინახავს მარხვაში დაწყნარებული ადამიანი, თუნდაც გარეგნულად. იესო ქრისტე გეუბნებათ: ნუ ეჩვენებით ადამიანებს დამწუხრებულადო. როცა სულის ცხონებისთვის ვშრომობთ, დამწუხრებულები კი არ უნდა ვიყოთ, არამედ გახარებულები. სხვა ადამიანი რომ დაგვინახავს, უნდა გაუხარდეს – ეს ადამიანი ნაკლებს ლაპარაკობს, სულიერად ძლიერია და მასაც გაუჩნდეს მარხვის დაწყების სურვილი. შემდეგი პუნქტი – ეს არის გაღიზიანება. ადამიანი მარხვაში უფრო მეტად გაბრაზებულია, უფრო მეტს ჩხუბობს. რომ არ ჭამს, გაღიზიანებულია და მრისხანებს. ვინც არასწორად მარხულობს, სწორედ ისინი იქცევიან ასე. მარხვაში სიმშვიდე, სიყვარული უნდა შემოვიდეს ჩვენში, გაღიზიანებული კი არ უნდა ვიყოთ.
– არსებობს ასეთი შეხედულება, რომ მარხვაში ცოლქმრული ურთიერთობა არ შეიძლებაო.
– ეს, რა თქმა უნდა, მცდარია. პავლე მოციქული ამბობს: ნუ განეშორებით ერთმანეთს შენთახმების გარეშეო. თუ ცოლ-ქმარი მორწმუნეა, ისინი შეთანმხდებიან და ცალ-ცალკე იძინებენ. თუ ქმარი არ არის მარხვაზე, მაშინ ცოლი უნდა დაემორჩილოს მას, ეს მათი ნება და მათი გადაწყვეტილებაა. წარმოიდგინე, შენ მარხვაზე ხარ, შენ ქმარი არ არის, ის ვარდება ვნებაში, შეიძლება, იმრუშოს და ზოგადად, ამის გამო ბევრი ცოდვა მოხდეს. მარხვაში ქმართან წოლა მრუშება ნამდვილად არ არის.


скачать dle 11.3