კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 წასვლა ყოველთვის რთულია

ნინო კანდელაკი ნინო წუკულიძე

  წასვლა ყოველთვის რთულია, მაგრამ ეს ზოგჯერ, უბრალოდ, აუცილებელია. ბევრი ქალი ინარჩუნებს ურთიერთობას, რომელსაც მისთვის ბედნიერება არ მოაქვს. მაგალითად, ქალს  დაქორწინება უნდა. ის კი ამისთვის მზად არ არის და ამ თემაზე ლაპარაკს ყოველთვის თავს არიდებს.
* მამაკაცი სვამს. რაც უნდა მოიმოქმედოთ – მოაწყოთ სკანდალი, დედასთან გაიქცეთ, ემუდარებოდეთ… ის იფიცება, რომ თავს დაანებებს, მაგრამ სმას მაინც განაგრძობს. თქვენ კი წასვლისაც გეშინიათ, მიტოვებისთვისაც გებრალებათ. მაგრამ მასთან გაძლება უკვე შეუძლებელია;
* შეუძლებელია გაძლება მექალთანის გვერდით. ღალატი, ცრემლები, ისტერიკები... ის სულ გიმტკიცებთ, რომ უყვარხართ,  იჯერებთ და პატიობთ.  ეს შეცდომაა.  
* მამაკაცი გთრგუნავთ, პატივს არ გცემთ, აგრესიულად გეპყრობათ. ხვდებით, რომ ასეთი მამაკაცი არ გჭირდებათ, მაგრამ აღებ-მიცემითი ურთიერთობა გაქვთ – მამაკაცი გარჩენთ, ყველაფრის საფასურს იხდის, თქვენ კი არასდროს გიმუშავიათ, მარტო დარჩენის გეშინიათ და ყველაფერს ითმენთ.
ყველა ზემოთ აღწერილი ურთიერთობა არაჯანსაღია, მათგან თავის დაღწევა მართლაც რთულია. ბოლოს  ქალი აცნობიერებს, რომ ნამდვილად უნდა წავიდეს, მაგრამ ის მეტისმეტად დამოკიდებულია იმ ემოციაზე, რომელსაც მამაკაცისგან იღებს. როგორ დავაღწიოთ თავი ურთიერთობაზე დამოკიდებულებას?
პირველი ნაბიჯი გათავისუფლებისკენ – იმის გაცნობიერებაა, რომ ეს სიყვარული არ არის.  
ქალი დაქალებს ეუბნება: „მე ის ისე მიყვარს, მის გარეშე ცხოვრება, სუნთქვაც კი არ შემიძლია“. დასამტკიცებლად  ბედნიერ ეპიზოდებს იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ მათ გამო ცხოვრობს ამ მამაკაცთან – ხანმოკლე სიხარულის წუთებისთვის, ტანჯვის მთელ ოკეანეში. გულწრფელად აღიარეთ, ეს გჭირდებათ?
მეორე ნაბიჯი –  დაანებეთ თავი საკუთარი თავის შებრალებას. ვიდრე საკუთარი თავი გებრალებათ, მძევლის პოზიციაში ხართ. როდესაც ამას შეწყვეტთ, მაშინვე მიხვდებით, რომ არჩევანი გაქვთ.
მესამე –  უნდა მოემზადოთ: თუ არ გაქვთ სამსახური, იპოვეთ. შეიცვალეთ საცხოვრებელი. თუ ფული არაა თქვენი პრობლემა და უბრალოდ, მარტოობის გეშინიათ, გაემგზავრეთ დასასვენებლად და ახალი ადამიანების გაცნობა დაიწყეთ – არა იმისთვის, რომ გათხოვდეთ, არამედ, უბრალოდ, იმიტომ, რომ მარტო არ იყოთ. ურთიერთობა პირველმა უნდა გაწყვიტოთ. არ უნდა დაუცადოთ, როდის გააკეთებს ამას თავად მამაკაცი, იმიტომ რომ თუ მიგატოვებენ, თქვენი თვითშეფასება დაეცემა, ხოლო თუ პირველი თქვენ წახვალთ, გაიზრდება, რაც თქვენივე მომავლისთვისაა აუცილებელი
მიეცით საკუთარ თავს შანსი, რომ ადრე თუ გვიან ბედნიერი გახდეთ. აუცილებლად იპოვით სიყვარულს, რომელიც არასდროს გქონიათ. მაგრამ იმისთვის, რომ ღირსეულმა ადამიანმა შეგიყვაროთ, მისი შესაფერისი უნდა გახდეთ.

თქვენი ადგილი
მის ცხოვრებაში

  მამაკაცები დიდწილად  კონსერვატორები არიან. შესაბამისად,  კაცს, რომელსაც დიდი ხანია, ცოლი არ ჰყავს, ძალიან შეაშინებს  დაქორწინება, რადგან ძალიან უჭირს თავის ძვირფას თავისუფლებას შეელიოს. თუმცა, თუ ის დაჟინებით ცდილობს თქვენს შეტყუებას თავის ცხოვრებაში, ეს უეჭველი  სიყვარულის ნიშანია.
მაგრამ მაინც  ფრთხილად იყავით: თუ  უფლებას მოგცემთ, მის სახლში რამე გააკეთოთ, დაალაგოთ, ჭურჭელი დაურეცხოთ და საჭმელი მოუმზადოთ – ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცოლად უნდიხართ. შესაძლოა, უბრალოდ ზარმაცია და არ სურს ამ საქმით თვითონ შეიწუხოს თავი.
აუცილებელია გახსოვდეთ, რომ :
* ნებისმიერი სიახლოვე მოითხოვს კომპრომისებისთვის მზადყოფნას. თუ მამაკაცი თქვენ გამო უარს ამბობს თავის ჩვევებზე, ცხოვრების ჩვეულ რიტმზე და მეგობრებზეც კი, ანუ,  ის ცდილობს, თქვენ გამო შეიცვალოს, შეცვალოს თავისი გეგმები, დაგითმოთ თავისი დროის დიდი ნაწილი, ეცადეთ, ბოროტად არ ისარგებლოთ მისი გრძნობით. მისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება,  თუ ასეთი სიყვარული არ დაუფასდება;
* როცა საყვარელი ადამიანი ცდილობს, ხასიათი შეგიწყოთ, თქვენი სურვილები გამოიცნოს,  უხარია, თუ სიამოვნება მოგანიჭათ, შეძლო თქვენი გახალისება, გაოცება, გაცინება და დაცვა – დააფასეთ ეს და იყავით ბედნიერი;
* როგორც ამბობენ, ქალმა უკეთ იცის სიყვარული, ვიდრე ნებისმიერმა მამაკაცმა.  ის სიყვარულს  გრძნობს და  არანაირი თვალსაჩინო ნიშნები არ სჭირდება. დაუჯერეთ თქვენს ინსტინქტებს. ირწმუნეთ საკუთარი თავის და შეძლებთ მამაკაცში სიყვარული მაშინაც კი გააღვიძოთ, როცა ის ამისათვის მზად არ არის.

როგორ მივაღწიოთ
 სასურველ მიზანს

  ყველა ქალს  ერთხელ მაინც უთქვამს – „რაღაც მინდა, მაგრამ რა – არ ვიცი“. სინამდვილეში, როდესაც არ ვიცით, რა გვინდა, ეს პიროვნული პრობლემაა. ასეთ დროს შანსიც არ გვაქვს, რომ მიზანს  მივაღწიოთ. უბრალოდ, ვცხოვრობთ ისე, როგორც გამოგვდის... ვკითხოთ საკუთარ თავს, გვინდოდა ასეთი ცხოვრება?
რა უნდა გავაკეთოთ, რომ საკუთარ სურვილებში გავერკვეთ, როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზანს?
ჯერ უნდა გავითავისოთ, რომ ცხოვრება  რთული არ არის და მას ჩვენ ვირთულებთ. არ ვიცით, როგორ მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან ხმას. ხშირად ვოცნებობთ რაღაცაზე, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ მიზნის მისაღწევად. არ ვიცით, როგორ მოვახდინოთ სწორად ჩვენი  სურვილების ჩამოყალიბება და მოვიშოროთ ზედმეტი.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრებით კმაყოფილი ხართ, წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია – თქვენთან გაჩნდა ჯადოქარი, რომელსაც  თქვენი ნებისმიერი სურვილის ახდენა შეუძლია. რა შეიცვლებოდა თქვენს ცხოვრებაში ამ შეხვედრის შემდეგ?
* იმავე სამსახურში გააგრძელებდით მუშაობას?
* იმავე ქალაქში იცხოვრებდით?
* იმავე ხალხთან გექნებოდათ კონტაქტი?
უპასუხეთ და ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რის შეცვლა გინდათ ცხოვრებაში. დაწერილი სურვილები და ოცნებები მართლა ახდენს გავლენას ადამიანის არაცნობიერზე. როგორც დღის გეგმა გვეხმარება, მოვასწროთ უფრო მეტი, ეს არის  ცხოვრების გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს  მივიღოთ მეტი.
 ვერ ახერხებთ დაალაგოთ პირადი ცხოვრება? დაწერეთ,  როგორია თქვენთვის იდეალური პარტნიორი. გარკვეული დროის შემდეგ, მოხდება სასწაული და მსგავს მამაკაცს რეალურ ცხოვრებაში შეხვდებით.
ეს ინსტრუქცია აუცილებლად დაგეხმარებათ მიაღწიოთ დასახულ მიზანს. მაგრამ მთავარია, ეს მიზანი რეალურად დაისახოთ.
скачать dle 11.3