კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები კორონავირუსს კონკურენტების წინააღმდეგ

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  კორონავირუსისგან გამოწვეუმა პანიკამ არა მხოლოდ საქართველო, არამედ ლამის მთელი დედამიწა მოიცვა. მეორე მხრივ, პანიკა იდეალური მდგომარეობაა მათთვის, რომელთა მიზანიც ადამიანების ფართო მასების მართვა, ანუ საკუთარ ჭკუაზე ტრიალია. შესაბამისად, პანიკური განწყობებით საქართველოშიც შეიძლება, ისარგებლოს დაინტერესებულმა სპეცსამსახურმა და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, ბესიკ ალადაშვილთან, ერთად ვისაუბრებთ ამ თემაზე.
– მასების მართვა ხელოვნებაა და პანიკა ხელოვნურადაც ითესება ხოლმე იოლად სამართავად, მაგრამ, როდესაც პანიკა ბუნებრივია, მომენტით სარგებლობენ დაინტერესებული პოლიტიკური თუ ბიზნესჯგუფები?
– ამ ჩვენმა თემამ გამახსენა შესანიშნავი ქართული ფილმი „ნატვრის ხე“, რომელშიც ერთ-ერთი გმირი ორთქლმავლის, ანუ ცივილიზაციის შემოსვლას უკავშირებს მოსალოდნელ უბედურებას. ბუნებრივია, ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, მაგრამ ინტერნეტმა, სოციალურმა ქსელებმა ხელი შეუწყვეს ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას. მეტიც, ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება ბიზნესში, ფსიქოლოგიურ ომში, დეზინფორმაციის სტრატეგიაში. ანუ ეგრეთ წოდებული „ფეიქ ნიუსები“, ყალბი ამბები უკვე ვრცელდება ადამიანთა ცალკეულ ჯგუფებზე ზემოქმედების მიზნით. ანუ ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის ღირებულებები, მათი ინტერესთა სფერო, რაც, როგორც ამერიკელები ამბობენ, კარგად გამოიყენა რუსეთმა თავის სასარგებლოდ 2016 წლის საპრეზიდენტი არჩევნებში და მიზნობრივი ზემოქმედება მოახდინა ცალკეულ ჯგუფებზე, იარაღის მოყვარულთა თუ აფროამერიკელების. დღეს ინტერნეტის საშუალებით და მონაცემების ბაზის გაფილტვრით უკვე შესაძლებელია, გავიგოთ მოსახლეობის რეაქციის ხარისხი ცალკეულ სიახლეზე და ეს გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ. გააჩნია, რა არის მიზანი. ზოგადად, სპეცსამსახურები მოქმედებენ, ერთი შეხედვით, ძალიან  მარტივი ფორმულით: ინფორმაციის მოგროვება, ანალიზი და რეაგირება, ანუ მოქმედება. თუ ჩვენი მიზანია, რომელიღაც ქვეყნის რომელიღაც სოციალურ ჯგუფში, იქნება ეს ეთნიკური თუ რელიგიური, დავთესოთ გარკვეული მოსაზრებები, შეგვიძლია, გავავრცელოთ სპეციალურად მათთვის შემუშავებული „ფეიქ ნიუსები“, ანუ ყალბი ამბები. დღეს ტექნოლოგია იმდენად განვითარდა, რომ ბოტებმა და ტროლებმა ჩაანაცვლეს ინტერნეტის რეალური მომხმარებლები.
– ტროლების უმეტესობას აქვს „მკვდარი“ პროფილი, არ უდევთ ფოტო, არ შეიმჩნევა ცოცხალი კონტაქტი, კომენტარი ცოტაა აბსტრაქტულ ფოტოებზე, ზოგჯერ უცნაური სახელწოდებაც აქვთ. სოციალური ქსელის რეალურ მომხმარებელს შეუძლია მათი დიდი ნაწილის განეიტრალება იმით, რომ არ დაიმატოს, მონიშნოს „სპამად“ და დაიცვას თავიც და სხვებიც.
– რა თქმა უნდა. ნელ-ნელა ვუახლოვდებით ჩვენს ძირითად თემას: რა მიმართულებით შეიძლება პანიკის დათესვა და გამოყენება. რამდენიმე დღის წინათ მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე იყო უდიდესი პანიკა, რომელიც, ჩვენი დროით, დილის 3 თუ 4 საათზე დაიწყო, როდესაც გაიხსნა ჰონკონგისა და ჩინეთის ბირჟები და აბსოლუტურად ყველა სფეროს ბიზნესი გაკოტრდა, გარდა ფარმაცევტულისა. ნავთობი გაიაფდა 25 პროცენტით და მისი ფასი 2002-2003 წლის დონემდე შემცირდა. სამწუხაროდ, ეს ჩვენზე არ აისახება, თორემ უკვე 30 დოლარად იყიდება ბარელი. პანიკის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით, არამედ, როგორც ვხედავთ, ფინანსური მიზნითაც დაინტერესებული ჯგუფების მიერ. მაგალითდ, დაეცა მაღალტექნოლოგიური ფირმების აქციების ფასი, სამაგიეროდ გაიზარდა ფარმაცევტული ფირმებისა და ოქროს ფასი. სამწუხაროდ, ეს პანიკა მოჰყვა რეალურ საფრთხეს – ვხედავთ, რომ კორონავირუსი რეალური საფრთხეა და მას საზღვრები არ აქვს. ჩვენი ერთ-ერთი ბოლო საუბრისას ვთქვით, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ასეთი ვირუსის ხელოვნურად გავრცელება არაეფექტიანი იქნებოდა მათთვისვე, რადგან საზღვარს ვერ ჩაუკეტავ ვირუსს. სულ სხვა საქმეა, რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებას რომ ჩაედინა ეს, მათ ვერ მოვთხოვთ პასუხისმგებლობას, ლოგიკასა და კაცთმოყვარეობას, მაგრამ მართლაც მათ რომ გაეკეთებინათ, აუცილებლად იტყოდნენ, რომ მათ ჩაიდინეს. ნებისმიერი ტერორისტული ჯგუფი სიამოვნებით დაიბრალებდა.
– მე მაინც ვიზიარებ ვერსიას, რომ ეს ვირუსი „გაეპარათ“ ლაბორატორიიდან.
– არ არის გამორიცხული. ის ქვეყანაც მუშაობს ბიოლოგიურსა და ბაქტერიოლოგიურ იარაღზე ან ასეთი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, სადაც დაიწყო ამ ვირუსის აფეთქება. განსაკუთრებით, მდიდარ ქვეყნებს აქვს საკმაო რესურსი საიმისოდ, რომ ამ მიმართულებითაც აწარმოონ კვლევები. ამდენად, შესაძლებელია, რომ შემთხვევითაც რაღაც მომხდარიყო. მაგრამ, ვნახოთ, როგორ იყენებენ ამას და როგორ შეიძლება, გამოიყენონ. მე არ ვიცი, ემზადებიან თუ არა ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები ამ მიმართულებით, იმიტომ რომ შექმნილი პანიკა შესაძლებელია, გამოიყენონ დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურებმა ნებისმიერი ქვეყნის იზოლირებისთვის, რაც უარყოფითად იმოქმედებს, უპირველესად, ტურიზმზე, სპორტზე, კულტურულ ღონისძიებებზე. და არ აქვს მნიშვნელობა დაავადებულთა რაოდენობას, აქ არის მეორე მომენტი: პირველივე დღეებშივე გამოჩნდა, რომ, თუ რომელიმე ქვეყანას შეატყვეს, რომ ან არაორგანიზებულად ებრძვის ვირუსს, ან არ ჰყავს სათანადო კვალიფიკაციის ექიმები, მას საფრთხეს უქმნიან. არადა მთელ მსოფლიოში ასეა, იმიტომ რომ ახალია ეს ვირუსი და არავინ იცის დანამდვილებით, თუ როგორ უნდა შეებრძოლოს მას. ასე რომ, შესაძლებელია, დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურებს უკვე აქვთ შემუშავებული სტრატეგია, გეგმები იმ ქვეყნებისადმი, რომლებშიც ქაოსის გამოწვევით არიან დაინტერესებულები. საუბედუროდ, გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და უსაფრთხოების სტრატეგია არ არის დამუშავებული, რადგან ქვეყნის განვითარების აგება ერთ მიმართულებაზე, ტურიზმზე, დამღუპველია. ვხედავთ უკვე, რომ სასტუმროების ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმებულია, ბუნებრივია, ტურისტები სახლიდან არ გამოვლენ. ჩვენთან ტურიზმთანაა დაკავშირებული სასტუმრო ბიზნესი, რესტორნების, მოსახლეობის, ბიზნესის შემოსავალი და, საბოლოოდ, ლარის კურსი, რომელიც, რატომღაც, მყარდება. არადა ზაფხულში, როდესაც ტურისტების ბუმი იყო, ერთი დოლარი სამ ლარამდე ღირდა, ახლა კი 2 ლარი და 80 თეთრიც არაა. ესეც მიუთითებს, რომ სიღრმისეული არც ანალიზი ტარდება, არც კვლევა და ექსპერტებიც საფუძვლიანად არ აფასებენ ამ თემას.
– იტალია, ფაქტობრივად, დაიმარხა ტურიზმისთვის.
– არა მარტო იტალია, ჩინეთი, გერმანიაც სავალალო მდგომარეობაშია. არ ვიცი, იტალიელებს რა სჭირთ ასეთი, ლამის მთელი ქვეყანაა კარანტინში. სამწუხაროდ, ფსიქოლოგიური ომის ფორმულა ასეთია: შეიძლება, 10 პროცენტი სიმართლე აიღო, დაამატო 90 პროცენტი ტყუილი და ისეთ დეზინფორმაციას მიიღებ, რომ მოსახლეობას დააჯერებ.
– თუმცა ეს პანიკა მთელი დედამიწის მასშტაბით ითესება, თუ ჩვენ გამოვირჩევით მაინც?
– რომ გადავხედოთ, თებერვლის ბოლოს დაიწყო ეს ტალღა და როგორც ფრონტის ხაზზე, ისე იცვლება საათობრივად ვითარება. სამი კვირაც არაა, რაც ჩინეთმა აღიარა, მაგრამ იმდენად შეუსწავლელია ეს ვირუსი, რომ თავად ექიმებიც იღუპებიან, იმავე ჩინეთშიც მოხდა მსგავსი შემთხვევები – ანუ თავდაცვის მექანიზმები არ არის ცნობილი. სამწუხაროდ, პროგნოზის გაკეთებაც რთულია, მოახდენს თუ არა ამინდი გავლენას ვირუსზე, საინკუბაციო პერიოდიც არაა დაზუსტებით ცნობილი.
– აი, ამინდისგან დამოუკიდებლობამაც დამაეჭვა ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაში. ბუნების წესია, როდესაც რაღაც ბუნების შექმნილი გვნებს და გწამლავს, ამის პარალელურად, ბუნებისვე შექმნილი გკურნავს.
– რა თქმა უნდა. პირადად მე ერთ საფრთხესაც ვხედავ: ეს ვირუსი ბოთლიდან ამოშვებულ ჯინს ჰგავს, რის მოთოკვაც მერე რთული იქნება და სპეკულაციისა და ყალბი ახალი ამბების თემად შეიძლება, იქცეს სხვადასხვა ქვეყნის მონდომებითა და მათი სპეცსამსახურების ხელში.
– საინფორმაციო ომის დაწყებას ვარაუდობთ ამ კორონავირუსის გავრცელების ფონზე?
– რა თქმა უნდა. ეს ტალღა მინელდება, მაგრამ ყოველთვის გამოიყენებენ ყალბი ახალი ამბების შესაქმნელად წერტილოვანი დარტყმებისთვის. შევქმნათ მარტივი სიტუაციური მოდელი: რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ყირიმის დატვირთვა, ყირიმის ფუნქცია მაინც ტურიზმი იყო და, ამდენად, რუსეთის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ მათმა მოქალაქეებმა ფული არ დახარჯონ ეგვიპტეში, თურქეთში, საქართველოში და ზაფხულობით ჩავიდნენ ყირიმში. აი, თუნდაც, ზაფხულის სეზონის დროს შესაძლებელია, რომელიმე საკურორტო ქალაქისადმი, ბათუმი იქნება ეს თუ ეგვიპტის ან თურქეთის რომელიმე ცნობილი საკურორტო ქალაქი, გამოყენონ „ფეიქ ნიუსები“.  გადამოწმება, ბუნებრივია, რთული იქნება და თავის ნალექს დატოვებს მოსახლეობაში. ეს მეთოდი შესაძლოა, ერთმანეთის წინააღმდეგ გამოიყენოს სხვადასხვა ქვეყანამ.
– სანამ წამალს არ გამოიგონებენ. მე მაინც ველი, რომ წამალს გამოიგონებენ, რომლებსაც შემდეგ შეისყიდიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, როგორც „ქათმის გრიპის“ შემთხვევაში მოხდა და მარაგები დაიგროვეს სახელმწიფოებმა.
– ყოველთვის არის გარკვეული უნდობლობა და ეჭვი ფარმაცევტული კომპანიებისადმი, სხვა თემაა, არის თუ არა დასაბუთებული ეს ეჭვი. რეალურად, თუ გამოჩნდა რაღაც ძალიან ეფექტიანი მედიკამენტი...
– მე ეჭვი არ მეპარება, რომ გამოჩნდება. და იმედი მაქვს, რომ დიდხანს არ გაწელავენ, ბიზნესს აინტერესებს მოგება, ნებისმიერ ვითარებაში, ისევე, როგორც პოლიტიკა ზღვარზე თამაშია და ვფიქრობ, პაუზას დაიჭერენ, რომ უფრო დიდი მოგება ნახონ.
– შესაძლებელია ეს ვერსია, იმიტომ რომ ერთ-ერთი დახურული სფერო, საბანკო სფეროსთან ერთად, არის ფარმაცევტული სფერო, რომელშიც ძალიან ბევრი დარღვევა ყოფილა, ამის დასტურად არსებობს უამრავი დოკუმენტური მასალა, იმავე, დასავლეთის ქვეყნებში, რომ მალავდნენ მედიკამენტების უკუჩვენებებს და სხვა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ქართული გამოთქმაა: ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და შესაძლებელია, ასეც იყოს ან მეორე ვარიანტია: შეიძლება, რაღაც მედიკამენტის არსებობის შემთხვევაშიც კი დააყოვნონ გამოშვება, რომ მასზე მოთხოვნა გაიზარდოს.

скачать dle 11.3