კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რუსული განძი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ვის არ ეღირსება მიწა?!

  მაშინ, როდესაც მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის და არათუ მოსალოდნელი, არამედ გარდაუვალი ფინანსური კრიზისისთვის ემზადება (თუმცა ხელი არამც და არამც არ ჩაიქნიოთ, რადგან ცვლილებები მხოლოდ უკეთესის საწინდარია, სხვაგვარად პროგრესი გამორიცხულია, ანუ დავუჯეროთ ბრძენ ხალხს, რომლებიც შეგვაგონებენ, გამოიმუშავეთ „სულელური“ ჩვევა, გაიხაროთ წარუმატებლობითა და პრობლემებითო!), დიდ რუსეთში გადაწყვიტეს, რომ ვლ. პუტინი 2036 წლამდე დატოვონ სახელმწიფოს სათავეში.
  ინიციატივა „დუმის“ დეპუტატმა ტერეშკოვამ  გამოაცხადა „დუმისვე“ სხდომაზე (კონსტიტუციაში ცვლილებები შევიტანოთ და აქამდე არსებული საპრეზიდენტო ვადა გავანულოთო). თავად პრ. პუტინის ადმინისტრაცია ირწმუნება, ონლაინ რეჟიმში შევიტყვეთ დეპუტატის იდეაო. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, თვით რუსეთშიც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ამ სიახლეს, იმდენადაც კი, რომ ქ-ნი ტერეშკოვაც საფუძვლიანად გამოლანძღეს (სულ არად ჩააგდეს, რომ პირველი კოსმონავტი ქალია დედამიწიდან). ამ უკანასკნელს „დუმის“ სპიკერი ვოლოდინი (როგორი სიმბოლური გვარია, ახალი პრემიერის, მიშუდტინის არ იყოს?!) გამოესარჩლა და განაცხადა, რომ ტერეშკოვაზე შეტევა იგივეა, რაც რუსეთზე თავდასხმა და ამის უკან დასავლეთი დგასო.
იკითხავთ, რატომო?! იმიტომ რომ (ვოლოდინის ვერსიით), რუსეთის მთავარი სიმდიდრე არა ნავთობი და გაზია, რომლის ღირებულებაც უფასურდება, არამედ ვლადიმირ პუტინი, შიშის ზარს რომ სცემს მთელ დედამიწასო.
  ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პრ. პუტინი საპრეზიდენტო პოსტზე ყველას მოინელებს და იმისიც, რომ პროლეტარიატის ბელადის გვერდით ადგილი გარანტირებული აქვს.


скачать dle 11.3