კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რატომ დაფრინავს ხშირად ნივთები თაკო აბაშიძის სახლში და როდის გახდება ის სიდედრი შვიდ ბრუნვაში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მსახიობი თაკო აბაშიძე იმით არის კმაყოფილი, რაც ბედისწერითა და თავისი შრომის წყალობით აქვს. მართალია, „კომედი შოუს“ სკეტჩებში, „სვეცკი“ ქალის როლს კარგად ირგებს, მაგრამ რეალურად, უზომოდ თბილი, კომუნიკაბელური და უბრალო ადამიანია.
  თაკო აბაშიძე: ცხოვრებაში ადვილად მივიღე ის, რაც მაქვს, გამიმართლა. არ მიყვარს დაუნახაობა. ზოგადად, რაც უნდა იღბლიანი იყო, მუშაობაც საჭიროა, რომ წარმატებას მიაღწიო. ანუ, შრომა ჩვეულებრივი პროცესია და მე იღბლისაც მადლობელი ვარ. დავამთავრე თუ არა ინსტიტუტი, იმ დღიდან ვმუშაობ, სახლში არასდროს ვმჯდარვარ.
– ანუ, შენ ის ადამიანი ხარ, ვინც წინსაფარაფარებული სახლში ვერ ჩაჯდება?
– წინსაფარიც მიკეთია, სადილსაც ვამზადებ და სახლსაც ვალაგებ. ეს აუცილებლობაა და პარალელურად, პროფესიონალური დახარჯვაც საჭიროა. ჩემზე კარგად ჩემს სახლს ვინ დაალაგებს, მაგრამ რომ არ ვიმუშაო და სახლში ვიჯდე, ამას ვერ ავიტან. ჩემი მშობლების მადლობელი ვარ, აქტიურ ცხოვრებასა და შრომას რომ მიმაჩვიეს.
– მიუხედავად ამისა, მოგიწია დეპრესიული პერიოდების, ბარიერებისა და წინაღობების გადალახვა? ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხომ დგება მომენტი, როცა ფორტუნა უკუღმა იწყებს ტრიალს. თუნდაც, სამსახიობო კარიერაში გიგრძნია კოლეგებისგან შურის მომენტები?
– როგორ არა, მაგრამ, ამას არ ვაქცევ ყურადღებას და არც კონფლიქტური ადამიანი ვარ. ვიღაცას რომ ჩემი შურს, ეს მისი პრობლემაა და ამაზე ვერ ვინერვიულებ. თუმცა, რომ გითხრათ, თუ ადამიანი შეგნებულად მიბოროტებს, გავუღიმებ-მეთქი, მოგატყუებთ. კიდევ ვამბობ, არ მიყვარს კონფლიქტები და უაზრობებზე დროის ხარჯვა. იმ ქვეყანაში, სადაც არსებობენ დაავადებული ბავშვები და გაჭირვებული დედები, ჩემს კარიერაში შურებს და ბარიერებს პრობლემად ვერ ჩავთვლი. მებრძოლი ადამიანი ვარ და დეპრესია არასდროს მქონია. როცა რთული პერიოდი დგება, თავში 200 ტვინი მერთვება, იწყება ფიქრი, როგორ გადავლახო პრობლემა სწრაფად. არ მაქვს იმის დრო, დავწვე და ფარდები ჩამოვაფარო. ჩემს შვილსაც ამას ვეუბნები – იფიქრე სწრაფად, მოემზადე სწრაფად, იმოქმედე სწრაფად. დრო სწრაფად გადის და კონკურენციაც დიდია, როცა გააცნობიერებ, რომ დრო გავიდა, უკვე დაგვიანებულია. 36 წლის ასაკშიც კი, ყოველდღიურად ვსწავლობ და რაც ასაკი მემატება, უფრო აჩქარებულად ვფიქრობ და ვმოქმედებ.
– რამ უნდა გამოგიყვანოს მდგომარეობიდან, რომ „აფეთქდე“?
– ზოდიაქოთი „კურო“ ვარ და წითელი უნდა ამიფრიალო, რომ წყობიდან გამოვიდე. ვერ ვიტან უტაქტო და უზრდელ ადამიანებს, საკუთარ აზრებს რომ გახვევენ თავზე და ვალდებულად გთვლიან, დაეთანხმო. ასეთ დროს ვჩუმდები, რადგან დავას აზრი არ აქვს. მაგრამ, თუ წყობიდან გამოვედი, ძალიან ბრაზიანი ვარ.
– თქვი, წითელს თუ ამიფრიალებენ, უკან არ ვიხევო. რამდენად ხშირად გიფრიალებენ წითელს და თუ აწვები რქებით?
– ხშირად. ცხოვრება ასეთია, თუმცა მე ჩემს რქებს ვუფრთხილდები (იცინის). მაგრამ, გაცილებით მეტ სიყვარულს ვგრძნობ, თანადგომას, სითბოს და მაღიზიანებს ყველა ცნობილი ადამიანი, ვინც ამბობს: ვწუხდები ამდენი ყურადღებითო.
– როგორ ფიქრობ, რით დაიმსახურე სითბო და სიყვარული?
– არ ვიცი, თუმცა, ხშირად მეუბნებიან, დადებითი ადამიანი ხარო. არ მახსოვს ადამიანი, რომელიც აგრესიით შემხვდა. თუმცა, „ჩემი ცოლის დაქალებში“ რომ ვითამაშე, ჩემს წონასთან დაკავშირებით, სასწაულებს წერდნენ: ვაიმე, რამსისქეაო. ვეთანხმები, არ ვარ გამხდარი, მაგრამ არ მაწუხებს ჩემი წონა და თუ სხვას უნდა, ამაზე ინერვიულოს, მე ვერ დავუშლი, რა ვქნა (იცინის). „მოხარშეთ კვერცხი 12 საათზე, 3 საათზე გაფცქვენით და 5-ზე შეჭამეთ“ – ასეთ დიეტაზე,  ნამდვილად ვერ „შევჯდები“.
– როცა ადამიანი ცნობადია, აინტერესებთ მისი ცხოვრება. ყველამ იცის, რომ გყავდა ქმარი, რომელსაც გაშორდი და გყავს შვილი. ვიცი, არ გიყვარს პირადზე საუბარი, მაგრამ ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არც ცრუმორწმუნე ვარ, არც გათვალვის მეშინია, დასამალად საქმე არ მაქვს. თუ ორ ადამიანში რამე ხდება, საკმარისია იმ ორში დარჩეს. პირადი ცხოვრება ძალიან ინტიმურია. მთავარია, ადამიანმა თავისი ბედნიერება იპოვოს და ყველა ქალისთვის, მამაკაცის გვერდით ყოფნა აუცილებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში ღირს, თუ გვერდით კარგი მამაკაცი გიდგას. ჩემთვის ბედნიერებაა, როგორც ვცხოვრობ – ჩემი პირადიც მაქვს, შვილიც მყავს, საყვარელ საქმეს ვაკეთებ, გეგმებიც მაქვს სამომავლოდ... მილიონერთა წრეს არ წარმოვადგენ, თუმცა, რაც მაქვს, მაქვს ჩემი შრომით და ამით ამაყი ვარ.
– „კომედი შოუში“ „სვეცკი“ სიდედრისა და ქალის როლი ისე კარგად მოირგე, ბევრს ეგონა, რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი ხარ. ზოგადად, რამდენად „ზის“ შენში „სვეცკობა“?
– კი მოვირგე „სვეცკი“ სიდედრის, ცოლისა და დედის როლი, მაგრამ საერთოდ, ცნება „სვეცკობა“ რას ნიშნავს, არ ვიცი. ამ ჩემი მორგებული როლით, იმ ადამიანებს დავცინი, ვისაც ასე „სვეცკურად“ მოსწონთ ცხოვრება. „სვეცკობა“ ჩემი არ არის, ადამიანობა მირჩევნია, თუმცა, როლს კარგად ვირგებ და თავადაც ვხალისობ. „კომედი შოუში“ მარტო „სვეცკი“ სიდედრი კი არა, ვისი ცოლი არ ვიყავი – ნიკასი, ზურასი, ბექასი... შემოვირბინე მთელი „კომედი“ (იცინის). თუმცა, ყველა ქმარი კარგი იყო, ამას ვერ უარვყოფ. ყველა მეკითხება, გოგო გეზრდება და რეალურ ცხოვრებშიც ასეთი „სვეცკი“ სიდედრი იქნებიო? (იცინის). არ მიყვარს არავის ცხოვრებაში ჩარევა, მაგრამ ამ შემთხვევაში, შვილი გამონაკლისია. „სვეცკი“ სიდედრი ვერ ვიქნები, მაგრამ ჩემი შვილი, ბარბარე რომ კარგად იყოს, ყველაფერს გავაკეთებ და ამ მხრივ, ჩავერევი კიდეც. მაგრამ თუ ქმარმა აწყენინა, მაშინ გავხდები სიდედრი შვიდ ბრუნვაში (იცინის).
– ამბობენ, ხშირად ხვდება კურიოზულ სიტუაციებშიო.
– მე პანაშვიდებზე ოფიციალურად არ დავიშვები (იცინის). სიცილი მიყვარს და თუ პანაშვიდზე ჭირისუფალს რაიმე წამოსცდა ან მოსულს ფეხი წამოედო გვირგვინზე, ვერ მაჩერებენ – ავიფარებ ცხვირსახოცს სახეზე და ვიგუდები სიცილით. საბერძნეთში ქუჩაში, დამეტაკა ქალი და შეჰკივლა: ვაიმე, ამას ვის ვხედავ? ლეილა აბაშიძეო. შეიძლება, თაკო გაჩეჩილაძე დამიძახო ამ ჩემი პარიკის გადამკიდე, მაგრამ ლეილა აბაშიძე, მგონი, ძალიან ზედმეტია (იცინის). არ მიყვარს ერთფეროვნება და ხან, ვიპარსავ თმას და ხან ვიზრდი. ახლა, თმას ვიზრდი და რომ დავიხურე ხუჭუჭა პარიკი, მოვიხდინე, თან ზამთარში მათბობდა და შემოვიტოვე. ბევრი პარიკი მაქვს. და საერთოდ, ისე მიყვარს მრავალფეროვნება, ჩემს სახლში ნივთები ხშირად „დაფრინავს“ – სულ გადაადგილებაში ვარ,  საძინებელს ვშლი და ვაწყობ.  ნივთები კი არა, ერთფეროვანი „პრიჩოსკა“ რომ აქვთ წლები, იმას ვერ ვიგებ (იცინის).

скачать dle 11.3