კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 დედა თინათინი: მისთვის უფალთან შეხვედრა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, სულ იმას ლოცულობდა, გამიყვანეო, არასდროს უთხოვია, მომარჩინეო

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  „სიკეთე სიყვარულია. უფლისა და ადამიანის კავშირი სიყვარულით ხორციელდება, იგი ღვთით კურთხეული ძალაა, მხოლოდ წრფელი გრძნობებით შეიძლება ღმერთთან დაახლოება...“ – ეს სიტყვები ბერ ანდრია მილორავას ეკუთვნის, რომელმაც დედას სიკეთის კეთება უანდერძა. ბერი ანდრია 2011 წელს, 17 წლის ასაკში უმძიმესი და უიშვიათესი სენით გარდაიცვალა. დედა თინათინი შვილის დანაბარებს პირნათლად ასრულებს და წლებია, სიკეთის აურზაურშია ჩართული. მან 10 წლის წინ დააარსა „ბერი ანდრიას ფონდი“, ახლა კი, გაფართოების მიზნით, „ბედნიერ სახლს“ აშენებს ონკოლოგიური სნეულებებით დაავადებული ბავშვებისთვის.
  დედა თინათინი: „ბედნიერი სახლის“ აშენების იდეა გაჩნდა, როდესაც ამის საჭიროება გაგვიხდა და როცა ფონდის სახლში აღარ ვეტეოდით. თავდაპირველად ფონდი ბერი ანდრიას თხოვნით, კურთხევითა და ლოცვით შეიქმნა. მას სურდა, მისი გარდაცვალების შემდეგ დავხმარებოდი ბავშვებს და ეს ბავშვები მერე არასოდეს მიმეტოვებინა. ეს „მერე“ მის გარდაცვალებას ნიშნავდა. ასე ვსაუბრობდით ხოლმე, არ ამბობდა: მე რომ არ ვიქნები, მე რომ მოვკვდები ან გარდავიცვლები – მერე მოიცავდა ამ ყველაფერს, რომ ჩვენი საუბრები მძიმე არ ყოფილიყო. მეც ვიცოდი, მერეს რომ იტყოდა, მიგეგმავდა როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება მის გარეშე. მისი გარდაცვალების შემდეგ კვირაში ერთხელ მივდიოდით ონკოლოგიურში, ბავშვებთან მიგვქონდა ნუგბარი, საჩუქრები... მერე მშობელმა რაღაც ვერ გააკეთა. მე მივედი, გამომივიდა და მათი ფუნქცია შევითვისე. ბავშვთან იყო მშობელი და დანარჩენ საკითხებს თავად ვაგვარებდი. ერთხელ ერთი ბავშვის სიცოცხლე ქიმიის გართულებამ იმსხვერპლა და არა დაავადებამ – ეს იყო ჩემთვის უდიდესი დარტყმა. მე ჩემი შვილის ბოლო უჯრედიც კი გამოვიყენე, მისი ამქვეყნად არსებობის დრო რომ გამეწელა. მაშინ ვთქვი, აუცილებლად უნდა მქონდეს ადგილი, სადაც ეს ბავშვები მშობლებთან ერთად მეყოლება-მეთქი. ამიტომ დავიქირავე სახლი, სადაც „ბერი ანდრიას ფონდი“ არის განთავსებული, თვეში 1 800 დოლარს ვიხდით – უდიდეს თანხას. ჩემთან ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები ცხოვრობენ.  10 წლის წინ, როცა ბავშვებზე დავიწყე ზრუნვა, ფონდში 10-მდე ბავშვი მყავდა, ახლა 47 მყავს, რაც ბევრია. საქართველოში ყოველ წელიწადს ამ დაავადების 50 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. „ბედნიერი სახლი“ 50 ბავშვზე დავაპროექტეთ, რათა თითოეულმა მათგანმა მიიღოს სრული სერვისი ევროსტადარტებზე დაყრდნობით. პროექტი დადუნა შათაშვილმა გვაჩუქა. სამმილიონიანი პროექტი 200 000 ლარით დავიწყეთ, იმედი გვქონდა, რომ ღმერთი არ მიგვატოვებდა და ასეც მოხდა, არც ერთი წუთით არ გავჩერებულვართ. ყოველ კრიზისულ მომენტში გვეხმარებოდნენ ადამიანები და კომპანიები. აუცილებლად უნდა ვთქვა, ფეხბურთის ფედერაციამ 100 000 ლარი ჩაგვირცხა, 10 000 დოლარი – მამუკა გორგოძემ.  ეს ყველაფერი ღმერთის წყალობით, მამა ანდრიასა და  ყველა ჩემი გარდაცვლილი ბავშვის დახმარებით შევძელით. 118 ანგელოზი მყავს სასუფეველში და 118 შვილი მელოდება იქ. ახლა ვართ ბოლო ეტაპზე და გვაქვს კრიზისი, გვჭირდება 120 000 ლარი, მაგრამ ვიცი, რომ ღმერთი არ გაგვაჩერებს და მაინც დასრულდება ეს სახლი. „ბერი ანდრიას ფონდი“ ახალ ეტაპზე გადადის. 10 წლის განმავლობაში ვითხოვ ყოველ თეთრს და აღარ შემიძლია. ახლა უკვე კომპანიებს სარგებელსაც ვთავაზობ, რაც  ჩვენ შორის პარტნიორულ ურთიერთობას ჩამოაყალიბებს. ჩვენ გვექნება გასვლითი შეხვედრები, სადაც თითოეული კომპანიის მონაწილეობა იქნება ფასიანი – 5 000 ლარის ოდენობით. ეს შეხვედრები იქნება საგანმანათლებლო და ასევე, ორივე მხარისთვის ხელსაყრელი.
– თქვენ შეძელით თქვენი შვილის დანაბარების შერულება...
– ჩემთვის „ბერი ანდრიას ფონდი“ ჩემი შვილია, ეს არ არის უბრალო ორგანიზაცია. ეს არის ჩემი შვილი, რომელიც ისევ აგრძელებს სიცოცხლეს, ვითარდება და იზრდება. მე მას ფიზიკურად ვერ ვხედავ, მაგრამ ფონდს რომ ვუყურებ, უცებ წარმოვიდგენ მამა ანდრიას. ისიც ხომ უნდა გაზრდილიყო, 17 წლის გარდაიცვალა და თებერვალში 26 წელი შეუსრულდებოდა. დღეს განსაკუთრებით მიჭირს (ინტერვიუ ჩაწერილია 3 მარტს - ავტორი). მამა ანდრიამ სხვანაირი მოლოცვები იცოდა, სულ საათს უყურებდა და აუცილებლად პირველის პირველ წუთზე მომილოცავდა ხოლმე, თვითონ უნდა ყოფილიყო პირველი – მნიშვნელობა არ ჰქონდა, დაბადების დღე იქნებოდა თუ სხვა დღესასწაული.
– როგორი ურთიერთობა გქონდათ?
– ჩვენ მეგობრები ვიყავით. მე ვიყავი ძალიან პრანჭია და ფერადი. შავი ტანსაცმელი, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელი მქონდა. ჩემს თავს ვინმეს რომ გააცნობდა და ჩემზე ჰკითხავდნენ: ეს და არისო, ჩუმად გადმომილაპარაკებდა: რა ვუთხრა ახლა, დედა ხარ თუ დაო. ზღვაზე ან სადმე, რომ მივდიოდით ბევრ ფოტოს ვაღებინებდი და  სიცილით მეუბნებოდა: დე, შენ რა პრანჭია ხარო. როგორც შვილი, ხომ ძალიან მაკლია, მაგრამ აი, ეს ურთიერთობა და მეგობრობა – განსაკუთრებით. იმდენი რამე მასწავლა, სხვანაირად ვემზადებოდი მასთან სასაუბროდ, რადგან არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი. სიმართლე გითხართ, მეშინოდა და სულ ვფიქრობდი, რატომ არის ეს ბავშვი ასეთი კარგი-მეთქი. ზოგჯერ, რაღაცას რომ დააშავებდა, მიხაროდა და ჩემთვის ვიტყოდი,  ჩვეულებრივია-მეთქი. თუ რამეზე ვიყავი გაბრაზებული, შორიდან იწყებდა მოსვლას და გაღიმებას, საოცარი ღიმილი ჰქონდა და როცა მინდოდა, წავჩხუბებოდი, ვცდილობდი, სახეში არ შემეხედა, როგორც კი მის სახეს დავინახავდი, იმდენად მართალი და კარგი იყო, ვეღარაფერს ვეუბნებოდი. მე ხომ მიყვარდა ეს ფერადი ტანსაცმელი და ერთხელ საავადმყოფოში მითხრა: გახსოვს, წითელ ან ყვითელ წინდას რომ მაცმევდი, ვერ წარმოიდგენ, როგორ მეშლებოდა ნერვები, მაგრამ ისე მოგწონდა, ხათრს ვერ გიტეხავდიო. იმდენად მორჩილი იყო, უარს არაფერზე გვეუბნებოდა. ერთადერთი, ბოლოს ქიმიაზე თქვა: არ მინდა, დე, ეს მე არ მიშველის და არ გადამისხათო. ხშირად მინდა ტირილი, მაგრამ არ მაქვს ამის საშუალება და უფლება, მთელი დღე ბავშვები მიყურებენ და სულ უნდა ვიცინოდე.
– მამა ანდრია 26 წლის გახდებოდა... როგორი წარმოგიდგენიათ ამ ასაკში?
– სიმპათიური იყო და ვფიქრობდი, როგორი იქნება-მეთქი. სილუეტი წამროდგენილი მაქვს, მაგრამ სახე – ვერა. მერე შევწყვიტე ამაზე ფიქრი. ჩვენ ისე დავკრძალეთ, მისი სახე არ მინახავს, ბერს არც არავინ განახვებს, შეფუთულია და ეს  კარგია. მამა ანდრია გარდაცვლილი მახსოვს, როცა თვალები დახუჭა და ამოისუნთქა. ისე დაემთხვა, ბოლო ამოსუნთქვის დროს ოთახში მარტოები ვიყავით. მესამეჯერ რომ ამოისუნქა, მივხვდი, რაც იყო. ერთი რამ მახსოვს განსაკუთრებით. სოხუმელი ვარ, ზღვაზე გავიზარდე და როცა ტალღა უკან ბრუნდება, ქვიშა ნელ-ნელა შრება და ფერი გადასდის. მამა ანდრიას ჰქონდა საოცრად ვარდისფერი ტუჩები და ზუსტად ასე იცვალა მისმა ტუჩებმაც ფერი. მეუბნებოდა ხოლმე: ერთადერთი რამის მეშინია, სული და ხორცი რომ სცილდება ერთმანეთს, ნეტა, მტკივნეულია და მე თუ მეტკინებაო. ეს მომენტი დავიჭირე, ბოლო ამოსუნთქვისას მისი ხელი მეჭირა და ძლიერად ჩამარჭო თითები. მერე ისეთი გაღიმებული და მშვიდი სახე მიიღო, რომ ვიფიქრე, ღმერთო, როგორი ბედნიერია და რა ბედნიერებაა, რომ ეს ასე მშვიდად დამთავრდა-მეთქი.
– თქვენ გაქვთ იმ მძიმე პერიოდის ჩანაწერები...
– დიახ და  ეს ჩემთვის შვება იყო. ყოველ საღამოს ვაკეთებდი დღის შეჯამებას, ოთხი რვეული მაქვს სავსე. პირველ რიგში, ეს იყო ჩემთვის საშუალება, რომ თითოეული დღე დამემახსოვრებინა, რადგან მის მდგომარეობას ექიმი მეკითხებოდა. ასევე, ყოველი დღე იმიტომ ჩავიწერე, რომ შემდგომ ყოველთვის იგივე განმეცადა, თუმცა, ეს ვერ მოვახერხე. დავიწყე წაკითხვა და ცუდად გავხდი. ყველაფერი წარმოვიდგინე, სუნიც კი. აბსოლუტურად იმ დროსა და სიტუაციაში მოვხვდი.  ეს იმდენად რთული იყო, ერთი რვეულიც ვერ წავიკითხე ბოლომდე. ვაკეთებდი ცხრილს რამდენჯერ ჭამა, რამდენი წყალი მიიღო, წუთში რამდენჯერ ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, როგორი ჰქონდა სატურაცია, წნევა, როგორ ლოცულობდა, რას ამბობდა, ვინ მოდიოდა... წელიწად-ნახევარი ვებრძოდით ამ სენს.
– იცოდა თავისი მდგომაროების შესახებ?
- მან  მანამდეც კი იცოდა, ვიდრე ჩვენ გავიგებდით. მერე მითხრა, რომ ჩემმა მფარველმა ანგელოზმა გამაფრთხილა, ეს დაავადება დაგემართება და გარდაიცვლებიო. როცა დადასტურდა, ვერ ვეუბნებოდით და ვუმალავდით, მაგრამ ძალიან ჭკვიანი იყო, მოტყუება არ გამოდიოდა. ერთელ ჩამხედა თვალებში და რაღაცნაირად ერთმანეთს სიმართლე გავუმხილეთ. მაშინ მითხრა: შენ მოგიკვდი, დე, როგორ გული გატკინე, როდესაც ამას გაიგებდი, წარმომიდგენია, რა დაგემართებოდაო. იმ შეგრძნებისთვის შევეცოდე, რასაც განვიცდიდი, განა საკუთარ თავზე ფიქრობდა. ერთხელაც არ დაუწუწუნია, სულ ჩქარობდა უფალთან შეხვედრას – როდის, როდის... და მთხოვდა, რომ მელოცა სწორად, რათა დროზე წაეყვანა.  ვფიქრობ ხოლმე, ახლა რომ დამართნოდა ეს დაავადება, თუ სულ მთლიანად ვერ მორჩებოდა, 5 წელს მაინც ვაცოცხლებდი. ის ჩემთვის იცოცხლებდა, თორემ მისთვის უფალთან შეხვედრა იმდენად მნიშვნელოვანი იყო და ისე უნდოდა, რომ სულ იმას ლოცულობდა წამიყვანე, გამიყვანე, არასოდეს უთხოვია, მომარჩინეო. იმდენ გამაყუჩებელს არასდროს იკეთებდა, რა რაოდენობაც სჭირდებოდა. მუდმივად სტკიოდა  და ბოლომდე ტკივილი არც უყუჩდებოდა. რომ ვეკითხებოდი: დე, გტკივა? ერთხელ მიპასუხა: ნუ მეკითები, დე, ტყუილს ვერ გეტყვი და იცოდე, რომ სულ მტკივა, მაგრამ შემიძლია ლოცვაო. გამაყუჩებელს იმიტომაც არ იკეთებდა თავის დოზას – მერე მეძინება და ლოცვის თავი აღარ მაქვს, მე ვხედავ ხორცს ვეღარ ვშველი და სული არ უნდა დავღუპოო.
ყველა დედა თინათინით მოგმართავთ, ამ დროს საერო ცხოვრებით ცხოვრობთ.
– კი, ასეა. არადა, რომ დამაკვიდნენ, ისე არ მაცვია, როგორც დედაოებს. თავსაბურავიც სულ სხვანაირად მახურავს. კაბებზეც დავიქარგე ცოტა და გაპრანჭვა დავიწყე, მეტი რა ვქნა. ზოგმა ძალიან კარგად იცის, რომ არ ვარ მონაზონი, მაგრამ მაინც დედა თინათინს მეძახის. ამ ბავშვებზე პრეტენზია მაქვს, რომ მათი დედა ვარ, სხვებს თუ უნდათ, მილედი დამიძახონ, პასპორტში როგორც მიწერია, უნდათ – დედა თინათინი და უნდათ – თინათინი, სულ ერთია. ერთადერთი შვილისა და 118 შვილობილის მგლოვიარე დედა ვერ ჩავიცვამ წითელს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა.

скачать dle 11.3