კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№11 ვის მოსასიყვარულებლად დაფრინავდა გერმანიაში ბრენდონ სტოუნი და რაში შველის მას კახური გენეტიკა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ახლახან მომღერალი და კომპოზიტორი ბრენდონ სტოუნი, იგივე ბესიკ შპეტიშვილი, მოსკოვში წლის საუკეთესო კომპოზიტორად დასახელდა. როგორც თავად ამბობს, მართალია, მისთვის ამ ჯილდოსა და სტატუსის მინიჭება არ იყო მოულოდენლი, თუმცა, ემოცია დიდი ჰქონდა. ბრენდონი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. შემდეგ საცხოვრებლად გერმანიში გადავიდა, ახლა კი, მოსკოვში დასახლდა და იქ აგრძელებს სიმღერების შექმნას, რასაც ცნობილი მომღერლები ასრულებენ.
  ბრენდონ სტოუნი: იმდენს ვმუშაობ, იმდენ სიმღერას ვწერ, რომ დამირეკეს და მითხრეს, მობრძანდით, ჯილდოს ნომინაციაზე ხართ წარდგენილიო. არ გამკვირვებია. უბრალოდ, ვკითხე, რა ჯილდოა-მეთქი და მიპასუხეს: ვერ გეტყვით, მობრძანდით და თავად ნახეთო. მოკლედ, მივედი, წითელ ხალიჩაზე გავიარე და ჟურნალისტებმა რომ მკითხეს, რა ჯილდოს ელოდებითო, გამეცინა, ვუთხარი: მართლა არ ვიცი, მეც ველოდები-მეთქი (იცინის). დაჯილდოება მოსკოვის ცენტრში, ფეშენებელურ დარბაზში შედგა. რომ ამიყვანეს სცენაზე და გადმომცეს „წლის საუკეთესო კომპოზიტორის“ ჯილდო, ხუმრობით ვიკითხე: ჯერ წელი არ დაწყებულა და რის გამო მაჯილდოებთ-მეთქი. მითხრეს – ეს გასული წლებისთვის, წელსაც და მომავალშიც ხომ დაწერ სიმღერებსო (იცინის).
– რამდენად ელოდი ამ ჯილდოს მიღებას რუსეთში, სადაც საკმაოდ დიდი კონკურენციაა?
– სიმართლე გითხრათ, იმდენს ვშრომობ და ვწვალობ, ველოდი, რომ დააფასებდნენ. წელიწადია, რაც გერმანიიდან მოსკოვში გადმოვედი საცხოვრებლად და ვფიქრობ, ადრე რომ გადმოვსულიყავი, მეტ ჯილდოს ავიღებდი (იცინის). თუმცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. დღე და ღამე ვმუშაობ, ყველას ვუწერ სიმღერას, მეც გამოვდივარ ხშირად საქველმოქმედო კონცერტებზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და ეს დამიფასეს.
– 800-ამდე სიმღერა გაქვს შექმნილი და მათ არაერთი ცნობილი მომღერალი ასრულებს. ქართველი მომღერლისთვის თუ გაქვს დაწერილი სიმღერა?
–  დიახ, 800 სიმღერა მაქვს დაწერილი და არ ვაპირებ გაჩერებას. იმავდროულად, სამი დისკიც მაქვს გამოცემული და ბევრი სინგლი. სულ მალე, კიდევ გამოვა ჩემი ახალი დისკი. ახლა ემინას დავუწერე ახალი სიმღერა და კირკოროვსაც შევთავაზე. ანი ლორაკს, ლადა დენსს, კატია ლელს და კიდევ ბევრს დავუწერე სიმღერები და ამით საკმაოდ წარმატებულები გახდნენ. სამწუხაროდ, ქართველი მომღერლებისთვის არ მაქვს დაწერილი სიმღერა, თუმცა, ალბომში შესულია ქართულენოვანი სიმღერები, რომელიც მინდა, საქართველოში გამოვიდეს. ზოგადად, ქართულ შოუ-ბიზნესს კარგად არ ვიცნობ. თუმცა, ახალ თაობას ვადევნებ თვალყურს და მიხარია, რომ ასეთი ნიჭიერი მომღერლები გვყავს. „ევროვიზიაზე“ გავიცანი ოთო ნემსაძე და მისი ხმის ტემბრითა და შესრულების მანერით მოვიხიბლე. „იურმალაზეც“ ვმუშაობდი და იქაც მიხაროდა, რომ ქართველების გამოსვლა ყოველთვის ემოციური და დასამახსოვრებელი იყო. ახლა ნუცა ბუზალაძე გამოდის მოსკოვში კონკურსზე. ამ კონკურსის ჟიურის წევრი მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ, გადაღებები მაქვს და უარი ვუთხარი. თუმცა, იქ რომ ვმჯდარიყავი, აუცილებლად ნუცას წამოვუდგებოდი ფეხზე (იცინის). მიყვარს ეს გოგო, ძალიან ნიჭიერია და ვგულშემატკივრობ. სხვათა შორის, ნუცა მწერს ხოლმე სოციალურ ქსელში და ახლა, რომ დავფიქრდი, თუ მეტყვის, სიმღერა დამიწერეო, დიდი სიამოვნებით დავუწერ.
– ბრენდონ, საქართველოში დაიბადე და გაიზარდე, შემდეგ, მთელი 22 წელი, გერმანიაში ცხოვრობდი და წარმატებულად მუშაობდი. რის გამო გადაწყვიტე რუსეთში საცხოვრებლად გადასვლა?
– მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ვცხოვრობდი, რუსეთში ხშირად მიწევდა ჩასვლა სხვადასხვა პროექტზე სამუშაოდ, იმავდროულად, სიმღერების წერა რუსი მომღერლებისთვის.  თითქმის ყოველ სამ დღეში დავფრინავდი აქეთ-იქით – მოსკოვი-ბერლინი და ფაქტობრივად, სულ გზაში ვიყავი გამოკიდებული. ჩემი ცხოვრების ნახევარი თვითმფრინავში და ღრუბლების თავზე გავატარე (იცინის). მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ დავიღალე, მენატრებოდა საღამოს შვილებთან ჩახუტება და ცოლს შევთავაზე, მოსკოვში ხომ არ გადავიდეთ საცხოვრებლად-მეთქი. ხშირად, როცა მომენატრებოდნენ, ჩავჯდებოდი თვითმფრინავში და მათ მოსასიყვარულებლად მოსკოვიდან ბერლინში მივფრინავდი. მოკლედ, ცოლს არ უნდოდა, მაგრამ დავითანხმე, ავუხსენი, ვეღარ ვუძლებ ამდენ ფრენას, მეტი შემოთავაზება მაქვს, ჩემი საქმისთვის ასეა საჭირო-მეთქი. 1 მარტს მოსკოვში, „ვეგას სიტი ჰოლში“ ჩემი დიდი სოლო კონცერტი ჩატარდა და ქუჩები ჩემი გამოსახულებიანი ბილბორდებითა და პლაკატებითაა აჭრელებული. მოკლედ, ვარსკვლავებთან ერთად,  მათ შორის, რომლებიც ნამდვილად კარგად მღერიან, ასევე, იმ მომღერლებთან, ვინც ქართველია და რუსეთში მოღვაწეობს, გრანდიოზული საღამო გაიმართება. ხშირად მიწევს დღეში 11 საათი მუშაობა, დღე და ღამე არ მძინავს. ნახევარი ცხოვრება სიმღერების წერაში გავატარე და რომ ვფიქრობ, წარმატებაში იღბალთან ერთად, ჩემმა შრომისმოყვარეობამაც შემიწყო ხელი. ჩემი მფარველი ანგელოზი მუდმივად თან დამყვება. ბედნიერ ვარსკვლავზეც ვარ დაბადებული, მაგრამ ამდენი რომ არ მემუშავა, ზუსტად ვიცი, არაფერი გამომივიდოდა. ზოგადად, ცხოვრებაში, ყველაფერი რთულად მოდის ჩემამდე, არადა, შორიდან ასე არ ჩანს. რახან რუსულ შოუ-ბიზნესში ვარ და ჩემი სიმღერები მოთხოვნადია, ყველას მილიონერი ვგონივარ, თუმცა, არც იმდენი მაქვს, მაიამიზე ვილები შევიძინო (იცინის). რუსეთსა და გერმანიაში ჩემი სიმღერები ყველა რადიოსადგურზე ტრიალებს და ტელევიზიითაც  ყოველწამიერად აჩვენებენ. ბევრმა ეს სიმღერები ზეპირად იცის, მომღერალს იცნობენ, მაგრამ კომპოზიტორს – ნაკლებად. სხვებისთვის ჰიტებს ვწერ – ფაქტია, წარმატებისკენ ვუხსნი გზას. მეუბნებიან მათთვის ერთგვარი თილისმა გახდიო და ვხუმრობ ხოლმე, მე ჩემი თავისთვის ვერ მოვიცალე, რომ ასეთი სიმღერა დავიწერო და იქნება სხვამ მაინც დამიწეროს-მეთქი (იცინის). ეს ხუმრობით, თუმცა, ჩემი და ვახტანგ კალანდაძის დუეტი ნამდვილად ჰიტია რუსეთში, პირველივე დღიდან გახდა პოპულარული.
– სხვა ქვეყნებში ხშირად ატარებ კონცერტებს. არ გიფიქრია, მსმენელს შენს ქვეყანაშიც რომ გააცნო თავი?
– ძალიან მინდა, საქართველოში სოლო კონცერტის ჩატარება, მაგრამ თავი ვერ მოვაბი. წლებია, ამაზე მიდის საუბარი.
– გერმანიაში საქართველოდან ჩასული, იმის გამო, რომ ბესიკ შპეტიშვილი რთულად გამოსათქმელი იყო, ბრენდონ სტოუნი გახდი. ახლა, რუსეთში გადასული, ხომ არ ფიქრობ სახელისა და გვარის შეცვლას?
– რუსეთშიც მინდოდა, სახელისა და გვარის შეცვლა, მაგრამ ბრენდონ სტოუნი, უკვე ცნობადია და გადავიფიქრე. ამერიკული სახელი და გვარი კი მაქვს, მაგრამ რუსეთში ვამბობ ბესიკი მქვია-მეთქი და მეკითხებიან: ეს ნამდვილი სახელია თუ მოფერებითიო. რომ ვუხსნი, ნამდვილი სახელი ბესარიონია-მეთქი, ეგრევე იღიმებიან: ა, ეს სხვა საქმეა, სტალინიო. ასე რომ, სტალინთან მაიგივებენ (იცინის). ასე რომ, დავრჩები ბრენდონად, ასე მიცნობენ და გადაკეთებას აზრი არ აქვს. ყველგან, სადაც გამოვდივარ, ქართულად ვმღერი და ვამბობ, დაბადებული ვარ საქართველოში, იქ არის ჩემი ფესვები, იქ ყველა მღერის-მეთქი. ქართულად სხვანაირად მემღერება, ჩემი გენეტიკა იღვიძებს და არც ქართული ენა დამვიწყებია. ყველამ იცის, რომ ქართველი ვარ და ყველა აღნიშნავს, ქართველები განსაკუთრებულები ხართ, გულიდან წამოსული, სხვანაირად ემოციური და არაბუნებრივად ნიჭიერებიო. ვინც არ იცის და მეკითხება, საიდან ხარო და ვეუბნები ქართველი-მეთქი, იბადრება: აი, რატომ მღერი ასე, ახლა გასაგებიაო. იმის გამო, რომ ქართველი ვარ, არცერთ ქვეყანში არ შემქმნია ბარიერი, თუმცა, სახელზე იყო პრობლემა. მაგალითად, რუსეთში მითხრეს, ამერიკული სახელითა და გვარით ვერ გახდები ცნობილიო. თუმცა, გამოვიდა (იცინის). გვარ-სახელი არაფერს ნიშნავს, მთავარი გენეტიკაა და რუსეთში დღემდე ყველა გიჟდება ქართველ მამაკაცებზე (იცინის). ჩემი ცხოვრებასავით არეული მიქსი ვარ – ქართული გენეტიკით, ამერიკული სახელითა და გვარით და რუსებისთვის – სტალინთან ასოცირებული მოსახელეობით (იცინის). კახური წარმოშობის გენეტიკური შტრიხებიც მოქმედებს ჩემზე, ამ კუთხის გენეტიკა ნამდვილად მშველის.

скачать dle 11.3