კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (51)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№11 რატომ მოკლა პრაღაში სამი ქართველი ბიზნესმენი ქართველმა გოგონამ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
„ოქროს ნექტარი“
  1994 წელს შეიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) „ოქროს ნექტარი“, რომლის დირექტორი 30 წლის ირაკლი კანდელაკი იყო. „ოქროს ნექტარს“ ოფისი მოსკოვში ჰქონდა. წესდების მიხედვით, თაფლი უნდა ეწარმოებინა და გაეყიდა. ნედლეული კი, ძირითადად, საქართველოში უნდა მოეპოვებინა. კანდელაკი ცოლ-შვილთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. მისი მეუღლე, 28 წლის ირინა ლარინა სამხედრო გენერლის ქალიშვილი იყო. მათი 2 წლის გოგონა ელენე კი ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში. შპს-მ რუსეთის ცენტრალური ბანკიდან სესხად ნახევარი მილიონი დოლარი აიღო, რომელიც ყოველთვიური პროცენტებით უნდა გაესტუმრებინა. სესხზე პასუხისმგებელი ირაკლი კანდელაკი იყო. თუმცა, მას პარტნიორებიც ჰყავდა, თბილისელი თანამემამულეები – 30 წლის დავით ბერიძე, 30 წლის თემურ კორღალიძე და 29 წლის ოლეგ უნდილაძე. შპს თებერვალში შეიქმნა და სესხიც იმავე თვეში ქეშად იქნა აღებული. კანდელაკმა ეს ფული სახლში მიიტანა და სეიფში ჩაკეტა. ორი დღის შემდეგ კი სხვადასხვა დანადგარი უნდა შეეძინათ. თუმცა, მეორე დღეს ირაკლი კანდელაკი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, სადაც მარტო იმყოფებოდა, რადგან მისი მეუღლე, ირინა, შვილთან ერთად, სანკტ-პეტერბურგში, მამასთან, გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი ლარინთან იმყოფებოდა სტუმრად. ირაკლი მისმა დამ ქეთევანმა აღმოაჩინა, რომელიც თბილისიდან მოსკოვში ჩაფრინდა და ძმის ბინა სათადარიგო გასაღებით გააღო. გარდაცვლილ კანდელაკს არც ძალადობის კვალი ეტყობოდა სხეულზე, არც ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. გაკვეთის შემდეგ პათანატომმა დასკვნაში დაწერა, რომ ირაკლი კანდელაკს გული გაუჩერდა. მიუხედავად ამისა, 30 წლის ჯანმრთელი ახალგაზრდას გარდაცვალება ძალიან საეჭვოდ ჩანდა. ამას ამყარებდა ისიც, რომ სეიფიდან 500 000 დოლარი იყო გამქრალი. კანდელაკის პარტნიორები ერთბაშად დამწუხრებულებიც იყვნენ და შოკირებულებიც. მათ მილიციაში განცხადება შეიტანეს და გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგი ნულის ტოლი იყო. „ოქროს ნექტარმა“ ფუნქციონირება შეწყვიტა. ბანკმა კი ფულის ამოღების მიზნით გარდაცვლილი ირაკლი კანდელაკის ოჯახს 200 ათას დოლარად მოსკოვის ბინა გაუყიდა. 100 ათასი დოლარი გარდაცვლილის პარტნიორებმა შეაგროვეს. დანარჩენი 200 ათასი დოლარი კი გენერალმა ლარინმა შეიტანა ბანკში, რომელმაც ორი სანკტ-პეტერბურგული ბინიდან ერთ-ერთი გაყიდა. ქალიშვილი და შვილიშვილი კი გენერალმა თავისთან, სანკტ-პეტერბურგში წაიყვანა საცხოვრებლად.
შურისძიება
  2016 წლის მაისში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ადგილობრივმა პოლიციამ 25 წლის მარტა კრიკოვა დააპატიმრა, რომელსაც სამი ადამიანის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. დაკავებული გოგონა, სინამდვილეში, ელენე კანდელაკი აღმოჩნდა და მას ყალბი პასპორტი ჰქონდა. ელენეს სამი ბიზნესმენის – დავით ბერიძის, თემურ კორღალიძისა და ოლეგ უნდილაძის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა დანაშაულს არ აღიარებდა, პრაღის პოლიციას მისი ბრალეულობის უტყუარი ფაქტები ჰქონდა. ტყვიის მასრები და გულები, რომლითაც ბიზნესმენები დახოცეს და ვიდეოკამერის ჩანაწერები ელენეს გადაადგილების შესახებ. მასში აშკარად ჩანდა, თუ როგორ უთვალთვალებდა გოგონა მომავალ მსხვერპლებს. კანდელაკს, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, ნება დართეს, რომ მოსკოველი ადვოკატი ჰყოლოდა. როგორც ადვოკატმა, ივანე პელცერმა ელენეს ურჩია, ჯობდა, მას ეღიარებინა დანაშაული და ეთქვა, რომ მამის გამო იძია შური, რაზეც ადგილობრივი კანონებით, 15-წლიან პატიმრობას მიიღებდა. სხვა შემთხვევაში კი, უვადო პატიმრობა გარანტირებული ჰქონდა და მის საქმეს მხოლოდ 30 წლის მერე გადასინჯავდნენ... ელენე დათანხმდა ადვოკატის რჩევას და ალაპარაკდა.
განაჩენი
  ელენე კანდელაკმა ჩეხ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მოკლულები მამამისის მკვლელები იყვნენ და მამის გამო იძია შური. ელენეს თქმით, მოკლულებმა მამამისი კალიუმციანიდით მოწამლეს. სახლის სეიფიდან 2 მილიონი დოლარი გაიტაცეს და ამ ფულით ჩეხეთში ააწყვეს ბიზნესი. ელენეს სიტყვების დასტურად, რუსეთის პროკურატურამ ჩეხეთს შესაბამისი მასალები გადაუგზავნა. ამიტომ ჩეხეთის სასამართლომ ყველა ეს გარემოება გაითვალისწინა და ელენე კანდელაკს მინიმალური, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 25 წლის გოგონა ქალაქ ოლომოუცის მკაცრი რეჟიმის ციხეში გაამწესეს, რომელიც ქალებისთვის იყო განკუთვნილი და იქ სასჯელს ძალიან საშიში დამნაშავეები იხდიდნენ. რუსების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, რაც ქალთა ციხეში სუფევდა, ელენე ცალკე საკანში ჩასვეს. დანარჩენ პატიმრებს არ აკარებდნენ, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ, ელენე მოეხელთებინათ და მოეკლათ. მით უმეტეს, მსგავსი პრეცედენტი აქ უკვე არსებობდა. 2014 წელს ქალთა ციხის პატიმრებმა პატიმარი რუსი ქალი გააშიშვლეს და შუაში გახლიჩეს. ელენე კანდელაკი ციხეში გამწესებიდან ორი კვირის შემდეგ გარდაცვლილი ნახეს.


скачать dle 11.3