კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ხიფათი მინდა

ჰელენ  ჰეტჩი

  გადამდგარი მაიორი ქუჩაში ნელა მიდიოდა და ჭიშკრებზე ნახევრად წაშლილ გვარებს აკვირდებოდა, რომ უცებ მისი ყურადღება უცნაურმა ხმამ მიიქცია – თითქოს ვიღაც დახშულად, მოგუდულად ყვიროდა. სიტყვა „მიშველეთ“ გაარჩია.  იმ სახლიდან ისმოდა, რომელსაც იმ წამს  ჩაუარა. წუთიც არ უყოყმანია, შეაღო  ჭიშკარი და ჩუმად შევიდა სარეველამოდებულ ხეივანში.  ბუჩქნარში, ვიღაც გოგო ორ ვეება ზანგს უმკლავდებოდა. ძალიან ცდილობდა თავი დაეხსნა,  მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
ორივე კარგად სცემა. მერე გოგონას მიუბრუნდა, რომელიც ხეს მიყრდნობოდა და ძლივს ითქვამდა სულს. ეს იყო ოცდაერთი-ოცდაორი წლის ქერა, ცისფერთვალა, მშვენიერი გოგონა.
– თქვენ რომ არ მოგესწროთ... – თქვა მან.
– ისეთი არაფერი მომხდარა. წუთის საქმე იყო. როგორ გაბედეს ქალბატონის გაბრაზება? ვიცი, ძალიან შეგეშინდათ.
– ახლა კარგად ვარ, – უთხრა გოგონამ.
– ტაქსის გავაჩერებ, სადმე წავალთ და ყავას დავლევთ, – უთხრა მაიორმა.
ათი წუთის მერე ფრედა ცხელ ყავას წრუპავდა და პირდაპირ მჯდომ მხსნელს მადლიერი თვალებით მისჩერებოდა.
– მითხარით, როგორ შეგემთხვათ ეს ამბავი.
– ყველაფერი რომ წვრილიად გიამბოთ, ვშიშობ, რომ საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი მომიწევს. ობოლი ვარ, სარეკლამო კომპანიაში ვმუშაობ. წინა კვირას, ერთ საღამოს, ვიღაც ჯენტლმენმა მომაკითხა, ადვოკატი  გახლდათ. ჩემი ოჯახის შესახებ რამდენიმე შეკითხვა მომცა, მამათქვენის რაიმე საბუთი ხომ არა გაქვთ შენახულიო.   
შაბათს, საღამოს მისგან წერილი მივიღე, ამ ამბის გასარკვევად თავის სახლში მეპატიჟებოდა. ჭიშკარში  რომ შევედი და სახლისკენ  მივიჩქაროდი, ის ორი საშინელი კაცი გამოვარდა ბუჩქებიდან. დაყვირებაც ვერ მოვასწარი. როგორ ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?
– აშკარაა, ვიღაცას რაღაც სჭირდება მამათქვენის საბუთებიდან. იმ კაცმა, რეიდმა, რაღაც მოგიჩმახათ, რომ საბუთებისთვის გადაეხედა, როგორც ჩანს, რაც მას უნდოდა, იქ არ აღმოჩნდა.
– ნეტავ რას ეძებენ? – შეჰყვირა ფრედამ.
– არ ვიცი, მაგრამ რადგან ამ ზომამდე მივიდნენ, ალბათ, ღირს ჩიტი ბდღვნად. საკითხავი ისაა, დღეიდან როგორ მოვიქცეთ, პოლიციაში წასვლა, ალბათ, არ გინდათ.
– ოჰ, არა!
– მაშინ, ნება მიბოძეთ, საუზმეზე დაგპატიჟოთ სადმე. მერე შინ გაგაცილებთ, რომ დავრწმუნდე, უვნებლად მიხვედით. შემდეგ კი შეიძლება, ის საბუთიც მოვძებნოთ.
– შეიძლება, განძეულიც იყოს! – წამოიძახა ქალმა. იგი ყმაწვილური სიხარულით შეხვდა ამ აზრს, – საუზმეზე გავწიოთ!
... ქალიშვილი ჰილ გეიტთან ახლოს ცხოვრობდა. ციცქნა საძინებელი და მისაღები ოთახი ჰქონდა.
– მაჩვენეთ მამათქვენის ყუთი, – უთხრა მაიორმა.
ფრედამ აჩვენა თითბრის ყუთი – ცარიელია.
მაიორმა  ყუთი შიგნიდან დაათვალიერა.
– აქ, ძირში, რაღაც ჭრილია, – წამოიძახა უცებ, – შიგ რაღაცაა... – დაკეცილი ჭუჭყიანი ქაღალდი იყო. ფრედამ იმედგაცრუებულმა წამოიძახა:
– აქ მხოლოდ რაღაც უცნაური ნიშნები წერია.
– ეს ხომ სუაჰილის ენაზეა! – შეჰყვირა მაიორმა, – აღმოსავლეთ აფრიკის მკვიდრთა კილოკავია.
– შეგიძლიათ ამის წაკითხვა?
– დიახ, მაგრამ  რომანტიკული ამბავი არაა.  თუმცა ფურცელზე აღნიშნულია, სად არის დამალული სპილოს ძვალი. სავსებით ნათლადაა მინიშნებული ადგილი. უნდა მოვძებნოთ, აუცილებლად ვიპოვით.
– თქვენ გგონიათ, ეს ძვალი დიდი ფული ეღირება?
–  კარგი ქონება გამოგივათ. მაგრამ  საქმე ის არის, რა ვუყოთ ამ ძვირფას საბუთს, – არ მინდა, აქ დავტოვო. იქნებ ისევ მოვიდნენ და დაძებნონ. მე ხომ მანდობთ?
– მაგრამ ხიფათში ხომ არ გაგდებთ? – შეყოვნდა ქალი.
– ჩემზე ნუ იდარდებთ. ნახვამდის. ხვალ – შვიდის ნახევრამდე!
მეორე დღეს მაიორი ზუსტად დანიშნულ დროს მივიდა, ზარი დარეკა და მის კლეგი იკითხა. მოსამსახურე ქალმა უპასუხა:
– მის კლეგი შინ არ არის.
წუთი წუთს მისდევდა. ფრედა არ ჩანდა.  შეშფოთდა. სახლთან მიბრუნდა და ისევ დარეკა ზარი.
– მომისმინეთ, მის კლეგს არაფერი დაუბარებია?
– თქვენ მაიორი  ხართ?  მაშინ თქვენთვის წერილია.
„ძვირფასო მაიორო,  უაითფრაიარზში შემხვდით! როგორც კი წერილს მიიღებთ, მაშინვე წამოდით.
თქვენი ფრედა კლეგი.“
მაიორი ძალიან შეაშფოთა ფრედას წერილმა. ნეტა რამ აიძულა გოგონა, გუშინდელი ავბედითი ამბის მიუხედავად, მარტო წასულიყო იქ?  რვას ათი წუთი აკლდა, ფრაიარზ ლეინს რომ მიაღწია. მიიხედ–მოიხედა, ახლომახლო არავინ ჩანდა, ისე ფრთხილად შეაღო ჭრიალა ჭიშკარი, რომ ჩქამი არ გაუღია. სახლისკენ მიმავალო ხეივანი ცარიელი იყო, ხოლო სახლი ჩაბნელებული.  უცებ ფანჯრიდან შუქი გამოკრთა,  ეტყობოდა, იქ ვიღაც იყო.
მაიორი ფანჯრიდან გადაძვრა და ფრთხილად გააღო სამზარეულოს კარი.
 ჩამიჩუმი არ ისმოდა. მარჯვენა კარი აირჩია, ერთხანს მიაყურადა და მერე სახელური მოსწია. ოთახი ცარიელი იყო, უავეჯო. იმავე წუთს უკნიდან ხმა მოესმა, შემოტრიალდა, მაგრამ უკვე გვიან იყო. თავში რაღაც მოხვდა და გრძნობა დაკარგა.
არ იცოდა, რამდენი ხანს იყო უგონოდ. გონს რომ მოვიდა, თავი სტკიოდა და თოკებით იყო დაბმული.
გაზის სუსტმა შუქმა მიახვედრა, რომ პატარა სარდაფში იყო. რამდენიმე ფუტის იქით მასავით გათოკილი ფრედა იწვა, თვალები დახუჭული ჰქონდა.  ქალმა ამოიოხრა და თვალი გაახილა.  
– თქვენც აქა ხართ! რა მოხდა?
– თქვენ გამომიგზავნეთ წერილი, რომელშიც აქ შეხვედრას მთხოვდით?
გოგონას განცვიფრებისაგან თვალები გაუფართოვდა.
– მე?  მე კი არა, თქვენ გამომიგზავნეთ ასეთი წერილი. მწერდით, სახლის ნაცვლად აქ შეგხვედროდით.
– ორივენი ერთნაირად მოვუტყუებივართ, – ამოიგმინა კაცმა.
მერე ორივე გაინაბა, რადგანაც რაღაც ხმა გაისმა, ხმა, რომელიც სიცარიელიდან მოდიოდა.
– დიახ, გმადლობთ, საბუთი ნამდვილად ავიღე, – თქვა ხმამ.
უხილავი ხმის გაგონებაზე ორივეს ააცახცახა.
– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, უნდა გითხრათ, რომ თქვენ, ორივემ ხელი შემიშალეთ. ამის ნებას კი მე არავის ვაძლევ. ამ სახლის გზა რომ იცით, ეგ ძალიან ცუდია  თქვენთვის. ეს ის სახლია, საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან. აქედან მხოლოდ სამუდამო განსასვენებელში მიდიან. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენც ეს ბედი გელით.
 მე მძულს სისხლისღვრა. ჩემი მეთოდი გაცილებით უბრალოა და, ვგონებ, უმტკივნეულოც. ღამე მშვიდობისა!
– წყალი, წყალი! – შეჰყვირა ამ დროს ფრედამ.
მაიორმა  ძლივს წამოიწია და გოგონას მზერას გაადევნა თვალი. ნახვრეტებიდან წყალი ჟონავდა.
– დახრჩობას გვიპირებენ! – ისტერიკულად აკივლდა ფრედა.
ყვიროდნენ და ღრიალებდნენ ხმის ჩახლეჩამდე, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ.
– ჩემი ბრალია, მე გაგხვიეთ ამ საქმეში, – ტიროდა ქალი.
– მე მხოლოდ თქვენზე ვფიქრობ. აქამდეც ჩავვარდნილვარ გასაჭირში და თავი დამიძვრენია. ეს წყალი ისე ნელა მოდის, საათები გავა, ვიდრე რამე საშინელება მოგვივია. როგორმე ეს საშინელი თოკები უნდა მოვიხსნა.
ბევრი ტრიალისა და წრიალის მერე, მაიორმა   მოახერხა თავი დაეხარა და მაჯები ისე აეწია, რომ კბილებით გაეხსნა ნასკვები. ხელები რომ გაითავისუფლა, დანარჩენი ძნელი აღარ იყო, დრო უნდოდა მხოლოდ.  უკვე თავისუფალი, გოგონასაკენ გადაიხარა. წუთიც და ისიც გაათავისუფლა. ცოტა ხნის შემდეგ კი უკვე ფრაიარზ ლეინზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ იდგნენ.
– ფრედა, ძვირფასო ანგელოზო... მიყვარხარ, ცოლად გამომყვები? – გვარგო კიდევაც ამ ამბავმა, ახლა ჩვენ სპილოს ძვლის სამალავიც ვიცით.
– ის ფურცელი ხომ წაგართვეს?!
მაიორმა  ჩაიცინა.
– სწორედაც რომ, ვერ წამართვეს. სანამ აქ მოვიდოდი, ყალბი ეგზემპლარი დავწერე, მათ ყალბი ასლი წაიღეს – ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ! იცი, რას გავაკეთებთ, საყვარელო? თაფლობის თვეს აღმოსავლეთ აფრიკაში გავატარებთ და სამალავსაც მოვძებნით. იმის გაფიქრებაც კი მაღონებს, რომ თუ არა უბრალო შემთხვევა, ვერასოდეს შეგხვდებოდი.
 თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3