კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როდის აყენებს ბედი ადამიანს დარტყმებს და რა უნდა გაითვალისწინოთ კონკრეტული წლების გავლისას

  ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ასტროლოგიურად, კვანძულად საბედისწრო, კრიტიკულ პერიოდს გადის. ზოგადად, როგორი ნიჭიერიც უნდა იყოს ადამიანი, რასაც უნდა აკეთებდეს, გათვითცნობიერებული აქვს მას ეს თუ არა, მისი ცხოვრება ექვემდებარება არა რაიმე პირად, არამედ კოსმიური ამოცანების გადაჭრას. როცა ესა თუ ის ნიჭი თავისთავად იწყებს გამოვლინებას, მაგალითად, როცა ჟურნალისტი პოლიტიკაში მიდის, იურისტი – ბიზნესში, ინჟინერი ხდება პოეტი, ექიმი – ექსტრასენსი, მასწავლებელი – მომღერალი და ასე შემდეგ, სწორედ ესაა ადამიანისთვის, კოსმიური ამოცანის წინაშე დადგომა.
  თუ ადამიანი ცხოვრობს, მასთან მისადაგებული ასტროლოგიური, სამხრეთის კვანძების მითითებების შესაბამისად აკეთებს მხოლოდ იმას, რაც კარგად ესადაგება მის ინტერესებს, ადვილად გამოსდის საქმე. როცა ცხოვრება კონფლიქტში შედის ბედისწერასთან და ბედი სჯის ადამიანს, მას ხელიდან ეცლება ყველაფერი, რასაც მანამდე მიაღწია. ამ დროს ის მხოლოდ თანდაყოლილი თვისებების ხარჯზე ცხოვრობს და ვერ ავითარებს ახალ საჭირო თვისებებს. ხოლო, თუ ადამიანი ჩრდილოეთის კვანძის მითითებების მიხედვით ცხოვრობს, აკეთებს მისთვის საინტერესოს, სულიერი განვითარების საშუალებას აძლევს საკუთარ თავს და დახარჯული ენერგია აღემატება შედეგებს, მაშინ ბედის მხრიდან დარტყმა არ არის მოსალოდნელი. თუმცა, ჩრდილოეთის კვანძისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია, რადგან ის ადამიანისგან ითხოვს უცნობი და ახალი თვისებების გამოვლენას. ჩრდილოეთის კვანძი გვეუბნება: „მე ვემსახურები სულიერებას, ჩემთვის რთულია, მაგრამ, თავისუფალი ვარ და ვიხვეწები დღითიდღე“, ხოლო, სამხრეთის კვანძი გვეუბნება: „მე ვემსახურები მატერიალურ სამყაროს და საკუთარ სხეულს. ჩემთვის ადვილია, მაგრამ მე არ ვვითარდები დღითიდღე და ამიტომ ვისჯები“.
  როდესაც ადამიანი 16-დან 18-მდე, 26-დან 28-მდე, 36-დან 38-მდე, 46-დან 48-მდე და 56-დან 58-მდე წლებს გადის, ამ პერიოდში მთვარის კვანძები საწყის პოზიციებს უბრუნდება. ეს ჩვენთვის არის ცხოვრების საკვანძო მომენტები, რომლებიც გვაიძულებენ, შევაფასოთ და გავიაზროთ განვლილი ცხოვრება, ვიპოვოთ წარუმატებლობა-წარმატებების მიზეზები. ისინი მომავლის კორექტივების შეტანაში წარსულის შედეგების შესაბამისად, გვაძლევენ გეზს. ზოგ შემთხვევაში კი, ეს კრიტიკული და საბედნიერო წლებიცაა.
  16-დან 18 წლებში იწყება ჩრდილოეთის კვანძის სრული გააქტიურება და ჩართვა – დამოუკიდებელი ცხოვრება, დაძაბული და მტკივნეული ფსიქოლოგიური პროცესი. ამ დროს ხდება ბავშვის მდგომარეობიდან მოზრდილის მდგომარეობაში გადასვლა.
  26-დან 28-მდე და 36-დან 38-მდე წლების პერიოდში ადამიანებს უწევთ მთავარი გამოცდების ჩაბარება. ამ დროისთვის ადამიანს მიღებული აქვს განათლება, არჩეული აქვს პროფესია, ცხოვრების გზა. ასევე, შეცნობილი აქვს ცხოვრების ავ-კარგი და ზრუნავს მატერიალურ და სულიერ კეთილდღეობაზე. ამ პერიოდში ხშირია ღალატი, ოჯახის დანგრევა, დაოჯახება, სამუშაოს დაკარგვა ან ახლის ძიება, გახდომა ან გასუქება და ასე შემდეგ, ანუ, შეიძლება, მთელი ცხოვრება თავდაყირა დადგეს და შეიცვალოს.
  56-დან 58 წლამდე კი იცვლება ამოცანები, მიზნები, გემოვნება. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანი ხვდება, რა უნდა. ასევე, დგება შინაგანი კრიზისისა და ღრმა შინაგანი გადახალისების პერიოდი. ამიტომ, ეცადეთ, ამ დროს არ მოდუნდეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს, მისწრაფებებს... მაქსიმალურად დახარჯეთ თქვენი ენერგია და რესურსი.
скачать dle 11.3