კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№11 სტალინმა ბერიას ევროპის სოვეტიზაცია დაავალა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია ხრუშჩოვისეულ პროპაგანდაში მთავარ ბოროტმოქმედადაა წარმოდგენილი და მას უკიდურესად ზნედაცემული ადამიანისა და დამანგრევლის როლი დააკისრეს, ფაქტებით საპირისპირო მტკიცდება. როგორც ირკვევა, ბერია არა დამანგრეველი, არამედ აღმშენებელი იყო, თურმე მას ღირსებაც ჰქონდა და რაც მთავარია, სტალინის დიადი მიზნის მთავარ აღმასრულებლადაც მოიაზრებოდა. ბელადი მას ენდობოდა... ისტორიის დოქტორი კლემენტ ზაიკინი წერს: „სტალინის უპირველესი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის უფრო და უფრო გაძლიერება და ისეთ სიმაღლეზე აყვანა, რომ მისთვის ვერცერთ სახელმწიფოს ვერ გაეწია კონკურენცია ვერანაირ სფეროში. ამიტომ საბჭოთა ბელადს მიაჩნდა, რომ აუცილებელი იყო ტოტალური სოვეტიზაცია და ამ მიზნის განხორციელებას ის ომის დამთავრებისთანავე შეუდგა. მთავარი მრჩეველი და შემსრულებელი კი ამ საკითხში, სწორედ, ლავრენტი ბერია იყო...
  მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბერია არნახულად გაძლიერდა. უზომოდ გაიზარდა მისი გავლენაც და შეიძლება ითქვას, სტალინის შემდეგ, განუსაზღვრელი იყო. ლავრენტი პავლეს ძეს ყველაფერი შეეძლო არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამას კი ბერია თავისი სტრატეგიული დაზვერვის მეშვეობით ახერხებდა, რომელსაც დედამიწის ზურგზე ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება შეეძლო.
  გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „იოსებ სტალინი დიდი ინტელექტუალი იყო და ყველა საკითხს სიღრმისეულად წვდებოდა. ასეთი იყო ლავრენტი ბერიაც, პლუს „უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობა“, ანუ სხვადასხვა სახის ზეწოლის განსაცვიფრებელი უნარი როგორც ხელქვეითებზე, ასევე კოლეგებსა და რანგით თანასწორებზე... ზეწოლის უნარი, რა თქმა უნდა, არც სტალინს აკლდა, მაგრამ თავადვე ამბობდა: „ბერია ამ საქმეში ძალიან ძლიერია და  სწორედ ამიტომაა, საჭირო კაცი. ის (ბერია) სრულად ამართლებს რუსულ ანდაზას – „არ იცი, გასწავლი. არ ისურვებ, გაიძულებო...“ სწორედ ამიტომ იყო, რომ ომისშემდგომი ევროპული სოვეტიზაციის პროცესი სტალინმა სრულად  გადაულოცა ბერიას და ეს უკანასკნელიც (ბერია) დიდი მონდომებითა და საქმის ცოდნით ახორციელებდა ამ საქმეს – აღმოსავლეთ ევროპის სოვეტიზაციის პროცესს...“
  სოვეტიზაცია, უფრო სწორად კი, პროსაბჭოური ევროპის რუსიფიკაცია, 1945 წლის ბოლოდან ინტენსიურად მიმდინარეობდა. ბერიას „პასით“ (დასაბუთებული რჩევით) სტალინმა ფარული განკარგულება გასცა, რომ ყველა პროსაბჭოურ სახელმწიფოში მშობლიურ ენასთან ერთად მაღალ დონეზე უნდა შეესწავლათ რუსული, ამიტომ ის საშუალო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებში შეეტანათ. ყველა სახელმწიფოში მხოლოდ კომუნისტური პარტია უნდა ყოფილიყო წამყვანი ძალა და ყველა ასეთი ქვეყნის ქალაქებში აღმართულიყო ლენინის ძეგლი. ბერიამ ამას სტალინის ძეგლიც დაამატა და 1946-1947 წლებში მთელი აღმოსავლეთ ევროპა ლენინისა და სტალინის ძეგლებით მოიფინა... აღმოსავლეთევროპულ რუსიფიკაციას ბერია მისთვის დამახასიათებელი უდიდესი ეშმაკობით ახორციელებდა. ძეგლებს ადგილობრივი მოქანდაკეები ქმნიდნენ (რა თქმა უნდა, საბჭოური შაბლონებითა და ზედამხედველობით) და ამისთვის მათ, ანალოგიურ საბჭოთა ავტორებთან შედარებით, ოთხჯერ მეტ თანხას უხდიდნენ. ანუ, აქ მთავარ როლს ფინანსური მხარე თამაშობდა, რაც კარგად ჰქონდა გათვლილი ბერიას. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო რუსულ ენასთან მიმართებაშიც: ადგილობრივი პედაგოგები საბჭოთა კავშირში ჩამოჰყავდათ. მათ აქ ამზადებდნენ, ამასთან, არა მარტო სპეციალობით, დაზვერვის გამოცდილი მუშაკები მათ „ავერბოვკებდნენ“ და იდეურად „არეგულირებდნენ“. ფინანსური კუთხით კი მათ ხუთჯერ მეტ ხელფასს უხდიდნენ, ვიდრე საბჭოთა პედაგოგებს და აქაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ფინანსური მხარე ასრულებდა... საგულისხმოა ერთი ისტორია, რომელიც 1947 წელს მოხდა. სექტემბერში ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდა-აგიტაციის განყოფილების უფროსად მიხეილ სუსლოვი დაინიშნა. სწორედ ამ განყოფილების ფილტრში უნდა გაევლოთ რუსული ენის უცხოელ პედაგოგებს. სუსლოვის გამგებლობაში დიდი თანხები იყო თავმოყრილი და პედაგოგების ბიუჯეტსაც ის არეგულირებდა. სუსლოვი 17 სექტემბერს დაინიშნა. 21 სექტემბერს კი სტალინთან თათბირი ჩატარდა, რომელსაც სუსლოვიც ესწრებოდა. ყველა განყოფილების უფროსი სიტყვით გამოდიოდა ბელადის წინაშე და ანგარიშს აბარებდა მას. იქვე იმყოფებოდა ბერიაც. სუსლოვის რიგი რომ მოვიდა, თავის სიტყვაში მან სტალინს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, უცხოელ რუსული ენის მასწავლებლებს ხუთჯერ მეტ ხელფასს ვუხდით, ვიდრე ჩვენებსო.
სტალინმა ეშმაკური მზერა შეავლო ბერიას. ბერიამ კი სუსლოვს უთხრა:
– ეს იდეოლოგიური საკითხია და იდეოლოგიაზე ეკონომიას არ ვაკეთებთო.
შემდგომ ეს ფრაზა ფრთიანი გახდა, მაგრამ რატომღაც სუსლოვს მიაწერენ, თუმცა, ბერიას მიერაა მოფიქრებული.
ერთი სიტყვით, ბერიას მიერ წარმოებული სოვეტიზაციის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში შეფარულად, ადამიანის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით ხორციელდებოდა და ძალიან ხავერდოვანი პროცესი იყო. თანამედროვე ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ბერია რომ არ მოეკლათ, დიდი ალბათობით, საბჭოთა კავშირი არც უნგრეთს დაარბევდა 1956 წელს, არც „პრაღის გაზაფხულს“ მოაწყობდა და ყველაფერს ხავერდოვნად, მხოლოდ ბერიასთვის დამახასიათებელ სტილში განახორციელებდა“.

скачать dle 11.3