კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რატომ უნდოდა სტალინს ევროპის გაერთიანება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინი მრავალი იმ იდეის ავტორი იყო, რომელიც ჯერ კიდევ მისსავე სიცოცხლეში განხორციელდა, უფრო მეტი კი – მისი გარდაცვალების შემდეგ... აკადემიკოსი ტიმოფეი ვერესი წერს: „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის იდეა სტალინს აკუთვნოდა და ის მის სიცოცხლეშივე განხორციელდა. საერთაშორისო სამხედრო დამნაშავეთა ტრიბუნალის შექმნის იდეა სტალინს ეკუთვნოდა და ისიც მის სიცოცხლეში განხორციელდა – ქალაქ ნიურნბერგში გაასამართლეს და დასაჯეს ფაშისტი დამნაშავეები. ალბათ, თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ იცის, რომ ევროკავშირის, ანუ ევროპის გაერთიანების იდეაც იოსებ სტალინს ეკუთვნის და საბჭოთა ბელადს ეს დეტალურად ჰქონდა გააზრებული და დამუშავებული. ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ საბჭოთა ბელადმა მოახერხა და ამ იდეის განხორციელებაში დაითანხმა ბრიტანელი პრემიერი ეტლი და დიდი მხარდაჭერა მოიპოვა გენერალ შარლ დე გოლისგან, რომელიც ფრანგული ოპოზიციის უპირობო ლიდერი იყო და ყველამ იცოდა, რომ ის სულ მალე საფრანგეთის პრეზიდენტი გახდებოდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, „პერესტროიკის“ დროს, თავისი ბოლო და ერთადერთ ტელეინტერვიუში სტალინის საგარეო-საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „როგორც ცნობილია, პოტსდამის კონფერენცია, ბრიტანეთის მხრიდან, დაიწყო უინსტონ ჩერჩილმა და დაასრულა კლემენტ ეტლიმ, რადგან ჩერჩილმა არჩევნები წააგო. ბრიტანულ არჩევნებთან დაკავშირებით კონფერენცია სამი დღით შეჩერდა და ჩერჩილი 25 ივლისს ლონდონში გაფრინდა, 28 ივლისს კი პოტსდამში ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, კლემენტ ეტლი ჩამოფრინდა და კონფერენციის მუშაობა განახლდა. სტალინმა პოტსდამში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები უკვე ფლობდნენ ატომურ ბომბს, ყველა თავისი სურვილი შეისრულა (ვგულისხმობ გეოპოლიტიკურ სურვილებს, რამაც საბჭოთა კავშირს საშუალება მისცა, მთელი აღმოსავლეთ ევროპა პროსაბჭოური გამხდარიყო), მაგრამ სტალინის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო ის, რომ განეხორციელებინა თავისი შეფარული გეგმა – ევროპის გაერთიანება და მნიშვნელოვან შეთანხმებასაც მიაღწია ახლად არჩეულ ბრიტანელ პრემიერთან კლემენტ ეტლთან“.
  კლემენტ ეტლი რომ პოტსდამში ჩაფრინდა, სტალინმა ის მაშინვე თავის ვილაში მიიწვია და გაეცნო. შემდეგ მათ 5 საათის განმავლობაში პირისპირ ისაუბრეს და როგორც მოგვიანებით ეტლი თავის მემუარებში წერდა, სტალინმა მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. საბჭოთა ბელადმა ბრიტანელ პრემიერს უთხრა, რომ თუკი ევროპა მოახერხებდა შეთანხმებას და გაერთიანდებოდა, მაშინ მსოფლიო აიცილებდა მესამე მსოფლიო ომს, რომელიც არა მხოლოდ წინა ორ მსოფლიო ომზე დამანგრეველი იქნებოდა, არამედ შესაძლოა, პლანეტაც კი განადგურებულიყო. ეტლი, რომელიც სტალინის დიდი ზეგავლენის ქვეშ იყო მოქცეული, პირველივე შეხვედრაზე დათანხმდა საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელის ყველა წინადადებას და მზად იყო, ხელი მოეწერა გაერთიანებული ევროპის ხელშეკრულებაზე. ასევე, მზად იყო ევროპის გაერთიანებისთვის საფრანგეთის მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი შარლ დე გოლი, რომელიც ასევე, აღფრთოვანებული იყო სტალინის აზროვნებით და წერდა: „იოსებ სტალინის ქარიზმა არა მარტო მის უდრეკ ნებისყოფაშია, არამედ იმ რკინის ლოგიკაში, რომელიც საშუალებას იძლევა, განჭვრიტო მომავალი, თუნდაც, ნახევარი საუკუნით წინ და სტალინი ამას აბსოლუტური სიზუსტით ახერხებს, რაშიც მე მასთან არაერთხელ საუბრისას დავრწმუნდი...“
  ეტლი, ისევე როგორც შარლ დე გოლი, ევროპის გაერთიანების მტკიცე პროპაგანდისტი გახდა. როგორც კი ეტლი პოტსდამიდან ლონდონში დაბრუნდა, მან აქტიური პროპაგანდა გააჩაღა ევროკავშირის შექმნისთვის, ამასთან, პირადად მონაწილეობდა ამაში. თუმცა, უკვე ოპოზიციონერმა უინსტონ ჩერჩილმა და მოქმედმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა უაქტიურესი ანტიკამპანია გააჩაღეს ამ იდეის წინააღმდეგ. საგულისხმო ფაქტია ის, რომ ეტლმა ევროპის გაერთიანების პროპაგანდის გამო შემდგომ არჩევნებზე პრემიერის პოსტი დაკარგა და ის კვლავ უინსტონ ჩერჩილს დაუთმო. სამაგიეროდ, ევროპის გაერთიანების იდეა ძალიან მოეწონათ ფრანგებს. დე გოლის წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი ამ იდეას და მან პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა. მართალია, ეს სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, მაგრამ სტალინის წვლილი ამ საქმეში ძალიან დიდი იყო... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ევროპის გაერთიანების იდეა სტალინს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ მოუვიდა და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობდა. მით უმეტეს, ეს მუშაობა მან (სტალინმა) მას შემდეგ გააძლიერა, რაც ჰიტლერმა ევროპული ექსპანსიის პოლიტიკას მიჰყო ხელი. თუმცა, გარკვეულ დრომდე იდეა იდეად დარჩა. სტალინი ამ იდეის განხორციელებას ანგლო-ფრანკებს პირდაპირ ვერ შესთავაზებდა, რადგან ისინი თავიანთი ტყავის გადასარჩენად ჰიტლერს აგულიანებდნენ და ევროპას აპყრობინებდნენ, მით უმეტეს, აზრი არ ჰქონდა ამ იდეის შეთავაზებას ჰიტლერისთვის. ამიტომ, სტალინმა ფანდი იხმარა და ჩვენ ჰიტლერთან თავდაუსხმელობის პაქტი დავდეთ, რომელსაც მე და რიბენტროპმა მოვაწარეთ ხელი, თუმცა სტალინმა იცოდა, რომ ეს ათწლიანი პაქტი სამ წელიწადსაც ვერ გაძლებდა...“
  მოგვიანებით როგორც ჩერჩილი, ასევე ტრუმენი თავიანთ მემუარებში ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ევროპის გაერთიანებისთვის ხელის შეშლით უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და მსოფლიო, პირველ რიგში კი, ევროპა, გაწითლებისგან იხსნეს. ჩერჩილი წერს: „სტალინი უდიდესი პოლიტიკოსი იყო. ის, ასევე, უდიდესი დიპლომატიური ნიჭით იყო დაჯილდოებული. ევროპის გაერთიანებას სტალინი ისე მოგვაწოდებდა ოფიციალურად, როგორც კოლექტიურ უსაფრთხოებასა და მესამე მსოფლიო ომისგან თავის დაცვას. თუმცა, სინამდვილეში, მას (სტალინს) უფრო ბევრად შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა და საკმარისი იყო, ჩვენ ევროპის გაერთიანება სტალინური მოდელით დაგვეწყო, რომ სოვეტიზაციას ვერც ბრიტანეთი გადაურჩებოდა და ვერც საფრანგეთი, ხოლო გერმანიის მეორე ნახევარს კი საბჭოეთი ძალიან იოლად გადასანსლავდა...“
  შეიძლება, მართალიც კი იყო ჩერჩილი, როდესაც ასეთ დასკვნას აკეთებდა, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ სტალინი ევროპის გაერთიანების მერე მის (ევროპის) გადასანსვლას სულაც არ აპირებდა.“

скачать dle 11.3