კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№11 ფილტვის არტერიის ემბოლია – რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ მოსალოდნელი საფრთხე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ფილტვის არტერიის ემბოლია ფილტვის ერთ-ერთი არტერიის დახშობაა. უმეტეს შემთხვევაში, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია გამოწვეულია ქვედა კიდურებიდან (ღრმა ვენების თრომბოზი) და იშვიათ შემთხვევებში, სხეულის სხვა ნაწილებიდან ფილტვში მოხვედრილი სისხლის კოლტების შედეგად.
  რადგანაც ფილტვის არტერიის ემბოლია თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია ღრმა ვენების თრომბოზთან, ექიმები ამ ორ მდგომარეობას ერთად ვენურ თრომბოემბოლიზმს უწოდებენ.
  მიუხედავად იმისა, რომ ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის ემბოლია შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, უმოძრაობა, კიბო და ქირურგიული ოპერაცია ზრდის დაავადების რისკს.
  ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიზმი შესაძლებელია, სიცოცხლისთვის საშიშიც კი გახდეს, თუმცა დროული მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს სიკვდილიანობის რისკს. ქვედა კიდურებში სისხლის კოლტების ჩამოყალიბებისგან თავის ასარიდებელი ზომების მიღება კი ადამიანს ემბოლიის განვითარებისგან დაიცავს.
  ფილტვის არტერიის ემბოლიზმი ვითარდება, როდესაც სისხლის კოლტი ფილტვის არტერიაში გაიჭედება. სისხლის ეს კოლტები, ძირითადად, ქვედა კიდურების ღრმა ვენებში ყალიბდება, თუმცა ისინი შესაძლოა, ორგანიზმის სხვა ნაწილებშიც აღმოცენდნენ. ამ მდგომარეობას ღრმა ვენების თრომბოზიც ეწოდება.
იშვიათ შემთხვევებში, ფილტვის სისხლძარღვებს არა სისხლის კოლტები, არამედ სხვა ნივთიერებები ახშობენ:
* ლულოვანი ძვლის მოტეხილობის შედეგად ძვლის ტვინიდან წამოსული ცხიმოვანი ნივთიერება;
* სიმსივნის ნაწილი;
* ჰაერის ბუშტი;
* იშვიათია ფილტვის არტერიის მხოლოდ ერთადერთი ემბოლია. უმეტეს შემთხვევაში, მდგომარეობა მოიცავს სისხლის მრავალ კოლტს, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა პერიოდში განვითარდეს. არტერიების დახშობა იწვევს ამ სისხლძარღვების მიერ საკვებითა და ჟანგბადით მანამდე მომარაგებული ფილტვის ქსოვილის კვდომას. ამ მდგომარეობას ფილტვის ინფარქტი ეწოდება. ამ პროცესის შედეგად ფილტვს უჭირს ჟანგბადით მოამარაგოს ორგანიზმი.
ფილტვის არტერიის ემბოლიის სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია ფილტვის ქსოვილის რაოდენობის ჩართულობაზე, სისხლის კოლტის ზომაზე და ზოგად ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ფილტვის ან გულის რაიმე დაავადების არსებობაზე.
ხშირი სიმპტომები:
* სუნთქვის უკმარისობა. ეს სიმტპომი, როგორც წესი, ვითარდება სწრაფად და უარესდება ფიზიკური დატვირთვის პირობებში;
* ტკივილი მკერდის არეში. პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს გულის შეტევის შეგრძნება. ტკივილი ძლიერდება ღრმად სუნთქვის, ხველის, კვებისა და წელში მოხრის შედეგად. ტკივილი გაძლიერდება ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად, თუმცა არ მსუბუქდება მოსვენების პერიოდში;
* ხველა. ხველის შედეგად შესაძლოა ამოვიდეს სისხლიანი ნახველი.
ფილტვის არტერიის ემბოლიის სხვა სიმპტომები:
* ქვედა კიდურების ტკივილი და შეშუპება ან ორივე, განსაკუთრებით წვივის არეში;
* წებოვანი ან ფერშეცვლილი კანი (ციანოზი);
* სიცხე;
* ჭარბი ოფლიანობა;
* გულისცემის აჩქარება ან რიტმის დარღვევა;
* გულის წასვლის შეგრძნება ან თავბრუ.
ფილტვის არტერიის ემბოლიზმი შესაძლებელია, სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს. აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ თქვენ აღგენიშნებათ სუნთქვის მოულოდნელი უკმარისობა, ტკივილი მკერდის არეში ან სისხლიანი ნახველი.
скачать dle 11.3