კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 დისმენორეის მიზეზები და პროფილაქტიკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  რეპროდუქციული ასაკის ქალთა ნახევარზე მეტი მენსტრუაციის დროს პერიოდულ ტკივილს განიცდის. მტკივნეულ მენსტრუალურ სისხლდენას, ანუ დისმენორეას, თან ახლავს ჯანმრთელობის დარღვევების სიმპტომთა მთელი კომპლექსი:
  დისმენორეა მენსტრუაციის დაწყებამდე 2-3 საათით ადრე იწყება და რამდენიმე დღეში თანდათანობით მცირდება. ტკივილის ინტენსიობა და სიძლიერე შესაძლოა, განსხვავებული  იყოს. ეს აწუხებს პაციენტს და ხელს უწყობს ასთენიის განვითარებას. გარდა ამისა, ახლავს: ვეგეტატიური დარღვევები – თავბრუ, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, ცხელება, სითბოს შეგრძნება, ოფლიანობა, მომატებული შარდვა; ფსიქო-ემოციური დარღვევები – გაღიზიანება, უძილობა, აპათია, სუნის, შეგრძნებისა და გემოვნების შეცვლა და მადის შემცირება.
  სკოლის ასაკის მოზარდებში მენსტრუაციის დროს ტკივილის სინდრომი 40-75%-ში გამოვლინდა. ტკივილი თანდათან მცირდება ასაკის მომატებასთან,  მშობიარობის შემდეგ კი მთლიანად გაქრება.
  დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია საცხოვრებელ და სამუშაო პირობებზე. მენსტრუალური ტკივილი გაცილებით ხშირად აწუხებთ იმ ქალებს, რომლებიც არ იღებენ ადეკვატურ კვებასა და დაკავებულნი არიან მძიმე ფიზიკური შრომით, მათ შორის სპორტსმენები. უარყოფითმა გარე ფაქტორებმა შესაძლოა, პათოლოგიური პროცესის განვითარებას შეუწყოს ხელი. დისმენორეის რისკს ახალგაზრდა ასაკში რამდენჯერმე ზრდის ჰიპოთერმია, მექანიკური დაზიანებები, ინფექციური დაავადებები, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, სტრესული სიტუაციები, მავნე ჩვევები, განსაკუთრებით ნიკოტინზე დამოკიდებულება.
  დისმენორეის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ძილისა და ზოგადად, დღის რეჟიმის სწორად ორგანიზება. B1, B6 და E ვიტამინების შემცველი საკვები პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. საჭიროა რაციონში ცხიმიანი და მარილიანი საკვების, მატონიზებელი სასმელების, შოკოლადის შემცირება.
  კარგი ეფექტი აქვს მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე, მცენარეულ  შარდმდენ და დამამშვიდებელ ჩაის. იოგა ან ცეკვა, ზომიერი ფიზიკური დატვირთვით,  ხელს უწყობს ჰარმონიულ ფიზიკურ განვითარებას, ზრდის სისხლის მიმოქცევას მენჯის არეში, რაც  ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს.
скачать dle 11.3