კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 შინდის საოცარი თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  შინდის ნაყოფი  შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებსა და C ვიტამინს. გამოიყენება მურაბისა და კომპოტის, ხილფაფისა და მარმელადის, გამაგრილებელი სასმელებისა და ლიქიორის დასამზადებლად. ნედლ ნაყოფს იყენებენ, როგორც საწებელს და სანელებელს ხორციანი კერძებისთვის, ხმელისგან კი გემრიელ წვნიანსაც ამზადებენ.
  სამკურნალოდ არა მარტო შინდის ნაყოფი, არამედ მისი ფოთლები, ქერქი და ფესვებიც გამოიყენება. ნაყოფს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, შემკვრელი და ზოგადგამაჯანსაღებელი თვისებები, ქერქს – მატონიზებელი და აღმგზნები. ნაყენს იყენებენ დიარეის დროს. მისი ეფექტიანობა გაიზრდება, თუ პიტნის ნახარშსაც დაამატებთ. ის შველის მწვავე დიარეასაც კი, რადგან აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, რომელიც თრგუნავს ტიფური დიზენტერიის ჯგუფის ბაქტერიებს. ზოგიერთ ქვეყანაში შინდის ფესვების ნახარშით რევმატიზმს მკურნალობენ, ხოლო დიარეას – მხოლოდ კურკის ნახარშით.
  მცენარის ქერქი, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს, განსაკუთრებით სასარგებლოა ციებ-ცხელების დროს, მასაც ჟოლოსმაგვარი თვისება აქვს და ძალიან კარგია გრიპის წინააღმდეგ. შინდს იყენებენ კუჭიდან და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, როგორც სისხლის შემაჩერებელ საშუალებას.
  შინდი (როგორც ცოცხალი ნაყოფი, ასევე მურაბა) სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. მის შემადგენლობაში შემავალი ფიტონციდების სიჭარბე დამღუპველად მოქმედებს ტიფის, დიზენტერიისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებზე.
  ფაღარათის საწინააღმდეგოდ იყენებენ დანაყილ ნაყოფს თესლთან ერთად, არეულს თაფლსა და კვერცხის გულში. კარგ შედეგს იძლევა, ასევე, ნაყოფისგან მომზადებული ნაყენი და ნახარში. ნახარშის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი ხმელი შინდი, დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ადუღოთ, ცხელ-ცხელი გადაწუროთ და საწყის მოცულობამდე შეავსოთ ადუღებული წყლით. მიირთვათ დღეში სამჯერ 100 გრამი. ნაყენის მოსამზადებლად კი 2 სადილის კოვზ ნაყოფს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 8 საათი აჩერებენ და დღეში ორჯერ 100 მილილიტრს სვამენ.
  შინდი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამოირჩევა – ჰაერს მავნე ბაქტერიებისა და მწერებისგან წმენდს. ძველად, თურმე, შინდისგან სამკურნალო ტყლაპს ამზადებდნენ: გახეხილ ნაყოფს ასხამდნენ ბრტყელ ფორმებზე და ჯერ მზეზე, შემდეგ კი ღუმელში აშრობდნენ, მიღებულ ფირფიტებს ახვევდნენ და ინახავდნენ. ამ ტყლაპს  ჩირქოვანი ჭრილობების მოსაშუშებლად იყენებდნენ.
  შინდის ნაყოფი რეგულარულად უნდა იყოს ჩართული რაციონში ეგზემისა და კანის სხვადასხვა დაავადების დროს. პექტინების დიდი ოდენობით შემცველობის გამო შინდის ნაყოფი აჩქარებს ორგანიზმის გაწმენდას მეტაბოლიზმის ცალკეული პროდუქტებისგან, ხელს უწყობს შარდისა და მჟაუნმჟავას გამოდევნას.
  შინდით მკურნალობენ პოდაგრას, სისხლნაკლებობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ანემიის, ვიტამინების ნაკლებობის, ორგანიზმის დასუსტების (ზოგადად იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში) დროს აუცილებელია შინდის როგორც ცოცხალი, ასევე, ხმელი ნაყოფის მიღება.
скачать dle 11.3