კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რატომ არ დაანებებენ ერთმანეთს საქართველოში გაბატონებას რუსეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, აშშ და ევროკავშირი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  რუსეთ-თურქეთის სამხედრო დაპირისპირება იმდენად აშკარა გახდა, რომ ამ ქვეყნების პრეზიდენტებს ერთმანეთთან შეხვედრაც კი მოუწიათ. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთი კი – არა, გასაგებია ვის მხარესაც უნდა ვიყოთ, თუმცა საკითხს მეორე მხარეც აქვს, მაინცდამაინც რომელიმეს მხარეს უნდა დავდგეთ, თუ მაინც ჯობია, რომ ერთმანეთი დაასუსტონ და საფუძვლიანად გაიფუჭონ ურთიერთობა? – ამ თემას აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავ, მანამდე კი გავიხსენებ, რომ მსგავსი შემთხვევა გვქონია – ოღონდ მაშინ რუსეთის იმპერიის მხარეს დავდექით და ამას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზი და ხეირიც მოგვიტანა ამ არჩევანმა, თუმცა იმხანადაც იყვნენ ისეთი ქართველები, ოსმალეთის იმპერიის მხარეს რომ იბრძოდნენ და, მეტიც, ბოლო სამცხელმა ჯაყელმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებსაც კი გაუწია წინააღმდეგობა, როდესაც ჩვენმა ჯარმა არტაანი დაიბრუნა.
  აკაკი ასათიანი: მემედ აბაშიძე რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგვქმნოდა აჭარაში. ჩვენი მაშინდელი მთავრობის მოგონებები არსებობს, სადაც პირდაპირ წერია, რომ მემედ აბაშიძეზე დგას აჭარაში საქართველო. მისმა სიძემაც, ხიმშიაშვილმა, მემედის გავლენით, ქართველების მხარე დაიჭირა და ამის გამო არ აუჯანყდნენ ქართველი მუსლიმანები დანარჩენ საქართველოს. თორემ აჭარაშიც იყო პრობლემები. ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ გენერალი კვინიტაძე წერს, რომ ჩვენს ჯარს, რომელიც აჭარაში შედიოდა, ესროდნენ ტყეებიდან და სოფლებიდან. ამდენად, არ იყო მარტივი ის ამბავი.
– როგორც ვხედავ, არც დღესაა მარტივი ამბავი, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც რუსეთის მხარეს არიან.
– ყბადაღებულ ერთმორწმუნეობაზეა ლაპარაკი იმ ხალხზე, რომლებმაც გაგვიუქმეს საპატრიარქო და გადაღებეს ეკლესიები.
– მოსალოდნელი იყო, რომ ერთად ვერ მოძოვდნენ რუსეთი და თურქეთი, მაგრამ ახლა უკვე რეალურად დაუპირისპრდნენ ერთმანეთს სამხედრო ძალით. ჩვენთვის რა პლუსები და მინუსები აქვს მათ დაპირისპირებას?
– ჩვენ გვისაუბრია ამაზე. მაშინაც მოგახსენეთ და ორივენი შევთანხმდით, რომ დიდხანს ეს სიამტკბილობა ვერ გასტანდა. ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი მათი სიამტკბილობის იყო ათა თურქისა და ლენინის დროს. ათა თურქი ხელმძღვანელობდა თავისი ქვეყნის ინტერესებით, ლენინს კი არათუ ჩვენ, რუსეთი არ აინტერესებდა და ბრესტის ზავია ამის საუკეთესო ილუსტრაცია. ლენინს არაფერი ენაღვლებოდა თავისი ძალაუფლების გარდა. მოკლედ, გასული საუკუნის 20-ანი წლები იყო ერთადერთი მონაკვეთი ამ ორი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც მათ ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა. და ახლა, სრულიად მოულოდნელად, ერდოღანს გაუჩნდა ამბიციები აშშ-სა და ევროკავშირისადმი. ევროკავშირზე მუდმივად ნაწყენები არიან, რომ მათ არ განიხილავენ თავიანთ წევრად. თურქეთს ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დროიდან აწუხებდა, რომ ისინი ევროპელები იყვნენ. ერდოღანმა პირველმა დააყენა ეჭვქვეშ ეს საკითხი, ოღონდ არა ფუნდამენტურად, მაგრამ სავაჭრო თემად აქცია. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ვერაფრით მოგვარდებოდა, იმიტომ რომ არის ფუნდამენტური დაპირისპირება მათ შორის. ერდოღანის თანაშემწემ თქვა, თუ რუსეთი არ მოისვენებს, შიგნიდან დავშლით, 25 მილიონი მუსლიმანია რუსეთის მოქალაქეო. საქმე ისაა, რომ ამ 25 მილიონში 15 მილიონი თურქული წარმოშობისაა – ბაშკირები, თათრები და მრავალი სხვა. ჩრდილო კავკასიაშიც კი კავკასიელებიც არიან და თურქული მოდგმის ხალხიც. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ წამოსცდათ თურქებს ის, რაც ერდოღანის თანაშემწემ თქვა. თუმცა ერთი სიკეთე აქვს მომხდარს: მათი დაპირისპირების შემთხვევაში პრობლემა შეგვექმნებოდა, თუ ჩვენ გავხდებოდით ამ დაპირისპირების მოედანი, მაგრამ ისინი მაინც ერიდებიან ასეთ პირდაპირ დაპირისპირებას და სირიით ინიღბებიან. თურქეთი სირიას ებრძვის, რუსები სირიას ეხმარებიან და ეს ძალიან მწვავდება. თურქეთმა შესაძლოა, დიდი სამხედრო ოპერაცია განახორციელოს სირიის წინააღმდეგ და შტატებმა, მიუხედავად უთანხმოებისა, მხარი დაუჭიროს მათ, თუმცა „ნატომ“ თავი შეიკავა პირდაპირი მხარდაჭერისგან და თქვა, რომ მეხუთე პუნქტის ამუშავების საფუძველი არ არის.
– მართლაც არ არის, თურქეთს არავინ დასხმია თავს.
– დიახ, ის პუნქტი გულისხმობს, თუ რომელიმე წევრ ქვეყანას დაესხმებიან თავს. რაც შეგვეხება ჩვენ: ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სწორი იყო, როდესაც თურქეთს დაუჭირეს მხარი, თან – ეს უმაღლეს დონეზე არ მოხდა. გარკვეული უწყების მეორე პირი შეხვდა თურქეთის წარმომადგენელს და მხარდაჭერა გამოუცხადა. დაცული იქნა თურქებისადმი სოლიდარობა და სხვანაირად ვერც მოხდებოდა. ადამიანებს, ვინც რუსეთის ერთმორწმუნეობაზე ლაპარაკობს, არ ესმით, რომ, რეალურად, რუსეთთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით: დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, ჩვენი ტერიტორია უკავია, მეტრ-მეტრ მოიწევს უფრო ღრმად. ბოლო გადმოწევა, ეგრეთ წოდებული საზღვრის, ჩემი აზრით, ამ ჩვენს ბოლო განცხადებაზე პასუხი იყო. განსაცვიფრებელი ველურები არიან რუსები ამ ბორდერიზაციით. ოცდამეერთე საუკუნეში ამ დონის აზროვნება წარმოუდგენელია. ბევრმა არ იცის, გარდა სპეციალისტებისა, რომ, როდესაც შაჰ-აბასი შემოგვესია და თეიმურაზი განდევნეს, პირველი პროტესტი გამოთქვა ოსმალეთის სულთანმა.  სხვათა შორის, რუსებმაც გამოხატეს პროტესტი, რაც უფრო გასაგებია, იმიტომ რომ მაშინ პრობლემებს მართლმადიდებლობით უყურებდნენ. თურქეთს იმხანად ძალა არ შესწევდა: ის იყო ერთადერთი მონაკვეთი, როდესაც ირანი ამარცხებდა თურქეთს, თორემ არც მანამდე და არც შემდეგ სამხედრო დაპირისპირებაში ირანს წარმატება თურქებთან არ ჰქონია. ასე რომ, ჩვენი რბილი გადახრა თურქეთისკენ, სწორია. თუნდაც, იმიტომ რომ მთელი აღდგენილი დამოუკიდებლობის პერიოდში მათგან არ გვქონია იოტისოდენა პრობლემაც კი, გარდა მხარდაჭერისა, არაფერი. მაშინვე საზღვრები ცნეს, კრედიტი გამოგვიყვეს.
– მახსოვს, ეგრეთ წოდებული, „თურქული კრედიტი“.
– აქ გახდა ყბადაღებული, თორემ მათ მოგვცეს და მაშინ თურქებს ასე არ ულხინდათ. პირველი სიმპტომი რუსეთთან დაპირისპირების ისიც იყო, რომ ჩაუშოღლუმ „ნატოს“ მიმართა, საჩქაროდ უნდა მივიღოთ საქართველოო. აი, ამაში მართლაც გულწრფელები არიან.
– მათთვისაც კარგია ეს, იმიტომ რომ სრულფასოვანი ბუფერივით ვიქნებით რუსეთთან.
– ამას ვამბობ: მათთვის საქართველოს დაკავება და რუსეთთან პირდაპირი გამეზობლება, სრულიად მიუღებელი და მცდარი ნაბიჯი იქნებოდა. წარმოვიდგინოთ გიჟური სცენარი, რომ შეიშალა ვიღაც თურქეთში და ამაზე ფიქრი დაიწყო. ელემენტარული ამბავია, რა სჯობია: 400 კილომეტრი გაშორებდეს შენს მთავარ მოწინააღმდეგეს და მაინც ასეთად რჩება რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში, თუ პირდაპირ შუბლი შუბლს მიაბჯინონ, როგორც საბჭოეთის დროს იყო?! ისიც გავიხსენოთ, რომ სირია არის ის ქვეყანა, რომელმაც აღიარა აფხაზეთი და ცხინვალი.
– ასურელი მამების სულები ააწრიალა ასადმა ამ გადაწყვეტილებით.
– ისინი ქრისტიანები იყვნენ და დიდი ხალხი იყო, დიდი მოღვაწეები. გრანდიოზული როლი შეასრულეს ნათლისღების მიღების შემდეგ: ვახტანგ გორგასალმა – ავტოკეფალიით და ასურელმა მამებმა – ქრისტიანობის საბოლოოდ დამკვიდრებით. ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ: ამიტომ საკითხი ასე დგება, ის ქვეყანა, რომელთანაც თურქეთს აშკარა კონფლიქტი აქვს, ცნობს ჩვენი ტერიტორიის დაკარგვას, ეს რუსეთი დღესაც გვეომება და ამ ვითარებაში არის ქვეყანა, რომელიც ყველგან და ყოველთვის მხარს გვიჭერს. ვიმეორებ: რამდენჯერაც მომიწია სადმე ყოფნა, „ნატოს“ შტაბ-ბინაში თუ სხვაგან, არ მახსოვს, არ მოსულიყვნენ თურქები და მხარდაჭერა არ გამოეთქვათ. იმ წუთას არავინ ურეკავს მათ ანკარიდან, არიქა, მიდით და ხელი ჩამოართვით ქართულ დელეგაციასო. ჩვენი უკვირდათ, როგორ მიიყვანეთ საქმე რუსეთთან დაპირისპირებამდეო, მაგრამ თავადაც მივიდნენ აქამდე და სხვანაირად ვერც მოხდებოდა, პუტინისა და ერდოღანის გარკვეული ამბიციების გამო. ეს არის მათი არასწორი წარმოდგენების შედეგი იმაზე, თუ რა არის მათი სახელმწიფოების მიზანი. თურქებმა მიაღწიეს კეთილდღეობის რაღაც დონეს, მსოფლიოს მეთვრამეტე ეკონომიკა არიან, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი წიაღისეული არ აქვთ და მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით მოახერხეს ეს. მართლაც შედეგს მიაღწიეს ათწლიან მონაკვეთში და იმის შემდეგ ვითარდებიან და შეეძლოთ, ეს განეგრძოთ. ამიტომაა დამღუპველი იმპერიის ილუზიები. ჩვენც გვაქვს, ოღონდ 800 წლის წინანდელი იმპერიის ილუზია და ძალიან გვიშლის ხოლმე ხელს ბევრ რამეში. თურქებს დაეშალათ 100 წლის წინათ, რუსებს – 30 წლის წინათ, მაგრამ ნორმალური ადამიანი იმისაა, რომ გააცნობიეროს ეს, როგორც ათა თურქმა გააცნობიერა, რაც არის მისი უაღრესად დიდი ისტორიული როლი თურქების წინაშეც და მე ვიტყოდი, კაცობრიობის წინაშეც.
–  მეორე მხრიდან შევხედოთ საკითხს: გაძლიერებული თურქეთი, რომელმაც დაჯაბნა რუსეთი სირიაში, შეიძლება, იქცეს ჩვენთვის საფრთხედ? თეორიულ ვარიანტს განვიხილავ.
– დღეს ვერავინ ვერავის დაჯაბნის იმ ზომამდე, რომ ასე აიშვას და გაჯეჯილდეს. ობიექტურად ვიმსჯელოთ: ადვილად დასაჯაბნები  არ არიან რუსები, მეორე მხრივ, არც თურქეთი, არც ირანი, არც ჩინეთი, არც შეერთებული შტატები და ევროპაც კი, რომელსაც ძალა არ აქვს, რუსეთის ჩათვლით, არავის დაანებებს საქართველოში გაბატონებას, იმდენად მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის შენარჩუნება, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის სივრცის, რაც მომავალში აუცილებლად მოხდება და თავადაც ამას უნდა ვესწრაფოდეთ, მაგრამ ჩვენ დეპუტატების რაოდენობაზეც კი ვკამათობთ. ქართული ფსევდოპოლიტიკური ელიტის პირდაპირი დეგრადაციის შედეგს ვხედავთ ამ საარჩევნო კოდექსზე კამათის სახით. ვიმეორებ – „ნატოში“ ჩვენი მიღება არის საუკეთესო გამოსავალი თურქეთისთვის. ერთი მხრივ, რუსეთს უშუალოდ არ ემეზობლებიან და, მეორე მხრივ, მათი მოკავშირეა, ვინც მათსა და რუსეთს შორის არის. ეს მაინც ასე მოხდება და მესამე – სირიაზე სინჯავენ თავიანთ ძალებს. ხალხია ცოდვა, თორემ სირიის მთავრობა იმსახურებს იმას, რითაც დაასრულებს და ის დაასრულებს კრახით. ეს იმდენად რუსეთის დაჯაბნა არ იქნება, რამდენადაც რუსეთის არასწორი პოლიტიკის მარცხი. რუსეთი იმ ბაზასაც დაკარგავს, რაც აქვს ახლო აღმოსავლეთში.

скачать dle 11.3