კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 მექისის კოდექსი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

აბორტი სიკეთეა?!

  მაშინ, როდესაც მსოფლიო აქეთ – კორონავირუსთან ბრძოლა-შფოთვაშია ჩართული, იქით – სირიაში მიმდინარე დუდგვაში, საქართველოს სახალხო დამცველი აქეთ – სამედიცინო სახელმძღვანელოებში ეძებს სიძულვილის ენას, იქით – ჭრელ აბანოში მექისეთა ქცევას აკვირდება.
  სახელდობრ, მან (სახალხო დამცველმა) მეფე ერეკლეს აბანოში მექისის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. მას შემდეგ, რაც მის უწყებას ესპანეთის მოქალაქემ მიმართა. სახალხო დამცველის დასკვნით, მექისე მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, არასასურველი, სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევას, რომელმაც „ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა“. ამიტომაც ჭრელ აბანოს რეკომენდაციით მიმართა (იმის მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ მეფე ერეკლეს არ დაბრალდა რამე), შეიმუშაოს მექისეთა ქცევის წესები.
  ცხადია, ტურისტების (და არა მხოლოდ მათი) დაცვა საშური ამბავია და არც საქმის დეტალებს ვიცნობ, თუმცა, რაკი ვიცი მექისეთა საქმიანობის თავისებურებები, არ დაგიმალავთ, მაინტერესებს, მექისის, კერძოდ, რა მოქმედება ჩაითვალა შევიწროებად.
  მაგრამ, სანამ ამას შევიტყობთ, უკვე შეგვატყობინეს, რომ „თანასწორობის მოძრაობის“ მიმართვის საფუძველზე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში – „სასამართლო მედიცინა“ და „ბიოეთიკა“  – გამოყენებული ტერმინები/გამოთქმული მოსაზრებები ამყარებს სტერეოტიპებს და წარმოადგენს დისკრიმინაციის წახალისების ფორმას ლგბტ+ადამიანების მიმართ), ომბუდსმენმა უკვე დაადგინა, რომ ხსენებულ სახელმძღვანელოებში გამოყენებულია დისკრიმინაციის წამახალისებელი ტერმინები. სახელდობრ: „პედარასტია,“ „აქტიური პედარასტი,“ „პასიური პედარასტი“, „გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი“. „ჰომოსექსუალიზმის ცოდვა“, „ჰომოსექსუალისტები“, „განსაკუთრებული სქესობრივი ორიენტაცია“, „ფარული ჰომოსექსუალური გადახრები“, ასევე, სახალხო დამცველი არ ეთანხმება სახელმძღვანელოს განმარტებას, რომ „მედიცინაში ბოლომდე გარკვეული არ არის საკითხი, ითვლება თუ არა ჰომოსექსუალიზმი განსაკუთრებულ სქესობრივ ორიენტაციად თუ იგი ფსიქიკური მოშლილობის ერთ-ერთი ფორმაა.“ დისკრიმინაციულადვეა ჩათვლილი, რომ აბორტი ბოროტებაა და სხვა.
  შესაბამისად, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება ქართული განათლების სისტემის მიერ მისაღწევ მიზნებს და სახელმძღვანელოებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა მოითხოვა (მეორე მხრივ, საქმე მაინც სამაღარიჩოდ გვქონია, თუ მხოლოდ ეს უშლის ხელს ჩვენს განათლების სისტემას მომავალი თაობების განათლებაში). თუმცა ჩემი ცნობისმოყვარეობა ბოლომდე აქაც ვერ დაკმაყოფილდა: აბორტი, ნეტავ, სიკეთეა?!

скачать dle 11.3