კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 გამოცდილი და წარმატებული ოტორინოლარინგოლოგი ვლადიმერ კვაჭანტირაძე – თქვენი პატარების სამსახურში

ნინო კანდელაკი ქეთევან მაჭარაძე

  ვლადიმერ კვაჭანტირაძე – ოტორინოლარინგოლოგი, რჩეული ექიმი და ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ექიმი, რომელსაც პატარების მშობლები და თავად პატარა პაციენტები განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი მოიხსენიებენ. დღეისათვის ბატონი ვლადიმერი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის წამყვანი ექიმი გახლავთ, ხოლო იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ის ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ბატონ ვლადიმერს გულისხმიერ პროფესიონალად ახასიათებენ.
– რას მოიცავს თქვენი, როგორც ოტორინოლარინგოლოგის, სამუშაო არეალი, რა მიმართულებებზე მუშაობთ?
– ჩემი, როგორც ოტორინოლარინგოლოგის, სამუშაო არეალი, ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიებით შემოიფარგლება. იაშვილის სახელობის კლინიკაში მე გახლავართ ბავშვთა პროფილის ხაზით მომუშავე  ექიმი, სადაც მოდიან ჩვენი პატარა პაციენტები სუნთქვის გაძნელებით, ხშირი ანგინებით და ასე შემდეგ. რის გამოც ხშირად იგეგმება ოპერაციები ან მიმდინარეობს კონსერვატიული მკურნალობა. ჩვენი სამუშაო არეალი, ბავშვთა შემთხვევაში, როგორც მოგახსენეთ, სუნთქვის გაძნელებას, სმენის დაქვეითებასა და სხვა ტიპის  დაავადებებს უკავშირდება, რაც ხშირად გამოხატულია და გადაიზრდება ჟანგბადის ნაკლებობაში, ადინამიაში, ხელს უწყობს პირღიაობას, ხელს უშლის ბავშვის აქტივობას, ურღვევს მას ცხოვრების სტაბილურ რიტმს,  ხელს უშლის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და ასე შემდეგ. ამიტომ ასეთი დაავადებების გართულების შემთხვევაში ვუგეგმავთ პაციენტებს ქირურგიულ ჩარევებს – კეთდება  ტონზილექტომიებისა და ადენოტომიების ოპერაციები. ხშირად ყურში ვითარდება ესქოდაციური ოტიტი, გროვდება სითხე, ამ შემთხვევებშიც ქირურგიული ჩარევაა საჭირო. რაც შეეხება მოზრდილთა ასაკს, ძირითადად, პაციენტები მოგვმართავენ ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, რიგი პათოლოგიებით, ცხვირის ძგიდის გამრუდებით, ცხვირის ორმხრივი პოლიპებით,  ნიჟარების ჰიპერტროფიით, ვაზომოტორული რინიტით, ალერგიული რინიტით და ასე შემდეგ. თუ სადმე ცხვირის რინოსკოპიით აღენიშნება პოლიპები ან ცხვირის ძგიდის გამრუდება, თავისთავად, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა, კეთდება სეპტორინოპლასტიკა, ცხვირის ენდოსკოპიური პოლიპოტომია, ნიჟარების დეზინტრეგრაცია და ასე შემდეგ.  თუ ალერგიული რინიტი აქვს ან სინუსიტის ფონზე განვითარებული პრობლემები, ინიშნება კონსერვატიული მკურნალობა სავენტილაციო ცხვირის წვეთებით, ვახდენთ ცხვირისა და ცხვირის დანამატი წიაღების აირაციას, ანტიბიოტიკოთერაპიით ვაწარმოებთ ინფექციის კუპირებას და ალაგებას. პაციენტები, ძირითადად, ამ პროფილით გვაკითხავენ.
– თქვენი დაკვირვებით, რამდენად მზარდია ამ დაავადებების რიცხვი? რას ურჩევთ მშობლებს ჩვენი ჟურნალის საშუალებით?
– რადგანაც ზოგადი ეკოლოგიური და გარემო სურათი ჩვენ გარშემო ყოველდღიურად სულ უფრო მძიმდება, საერთოდ, მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, ამ დაავადებების რიცხვიც მზარდია. ჰაერის დაბინძურება, ურბანიზაცია და ეკოფაქტორები განაპირობებს ამ პათოლოგიების წარმოშობასა და ზრდას. ამიტომაც ჩემი რჩევა იქნება, რომ მშობლებმა ბავშვები ხშირად გაიყვანონ ქალაქგარეთ, მეტი დრო დაუთმონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ყოფნას, სუფთა  ჰაერი და ჟანგბადიანი გარემო მათ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.  მაგრამ, თუ ბავშვებს ამ შემთხვევებშიც გაძნელებული აქვთ სუნთქვა, მაინც აქვთ პრობლემები, აუცილებლად უნდა მიმართონ პედიატრს ან ოტორინოლარინგოლოგს და საჭიროების შემთხვევაში დროულად აწარმოონ დამატებით მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა, რომ დროთა განმავლობაში ჰიპოქსიამ სხვადასხვა ორგანოს პათოლოგიები არ გამოიწვიოს. თუ მკურნალობა მედიკამენტოზურად ვერ ხერხდება, ჩვენ მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩავრთავთ ქირურგიული  ოპერაციის აუცილებლობას.
– ძირითადად რა პრობლემებით მოჰყავთ ბავშვები?
– მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბინძურებულია ჰაერი, არც საკვების მხრივ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, ეს ყველაფერი კი ჩვენი პატარების იმუნიტეტზე მოქმედებს.   მასობრივად მძვინვარებს სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექციური დაავადებები, სეზონურად ერთდროულად რამდენიმე ვირუსი აქტიურდება, ამიტომ მომართვიანობის ძირითადი მიზეზებია – ანგინები, ადენოვირუსული ინფექციები, ცხვირის ღრუს ლორწოვანის ანთებები, ცხვირის დანამატი წიაღების ანთებები. ხშირია შუა ყურის ანთებითი პროცესიც, უმეტეს შემთხვევაში, ესენი ერთმანეთს მიბმული დაავადებებია. გარდა ამისა, ჩვენთან მოჰყავთ პატარები უცხო სხეულით. ჩვენს კლინიკაში ყველაზე ხშირად მოდიან ბავშვები სასის ტონზილების და ცხვირ-ხახის ადენოიდების პრობლემებით. შემდეგი ხშირი დაავადება ბავშვებში შუა ყურის ანთებაა, რა დროსაც ყველაზე ხშირად საჭირო ხდება შუნტის ჩაყენება დაფის ღრუში. როდესაც წლების განმავლობაში, გარკვეული მიზეზების გამო, შუა ყურის ჰაერის ვენტილაცია კარგად არ ხდებოდა, ევსტახის მილი განიცდის ქრონიკულ ანთებას. ხშირ შემთხვევაში, სწორი მკურნალობით და ანტიბიოტიკოთერაპიით, ცხვირის წვეთებითა და ასე შემდეგ, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად ლაგდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ამას ვერ ვერევით და რჩება გაუწოვად მასად, რის გამოც ვაკეთებთ ყურის შუნტირებას.  
– ბატონო ვლადიმერ, თქვენი, როგორც ექიმის, სამუშაო პრინციპები რაში მდგომარეობს? თქვენი წარმატების მთავარ პოსტულატებად რა მიგაჩნიათ?
– მიმაჩნია, რომ ექიმი პროფესიისადმი ერთგული უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა, თავისი საქმე უნდა უყვარდეს. მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, შეეძლოს პაციენტის სრულყოფილად მოსმენა და გულისხმიერად მიდგომა. შესაძლოა, ერთი პატარა დეტალიც კი მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასათვალისწინებელი კომპონენტი იყოს ანამნეზის სრულად წარმოდგენისთვის, ამიტომ აბსოლუტურად უნდა შეისწავლოს პაციენტის სრული სურათი. ალბათ, ჩემი პროფესიული წარმატების ერთ-ერთი საწინდარი ესეცაა. მე მიმაჩნია, რომ ჩემს პაციენტებს ასეთი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ვუყვარვარ. სრულფასოვანი ყურადღებისა და მოსმენის გამო მათგან დიდ მადლიერებას ვგრძნობ. ექიმისთვის კი ამაზე დიდი ბედნიერება და მიღწევა რა უნდა იყოს?!
P.S. პროფესიულ ღირსებებთან ერთად, ბატონი ვლადიმერი სამი ბიჭის მამა გახლავთ და მეოთხე ვაჟიშვილს ელოდება. მიაჩნია, რომ ოჯახი მისი მთავარი ნავსაყუდელია.

скачать dle 11.3