კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ ანდობენ მსოფლიოში ცნობილი კომპანიები საკუთარი შოუების დადგმას აკა მოდებაძესა და გვანცა ციხელაშვილს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე წლებია, უცხოეთში ძალიან წარმატებულად მოღვაწეობენ. მათი თითოეული გამოსვლა მუდამ იწვევს მაყურებლისა და ჟიურის აღფთოვანებას, თან ისეთ ჩემპიონატებზე, როგორიც არის ევროპა და მსოფლიო. გარდა ამისა, აკა და გვანცა დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და გრანდიოზულ კომპანია „ცირკ დუ სოლეისთან” ოფიციალურად თანამშრომლობენ და მათ შვილობილ კომპანიას ძალიან წარმატებული შოუ დაუდგეს, რომელიც უკვე არაერთ ქვეყანაში აჩვენეს.
  აკა მოდებაძე: 2019 წლის დეკემბერში ვმონაწილეობდით სამეჯლისო-სპორტული, ლათინო-ამერიკული ცეკვების მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყოველ წელს იმართება სხვადასხვა ქვეყანაში. ამჯერად გაიმართა მოსკოვში, კრემლის დიდ დარბაზში. ეს ისტორიული დარბაზია და იქ ყველა ლეგენდარული მოცეკვავე გამოსულა, შესაბამისად, სამეჯლისო-სპორტული ცეკვის შემსრულებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარკეტია. დიდი პასუხისმგებლობაა ერთი, იქ რომ ცეკვავ, მეორე – მსოფლიო ჩემპიონატია და თან, თითოეულ წყვილს ზურგს უმაგრებდა ათ-თხუთმეტკაციანი გუნდი, მსაჯები, მწვრთნელები. ჩვენ კი მხოლოდ ორნი ვიყავით. თუმცა გიორგი გაჩეჩილაძე ესემესებითა და ზარით გვიჭერდა მხარს და გვერდში გვედგა. და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს საქართველოს სახელით ვაკეთებთ. 20 წელია, ვცეკვავთ და არასდროს გადაგვიხვევია ჩვენი არჩეული სპორტული კურსისგან. ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენი ბეგრაუნდი ისეთი ძლიერია, რომ დღემდე უკონკურენტოდ გამოვდივართ. მადლობა ამისთვის ჩვენს სპორტულ ფედერაციას, პრეზიდენტს, თითოეულ წევრს, რადგან მათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახეს. შესაბამისად, წლების განმავლობაში ეს სტატუსი ჩვენ მოვიპოვეთ და 2019 წელს მონაწილეობა მივიღეთ არა მხოლოდ ამ კონკურსზე, არამედ სხვა მნიშვნელოვან კონკურსებზეც. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, 24 წყვილი მონაწილეობდა, ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო. იმ პარკეტზე ფინალში ცეკვა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ უფრო მაღლა დგას და ყველა იბრძოდა, რომ ფინალში მოხვედრილიყო. რაც მთავარია, ჩვენ არ ვიყავით დებიუტანტი წყვილი და ყველანაირი გათვლებით, თავიდანვე ლიდერებში, ფინალისტებში მოვიაზრებოდით.
– თქვენ მიმართ სხვა წყვილებს გარკვეული შიშის გრძნობა აქვთ ხოლმე?
გვანცა ციხელაშვილი: შიშიც და დიდი პატივისცემაც. იშვიათად ხდება, რომ მოცეკვავე მოვიდეს შენთან და გითხრას: უძლიერესი გოგო ხარ, მინდა, შენთან ფოტო გადავიღოო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შენი კონკურენტია და გაღიარებს. იქ ყველამ იცის, რომ მე და აკამ ამ ყველაფერს მხოლოდ ჩვენი ცეკვით, ნიჭით მივაღწიეთ.
აკა: ცეკვები, რომელიც კონკურსებზე გაგვაქვს, ჩვენი დადგმულია. როცა რეპეტიციებს გავდივართ, ყველას მწვრთნელთა გუნდი ჰყავს, რომლებიც მიუთითებენ: რა უნდა გააკეთონ და ამჩნევენ, რომ ჩვენ არავინ გვყავს. კითხვაც დაგვისვეს: ვინ დაგიდგათო და რომ იგებენ, ჩვენი დადგმაა, უფრო მეტი პატივისცემით განეწყობიან ხოლმე.
გვანცა: ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არაა, რომ აკა უკვე არის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ქორეოგრაფი. ეს უკვე აღიარეს იმ კომპანიებში, სადაც ვმუშაობთ. ამ კუთხით არანორმალური ნიჭით გამოირჩევა, თავისებური გათვლები აქვს ხოლმე. მწვრთნელი მხოლოდ იმ შემთხვევაში აგვყავს, როცა ტექნიკა გვაქვს დასამუშავებელი.
აკა: როცა მე და გვანცა ვმუშაობთ, იქ ვერ აღვიქვამთ იმას, რომ მეუღლეები ან მეგობრები ვართ. იქ მთავრდება ჩვენი ცოლქმრობა. გვანცა თავისი მანერებით, ტიპაჟით არისტოკრატულად სექსუალურია და მეც ვცდილობ, როგორღაც, ჩვენი ცეკვის სტილი უბრალო არ იყოს. რამე მესიჯს უნდა ატარებდეს, რომ ადამიანმა რაღაც დაინახოს. ჩემთვის ადვილია გვანცასთვის საცეკვაო სახის შექმნა. ახლა ავიღეთ კლეოპატრას ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის. მიუხედავად იმისა, რომ კლეოპატრა დედოფალი იყო, სიყვარულში მაინც ქალია – ეს იყო ჩვენი მესიჯი. მონაწილეებს შორის იყო მსოფლიოს სამგზის
ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი, რუსეთის პირველი-მეორე წყვილები, ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყო.
გვანცა: პუბლიკა ყოველთვის დიდი ემოციებით გვხვდება ხოლმე, ამ მხრივ, გათამამებულები ვართ. ევროპის ჩემპიონატზე, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონების შემდეგ ვცეკვავდით, ხალხი ფეხზე ადგა და ისე გვიკრავდა ტაშს. ასე იყო შტუტგარტშიც, არანორმალური ოვაციები იყო. ახლაც, ფინალზე, რუსი წყვილის შემდეგ მოგვიწია ცეკვა. მათ ისეთი პუბლიკა ჰყავდათ, დაინგრა დარბაზი. თან, გამომცხადებელმა იცის, ვინც ვართ და მთელი ემოციებით გამოგვაცხადა: საქართველო, ჯორჯია, გრუზია და ვფიქრობ, დარბაზი უნდა შემეგებოს ტაშით. პარკეტზე დავდგით ფეხი და ერთი ტაშიც არ ყოფილა. ვაკეთებთ პირველ ატაცებას და დაიწყო ტაში, ტაში და ბოლოს იმხელა ოვაციები, ყვირილი იყო, რომ დაინგრა დარბაზი. ეს იყო აღიარება იმის, რომ შეიძლება, რუსეთში ქართველი წყვილი ძლიერად აღიარონ, რადგან თავიდან ერთმანეთს უყურებდნენ, ვინ გაბედავდა ტაშის დაკვრას.
აკა: სპორტის მინისტრი და სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი მოვიდნენ ჩვეთან და გვითხრეს: ბავშვებო, თქვენ იყავით ძალიან კარგები და აუცილებლად გახდებით მსოფლიოს ჩემპიონებიო. კონსკურზე შეფასებები ისეა, როგორც ფიგურულ სრიალზე. ნახევარფინალში ჩვენ მეოთხე ადგილზე ვიყავით, თუმცა ფინალში მეექვსე ადგილზე აღმოვჩნდით. ძალიან მცირედი სხვაობა იყო ჩვენსა და მეოთხე-მესამე ადგილს შორის. ფინალში ერთ-ერთმა მსაჯმა, რომელსაც გამოცდების თავიდან ჩაბარება მოუწევს ჩვენ და რუს წყვილს – ლიდერ წყვილებს ისეთი დაბალი ქულები დაგვიწერა, რომ მთავარმა მსაჯმა გაუბათილა. მას, რომ ეს ქულები არ დაეწერა, მეოთხე ან მესამე ადგილზე ვიქნებოდით.
გვანცა: საქართველოს სპორტული ცეკვების ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, რომ წყვილმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. მსაჯიც მოვიდა, ხელი მომხვია და მითხრა: ეს როგორ გაეპარათ, ყველა შოკში იყოო. ჩემთვის მთავარი იყო ფინალში შესვლა, თან რუსეთში, ლეგენდარულ პარკეტზე.
აკა: როცა იგებენ, რომ ცეკვა ჩვენი დადგმულია, მწვრთნელები გვეუბნებიან: ერთად ხომ არ ვიმუშაოთო, თან ჩვენივე კონკურენტზე: მოვუფიქროთ რაიმე დადგმა და ვიზუალიო. უარს ვეუბნები, რადგან ჯერ კიდევ ერთ პარკეტზე ვდგავართ და არ მიღირს ჩემი რაღაცების გაყიდვა.
გვანცა: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე პირველად რომ გავედით, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირების ორგანიზატორები მოვიდნენ და გვითხრეს: თუ შეიძლება, ჩვენს ტურნირზე რომ მიგიწვიოთო. ერთ-ერთი საუკეთესო, რაც ჩვენს კარიერაში მოხდა, ეს არის შტუტგარტის პარკეტზე ცეკვა. ეს პარკეტიც ასევე ისტორიულია, წელიწადში ერთხელ ტარდება ტურნირი და იმ პარკეტზე ფეხის დადგმა ყველა მოცეკვავის ოცნებაა. ჩვენ არა მხოლოდ პარკეტზე დავდგით ფეხი, მიწვეულ ლეგენდებს შორის ვიყავით, რომლებმაც საჩვენებელი ნომრები იცეკვეს. გარდა ამისა, გახსნის ცერემონიალზე პირველები ვიყავით, ფაქტობრივად, ჩვენ გავხსენით ტურნირი. შტუტგარტში მაყურებელიც პროფესიონალია, ისეთი ხალხი, რომელიც ამ სფეროში კარგად ერკვევა. დავდგით თუ არა ფეხი პარკეტზე, დაინგრა დარბაზი, გუგუნებდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შტუტგარტის პარკეტზე მიმიწვევდნენ, ვიცეკვებდი და მით უმეტეს, ის მსაჯები, რომლებიც ლეგენდები არიან, ფეხზე დადგებოდნენ და ტაშს დაგვიკრავდნენ. რთულია ასეთ დროს გამოხატო ის, რაც შიგნით გაქვს, ცოტა მორიდების გრძნობა გაქვს. მე და აკას ხელები გვქონდა ჩაკიდული და დავამტვრიეთ ერთმანეთს, თან ცრემლები ჩამოგვდიოდა.
– როგორც მახსოვს, მსოფლიოში ძალიან ცნობილ კომპანიასთან „ცირკ დუ სოლეისთან“ თანამშრომლობდით. მათი შვილობილი კომპანიისთვის შოუს დგამდით.

აკა:
ეს იყო ჩვენთვის კიდევ ერთი გამოწვევა. „ცირკ დუ სოლეის“ ჰყავს თავისი შვილობილი კომპანიები, ერთ-ერთი არის შვედური კომპანია, ჰონგკონგში გადავედით და იქ დავდგით 45-წუთიანი ცოცხალი შოუ.
გვანცა: ორივე ქორეოგრაფი ვიყავით, მთავარი ქორეოგრაფი – აკა.
აკა: თუმცა კულსიებში გვანცას ვეკითხები ჭკუას, ქალური ინტრიგებით კარგად მარიგებს ხოლმე. მოკლედ, ეს არის 45-წუთიანი შოუ, სადაც გვყავდა აკრობატები, ასევე; სამეჯლისო ცეკვის მოცეკვავეები, მომღერლები და უნდა დამედგა შოუ. შოუ ავაგე კაცისა და ქალის ურთიერთობაზე, დავარქვი კოქტეილის სახელი. სცენაზედ იდგა ბარი, სადაც მომღერალი სვამდა კოქტეილს, აფორმებდნენ მოცეკვავეები, მომღერლები, აკრობატი.
გვანცა: პრემიერა ჰონგკონგში, ძალიან დიდ დარბაზში ჩატარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ აფიშებზე ეწერა შოუს სახელი და ქორეოგრაფები: აკა მოდებაძე, გვანცა ციხელაშვილი, თან, მთელ ქალაქში. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა: წელიწად-ნახევარზე მეტია, არსებობს და მოგზაურობს. გარდა ასეთი დიდი შოუებისა, ვაკეთებდით პატარ-პატარა შოუებს, მაგალითად, საახალწლოს, ცნობილი სახეებისთვის, ვარსკვლავებისთვის. მაგალითად, ჰქონდათ რაღაც დღესასწაული, სჭირდებოდათ შოუ და მომენტალურად – აკა და გვანცა! პლუს, გვქონდა ჩვენი სოლო ნომრები.
– გარდა იმისა, რომ წყვილში ცეკვავთ, ცოლ-ქმარიც ხართ და თან, ძალიან გიყვართ ერთმანეთი.
– მხოლოდ კი არ უნდა გიყვარდეს ადამიანი, უნდა მოგწონდეს კიდეც – ეს არის მთავარი. მე აკას პიროვნებით, ნიჭით აღფრთოვანებული ვარ. მიყვარს ყოველ წამს, ყოველ წუთს და ყოველდღე.
აკა: მაგალითად, არ ვფიქრობ, რომ საჩუქარი მხოლოდ დღესასწაულებზე უნდა აჩუქო ადამიანს, ისედაც მიყვარს ხოლმე ჩუქება, რადგან მას რომ უხარია, მეც მიხარია. თან, არ მიყვარს ერთის ჩუქება.
გვანცა: ყოველდღე ჩემზე ადრე დგება და არ არსებობს, რომ არ დამახვედროს თაიგული. დაჭკნება, გადაყრის, ახალი მოაქვს.
აკა: გვანცა მეუბნება, რომ ტკიპა ხარო და მართლაც ტკიპა ვარ, ათი წუთით გაძლებაც არ შემიძლია გვანცას გარეშე. მეუბნება ხოლმე: იმდენად ენერგიული ხარ, ხანდახან დასვენება მჭირდებაო. მაგრამ არ შემიძლია. გვანცასგან სულ სილამაზე, სექსუალურობა მოდის. ჩაისაც სხვანაირად სვამს. მეც მის რიტმზე ვარ და ტკიპასავით მიმჯდარი.
გვანცა: ადრე საოცრად ეჭვიანობდა ხოლმე.
აკა: მე ათას რამეზე ვფიქრობ, ამ დროს გვანცა სიტუაციას აკვირდება, რჩევებს მაძლევს და ეს რომ აკვირდება, ამ დროს – წვრილთვალება, და არა მხოლოდ, წვრილთვალება მამაკაცების მზერა მის მიმართ.
გვანცა: აკა დარბის იქით-აქეთ. მაგრამ იცის ჩემი ხასიათი: თუ მიყვარს – მიყვარს, თუ ვერთგულობ – ვეერთგულები, მაგრამ მაინც არანორმალურად ეჭვიანია. უცებ ბრაზდება, სახეზე წამოწითლდება და შეიძლება, მაგ დროს არც ეკოცნებოდეს და მოვიდეს, გაკოცოს, აგრძნობინებს: ეს ჩემი გოგოა! რომ გამოდის, გოგოების ყვირილით ინგრევა დარბაზი. მაგრამ მე მაქვს დევიზი: ქალმა თუ ეჭვიანობა დაიწყო, ესე იგი, ვერ არის კარგად საქმე. საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული – ისეთი ვიქნები, რომ აკა სხვისკენ არ გაიხედება.  
აკა: მუშაობისას მე ვერ აღმიქვამენ როგორც მამაკაცს, გვანცას კი ქალად და მეგობრად აღიქვამენ. მე რომ მივდივარ, ხელით აკეთებენ: კობრა მოდისო და ყველა იწყებს გაწელვას, ვარჯიშს. შევალ და სიჩუმეა, არადა მესმოდა კისკისი, ეს რაღაცებს უყვებოდა.
გვანცა: აკა გესლავს ხოლმე. სამაგიეროდ, ეს გვეხმარება იმაში, რომ შოუმ წელიწად-ნახევარია ხარისხი შეინარჩუნა.
აკა: ხანდახან ვიცი ხოლმე წამოყვირება და ამ დროს გვანცა გადაიკისკისებს ხოლმე და მშვიდდებიან – იციან, რომ ყველაფერი კარგად არის.




скачать dle 11.3