კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 დათო ფორჩხიძე: ცხრა წლით უფროსმა ბიჭმა შეიძლება, გული ატკინოს და ამიტომ ვუთხარი, თავის ტოლებთან წასულიყო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მუსიკოს დათო ფორჩხიძის შვილი – ნანუკა ფორჩხიძე პირველ ნაბიჯებს დგამს მუსიკალურ სფეროში წარმატებისკენ მიმავალ გზაზე და გვერდით ქართულ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მასწავლებელი, საკუთარი მამა ჰყავს.
  დათო ფორჩხიძე: ჩვენს ქვეყანაში ბავშვები მხოლოდ სატელევიზიო მეგაშოუებისა და კონკურსების ხარჯზე გამოჩნდებიან ხოლმე. ამისგან თავი შევიკავეთ, რადგან ვიცოდი, რომ ნანუკაზე ძალიან დიდი წნეხი წამოვიდოდა. ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ეს სხვის შვილებზე გავტესტე. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჰქონდა ამის სურვილი, ვურჩიე, რომ მოგვეცადა. ეს არ ნიშნავს, რომ ვმალავდი ან რამეს ვუშლიდი. უბრალოდ, ვუხსნიდი, რომ სხვა გზა უნდა გვეპოვა. მინდოდა, ის თავის ტკივილი ამერიდებინა მისთვის, რაც მსგავსი შოუებიდან ელოდა. თუმცა, მომავალში შეიძლება, ძალები საქართველოს ფარგლებს გარეთ მოსინჯოს.
– ნანუკა, როდის დაიწყე სიმღერა?
ნანუკა ფორჩხიძე: რაც საკუთარი თავი მახსოვს, სულ ვმღერი. სახლში, სადაც სულ მუსიკა ისმის, შეუძლებელია, მუსიკა არ  გიყვარდეს. ლაპარაკთან ერთად სიმღერაც დაიწყე.
დათო: ბავშვობაში ეშინოდა, როცა ტელევიზორში ნიღბიან სახეებს ხედავდა. ორ ქართულ ვიდეოში ჩანდა ნიღბები და მათგან ერთი მამუკა ონაშვილის „უკარება გოგოა“. როგორც კი ეს სიმღერა ირთვებოდა, სახლიდან გარბოდა. ერთხელ მანქანაში ვიჯექით და ონაშვილის სიმღერის ორიგინალი, ინგლისური ვერსია ჩაირთო. ბავშვი იჯღანება და ცრემლები მოსდის. თავიდან ვერ გავიგე, რა მოუვიდა და მერე მივხვდი, რომ მუსიკითა და მელოდიით, ტექსტისა და ვიზუალის გარეშე იცნო სიმღერა. მივხვდი, რომ ძალიან მუსიკალური ბავშვი იყო. ყველა მშობელს ვურჩევ, რომ შვილები არ აქონ. მეტი კრიტიკა მათ მიმართ! მაგრამ, ბევრი ამის ასაკის ნიჭიერი ბავშვი გავიცანი და ვიცი, რომ თუ ადამიანს ამ ნიჭის გამოვლენის საშუალებას არ მისცემ, ბოღმად და ბოროტებად დაუგროვდება სულში და როგორ დამეშალა? ამბობენ, გენიოსების შვილებზე გენები ისვენებსო და მინდა, ნანუკას ვუთხრა, რომ საბედნიეროდ, მამამისი გენიოსი არ არის. მამიკო, მე საშუალო დონის ვარ და შენ გისურვებ, რომ უმაღლეს დონეზე ახვიდე!
– ნანუკა, მკაცრი მამამაა დათო?
ნანუკა: ჩემ მიმართ ყოველთვის ყველაზე მკაცრი იყო. არასდროს უყვარდა ჩემი შექება, უნდოდა, მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ ამაზე გული არ მწყდებოდა. ყველაზე მეტად მამას აზრი მაინტერესებს. არავის შექებას არ ვიჯერებ, თუ მამა მეტყვის, რომ მაგარია, ესე იგი, მართლა მაგარია.
დათო: ღელავდა, რომ ვაკრიტიკებდი. მეც მყავდა ჩემი ავტორიტეტები და ნერვებზე ვიშლებოდი, თუ მათ ჩემი გაკეთებული რაღაც არ მოსწონდათ. მაგრამ ამის გამო ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია. სანამ ჩემს ავტორიტეტს რაღაც დოზით არ დავამარცხებდი ან არ ვაღიარებინებდი ჩემს თავს, არ გავჩერდებოდი და ამასაც აქვს ეს მომენტი. არის სიმღერა, რომელზეც ვმუშაობთ და რომელიც ჩვენ შორის კონფლიქტის მიზეზიც გახდა, მაგრამ მაინც მივედით კონდიციამდე. ეს ბავშვი 19 წლისაა და ყველას ვეუბნები, რომ ამ ასაკის დამწყები მომღერლების ჩაქოლვა, იმის გამო, როგორ მღერის, როგორ აცვია და ასე შემდეგ, არ შეიძლება. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, დაიხვეწოს. წინ ძალიან დიდი დრო აქვს სწავლისთვის, მაგრამ ჩვენთან პატარა ბავშვების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკე იგრძნობა. ასე შესაძლოა, ძალიან ნიჭიერი ადამიანები მოვსპოთ. ზოგს ცხოვრებისეულ მიზნად აქვს ქცეული, არავინ გაახაროს და არ არის ეს სწორი. მე ჩემს შვილსაც და ყველა ბავშვს ხელს შევუწყობ. შეგნება იმისთვის გვაქვს, რომ ვიცოდეთ, მარტო ჩვენ ვერ ვიქნებით კარგად, ამიტომ შვილს გუნდურობასაც ვასწავლი. მასაც და სხვა ბავშვებსაც ვუნერგავ, რომ ერთად მოიპოვონ პოპულარობა.
– ნანუკა, შენ არ ნერვიულობ, რომ მამის ჩრდილის ქვეშ არ მოექცე და მამაშენის გამო, საზოგადოება შენდამი უფრო კრიტიკული არ აღმოჩნდეს?
ნანუკა: უფრო იმის შიში მაქვს, მამას არ გავუცრუო იმედები. ხალხი რას იფიქრებს, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან რასაც მე ვაკეთებ, ის ხალხისთვისაა, მაგრამ მსგავს რამეებს არ ვფიქრობ. თუმცა, არ მინდა მხოლოდ დათოს შვილი ვიყო, მირჩევნია, ნანუკა ფორჩხიძედ მიცნობდნენ.
დათო: თუ გინდა, რომ მე გავხდე ნანუკას მამა?
ნანუკა: გულწრფელად რომ ვთქვა, ეგეც მინდა (იცინის). თუმცა ყველაზე მეტად მაინც ის მინდა, რამეს რომ გავაკეთებ, მამა ჩემით ამაყი იყოს. ისე, როგორც მე ვარ დღეს მისით ამაყი. მამა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია. ყველას ვუსურვებ ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს მშობლებთან, როგორიც მე მაქვს.
– გასაგებია, რომ კონკურსები გარკვეული მიზეზების გამო არ გინდოდათ, მაგრამ დათო, ხომ შეგეძლო, აქამდეც დახმარებოდი გამოჩენაში ნანუკას?
დათო: მთელი ეს პერიოდი ემზადებოდა და ახლა უფრო მაღალ დონეზეა. ჩემი ძმაკაცის, ლევან ლაზარიშვილის ბავშვობა სამოთხე იყო. შემდეგ ამ ადამიანს გაუვრცელდა ჭორი, რომ ხმა დაკარგა. სამი კვირის წინ ვიყავით მაიკო კაჭკაჭიშვილის დაბადების დღეზე და ისე იმღერა ლევანმა, რომ პირი დავაღეთ. ბავშვობის ასაკში მიღებული პოპულარობა ხშირად ტრავმად რჩებათ ადამიანებს, რასაც ბევრი მიზეზი აქვს და ეს ყველაფერი გავითვალისწინე ნანუკასთან მიმართებაში. მე თვითონაც 22-23 წლის ასაკში გამოვჩნდი სერიოზულად. ამ დროს ჩემ გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემს ბედს შენატროდნენ, არადა, ათი წლით ადრე მე შევნატროდი მათ ბედს. ვფიქრობდი, ესენი რა მაგრები არიან-მეთქი, მაგრამ 23 წლისამ აღმოვაჩინე, რომ ისინი საერთოდ აღარ მღეროდნენ და მე პიკში ვიყავი. ჩემი შვილი არაა რობოტი, რომ დავაპროგრამო, მაგრამ არსებობს აპრობირებული ხერხები, რომელთა შესახებაც გამიგია და ვიცი, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა იმღეროს პატარაობიდან, მაგრამ ძვირად ღირებული კლიპები და მის პოპულარობაზე განსაკუთრებული ზრუნვა სწორი არაა. გაიზარდონ, ჩამოყალიბდნენ, იგრძნონ, რომ სიმღერა, პოპულარობა და ხალხის სიყვარული მათთვის ჟანგბადივითაა და ამის შემდეგ მშობლებს, თუ შეუძლიათ, დაეხმარონ. მანამდე მუსიკალური წრეები და პატარა კონცერტებიც საკმარისია. მე ვოცნებობდი ვერტმფრენითა და „ლიმუზინით“ მივსულიყავი კონცერტზე, ბევრი გოგოს ფავორიტი გავმხდარიყავი და ამის გამო დამცინოდნენ, მაგრამ ეს ნამდვილად ხდებოდა ამ ქვეყანაში და დღეს ამას ვეღარ იმეორებენ. ამიტომ ჩემს შვილსა და მის მეგობრებს ვეუბნები, ნუ შეგეშინდებათ დაცინვის. უნივერსიტეტში ზაფხულში, ყელზე კაშნე რომ მქონდა ახვეული და არ ვსაუბრობდი, ზურგს უკან ჩურჩული მესმოდა: გაგიჟდა. არადა, რა კარგი ბიჭია, საცოდავიო. მე ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს, ამიტომაც ვაფრთხილებ: ისინი, ვინც დაგცინიან, ტელევიზორში დაგინახავენ და მათ კუმირებად იქცევით-მეთქი. მაგრამ იმათაც ვეუბნები, რომ დაცინვა არ არის კარგი. მეტი სიყვარულია საჭირო, რომელიც ყველას ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ, ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი.
– ნანუკა, პროფესიული რჩევების მიღმა, როგორი მამაა დათო?
ნანუკა: ასეთ მამაზე ვერავინ იოცნებებს. არცერთ ჩემს მეგობარს არ ვუყვები ბევრ რამეს, ჩემი პირველი მესაიდუმლე მამაჩემია.
– ბიჭებს როცა ეხება საქმე, ამასაც უყვები?
– ყველაფერს ვუყვები, სახეზე რომ შემომხედავს, მაშინვე ხვდება, რომ რაღაც ხდება. მაგრამ როცა ბიჭებს მოვწონებივარ, მამას ეს არ სიამოვნებდა (იცინის).
დათო: არასწორ რამეს ამბობს. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როცა მასზე ცხრა წლით უფროსმა ბიჭმა მოუტანა ყვავილები.
ნანუკა: რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი.
დათო: 16 წლს გოგოს 16 წლის ბიჭი ვერ მოატყუებს. იმიტომ, რომ ამ ასაკის გოგო უფრო ჭკვიანია. მაგრამ ცხრა წლით უფროსმა ბიჭმა შეიძლება, გული ატკინოს და ამიტომ ვუთხარი, თავის ტოლებთან წასულიყო. ამის ტოლებში რაც ხდება, იმაში როგორ უნდა ჩავერიო? იქ ვერ ხდება ცუდი რაღაცები, პატარა ბავშვები გულწრფელები არიან. დიდი კაცი პატარა ბავშვთან არასწორი ფორმაა და თუ ამ ქალბატონმა ეს დაიმახსოვრა, ამას არ უარვყოფ.
ნანუკა: დავიმახსოვრე, იმიტომ, რომ გამიკვირდა. სხვა დროს არ ჰქონია მსგავსი რეაქცია. ზოგადად, მართლა ყველაფერს ვეუბნები.
დათო: ახლა რა ეტაპზეცაა თავის პირად ცხოვრებაში, ყველაფერი ვიცით. დამალული არაფერი გვაქვს და ცხოვრება თავის კალაპოტში მიდის. არც მალვა და არც დაშლა არაა საჭირო. რაღაც აუცილებლად უნდა აუკრძალო შვილს, ის, რაც იურიდიული თუ რელიგიური კანონით აკრძალულია, მაგრამ ბიჭის მოწონებით არცერთი კანონი არ ირღვევა. ამიტომ შვილს ბიჭის მოწონებას როგორ დავუშლი?! მაგრამ ბიჭი რომ მოგეწონა და რაღაც გეგმები გაქვს, ეს გეგმები რომ ძალიან კარგად უნდა დაალაგო, ამაზე, როცა საჭიროება იქნება, ძალიან ბევრს ვესაუბრები. ეს მშობელმა აუცილებლად უნდა გააკეთოს.

скачать dle 11.3