კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 გურამ თუშიშვილი: გადავედი ახალგაზრდულ ნაკრებში, სადაც სამჯერ მოვიგე ევროპა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  23 წლის ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ გრანდ სლემზე, 100 პლუსის წონით კატეგორიაში,  ოქროს მედალი მოიპოვა. მან საწყის რაუნდებში უზბეკი და ტაჯიკი მოწინააღმდეგეები იპონით დაამარცხა, ასევე მოუგო სამხრეთ კორეელ და ბრაზილიელ მებრძოლებს, ფინალში კი გერმანელ იოჰანეს ფრეის სძლია. 2020 წელს ეს გურამის პირველი ტურნირი და პირველი გამარჯვებაა. აქამდე მას არა ერთი მნიშვნელოვანი ჩემპიონატი აქვს მოგებული, მათ შორის, არის ევროპის სამგზის ჩემპიონი და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი. გურამი დიუსელდორფის გრანდ სლემზე და თავის ცხოვრებაზე გვესაუბრა.
  გურამ თუშიშვილი: ეს შეხვედრა წელს პირველი ტურნირი იყო, რომელშიც მივიღე მონაწილეობა და შედეგითაც კმაყოფილი ვარ. მართლა კარგად ვიყავი მომზადებული და სიმართლე  გითხრათ, ოქროსაც ველოდებოდი. ჩემთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი  იყო, რადგან ოლიმპიურ ქულებს მაძლევდა, რაც ოლიმპიადის ლიცენზიისთვისაა საჭირო. ტურნირში საკმაოდ ბევრი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას და ძლიერი მოწინააღმდეგეებიც შემხვდნენ. ყველა შეხვედრა დაძაბული მქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოვიგე და ჩემპიონი გავხდი.  აქვე ვიტყვი იმასაც, რომ არ იყვნენ ძირითადი კონკურენტები – ფრანგი, იაპონელი და რუსი მოწინააღმდეგეები.
– როდის და როგორ აღმოჩნდი სპორტის ამ სახეობაში?
– ჩემი სპორტული ცხოვრება ოჯახიდან დაიწყო, მამა ყოფილი ძიუდოისტი გახლდათ და მისი დიდი სურვილი იყო, რომ მეც ძიუდოს გავყოლოდი. 12 წლის ვიყავი, როცა პირველად მიმიყვანეს სავარჯიშოდ, მერე მეც მომეწონა და მას შემდეგ არ შემიცვლია სპორტის სახეობა. იქიდან მოყოლებული ინტენსიურად ვვარჯიშობდი. უფროსი ძმა მყავს, რომელიც ცოტა ხნით ვარჯიშობდა ძიუდოში, თუმცა საბოლოოდ ამ სფეროში მე შემოვრჩი.
– სხვა პროფესიაზე არ გიფიქრია?
– ბავშვობაში ყველა ბავშვი ფიქრობს, რა უნდა გამოვიდეს, ზოგს რა უნდა, ზოგს – რა. მე მინდოდა, ექიმი ვყოფილიყავი. ყოველთვის მომწონდა თეთრი ხალათი და საოპერაციო მაგიდა, თუმცა არასოდეს მიცდია ბედი ამ პროფესიაში. დღემდე ბავშვობის სურვილის დონეზე დარჩა. თან, ძიუდოში რომ დავიწყე ვარჯიში, მერე დიდი სურვილიც აღარ მქონდა.
– როდის დაიწყო წარმატებების სერია?
– თავიდანვე იყო გარკვეული წარმატებები, ვარჯიშის დაწყებიდან ძალიან მალევე  დარბაზის პირველობასა და სხვა შეჯიბრებებზე კარგი შედეგი ვაჩვენე და მივხვდი, რომ კარგად გამომდიოდა ეს საქმე. დაახლოებით, სამ წელში ჭაბუკებში მოვხვდი და მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. მერე ახალგაზრდების ნაკრებში გადავედი, სადაც სამჯერ მოვიგე ევროპა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩაგდება არ მქონია, ყველა ტურნირს წარმატებით ვხურავდი. როცა უკვე ეროვნულ ნაკრებში გადავედი, დიდებში ადაპტაცია გამიჭირდა და ცოტა ჩავარდნა მქონდა, თუმცა 2017 წელს ევროპა მოვიგე და შემდეგ – მსოფლიოც.
– რა სირთულეების გადალახვა გიწევს თითოეულ წარმატებამდე?
– როცა უკვე პროფესიონალურად გადავწყვიტე, ძიუდოსიტი ვყოფილიყავი, 16-17 წლის ვიქნებოდი. ახლა 23 წლის ვარ და ეს წლები იმისთვის ვშრომობდი, რომ დასახული მიზნებისთვის მიმეღწია. მარტივად არაფერი მოსულა, არც ერთი წარმატება. ყოველთვის ბევრს ვშრომობდი და შედეგიც არ აყოვნებდა. იყო ბევრი იმედგაცრუებაც, ვერ ვიტყვი, ყოველთვის გამარჯვებული ვიყავი-მეთქი, მაგრამ საბოლოდ შრომა მაინც ფასდება. გამართლების ამბავიც არის, ბევრ რამეში ნამდვილად გამიმართლა.  ეს პროფესია ისეთი მარტივიც არაა, როგორც შორიდან ჩანს.
–  როგორც ყოფილი სპორტსმენი, მამა რამდენად არის ჩართული შენს სპორტულ ცხოვრებაში?
– ყველა მშობელი ცდილობს, საკუთარ შვილს სწორი მიმართულება მისცეს, რაღაც შეუსწოროს, ურჩიოს და ასე შემდეგ, ეს არა მხოლოდ  სპორტში, არამედ ზოგადად, ცხოვრებისეულ საკითხებშიც ასეა. მამა მაძლევს ხოლმე რჩევებს, თუმცა სპორტში უფრო ჩემი მწვრთნელები არიან ჩართული, მათთან ერთად ვიღებ გადაწყვეტილებებს.
– სერიოზული ტრავმა თუ გქონია?
– 2014 წელს „დიდების საქართველო“ რომ მოვიგე, მაჯა ვიტკინე და დაახლოებით რვა თვე ვერ ვვარჯიშობდი, არადა, ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავსულიყავი. ამ ტრავმამ ბევრ რამეში შემიშალა ხელი, დიდი პაუზა გამომივიდა, რასაც ჩემი ფორმიდან ამოვარდნა მოჰყვა. ექიმები ვერ პროგნოზირებდნენ ვარჯიშის გაგრძელებას თუ შევძლებდი. საბედნიეროდ, მოვახერხე ვარჯიშზე დაბრუნება და ძალებიც აღვიდგინე.
– ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
– ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები. პირველ რიგში, ესენი არიან და მერე – სხვები. მწვრთნელები დიდ შრომას დებენ ჩვენში და ვცდილობთ, ერთმანეთს დავუფასოთ ეს გაწეული შრომა. მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს და გულშემატკივრებს, რომლებიც დიდ ძალას მაძლევენ. ყოფილა ხოლმე მომენტი, როცა გული ამცრუებია, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები ხედავდნენ, რამდენს ვშრომობდი და არასოდეს დაუკარგიათ ჩემი იმედი.
– მეუღლე გაგვაცანი...
– ჩემი მეუღლე არის ანი პაიკიძე, ძალიან მშვიდი ადამიანია, პროფესიით – ფსიქოლოგი.  გვყავს ორი გოგონა: ალექსანდრა და სესილია. კოჯორში ვცხოვრობ. ბავშვობაში ანი იქ ისვენებდა ხოლმე და მაშინ გავიცანით ერთმანეთი. მერე, როგორც ხდება ხოლმე,  რაღაც პერიოდი ერთმანეთი დავკარგეთ, თუმცა საბოლოოდ ოჯახი შევქმენით.
– როგორ ეგუება შენს დატვირთულ რეჟიმს?
–  ეს მართლა რთულია. ხანდახან არ იმჩნევს, ზოგჯერ იმჩნევს კიდეც (იცინის). მან იცის, რომ საქმეს ასე სჭირდება. ჩემს სპორტულ ცხოვრებას ნამდვილად გაგებით ეკიდება და არანაირი დისკომფორტი ან კონფლიქტი არ გვაქვს.

скачать dle 11.3