კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რის გამო აიტანს თავში წამოთაქუნებას და მწარე სილის გაწვნას ციაკო ფიფია

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  „ახალი შაბათის შოუს“ 27 წლის მსახიობი, ციაკო ფიფია, ნამდვილად იღბლიანია – აქვს არაჩვეულებრივი ოჯახი, ჰყავს მოსიყვარულე ქმარი, ულამაზესი შვილი, აქვს  საყვარელი სამსახური, „ქოთქოთა“ ცხოვრება და ირგვლივ – ერთგული მეგობრები.
  ციაკო ფიფია: სულ ვამბობ, იღბალი ჩემს მხარეს არის-მეთქი. მაფრთხილებენ: ამას ასე ხმამაღლა ნუ ამბობო, მაგრამ ფაქტია, ღმერთს ვუყვარვარ. ცხოვრებაში იმდენ რაღაცაში გამიმართლა, უფლება არ მაქვს, ვიწუწუნო. თავადაც შინაგანად ძლიერი და ენერგიული ვარ და ესეც მშველის. სულ გასული ვარ და სულ ვშრომობ. თუ ძალიან არ ვიღლები, არ შემიძლია. ასეთი ცხოვრება მომწონს. კარიერაში გამიმართლა, თუმცა, მხოლოდ „იღბალს ვენდე“, ასე არ ყოფილა – ბევრი ვიშრომე, რომ იქამდე მოვსულიყავი, სადაც დღეს ვარ. პირადში გამართლება კი ნამდვილად იღბალს უნდა მივაწერო. გოგასთან დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი, სპონტანურად. ისიც კომუნიკაბელურია და მეც – ქოთქოთა. უცბად შევედით კონტაქტში და უკვე პირველივე ნახვისას არ გვინდოდა ერთმანეთთან განშორება (იცინის).
– ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო?
– ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა. ეს იყო ერთი ნახვით მოწონება. როცა პირად ცხოვრებას ეხებოდა საქმე, მით უმეტეს, ოჯახის შექმნას, ნაბიჯებს ფრთხილად ვდგამდი. თუმცა, რომ გითხრათ, გოგას შემთხვევაში ბევრი ვიფიქრე-მეთქი, მოგატყუებთ. ოთხი თვე ვიყავით შეყვარებულები და თავი ნამდვილი პრინცესა მეგონა. ისეთი ზღაპრული შეყვარებულობის პერიოდი მქონდა, როგორზეც ვოცნებობდი.
– რომ შექმენი ოჯახი, დასრულდა შეყვარებულობის ზღაპრული პერიოდი, პრინცესობა და ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება დაიწყე?
– დედამთილ-მამათილთან ვცხოვრობ და მგონია, მათ ხელში გავიზარდე (იცინის). გოგას რომ გავყევი ცოლად, კიდევ გაგრძელდა პრინცესული ცხოვრება და სამი თვე კიდევ ღრუბლებში დავფრინავდი. მერე გავაცნობიერე, რომ შეყვარებულობის პერიოდი დასრულდა და მათი ოჯახის წევრი გავხდი.  პასუხისმგებლობაც მომემატა და ცოლქმრული ცხოვრებაც დაიწყო. თუმცა, მე და გოგას ის შეგრძნება სულ გვაქვს, რომ სიბერემდე შეყვარებულებივით უნდა ვიცხოვროთ. ანუ, ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს: მიდი, დროზე პური ამოიტანე, კარტოფილი შეწვი... (იცინის)
– თქვი, დედამთილთან ერთად ვცხოვრობ და ქოთქოთა ხასიათი მაქვსო. მერე შენს ასეთ ქოთქოთობას დედამთილი როგორ ეგუება?
– ყოველთვის ვამბობ, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი დედამთილი მყავს. ამ ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა. მისი დამსახურებაა, რომ ერთი დღე არ მიგრძნია, გათხოვების მერე სხვა სახლში, სხვა გარემოში ცხოვრება რომ დავიწყე. ყველას დედა-შვილი ვგონივართ, ფიზიკურად, დედაჩემზე მეტად, დედამთილს ვგავარ. უფრო სწორად, დავემსგავსე (იცინის). ძალიან მიწყობს ხელს და ჩემს შეცდომებზე დელიკატურად მელაპარაკება. მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.
– შენი განსახიერებული თამამი, „სვეტსკი“, მოღალატე რძლისა და ცოლის როლები თუ მოსწონს? და რეალურად, როგორი რძალი და ცოლი ხარ?
– ძალიან მოსწონს და მგულშემატკივრობს. მეც, როლებისგან განსხვავებით, ვცდილობ, კარგი რძალი და ცოლი ვიყო (იცინის).
– პირად საუბარში მითხარი, ვიცნობ ცოლებს, რომლებიც ერთი წარბის აწევით და გამოხედვით აჩუმებენ ქმრებსო.
– დიახ, მე ასეთ ცოლებს და ქალებს ვიცნობ, მაგრამ, მე ასეთი ცოლი არ ვარ, არც წარბის აწევა მჭირდება და არც გამჭოლი „მზერები“. არც გოგას სჭირდება ჩემთვის მაგიდაზე მუშტის დარტყმა. ჩემს ლოგიკაში არ ჯდება, ცოლისგან ქმრისთვის წარბის აწევა. ოჯახში ქმარს თავისი ადგილი უნდა ეკავოს და არც იმას ვამართლებ, მუშტი დაგირტყას: ქალო, ასე ქენიო.  სხვათა შორის, მე და გოგა ხასიათებითაც ვგავართ ერთმანეთს. თავიდან, მოღალატე ცოლის როლი რომ ვითამაშე, არ მოეწონა. დავისვი და ავუხსენი: ეს ჩემი სამსახურია, როლია და რეალურად, ასე არ არის-მეთქი (იცინის).
– და, როცა ქმრის საყვარლობის გამო, თათია და თამუნა თავში „გითაქუნებენ“?
– ვაიმე... (იცინის) გოგას ამაზე ეცინება, მაგრამ ისეთი მწარე ხელი აქვთ თამუნას და თათიას, ხანდახან ცრემლებს ძლივს ვიკავებ.  ერთხელ, თამუნა, ისე შევიდა როლში, ეგონა ქმარს მართლა ვართმევდი და ისეთი „თხლაში“ გამადინა სახეში, გაოგნებული დავრჩი. თათიაც მთლიანად შედის როლში, ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ მოვერიდო და გავვარდე გადასაღები მოედნიდან-მეთქი (იცინის). მე რომ ვთამაშობ, ისეთ „სვეტსკი“ რძლებს, პირადად ვიცნობ. ერთი გოგო გავიცანი, რომელიც სოფელში გათხოვდა და გაოგნებული ამბობდა: ვაიმე, ძროხა ცოცხალი თუ იყო, არ ვიცოდი... ვაიმე, ტალახში უნდა გავიარო?.. ვაკვირდებოდი მის ქცევებს, საუბარს და გამომადგა (იცინის). იმაზეც მიფიქრია, თუ ჩემი საყვარელი ადამიანი სოფელში იცხოვრებდა, მეც ვიცხოვრებდი, თანაც „ტყლარჭვის“ გარეშე.  ვიცი, რთულია, მაგრამ იმ ძროხის ყურებითა და ტალახში სიარულითაც მოვირგებდი რძლობას (იცინის).
– არ გიფიქრია, რომ სულ მსუბუქი ყოფაქცევისა და დაჩაგრული რძლის როლებს ასრულებ?
– იცით, რაშია საქმე? აი, ზოგადად, თათია სულუაშვილი ხომ ასრულებს გადასარევად ასაკში შესული ქალის როლებს? მე – ვერა. ქალს ვერ ვითამაშებ. მირჩევნია, ახალგაზრდა რძლის ან გოგოს როლი მქონდეს. განსაკუთრებულად მიყვარს, ჩემი „ლელას“ როლი, ლ-ებს რომ არბილებს.
– როცა ქუჩაში გცნობენ და გიღიმიან, რა გრძნობაა?
– თავიდან, „კომედიში“ რომ გამოვჩნდი და მცნობდნენ და ყურადღებას მაქცევდნენ, ვკომპლექსდებოდი, მრცხვენოდა. არ ვიცოდი, რა მექნა და ვწითლდებოდი. მერე მივეჩვიე და დღეს, მსიამოვნებს, როცა მაჩერებენ და მეუბნებიან: შენ ის გოგო არ ხარ, დედამთილის მთელი ქონება ძუძუებში რომ გაუშვიო... (იცინის) ხალხს რომ შენი როლებით უყვარხარ, ამ გრძნობაზე კარგი არაფერია. მათი სიყვარული რომ არა, ვინ ვიქნებოდი? არავინ! არ დამავიწყდება, დაბადების დღე მიმყავდა და ერთი გადაპრანჭული ქალი მომიახლოვდა: შენ ის ხარ, იქ რომ არისო? დიახ-მეთქი. შეჰყვირა: ვაიმე, შვილო! გოგო ყოფილხარ და იქ რა ასაკიანის, დეიდა ქალის „ვიდი“ გაქვს, დედიკოო (იცინის). ყოვედღიურად არ ვიკეთებ მაკიაჟს და ალბათ, ძალიან ვეპატარავე. თან, ასაკიც არ მემჩნევა. ამას წინათ, კასპში მიმყავდა კონცერტი და იქაურები მეფერებოდნენ: ჩემი „შილაკებიანი“, ულამაზესი გოგო ვინ არისო (იცინის). ასეთი მოფერება, ჩემთვის დიდი სტიმული და ბედნიერებაა. მინდა, ყველას დიდი მადლობა ვუთხრა, ვისაც ვუყვარვარ. თუმცა, ვისაც არ ვუყვარვარ, ისინიც მიყვარს, ჩემი დიდი სტიმულები არიან, რომ უფრო განვვითარდე, ჩემს თავს არ მივცე მოდუნების საშუალება და ბევრს შევაყვარო თავი. ამის გამო თათიას თავში წამორტყმასაც ავიტან, თამუნას სილის გაწვნასაც, მოღალატის სტატუსსაც და „სვეცკი“ იმიჯით სოფელში ცხოვრებასაც.

скачать dle 11.3