კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ნინი ონიანი: მეგობრებმა ზურგი მაქციეს და აბსოლუტურად მარტო აღმოვჩნდი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ნინი ონიანის ცხოვრებაში ახალი, ამასთან, განვლილისგან საკმაოდ განსხვავებული ეტაპი დაიწყო. ახალი პრიორიტეტები, გაკვეთილად მიღებული მტკივნეული გამოცდილება და მისი პირადი ცხოვრება ის თემებია, რომელზეც მასთან ვისაუბრეთ.
  ნინი ონიანი: ბოლო პერიოდში გადამღალა აქტიურობამ, როგორც ფიზიკურად ისე  მორალურად. მივხვდი, რომ ცოტა ხნით ტაიმაუტი მჭირდებოდა. ჩემი შვილის დაბადების შემდეგ, ბოლო სამი წელი, ძალიან დაკავებული ვიყავი და ბავშვთან ყოფნისთვის ცოტა დრო მრჩებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, მეტი დრო შვილთან ურთიერთობისთვის დამეთმო და ასეც მოვიქეცი.
– მაგრამ იმდენად აქტიური ხარ, შეუძლებელია საქმის გარეშე წარმოგიდგინოთ. რა ხდება პარალელურად?
– მგონი, ახალი პროფესია შევითვისე და ძალიან მომწონს. გავყიდე სახლი, ვიყიდე ახალი და დავიწყე რემონტი. ერთადერთი, კედლებს არ ვლესავ ჩემი ხელით, თორემ ყველა დეტალს მე ვაკეთებ. ინტერიერის დიზაინზეც მთლიანად მე და დედა  ვმუშაობთ. საკუთარ გარემოს რომ ჩემი გემოვნებით ვქმნი, ძალიან მომწონს. მეორე სახლიც მაქვს და უკვე იმის გარემონტებაზეც ვფიქრობ. ქალაქგარეთ ნაკვეთი მაქვს, სადაც სახლის აშენებას ვგეგმავ და მოკლედ, ასეთ ამბებში ვარ. ცხოვრების ამ ეტაპზე უფრო ოჯახის მხარეს გადმოვიხარე.
– ეს ახალი ეტაპია შენს ცხოვრებაში. აქამდე ძალიან განსხვავებული ცხოვრება გქონდა.
– პირველ რიგში, ასაკი მომემატა. 30 წლის ვარ, 28-ისაც კი აღარ (იცინის). გინდა, არ გინდა, ამას ცხოვრებისეული გამოცდილება მოაქვს. ცხოვრებამ პრიორიტეტები სხვანაირად გადამალაგებინა.  ბოჰემურიდან სტაბილურ, მშვიდ და ოჯახურ ცხოვრებაზე გადავერთე.
– ეს ერთგვარი ფუფუნებაცაა. უნდა შეგეძლოს საკუთარ თავს ამის უფლება მისცე, თუნდაც, მატერიალური თვალსაზრისით.
 – ყოველდღე სამყაროს მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ჩემთვის ბევრი რამ გაიმეტა. მათ შორის ის, რომ შემიძლია, ჩემს თავს უფლება მივცე, რაღაც პერიოდი, დილიდან-საღამომდე არ ვიმუშაო და ამ დროს ყველაფერი საკუთარი თავისა და შვილისთვის გავაკეთო. ბოლო სამი წელი დილიდან საღამომდე გიჟივით ვმუშაობდი. პრინციპში, დღევანდელობა ჩემი შრომის საფასურია და ახლა ასე „ვისვენებ“, თუ დასვენება ჰქვია, დილის ცხრიდან საღამოს ათამდე „პრარაბად“ დგომას (იცინის). მაგრამ ამას ჩემი და ჩემი შვილის სიამოვნებისთვის ვაკეთებ და ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს.
– მინდა, ბედნიერი დღეები გაიხსენო, რომელიც შვილთან ერთად მოგზაურობას უკავშირდება.
– ჩემს შვილთან ერთად პირველად წავედი სამოგზაუროდ და ეს იყო საოცარი ბედნიერება. მისგან ყოველდღე უამრავ რამეს ვსწავლობ. მშობლად არავინ იბადება, დედობას ნელ-ნელა შვილისგან სწავლობ. ვინც ამბობს, შვილმა რა უნდა მასწავლოს, მე გავაჩინე და ყველაფერი მე უნდა ვასწავლოო, მან, საერთოდ, ცხოვრებაზე არ იცის ბევრი რამ. ამ მოგზაურობის დროსაც ვცდილობდი, სამყარო ლუკას თვალებით აღმექვა. პირველად იფრინა, პირველად ნახა ზღვა, ორი კვირა ვიყავით ეგვიპტეში და ალბათ, ათი წლით გაახალგაზრდავებული და ბედნიერი დავბრუნდი უკან.
– სოციალურ ქსელში წერდი, ხშირად გვითქვამს, საკმაირისია, ამაზე მეტი რა შეიძლება, მოხდესო. რას გულისხმობდი?
– ზოგადად, არ მსიამოვნებს ჩემი ცხოვრების რთულ და დეპრესიულ პერიოდებზე საუბარი. არ მიყვარს ნეგატიური ინფორმაციის გაცემა, მაგრამ ყველაფერი გულში დაიტოვო და დაიხრჩო, ესეც არ ვარგა. რთული მომენტები, ალბათ, ყველას აქვს და მეც საკმაოდ ბევრი მქონდა. დაბადებიდან თავისუფლად ვცხოვრობ, რაც პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებას ნიშნავს. ამის გაკეთება საკმაოდ რთულია. ამ დროს გაკიცხვის საგანი ხდები, ყველა შენკენ იშვერს თითს. მაგრამ შენ არც არავის აზრი გაინტერესებს და არც არავის ცხოვრება. იმხელა პასუხისმგებლობა გაქვს საკუთარ თავზე აღებული, რომ სისულელეებისთვის დრო აღარ გრჩება. როდესაც ამდენად დამოუკიდებელი ხარ, ირგვლივ ადამიანები გეცლებიან. არ მოსწონთ, როცა ისე ცხოვრობ, როგორც შენ გინდა და არავისზე ხარ დამოკიდებული, შესაბამისად, არავის ჭკუაზე არ დადიხარ. მეც იგივე დამემართა, როცა გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების საჭე თვითონ მემართა. სულ რამდენიმე ადამიანმა, ვისი იმედიც მქონდა, ვინც ძალიან მიყვარდა და ვისზეც მზე და მთვარე ამომდიოდა, ზურგი მაქცია. ჩემთვის ეს  დიდი დარტყმა იყო. ათი და თხუთმეტი წელი რომ ადამიანთან მეგობრობ და იმიტომ, რომ თვითონ ვერ აუღია რაღაცებზე პასუხისმგებლობა,  რაღაცებს შენ გაბრალებს, საკმაოდ მტკივნეულია. ამდენწლიანი მეგობრობა რომ ერთ დღეში მთავრდება, ძალიან განიცდი. თან, მე ძალიან იშვიათად ვეძახი ადამიანს მეგობარს, ეს სიტყვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ რამეს ნიშნავს. თუ დავუძახებ, შეიძლება, მის გამო ტყვიასაც გადავუდგე. ზუსტად ასეთმა მეგობრებმა მაქციეს ზურგი და აბსოლუტურად მარტო აღმოვჩნდი. დიდი ხნის წინ არა, ეს ამბავი ახლახან მოხდა და თავიდან ძალიან გამიჭირდა. იყო დეპრესია, ცუდი განწყობა, მელანქოლია, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი – მარტოობა მშვენიერია, მე ამან გამაძლიერა, კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა. თან, რა დროს ცუდად ყოფნაა, როცა ანგელოზივით შვილი მეზრდება. მაგრამ ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ჩავარდნები. მუდმივად ბედნიერების და კარგ ხასიათზე მყოფების არ მჯერა. საკმაოდ რთულია, მაგრამ მადლობა უნდა ვუთხრა ცხოვრებას ამ განსაცდელისთვის, რომელმაც გაზრდის საშუალება მომცა. ადამიანს უნდა გეტკინოს კიდეც, უნდა წაიქცე, ცხვირიც უნდა მოიტეხო, მაგრამ უნდა ადგე და ცხოვრება განაგრძო. გამოცდილება კი გამოიყენო და ეცადო, მეორედ იგივე არ დაგემართოს. ისეთი პერიოდიც მქონდა, რომ ვამბობდი, ამდენი ბრძოლებით დავიღალე, ამდენი წინააღმდეგობა აღარ შემიძლია-მეთქი. სასოწარკვეთის პერიოდიც მქონდა. ვსო, ახლა მე ლოგინში დავწვები, საბანს გადავიფარებ და არავინ არასდროს შემაწუხოთ-მეთქი. მაგრამ ერთი რამ გავაცნობიერე – ვის ან რის გამო? ადამიანი ერთხელ ცხოვრობ. რამდენი წელი გაგრძელდება შენი სიცოცხლე, ოთხმოცი? მაქსიმუმ ასი? და ისიც ვიღაცის გამო ვიდარდო? გამოსავალი მარტო სამარიდან არ არსებობს, ყველა დანარჩენი სიტუაციიდან შეგვიძლია თავის დაღწევა. ამ ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია, სამწუხაროდ, ბედნიერებაც და უბედურებაც. მინდა, ყველას ვუთხრა ხოლმე, რომ ჩვენი ცუდად ყოფნა, ასაკობრივი ფიქრები, რომ ყველაფერი დამთავრდა, დეპრესია – აბსოლუტურად ყველაფერი დროებითია. მთავარია, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შევძლოთ, რაც თავისუფლებას მოგვანიჭებს. როცა საკუთარი თავის უფალი ხდები, განსაცდელს ისე უყურებ, როგორც გამოცდას. მაგრამ როგორც კი ყურებს ჩამოყრი და წუწუნს დაიწყებ – „ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს? ამაზე მეტი რაღა უნდა დამემართოს?“ – ეს სამყაროს დასასრულია. იმწუთას თუ არა, ძალიან მალე სამყარო აუცილებლად დაგანახვებს, ამაზე მეტი რა შეიძლება დაგემართოს. ეს არაერთხელ გამოვცადე საკუთარ თავზე. ამიტომ, სანამ სიტყვების რახარუხს დავიწყებთ, ცოტა დავფიქრდეთ, უარესზე უარესი და უკეთესზე უკეთესი უსასრულოდ არსებობს, სანამ არ გარდავიცვლებით. ამიტომ ყველაფერი გაკვეთილად და გამოცდად მივიღოთ, რომელსაც აუცილებლად ჩავაბარებთ.
– უფრო მეოჯახე გავხდიო, მითხარი. ბევრი ამბობს, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მეორე ნახევრის არსებობა და მასთან ერთად ოჯახური ცხოვრება აუცილებელია. შენ რას ფიქრობ ამაზე და ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
 – ბოლო რამდენიმე თვეა, ჩემ გვერდით არავინაა. სერიოზული გრძნობა არავისთან მაკავშირებს. თუმცა, მონაზონი ვარ, სახლში ვზივარ და ჩადრი მაფარია-მეთქი, რომ გითხრა, არც დამიჯერებ. რა თქმა უნდა, არსებობენ მამაკაცები, რომლებიც მეპრანჭებიან, ცოტათი შეიძლება, მეც მომწონდეს ვინმე ან არ მომწონდეს. თაყვანისმცემლებს არასდროს ვუჩიოდი, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არსებობს მამაკაცი, რომელთან ერთად ყოფნასაც ვისურვებდი. თუმცა, ჩემი გული ღიაა და თუ ვინმე გამოჩნდება, რატომაც არა?! ოღონდ, მამაკაცებთან მიმართებაში სტანდარტები ძალიან გამეზარდა. შესაძლოა, კონკრეტულად რაღაცებზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობდი, მაგრამ ყოველთვის ვნებათაღელვით სავსე პირადი ცხოვრება მქონდა. მაგრამ როცა დავქორწინდი, დედა გავხდი და გავშორდი, ცოტა შემეცვალა ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებები. ადრე რაც მეტ-ნაკლებად მისაღებად მიმაჩნდა, ახლა აღარაა მისაღები. გამორიცხული არაფერია, შეიძლება, ხვალ ისეთი შემიყვარდეს, დღეს რომ ვერ წარმომიდგენია. მაგრამ დღეს ზუსტად ვიცი, როგორც კი მივხვდები, რომ რაღაც ისე არ ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს, როცა რაღაც არ გსიამოვნებს, პირველ რიგში, უნდა თქვა. ადრე ასე არ ვიქცეოდი. მაგრამ მეც საკმაოდ დამთმობი გავხდი. თუ ადამიანი მეტყვის, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე და ეს ადამიანი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამაზე ბევრს ვიფიქრებ. კომპრომისებზე წასვლა ვისწავლე. თუმცა,  თუ ადამიანი მიყვარს, ურთიერთობაში ძალიან თბილი და მოსიყვარულე ვარ, მაგრამ ჩემი პარტნიორისგანაც იგივეს ვითხოვ და თუ ამას ვერ მივიღებ, ის ურთიერთობა ჩემთვის საინტერესო აღარ არის. რაც შეეხება ოჯახურ იდილიას, ეს ჩემთვის, მაინცდამაინც მეორე ნახევართან არ ასოცირდება. პირველ რიგში, თავს კომფორტულად საკუთარ თავთან უნდა გრძნობდე. თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ. თუ საკუთარ სიმარტოვესთან არ ხარ ბედნიერი, ვერავინ გაგაბედნიერებს. ვისწავლე, რომ სხვებში ბედნიერების ძიება სისულელეა. ამიტომ მეორე ნახევრის არსებობა ბედნიერებისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა, როცა ვინმე გიყვარს, როცა ორ ადამიანს ერთმანეთზე ზრუნვა მოსწონს, რატომაც არა? ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია.

скачать dle 11.3