კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ ხატავს ანუკი ბუჯიაშვილი ორი ხელით, ფეხითა და თავით და როგორ მოხვდა მისი ნამუშევრები ლუვრში

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  15 წლის თვითნასწავლი მხატვრის, ანუკი ბუჯიაშვილის ნახატებს კერძო კოლექციონერები ყიდულობენ.  მისი ნამუშევრები ლუვრის მუზეუმში არტბაზრობა „კარუსელ დე ლუვრზე“ გამოიფინა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ანუკი ხატვის დროს, ფუნჯზე მეტად, ხელებსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს იყენებს. ხატავს ორივე ხელით, ფეხით და თავითაც კი. ასევე გასაოცარია ისიც, რომ ნახატებს სპონტანურად, წამებში, ყოველგვარი ჩანაფიქრის გარეშე ქმნის. ანუკი ცნობილი მოქანდაკის, ლევან ბუჯიაშვილის ქალიშვილია. უფრო დაწვრილებით ამ საოცარი, პატარა მხატვრის ისტორიას სტატიაში წაიკითხავთ.
  ანუკი ბუჯიაშვილი: ბებიამ მითხრა, რომ ორი წლის ვიყავი, როცა პირველად დავხატე. ის ნახატი დღემდე შენახული მაქვს –კურდღლები დავინახე და შთაგონება მოვიდა, რომელიც ფურცელზე გადმოვიტანე. პაპაჩემი ოქრომჭედელია, ბებია ორნამენტებზე მუშაობს, მამა კი მოქანდაკეა. ამათ ფონზე მეც დავიწყე ხატვა. რაღაც პერიოდი პაუზა მქონდა და არ ვხატავდი. დედა ამერიკაში ცხოვრობს, მასთან ვიყავი წასული და ვიდრე საბუთების ამბები მოგვარდებოდა, იქ, ერთ-ერთ კოლეჯში გავაგრძელე სწავლა. ჩემთვის ძალიან რთული იყო ეს პერიოდი, რადგან ახალ სასწავლო წელს ჩემს კლასში კი არა, სხვა ქვეყანაში, სულ სხვა გარემოში შევხვდი, თან ამერიკელები ისეთები არ არიან, როგორიც ქართველები. სწორედ, მაშინ დავიწყე ინტენსიური ხატვა. საბოლოოდ, ისევ საქართველოში ჩამოვედი, რადგან საბუთების გამო რაღაც პრობლემა შეიქმნა.
– როგორ ახერხებ ორი ხელით, ფეხითა და თავით ხატვას?
– ეს ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. სრულიად შემთხვევით მომივიდა ორი ხელით ხატვის იდეა:
მამასთან ერთად ვიჯექი, ჩანახატებს ვათვალიერებდი და ვუთხარი, ახლა მიყურე – ორი ხელით დავხატავ-მეთქი. თან, მსგავსი რამ მანამდე არსად მქონდა ნანახი. მემარჯვენე ვარ, მარჯვენა ხელით ვწერ, თუმცა ხატვის დროს ორივეზე ერთნაირი დატვირთვა მაქვს. რაც შეეხება თავით ხატვას, ერთხელ ხატვის მასწავლებელმა გვითხრა, როგორც გინდათ, იგრძენით. თუ გინდათ, თავით შეასკდით და ისე დახატეთო, ჰოდა, მეც მართლა თავით შევასკდი (იცინის). მამაჩემს ვთხოვე, არ დაედო ის ვიდეო, სადაც ფეხით ვხატავ, მაგრამ არ მომისმინა (იცინის). მეც მიკვირს, როგორ დავიჭირე ფეხის თითებით ფანქარი. ექსპერიმენტის დონეზე მაინტერესებდა, გამომივიდოდა თუ არა და ბოლოს ნახატს რომ
დავხედე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.
– რატომ ხელით და არა ფუნჯით? რა დროს უთმობ ხატვას?
– ასე უფრო კომფორტულია ჩემთვის. მართალია, ფუნჯი ბევრად კარგ ტექსტურას ტოვებს, მაგრამ ხელით უცხო რამეების გამოყვანაა შესაძლებელი. ახლა მეათე კლასში ვარ და ჩემი ძირითადი დრო ხატვაში მიდის. ვხატავ ყველგან: სკოლაში, სახლში, ავტობუსში. სხვათა შორის, ყველაზე მეტს სკოლაში ვხატავ და ამაში მასწავლებლებიც მიწყობენ ხელს.
– როგორც ვიცი, შენს ნახატებს კერძო კოლექციონერები ყიდულობენ... დაახლოებით რამდენი ნახატი გაქვს?
– ერთი წელია, რაც ინტენსიურად დავიწყე ხატვა და დაახლოებით, 8 000-მდე ჩანახატი მაინც მექნება. ნახატი კი – 150-მდე. დიახ, კერძო კოლექციონერმა იყიდა ჩემი ნახატები და ერთ-ერთ კატალოგშიც
დაიბეჭდა. ჩემი ერთი ნახატი კატალოგის მფლობელს მივყიდე, რომელსაც დღემდე მივტირი – ქალის პორტრეტია, ჟღალი თმით. რაღაც კარგი ენერგია მოდის მისგან, თან, ფერადი ნახატი ერთი მქონდა და გული დამწყდა.
– ყველაზე ხშირად რას ხატავ? რა არის შენი შთაგონება?
– სახეების ხატვა მიყვარს ძალიან. შთაგონება შეიძლება, ავტობუსში, ქუჩაში დანახული ხალხი იყოს. მეუბნებან ხოლმე, რომ მოწყენილი და მუქი ნახატები მაქვს, მაგრამ რასაც ვხედავ, იმას ვხატავ. ზოგს არ მოსწონს, იმიტომ რომ საკუთარ თავს ხედავს. ყველამ რომ ლამაზი სახე ხატოს, უაზრობა იქნება. შეფასებებიც შესაბამისია. სახის ხატვის დროს ყველაზე მეტად თვალების დახატვა მიყვარს, დანარჩენი, მგონი, დიდად არც გამომდის, თვალები სულის სარკეა და ალბათ, ამიტომ. ერთხელ, პატარაობაში დავხატე თვალები და მის მერე მივხვდი, რომ ნახატებში თვალები იყო ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი.
– თქვი, რომ სპონტანურობა გიყვარს. ანუ, არ გეგმავ, რის დახატვასაც აპირებ ხოლმე?
– წინასწარ იშვიათად ვსაზღვრავ, რისი დახატვა მინდა, თან, როცა ჩაფიქრებული მაქვს, იშვიათად გამომდის ისეთი, როგორიც მინდა. ხატვის პროცესში მოვიფიქრებ ხოლმე, რა უნდა დავხატო.  თუმცა, ახლა გეგმაში მაქვს ყოველწლიურად ყვავი დავხატო. ჩემთვის ყვავი, რაღაცნაირად, საქართველოსთან ასოცირდება – ბებერია და ბევრი რამე აქვს ნანახი.
– მამა მოქანდაკეა. არ გიცდია ქანდაკებაზე მუშაობა?
– ქანდაკება ვცადე, მაგრამ ძალიან რთული პროცესია. ნახატებში და ზოგადად, ხელოვნებაში სპონტანურობა მიყვარს – სწრაფად რომ შექმნი და გააკეთებ, ესაა მაგარი. მაქსიმუმ, ორი საათი დამჭირდეს ხატვისას, ისიც, გრაფიკული ნახატისთვის. ჩანახატებს 5-10 წამში ვაკეთებ. აქედან გამომდინარე, ქანდაკებას იმდენი დრო უნდა, რომ მერთულება. თან, ისიც არის, რომ ყველა ქანდაკება ლევანის მსგავსი გამომდის და ეს უკვე პლაგიატია. ამიტომ მირჩევნია, ჩემს საქმიანობაში ვიყო პროფესიონალი.
– როგორი ურთიერთობა გაქვს მამასთან? როგორც ხელოვანი, რჩევებს არ გაძლევს ხოლმე?
– მე და ლევანი მამა-შვილზე მეტად მეგობრები ვართ. ხელს მიწყობს განვითარებაში და მიხარია, რომ კარგად ესმის ჩემი, დიდ სტიმულს მაძლევს. უმეტესწილად მეხმარება და მეუბნება, რა არის კარგი და რა – ცუდი. მირჩევს, რა დავხატო და რა – არა, მაგრამ მაინც არ ვითვალისწინებ მის რჩევებს (იცინის). მეუბნება, მუქ ნახატებს ნუ ხატავო, თუმცა მაინც მუქს ვხატავ. მომწონს სიმუქე, რაღაც, თითქოს, სივრცე იგრძნობა მასში. ისე, ლევანი საერთოდ არ ერევა ჩემს საქმეში.
– როგორ მოხვდა ლუვრში შენი ნამუშევრები?
– მამაჩემმა მითხრა, რომ საფრანგეთში მიდიოდა, ლუვრში ჰქონდა ქანდაკებების გამოფენა და ჩემი ნახატების წაღებაც შესაძლებელი იყო. სამი ნახატი დავხატე, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში მამას ნამუშევრებთან ერთად იყო გამოფენილი. სიმართლე გითხრათ, მაშინ პატარა ვიყავი  და ამას დიდ მოვლენად ვერ აღვიქვამდი.

скачать dle 11.3