კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რას იწვევს ქალში მუცლის ბლოკირება და დედის მაგიური ძალის გავლენით, როდის იბადება ბავშვი საკუთარი თავით უკმაყოფილო, სიხარულისა და სიამოვნების განცდის გარეშე და როდის პირიქით – ბედნიერი და კმაყოფილი

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  იცით, რა არის ქალური ენერგიის ბლოკირება და რა კავშირი აქვს მას მუცელთან? - მუცელი ქალური ენერგიის „ბანკია“ - ქალის სიძლიერის, მადლისა და ენერგიის, სიცოცხლის შექმნის ადგილი და არა უბრალოდ, ერთ-ერთი ზონა სხეულზე, რაც ცოტა ვინმემ თუ იცის და აქედან გამომდინარეა სწორედ, რომ ქალების უმრავლესობას ებლოკება ეს ნაწილი.  რა უსიამოვნებები მოსდევს ამ ბლოკირებას, რით შეიძლება, ეშველოს მას და რა ხერხებს უნდა მივმართოთ ამ ყველაფრისთვის, აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ქალბატონი თეა ჩ.
  - ბევრი ქალისთვის მუცელი დახურული ზონაა. რცხვენიათ, მალავენ, ერიდებათ მას შეეხოს მამაკაცი, რადგან თანამედროვე კულტურის შთაგონებით ქალს, როგორც მამაკაცს, უნდა ჰქონდეს კუბიკებიანი, ბრტყელი, ნავარჯიშები მუცელი და ეს არის „ლამაზი“. ხშირად სწორედ ეს „სილამაზე“ აზიანებს ქალურ ძალას და მუცლის ზონა ჭიპქვემოთ იბლოკება. ასე რომ აღარ მოხდეს, თანმიმდევრობით განვიხილოთ ქალის სხეულის ეს ნაწილი, რომელიც ბევრ ენაზე იწოდება როგორც სიცოცხლე. მართლაც, ყველა ადამიანი ხომ სიცოცხლეს დედის მუცლიდან იწყებს. სწორედ მუცელში (ჭიპქვემოთ, სადაც საშვილოსნო და სხვა რეპროდუქციული ორგანოებია) აგროვებს ქალი ენერგიას და მისი ძირითადი ძალაც იქაა. ის ენერგეტიკული ჭურჭელია - ენერგიას იღებს მიწიდან, აგროვებს მუცელში და იქიდან მთელ სხეულზე ნაწილდება, რაც მას ქალურ სიძლიერესა და საოცარ მიმზიდველობას სძენს. თუ მუცელში ენერგია საკმარისია და სწორად მიედინება, მისი პატრონი ქალური, რბილი და დამყოლი, სექსუალური და მიმზიდველია; ადვილად ფეხმძიმდება და ინარჩუნებს ნაყოფს; ყოველგვარი გართულების გარეშე მშობიარობს; საკუთარ ძალებში დარწმუნებული მშვიდია; სავსეა სიცოცხლით, ასხივებს დედის - მიწისგან მომადლებულ ენერგიას; უყვარს ხალხთან სიახლოვე, სიამოვნებას იღებს სექსუალური ურთიერთობით; გრძნობს კავშირს ბუნებასთან და მისგან იკრებს ძალებს. თუმცა, ასეთი ქალი იშვიათია. ქალების 80 პროცენტს საზარდულის სხვადასხვა ხარისხის ბლოკი უვითარდება.
- რას იწვევს ეს ბლოკირება?
- ბავშვობიდან გვასწავლიან, შევწიოთ და  დავჭიმოთ მუცელი, მაგრამ რა მოჰყვება ამას?  კავშირის დაბლოკვა ენერგიის ცენტრთან; სრული მოდუნების არქონა; ზედაპირული სუნთქვა; ქალური დაავადებები; მენსტრუალური და მის შემდგომი პერიოდის სირთულე; მომეტებული შიში და შფოთვა; სიამოვნების განცდის დაკარგვა; საკუთარი ბუნების მიუღებლობა; სიხისტე და მოუქნელობა.  დაძაბული მუცელი - დაძაბული ცხოვრება და მამაკაცური თვისებების გამომუშავება. მუცლის არეში ბლოკირების მიზეზი რამდენიმეა და მათგან მთავარი დედასთან ურთიერთობაა. დასაწყისში დედას ჭიპლარის საშუალებით მხოლოდ მუცლით ვუკავშირდებით. მისგან ვიღებდით ყველა ემოციას, ინფორმაციას სამყაროს შესახებ. თუ დედა ორსულობის განმავლობაში შფოთავდა, არ იყო მზად დედობისთვის - ბავშვი იბადება  საკუთარი თავით უკმაყოფილო, სიხარულისა და სიამოვნების განცის გარეშე, რადგან მისი ცხოვრების მთავარმა ადამიანმა ამის უფლება არ მისცა. თუმცა, დედისგანვე ვიღებთ სრული განცხრომისა და საკუთარი თავისადმი რწმენის განცდასაც. დედა სიცოცხლის წყაროა, მისი მუცელი კი - მადლის; მიიღეთ დედა და მიიღეთ საკუთარი მუცელიც (საკუთარი ცხოვრება და წარმოშობა) - შეიყვარეთ თავი: ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა და დაუბრუნდით საწყის წერტილს, როცა მუცელში ჭიპლარით მიერთებული დედასთან ერთ მთლიანობას წარმოადგენდით, უსმენდით მის გულს, ყველაზე სასიამოვნო მუსიკას თქვენთვის. დედა კი ამ დროს მოუთმენლად, სიხარულით ელოდა თქვენს დაბადებას (თუნდაც, რეალურად ეს ასე არ ყოფილიყო). ირწმუნეთ, რომ უყვარხართ, გიცავთ და კვებავს თქვენს ცხოვრებას. შეიძლება, ამ დროს ტირილი მოგინდეთ და იტირეთ - ეს შიშს განდევნის, სიახლოვეს აღადგენს და საბოლოოდ, გაიღრმავებთ არა მარტო ურთიერთობებს, არამედ შვებასა და სიმშვიდეს მოგგვრით. ბლოკირებას იწვევს ასევე, გადატანილი სექსუალური ტრავმა, რის გამოც ქალი იძაბება და შემდეგში საერთოდ აღარ სურს მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობა. ამის მოხსნის ერთ-ერთი საშუალება არსებული უსიამოვნო სცენარის გადაწერაა:  ფურცელზე აღწერეთ ტრავმის მომენტი და წერეთ მანამდე, სანამ სათქმელი არ ამოგეწურებათ. შემდეგ მთელი ეს „ნაღვაწი“ დაწვით, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ იგივე ურთიერთობა, ოღონდ ისე, რომ მისგან სიამოვნება მიიღოთ.
- მენჯის ბლოკირების კიდევ რა მიზეზებს დაგვისახელებთ?
- მუცლის არეში გროვდება უზარმაზარი ემოცია, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი და საჭიროა, ყველა ნეგატივის იქიდან განდევნა. მუცელს ძაბავს ძლიერი შიში და მძიმე ემოციური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია: ახლობლის დაკარგვით,  ოჯახური კონფლიქტით, სერიოზული იმედგაცრუებით, ბრაზისა და მრისხანების შეკავებით, ჩხუბით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით. ეს ყველაფერი გროვდება მუცელში და მისი განდევნა შეგიძლიათ იგივე წერილის პრინციპით და სუნთქვის მოწესრიგებით. ქალმა უნდა ისწავლოს მუცლის მოდუნება და მიიღოს ის ისეთი, როგორიც არის. მუცლისა და თეძოს დაჭიმულობა იწვევს სამშობიარო ტრავმას - მშობიარობისას მუცელი თავისუფალი უნდა იყოს, რომ ბავშვს რაც შეიძლება ფართოდ გაეხსნას გამოსასვლელი გზა. მოდუნებული მუცლიდან ენერგია თავისუფლად ადის ზევით და კვებავს რა ყველა ენერგეტიკულ ცენტრს, ქალის მთელ სხეულსაც ამარაგებს. ამიტომაც იყო, რომ ბევრ ქვეყანაში ქალი ტრადიციულად თავისუფალ კაბას ატარებდა. მუცელს ბლოკავს ისიც, რომ ქალების უმეტესობა ფილტვების ზედა ნაწილით სუნთქავს - სუნქვა ღრმა არ არის და ჟანგბადით სათანადოდ ვერ ავსებს სხეულს. თავისუფალი და მოდუნებული მუცლით ქალი მთელი სხეულის გავლით სუნთქავს, რაც: ამშვიდებს, აწყნარებს, აზრებს ალაგებს, სხულში ენერგია, გრაცია, მოქნილობა იზრდება. რბილი მუცელი სიმბოლოა სინაზის, სიმსუბუქისა და ხათრიანობის. ძლიერ მამაკაცებს მოსწონთ რბილი ქალები და არა მარტო ხასიათით, არამედ გარეგნობითაც. გარეგანი მხარე ხომ  შინაგანს - ასახავს. საკუთარი თავი ჯერ თქვენ მიიღეთ და მერე სხვებიც მიგიღებენ. თანაც, რბილი მუცელი სულაც არ ნიშნავს სიმსუქნეს, სიფრიფანა გოგონასაც კი შეიძლება რბილი მუცელი ჰქონდეს, რაც ძალიან მიმზიდველი და გლუვი, ლამაზი და ქალურია.
- რის გაკეთება არ ღირს მუცელზე?
- არ არის სასურველი ჭიპის გახვრეტა. ეს ენერგიას ქვედა ნაწილში ბლოკავს და ზედა ჩაკრებს „ცარიელზე“ ტოვებს. არ არის სასარგებლო საზარდულის მიდამოების მოშიშვლება - იქ ძალიან ბევრი ქალური ენერგიაა და თუ ქალი ყველას წინაშე დემონსტრირებს მას, სწრაფადვე ამოეწურება. არც შემოტმასნილი ტანსაცმელია კარგი: სხეული დაჭიმულია და ენერგია მამაკაცის ტიპისთვის დამახასიათებლად მოძრაობს - ფორმირდება მამაკაცური ხასიათი. მუცელი სიცოცხლის სიმბოლოა, როგორც მოექცევით და აღიქვამთ მას, ისევე წარიმართება თქვენი ცხოვრება.

скачать dle 11.3