კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რატომ ჩაასხა ჩინგიზ ყაენმა ჯალალედინის ნათესავს გამდნარი ვერცხლი პირში და რა სურვილი ვერ აისრულა მან ტფილისში

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  ჯალალედინის მამა, ხორეზმ-შაჰი, მუჰამედ მეორე (1200-1220), მაჰმადიანთა ლიდერად აცხადებდა თავს. 1216 წელს დაძრა კიდეც ჯარი ბაღდადის დასაკავებლად, ხალიფას ხელში ჩასაგდებად თუ გადასაყენებლად, მაგრამ ცივმა ზამთარმა ხელი შეუშალა და მთებში გზა ვეღარ გააგრძელა.
  ცოტა ადრე ხორეზმის სახელმწიფო გაიზარდა, გაავრცელა გავლენა ირანზე და ადარბადაგანსაც მიადგა. საქართველოსა და ხორეზმის შეტაკება გარდაუვალი ხდებოდა. თამარ მეფის პოლიტიკოსებმა, ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა, ეს გათვალეს და ადარბადაგანისა და ირანის ტერიტორიაზე ლაშქრობაც მოაწყვეს, ძალის დემონსტრირების მიზნით (ასევე, ერთჯერადი ხარკისთვის, ნადავლისთვის). მაშინ ისე აიღეს ქართველებმა ადარბადაგანისა და ირანის რამდენიმე ქალაქი, მუჰამედ შაჰს არაფერიც არ მოუმოქმედებია.
გავიდა თხუთმეტიოდე წელი. საქართველოს ტახტზე რუსუდანი ავიდა. ქართველებს  ისევ ძლიერი ეგონათ თავი. თუმცა, რა ხდებოდა გარშემო, სამეფო კარმა კარგად არც იცოდა.
  1218 წელს ჩინგიზ ყაენმა მუჰამედ ხორეზმშაჰს ხუთას აქლემზე დატვირთული უამრავი საჩუქარი გაუგზავნა და შეთანხმება შესთავაზა. წერილში ის მუჰამედს საყვარელ შვილს უწოდებდა. იმ დროს, სუზერენი მოიხსენიებდა ხოლმე ვასალს ასე, ვასალი კი სუზერენს – მამად. ეს ჩინგიზ ყაენის მხრიდან ნიშნავდა მუჰამედისთვის ყაენის ქვეშევრდომობის შეთავაზებას. მუჰამედმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. შემდეგ ჩინგიზ ყაენმა ოთხას ორმოცდაათი ვაჭარი და გადაცმული მხედარი გააგზავნა ხორეზმში მოლაპარაკების გასაგრძელებლად და დასაზვერად. მონღოლთა ქარავანი გააჩერეს ქალაქ ოტრარში, რომელსაც მუჰამედის ბიძა, დედის ძმა (ან ბიძაშვილი), კაირ ხანი მართავდა. მონღოლური მისიის ხელმძღვანელმა მოითხოვა ისეთი პატივით მიეღოთ, როგორიც მსოფლიო მბრძანებელს, ჩინგიზ ყაენის ელჩს შეეფერებოდა.
  მონღოლთა გამუსლიმანებული ებრაელი მემატიანის, რაშიდ ად-დინის თქმით, ოტრარის ამირა გახლდათ ვინმე ინალჩუკი, მუჰამედის დედის, თურქან-ხათუნის ნათესავი, რომელსაც უწოდებდნენ კაირ ხანს. მონღოლთა ვაჭრებს შორის იყო ერთი ინდუსი, რომელიც, თავისი მბრძანებლის, ჩინგიზ ყაენის ძლიერებით გაამპარტავნებულიყო და კაირ ხანს უხეშად მიმართავდა. ამირა გაბრაზდა. თან თვალი დაადგა  მონღოლი ვაჭრების ქონებას. შეაჩერა ელჩიონი, კაცი გაუგზავნა მუჰამედ შაჰს და საქმის ვითარება შეატყობინა.
  რაშიდ ად-დინის გადმოცემით, ხორეზმშაჰმა არ შეისმინა ჩინგიზ ყაენის სიტყვები შეთანხმებაზე და ნება მისცა თავის ნათესავს, დაეხოცა მონღოლი ვაჭრები. კაირ ხანმა დახოცა ჩინგიზ ყაენის ოთხას ორმოცდაცხრა ქვეშევრდომი. ქარავანიდან ერთი კაცი გადარჩენილა, გაქცეულა და ამბავი მიუტანია ჩინგიზ ყაენისთვის.
  სხვა ვარიანტით, ბიძას ურჩევია ვაჭრების დახოცვა მუჰამედისთვის.
ეს ჩინგიზ ყაენისთვის უდიდესი შეურაცხყოფა იყო. მაგრამ, ჯერ მაინც არ დაძრა ჯარი ხორეზმის წინააღმდეგ, ელჩი გაუგზავნა მუჰამედს და დამნაშავის, კაირ ხანის გადაცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ომით დაემუქრა.
საპასუხოდ, მუჰამედ ხორეზმშაჰმა კიდევ ერთი ელჩი მოუკლა ჩინგიზ ყაენს.
  ჩინგიზ ყაენს იმ დროს თავისი ჯარის ნაწილი გაგზავნილი ჰყავდა ქალაქ ალმალიკისა (დღევანდელი უზბეკეთი) და მიმდებარე ტერიტორიების დასაკავებლად, რომელიც ჩინგიზ ყაენს ემორჩილებოდა, ცოტა ხნით ადრე კი მისმა მოწინააღმდეგემ, ხუჩლუგმა (კუჩლუკმა) ჩაიგდო ხელთ. ჩინგიზ ყაენის ჯარმა შეუტია ქალაქს. გადმოიბირეს იქაური მაჰმადიანი მებრძოლები, რომლებმაც მოღალატურად დახოცეს სადარაჯოზე მდგარი ხუჩლუგის მეომრები და გაამარჯვებინეს ჩინგიზ ყაენის ჯარს. ეს მაგალითი ცნობილი გახდა, მათ შორის, როგორც ჩანს, ჯალალედინისთვის და შემდეგ, მან იგივე გააკეთა ტფილისში, გადაიბირა ტფილელი მაჰმადიანები.  
  ჩინგიზ ყაენმა მრავალრიცხოვანი ჯარი გააგზავნა ოტრარისკენ. ხორეზმშაჰი არც კი მიეშველა ბიძას. გენერალური ბრძოლა ვერც კი გაბედა მონღოლებთან, მხოლოდ ქალაქები გაამაგრა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი არმია ჰყავდა. ყაენმა ჯარის ნაწილი ოტრარის საალყოდ დატოვა, დანარჩენი კი სხვა ქალაქებისკენ დაძრა. მალე აიღეს სამარყანდი, ბუხარა და სხვა ქალაქები.
  ოტრარი კარგად გამაგრებული ქალაქი იყო და შვიდი თვე გაუძლო ალყას. მონღოლებმა გაანადგურეს ქალაქის მოსახლეობა. კაირ ხანი ტყვედ აიყვანეს და ბუხარაში მიჰგვარეს ჩინგიზ ყაენს.
ყაენმა ჰკითხა ამირას: „შენ მოკალი ჩემი ელჩი და გაძარცვე ჩემი ქარავანი?“
ამირამ უპასუხა: „შენი ელჩის გამო დაიწყო ომი. შენ კი უბედურება და ცრემლი მოუტანე ხალხს. ასეთ სულს არ მიიღებს არც ცა და არც მიწა, ძვლებს კი ჭიები შეჭამსო“.
ყაენის ბრძანებით გამდნარი ვერცხლი ჩაასხეს კაირ ამირას პირში.
  მუჰამედი გაიქცა, კასპიის ზღვის ერთ კუნძულზე დაიმალა და მალე იქ მოკვდა. ჯალალედინი რამდენჯერმე შეებრძოლა მონღოლებს, მაგრამ დამარცხდა და ინდოეთში გაიქცა. შემდეგ თავისი გაფანტული ჯარი მოაგროვა და ადარბადაგანი დაიპყრო. მერე საქართველოს ჯარი დაამარცხა გარნისში.
ჯალალედინმა გამოიყენა მონღოლების გამოცდილება და ტფილისელ მაჰმადიანებს ვერაგულად, მიპარვით დაახოცინა ქართველი მეომრები სადარაჯოებზე, გააღებინა ტფილისის კარი და აიღო ჩვენი დედაქალაქი. მან გადაწყვიტა მამამისისის მიერ ჩაფიქრებული განეხორციელებინა და გამხდარიყო მაჰმადიანთათვის სამაგალითო მბრძანებელი, ისლამის მახვილი, მუსლიმანთათვის ლეგენდარული - ზულფაყარის ხმლის პატრონი (იგულისხმება მაჰმადიანთა წინასწარმეტყველი მუჰამედის ლეგენდარული ხმალი, რომელსაც მიაწერდნენ განსაკუთრებულ თვისებებს და უწოდებდნენ მაჰმადიანთა საზღვრების დამცველს და ასე შემდეგ).
  ჯალალედინს თავისი წინაწარმეტყველისთვის, ისლამური სამყაროსთვის და რაც მთავარია, საკუთარი თავისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ისლამის მოწინააღმდეგეების არა მხოლოდ დამამარცხებელი იყო, არამედ, დამამცირებელიც, განსაკუთრებით, მისი აზრით, ისლამის ყველაზე გამორჩეულო მტრების - ქართველი ქრისტიანებისა.
  გასცა ბრძანება დაერბიათ და დაენგრიათ ტფილისის ეკლესიები. სიონის ტაძრის გუმბათი მოენგრიათ და ზედ ტახტი დაედგათ მისთვის, რათა გაპარტახებული ქრისტიანული ტაძრის გუმბათზე დამჯდარიყო და იქიდან გაეცა ბრძანება ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფისა, თავად ქრისტიანების მიერ.
  გამოატანინა სიონის ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები, დაალაგებინა ხიდზე. ხიდთან მიაყვანინა ტფილისის გადარჩენილი მოსახლეობა და გასცა ბრძანება ფეხი დაედგათ ხატებისათვის. შეპირდა ტყვეებს, ვინც შეურაცხყოფს ხატებს, სიცოცხლეს ვაჩუქებო.
სწყუროდა, მონღოლების მიერ დაკომპლექსებულ ჯალალედინს, შური ეძია ყველაზე და ყველაფერზე. მაგრამ არ გამოუვიდა, ასი ათასამდე ტყვე ქართველმა უარი თქვა ხატების შეურაცხყოფაზე და წამებით სიკვდილი არჩია ჯალალედინის ბრძანების შესრულებას.

скачать dle 11.3