კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 შეკვეთა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– გამარჯობა, ბატონო პავლე, – მიესალმა ახალმოსულს შუახნის მამაკაცი და გაუღიმა.
– თქვენ? – გულწრფელად გაუკვირდა პავლე ჯიშკარიანს ნოდარ ჯოჯუას ხილვა და თავი გააქნია.
– დიახ. ეს მე ვარ, – დაუდასტურა ჯოჯუამ და დაამატა, – თქვენ ძალიან გამოცდილი ადამიანი ხართ და ალბათ, მიხვდით უკვე, რომ რადგან აქ მე დაგხვდით, ესე იგი, ძალიან სერიოზულ საქმეზე დაგიბარეთ.
პავლე ჯიშკარიანს ჩაეცინა და ჯოჯუას მიუგო:
– ჩემი რანგის კაცი რომ ასე კონსპირაციულ-არალეგალურად გამომიყვანეთ ციხიდან, უკვე მაშინ მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულ საქმეზე მივყავდი ვიპ-პერსონასთან საკონტაქტოდ, მაგრამ თუ ეს პერსონა თქვენ იქნებოდით, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
– დიახ. ეს მე ვარ.
– გისმენთ ბატონო. რისთვის დამიბარეთ?
ჯოჯუამ სიგარა დააბოლა. ოთახში გაიარ-გამოიარა და ჯიშკარიანს უთხრა:
– ბატონო პავლე, ამ საქმის წარმატებაზეა დამოკიდებული, როგორც თქვენი ფინანსური მდგომარეობა და თავისუფლების ხარისხი, ასევე თქვენი ოჯახის უახლოესი წევრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომ, შეეცადეთ, რომ იაღლიში არ მოგივიდეთ.
პავლე ჯიშკარიანმა არც კი შეიმჩნია, რომ ლამის გული გაუსკდა ამ შანტაჟზე. ჯოჯუას მშვიდი მზერა მიაპყრო და უთხრა:
– ასეთი შესავალი გასაგებია. ახლა კონკრეტიკაზე გადადით და ყოველგვარი მიკიბვ-მიკიბვისა და მინიშნებების გარეშე მითხარით, ჩემგან რას მოითხოვთ.
ნოდარ ჯოჯუამ, პავლე ჯიშკარიანს ფერადი ფოტო უჩვენა და უთხრა:
– შეძლებთ ამ ადამიანის ლიკვიდაციას ისე, რომ ყველას უბედური შემთხვევა ეგონოს? უკიდურეს შემთხვევაში კი, მისმა სიკვდილმა კვალი ჩვენამდე არ უნდა მოიყვანოს.
– ეს არც თუ ისე იოლი საქმეა, – მშვიდად თქვა ჯიშკარიანმა.
– ეგრე რომაა, ჩვენც სწორედ ამიტომ გიხმეთ, – მიუგო ჯოჯუამ.
– შეუძლებელი არაფერია, მაგრამ მე მყარი გარანტიები მჭირდება.
– რა გარანტიები?
– ის გარანტიები, რომ ამ საქმის მერე მე და ჩემი ახლობლები ცოცხლები დავრჩებით და არ გაგვასაღებთ, როგორც არასასურველ მოწმეებს, – თქვა ჯიშკარიანმა.
– მოწმე ამ შემხთვევაში მხოლოდ თქვენ იქნებით, მაგრამ ნუ გეშინიათ, ცუდი არაფერი გემუქრებათ და ციხიდანაც გამოგიყვანთ, ფულსაც ჩაგახუტებთ და გნებავთ, აქ დარჩით და უზრუნველად იცხოვრეთ, გნებავთ, აქედან გაემგზავრეთ, – მიუგო ჯოჯუამ.
– მხოლოდ სიტყვაზე ვერ გენდობით და მყარი გარანტიის გარეშე თითსაც არ გავანძრევ.
– მაინც, რა გარანტიას ითხოვთ?
– მყარს, – ჩაეცინა ჯიშკარიანს და დაამატა, – ვიდეოფირზე უნდა ჩაიწეროთ, რომ თქვენ მე ასეთ შეკვეთას მაძლევთ და ეს ჩანაწერი მე გადმომცეთ. აი, სწორედ ეს იქნება ის მყარი გარანტია, რაც მოვითხოვე.
– თქვენ, რა, შეიშალეთ?
– სულაც არა. ეს ისეთი საქმეა, რომ ჩემს თავიდან მოცილებას მაინც მოინდომებთ და თუკი ამ გარანტიას არ მომცემთ, უარს ვამბობ. მე, უბრალოდ, კომპრომატი მექნება თქვენზე, რომელსაც არასოდეს გამოვაქვეყნებ, რადგან ეს ჩემი კომპრომატიც იქნება. ამიტომ, აირჩიეთ – ან მთანხმდებით, ან უარს ვამბობ. ხოლო, ჩემს ოჯახს თუ ამოწყვეტთ და მეც უკან მიმაყოლებთ, ეს თქვენ წინააღმდეგ იმუშავებს. მერწმუნეთ, რომ გამოჩნდება ისეთი ხალხი, ვინც ძალიან სერიოზულად დაინტერესდება ჩემი და ჩემი ოჯახის გაუჩინარებით და აუცილებლად გაიშიფრებით. თანაც, მე უკვე თქვენი საიდუმლო ვიცი და ამ საქმის შესასრულებლად სხვა რომ დაიქირავოთ, ჩემი მოშორება მოგიწევთ. ამიტომ, გირჩევთ, ჩემს პირობას დათანხმდეთ და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად დალაგდება, – თქვა ჯიშკარიანმა.
ჯოჯუამ ირონიულად ჩაიცინა, თავი გააქნია, ხელები გაშალა და პავლე ჯიშკარიანს უთხრა:
– სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ და ოდნავ გაბრაზებული.
– რით და ვისზე?
– ორივე შემთხვევაში საკუთარ თავზე.
– რატომ?
 – იმიტომ, ბატონო პავლე, რომ აქ თქვენს დასავერბოვკებლად მოგიყვანეთ და იქით დამავერბოვკეთ.
– ძველი „შკოლაა“, – ჩაეცინა ჯიშკარიანს და დაამატა, – თუ სწორად მივხვდი, ჩემს წინადადებაზე თანახმა ხართ.
– დიახ. სწორად მიხვდით.
– ძალიან კარგი. ახლა ციხეში დამაბრუნეთ და ორი დღე მომეცით, რომ ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონო და დავალაგო. შემდეგ უნდა გამოვიდე და არალეგალურ ვითარებაში ვიმუშავო. ანაზღაურებად ორასი ათას ევროს ვითხოვ. ნახევარს ახლა გადამიხდით, მეორე ნახევარს კი – საქმის დასრულებისთანავე და იმავე დღეს ციხეში დამაბრუნებთ. ორ კვირაში კი უკვე ლეგალურად გამათავისუფლებთ. არანაირი თვალთვალი არ დამანახვოთ და რა თქმა უნდა, ხარისხიანი და მკაფიო ჩანაწერი გადმომეცით, სადაც თქვენ და თქვენი საუბარი იქნება დაფიქსირებული პირდაპირი ტექსტით. შევთანხმდით?
– შევთანხმდით, – მიუგო ნოდარ ჯოჯუამ პავლე ჯიშკარიანს და კონსპირაციული ბინიდან გაისტუმრა.
***
52 წლის პავლე ჯიშკარიანი ყოფილი საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის პოლკოვნიკი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის თადარიგში გავიდა და საქართველოში დაბრუნდა. ბიზნესს მოჰკიდა ხელი და მიუხედავად ეროვნული (პოსტ-საბჭოური) და შემდგომი მთავრობების შეთავაზებისა, უშიშროების ორგანოებში იმსახურა, ყველას უარი განუცხადა. ჯიშკარიანს დაცვის კერძო სამსახური ჰქონდა. თანამშრომლობაზე რომ უარი მიიღო, არსებულმა მთავრობამ მას საქმე შეუკერა. ჯიშკარიანი იარაღის უკანონო ტარებასა და ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და ათი წლით ციხეში ჩასვეს. ყოფილი საბჭოთა პოლკოვნიკის პროფესია – ანტიტერორიზმი იყო. მან არაერთ ცნობილ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა და ოთხი საბრძოლო ორდენითაც იყო დაჯილდოებული. ორჯერ კი რიგგარეშე ჩინი მიიღო და პოლკოვნიკი 37 წლის ასაკში გახდა. ჯოჯუასთან შეხვედრისას ჯიშკარიანს ერთი წელი უკვე მოხდილი ჰქონდა და ცრუბრალდებით, სრულიად ტყუილად, კიდევ 9 წელი უნდა გაეტარებინა საპყრობილეში. 40 წლის ნოდარ ჯოჯუა პროფესიით ექიმი-ვეტერინარი იყო. ჭ კლასის სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და საეჭვო დიპლომს ფლობდა. თავის პროფესიაში არაფერი გაეგებოდა და რა თქმა უნდა, პროფილით ერთი საათითაც არ უმუშავია. სამაგიეროდ, ძალიან აქტიური, თავხედი ადამიანი იყო და არსებულ მთავრობას ოპოზიციაში ყოფნისას დიდად ეხმარებოდა ქუჩაში არეულობების მოწყობაში. უსისხლო რევოლუციამდე „შვიშტოკით“ დარბოდა და კომიკური, მაგრამ ძალიან ცნობადი სახე გახდა. პავლე ჯიშკარიანთან შეხვედრის დროს კი ნოდარ ჯოჯუას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა... „ობიექტი“ კი, ვისი მკვლელობაც ჯოჯუამ ჯიშკარიანს შეუკვეთა, პრემიერ-მინისტრი ვარლამ გეგეშიძე იყო...
ორი დღის შემდეგ ჯოჯუა და ჯიშკარიანი შუაღამეს, კვლავ იმავე კონსპირაციულ ბინაში შეხვდნენ ერთმანეთს. ჯოჯუამ მაგიდაზე პატარა, შავი ფერის კეისი დადო და ჯიშკარიანს უთხრა:
– აქ ასი ათასი ევროა.
ჯიშკარიანმა კეისი გახსნა, ჩახედა და ისევ დახურა. ჯოჯუას კი უთხრა:
– ჩემი გარანტია?
ჯიშკარიანს გაეცინა. ჯიბიდან ფლეშკა ამოიღო, კომპიუტერს შეუერთა და ცოტა ხნის შემდეგ მონიტორზე მკაფიოდ გამოჩნდა ჯოჯუას სახე, რომელიც ამბობდა: „მე პარლამენტის თავმჯდომარე ნოდარ ჯოჯუამ, პავლე ჯიშკარიანს შევუკვეთე პრემიერ-მინისტრ ვარლამ გეგეშიძის მკვლელობა. ასი ათასი ევრო უკვე გადავუხადე, ერთ ამდენსაც მკვლელობის მერე გადავუხდი. ამ საქმის გასაკეთებლად, მე – ნოდარ ჯოჯუამ, პავლე ჯიშკარიანი უკანონოდ გამოვიყვანე ციხიდან“. ჩანაწერი რომ დასრულდა, ჯოჯუამ ფლეშკა ჯიშკარიანს გადასცა და უთხრა:
– აი, ბატონო პავლე, ეს თქვენ. მე ჩემი პირობა შევასრულე და ახლა ჯერი თქვენზეა.
– მეც შევასრულებ, ბატონო ნოდარ და წამითაც არ შეგეპაროთ ამაში ეჭვი, – მტკიცედ მიუგო ჯიშკარიანმა.
– ახლა ის მითხარით, ბატონო პავლე, როგორ აპირებთ ამის გაკეთებას, რა მოიფიქრეთ? – იკითხა ჯოჯუამ.
– რამდენიმე ვარიანტს შევიმუშავებთ და რომელიც უკეთესი იქნება, იმას განვახორციელებთ, – თქვა ჯიშკარიანმა.
– ხომ იცით, რომ ერთ თვეში უნდა ჩაეტიოთ და კვალი ჩვენამდე არ უნდა მოვიდეს.
– რა თქმა უნდა, ბატონო ნოდარ. ყველაფერი დროზე და სუფთად გაკეთდება. ახლა კი მე წავალ, – თქვა ჯიშკარიანმა და დაამატა, – იმედია, ამ პირობასაც შეასრულებთ და კუდზე არავის დამასვამთ იმის გასაგებად, თუ ვის და სად შევხვდები.
– რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი, ბატონო პავლე, – მხრები აიჩეჩა ჯოჯუამ. შემდეგ გაიღიმა, ჯიშკარიანს ხელი ჩამოართვა და დაამატა, – ახლა ტაქსის გაჩერებამდე მიგიყვანენ და შემდეგ თქვენ იცით, თუ სად და ვისთან წახვალთ. მთავარია, ეს საქმე სუფთად გააკეთოთ და თანხის მეორე ნახევარსაც მიიღებთ და ციხიდანაც ლეგალურად გამოხვალთ.
– ძალიან კარგი. აბა, ნახვამდის, – თქვა პავლე ჯიშკარიანმა და კონსპირაციული ბინიდან წამოვიდა.
როგორც ჯოჯუამ უთხრა, ჯიშკარიანი ტაქსების გაჩერებაზე ჩამოსვეს და წავიდნენ. თუმცა, გამოცდილმა „კაგებეშნიკმა“ იგრძნო, რომ უთვალთვალებდნენ და იმისი დიდი ალბათობაც იყო, რომ მის სამოსში „ჟუკები“ იყო ჩამონტაჟებული და უსმენდნენ კიდეც. ამიტომ თავში უცებ დააწყო გეგმა. შემდეგ ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს ხმამაღლა და მკაფიოდ, ისე რომ გამგებს გაეგო, უთხრა:
– თბილისელი ხარ, ძმაკაც?
– დიახ, ბატონო, – მიუგო ტაქსისტმა.
– მაშინ, კარგი საუნა გეცოდინება, სადაც მაგარი ნაშები ჰყავთ.
– როგორ არ ვიცი, უფროსო, მაგრამ კარგ ნაშებს კარგი მაყუთი სჭირდებათ, – თქვა მძღოლმა.
– ფულზე ბაზარი არაა. წავედით. მაგრამ ჯერ სავალუტო ჯიხურთან მივიდეთ, რომ ფული გადავახურდავო, – თქვა ჯიშკარიანმა და ტაქსისტმა მანქანა ადგილიდან დაძრა.
ოციოდე წუთის შემდეგ პავლე ჯიშკარიანი თბილისის ყველაზე ცნობილ საუნაში იყო, რომელიც თავისი სიძვირითა და ნარჩევ-ნარჩევი მეძავებით იყო ცნობილი. ტაქსისტს ჯიშკარიანმა ასი ლარი აჩუქა და გაისტუმრა. შემდეგ ნომერში განმარტოვდა. გოგონა იმ სურათებით ამოირჩია, რომელიც მას „დედა მერიმ“ უჩვენა და ცნობილ თბილისელ მამაშას უთხრა:
– ოფიციანტს უთხარი, მსუბუქი ვახშამი და ორი კოქტეილი მოიტანოს ახლავე. გოგო კი თხუთმეტ წუთში გამოუშვი. ჯერ უნდა ვიბანაო.
– გასაგებია, – თქვა მეძავების „დედიკომ“ და წავიდა.
მიმტანი ხუთიოდე წუთის შემდეგ გამოჩნდა და ჯიშკარიანი მას დედიშობილა დახვდა. ტანსაცმელი კი კარადაში კი არ შეინახა, ღრმად შეჩურთა სავენტილაციო მილში.
– აი, ბატონო თქვენი შეკვეთა, – უთხრა ოცდათხუთმეტიოდე წლის მიმტანმა მამაკაცმა ჯიშკარიანს და უკან გაბრუნება დააპირა.
ჯიშკარიანმა ის ხელით მიიხმო. მიმტანი შეცბა და თვალებიც კი გაუფართოვდა კლიენტის საქციელზე, რადგან გაიფიქრა, გეი ხომ არ არის და მკერავსო. ჯიშკარიანი მიუხვდა მიმტანს ფიქრებს და გაეღიმა კვლავ ხელით მიიხმო და ჩურჩულით გასძახა.
– მოდი. ნუ გეშინია, ცუდს არაფერს გიპირებ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3