კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რა საჩუქარი გაუკეთა ბერიამ სტალინს 1940 წლის აგვისტოში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერიას სახე დღემდე ზედმეტად დემონიზირებულია – მას მრავალ არარსებულ დანაშაულს აბრალებენ და დღემდე ასე გრძელდება, თუმცა ზოგჯერ მას მართლაც უწევდა არა მარტო ვინმეს მიმართ საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღება, არამედ ამ გადაწყვეტილების აღსრულებაში მონაწილეობაც, ანუ უშუალო ზედამხედველობა... მკვლევარ-პუბლიცისტი ოლეგ ანტონოვი წერს: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია „ენკავედეს“ უფროსი იყო და სულაც არაა გასაკვირი, რომ მას ვინმეს ლიკვიდაციის ოპერაციის დაეგეგმა. გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამხელა თანამდებობის ადამიანი საკმაოდ ხშირად მონაწილეობდა ხოლმე მის მიერვე დაგეგმილ ოპერაციებში, რათა ადგილზევე დარწმუნებულიყო მათ წარმატებით ჩატარებაში. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ უშუალოდ ბერიას მიერ დაგეგმილი არცერთი ოპერაცია არ ჩაფლავებულა და ყველა წარმატებით დასრულდა. და, საერთოდ, ის პერიოდი, რაც ბერია საბჭოთა უშიშროებას ედგა სათავეში, ამ უწყების აღზევების ხანა იყო. სტატისტიკის მიხედვით კი, საბჭოთა „ჩეკისტების“ მიერ ჩატარებულ ოპერაციათა 95 პროცენტი წარმატებულად დასრულდა, ანუ, ასი ოპერაციიდან მხოლოდ 5-მა ვერ გაამართლა, რაც ფანტასტიკური შედეგია და არც ბერიამდე და არც ბერიას შემდეგ არ ყოფილა ასეთი ფენომენური მაჩვენებელი... ცნობილი საბჭოთა მზვერავი, გენერალი ნაუმ ეიტინგონი, ისევე, როგორც „ცეერუს“ ლეგენდარული შეფი ალენ დალესი, ლავრენტი ბერიას დაზვერვის გენიად მიიჩნევდნენ... მეორე ლეგენდარული საბჭოთა მზვერავი, გენერალი პავლე სუდოპლატოვი კი ამბობდა: ლავრენტი პავლეს ძე ბერია მოვლენა იყო არა მარტო საბჭოთა დაზვერვაში, არამედ მსოფლიო პოლიტიკაში და დღემდე წარმოუდგენელია ჩემთვის, თუ როგორ შეძლო ისეთი ბუმბერაზი ადამიანის, როგორიც ბერია იყო, განადგურება ხრუშჩოვისნაირმა კაცუნამ... თუმცა ეს ასე მოხდა და თამამად ვამბობ, რომ ეს იყო იმის უტყუარი წინაპირობა, რასაც საბჭოთა კავშირის დაშლა ეწოდება... სტალინის შემდგომ ბერიას სიკვდილმა გაუხსნა ხელ-ფეხი ხრუშჩოვსა და მის მოღალატე მიმდევრებს, რომ საბჭოეთისთვის ძირი გამოეთხარათ და მათ ეს განახორციელეს კიდეც. არადა, ბერიას რომ ეცოცხლა, ის ისეთი რეფორმების გატარებას აპირებდა, რომ მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გავხდებოდით და შეერთებულ შტატებს უკან ჩამოვიტოვებდით. ბერიას სიკვდილის მერე კი უკუსვლა დავიწყეთ და სრულ კატასტროფამდე მივედით. იმას, რაც სტალინმა და ბერიამ დიდი მონდომებით გააკეთეს, მოღალატეებმა ძირი გამოუთხარეს. არადა, სტალინიცა და ბერიაც თითოეულ აგურს, რომ იტყვიან, საკუთარი ხელით დებდნენ ქვეყნის მშენებლობის საქმეში. ბერია თითქოს ჯადოსნური მფრინავი ხალიჩით, უსწრაფესად გადაადგილდებოდა ხოლმე არა მარტო უზარმაზარი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არამედ მთელ მსოფლიოში და ყოველთვის იქ იყო, სადაც ყველაზე მეტად „ცხელოდა“.  ამას მე, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ... ისე კი, ბერიას სწრაფმავალი, სპეცთვითმფრინავი თითქმის სულ ჰაერში იყო და ბერია რომ დილით მოსკოვში იმყოფებოდა, შუადღეს მას შესაძლოა, შუა აზიაში ამოეყო თავი, ღამით კი შორეულ აღმოსავლეთში ჩაფრენილიყო... საქმე და ამ საქმეებში პირადი მონაწილეობა იყო ბერიას ცხოვრების აზრი და ლავრენტი პავლეს ძეს ასეთი რიტმითა და სტილით ცხოვრობდა, სანამ ის ღალატით არ გამოასალმეს სიცოცხლეს...“
  მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას თანაშემწეთა საკმაოდ მოზრდილი შტატი ჰყავდა და თითოეული მათგანი სანდო, ჭკვიანი ადამიანი იყო, რომლებიც თავიანთი უფროსის ყველა დავალებას უზადოდ ასრულებდნენ, ბერიას მაინც ერჩივნა, რომ ყველა საქმის მონაწილე ყოფილიყო და პირადად ეკონტროლებინა მათი მიმდინარეობა. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი ის ფაქტი, რომ ლევ ტროცკის ლიკვიდაციის ოპერაციას პირადად ხელმძღვნელობდა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სპეცსამსახურების უფროსი იყო, 1940 წლის აგვისტოში შორეულ მექსიკაში, მეხიკოში ჩაფრინდა... გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ტროცკის ლიკვიდაციის ოპერაცია პირადად ლავრენტი ბერიამ შეიმუშავა და უნიკალურადაც დაგეგმა, ისე რომ, არავის აეღო ეჭვი საბჭოთა კავშირზე. მთავარი შემსრულებელი რამონ მერკადერის გადაბირება, რა თქმა უნდა, ლავრენტი ბერიას რეკომენდაციით, მე და ნაუმ ეიტინგონმა განვახორციელეთ. ლიკვიდაციამდე ოთხი დღით ადრე, 1940 წლის 16 აგვისტოს, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ლავრენტი ბერია ჩამოფრინდა. მე და ნაუმი კი იქ 10 აგვისტოდან ვიმყოებოდით. ბერია გერმანო-ესპანელის, ვინმე პაბლო-ერიხ სანჩეს-შნალერის პასპორტს ფლობდა. ის ვითომდა ესპანეთში მცხოვრები ბიზნესმენი იყო და მექსიკაში საქმეზე იყო ჩასული ევროპიდან. ვითომ ის მექსიკის ეგზოტიკით იყო დაინტერესებული და ამ ქვეყანაში ტურისტული ბიზნესის წარმოების დაწყებას აპირებდა. ამ ლეგენდას დამაჯერებლობას ისიც მატებდა, რომ ლავრენტი ბერია სუფთად, ყოველგვარი აქცენტის გარეშე ლაპარაკობდა ესპანურად და გერმანულად. ამგვარად, ბერიას ვოიაჟს არანაირი ეჭვი არ გამოუწვევია მექსიკის ძალოვან სტრუქტურებში და ის დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდა. 20 აგვისტოს კი, როდესაც რამონ მერკადერმა ტროცკის მისსავე ვილაში, მეხიკოს გარეუბანში ალპინისტის კირკა ჩაარტყა კეფაში (ტროცკი ერთი დღის მერე გარდაიცვალა), საბჭოთა დაზვერვის ორი მანქანა ვილის შორიახლო იდგა. ერთ-ერთში ლავრენტი ბერია იჯდა და მხოლოდ მას მერე მოშორდა იქაურობას, როდესაც პოლიცია მოვიდა და დაკავებული მერკადერი წაიყვანეს. მეორე დღეს კი ტროცკი მოკვდა და მხოლოდ ამის მერე დატოვა ბერიამ მეხიკო და კუბაზე გადაფრინდა. ხუთი დღის მერე კი უკვე მოსკოვში იყო. ჩვენც ჩავედით და კაბინეტში რომ შეგვკრიბა, მე და ეიტინგონს გვითხრა: ყოჩაღ, ბიჭებო, ეს ნაძირალაც მოვიშორეთ. თქვენ კი ჯილდოებს მიიღებთ...“
  ბერიამ ტროცკის ლიკვიდაციით სტალინს ერთგვარი საჩუქარი გაუკეთა, თუმცა ეს ამბავი საბჭოთა ბელადს რომ შეუტყვია, უთქვამს: გინდ ყოფილიყო, გინდ არა. დიდი ხანი პოლიტიკური ლეში იყო, ახლა კი ფიზიკური ლეში გახდაო.“

скачать dle 11.3