კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 სტალინმა, ეგრეთ წოდებული, პრივილეგიური „კრემლის სკოლა“ გააუქმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინს დღესაც ყველაზე ძლევამოსილ ადამიანად მიიჩნევენ და ეს მართალიცაა, რადგან მას განუსაზღვრელი გავლენა ჰქონდა, ამასთან, არა მარტო საბჭოთა კავშირში, პიროვნულად ის უბრალო, სამართლიანი ადამიანი იყო და ასეთებად ზრდიდა თავის შვილებსაც... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ათანასე მალკოვსკი-სპიცინი წერს: „სტალინი უბრალო ადამიანი იყო და ამასთან, სხვებისგან განსხვავებით, მეტად სამართლიანიც. საბჭოთა ბელადი ვერ იტანდა ამპარტავნულ გამოხდომებს, მატრაკვეცობას. ნიჭსა და განათლებასთან ერთად, ადამიანში პირდაპირობასა და ვაჟკაცობას აფასებდა. ალბათ, ახლა „საფლავში ბრუნავს“, როცა ხედავს, რომ „პატრიოტულად“ განწყობილი რუსეთისა თუ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების უმაღლესი თანამდებობის პირების შვილები განათლებას თავიანთ ქვეყნების ნაცვლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში იღებენ... საზღვარგარეთ განათლების მიღება ცოდვა არაა, მაგრამ როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი ხარ და შენს რიგით მოქალაქეებს უკიჟინებ, რომ მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემა გაქვს, პირველ რიგში შენმა შვილებმა უნდა ისწავლონ იქ, თუმცა...
ისტორიკოსი, სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „სტალინი ჭეშმარიტ სამართლიანობას ქადაგებდა და თვითონ იყო ამის მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა განათლების სისტემა საკმაოდ ჩამორჩებოდა დასავლურს, სტალინს იმისი სურვილიც კი არ გასჩენია, რომ საკუთარი შვილები სასწავლებლად უცხოეთში გაეგზავნა ან მათთვის სპეციალურად დაექირავებინა პედაგოგები, ან, სულაც, სპეციალური, სანიმუშო სკოლა გაეხსნა პრივილეგირებულთათვის... თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს და ვამბობ, რომ ერთი მსგავსი დაწესებულება მართლაც არსებობდა მოსკოვში, მაგრამ, როგორც კი ამის შესახებ სტალინმა შეიტყო, მისი კვალიც კი არ დარჩენილა...“ გენერალი ვოლკოგონოვი გულისხმობს, ეგრეთ წოდებულ, „კრემლის სკოლას“, რომელიც 1929 წელს გაიხსნა და მომავალ 1930 წელს ის სტალინმა ჩვეულებრივ სკოლად გადააკეთა. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა. „ეგრეთ წოდებული, „კრემლის სკოლა“ ანდრეი ბუბნოვმა გახსნა, რომელიც განათლების სახალხო კომისარი იყო და ტროცკისტული იდეებით იყო გამსჭვალული. ეს სკოლაც ტროცკისტების მოთხოვნით გახსნა და იქ სწორედ მათი შვილები და უახლოესი ნათესავები სწავლობდნენ. იქ სწავლობდა პატარა ვასიაც (სტალინის ვაჟი) და პედაგოგთა საუკეთესო კონტინგენტი იყო თავმოყრილი. სტალინმა ეს ამბავი სრულიად შემთხვევით, უბრალო მოქალაქისგან შეიტყო. 1930 წლის 4 სექტემბერს სამთავრობო ჯგუფი, სტალინის  მეთაურობით, რომელშიც მეც ვიმყოფებოდი, მოსკოვის საავიაციო ქარხანას ვესტუმრეთ. ამ უზარმაზარი ქარხნის საამქროები ფეხით შემოვიარეთ. მომუშავე პერსონალს სტალინი პირადად ესაუბრებოდა. ამწყობ საამქროში რომ შევედით, სტალინი ყურადღებით აკვირდებოდა ყველაფერს და თავის შთაბეჭდილებებს მე მიზიარებდა. მოულოდნელად ლურჯხალათიანი, თავსაფარწაკრული მუშა ქალი მოგვიახლოვდა და სტალინს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, შეგიძლიათ, ორიოდე წუთი დამითმოთ?
სტალინმა გაუღიმა ქალს და უთხრა:
– გამეცანით, თუ შეიძლება.
– მე ვარვარა სობოლევა ვარ, – მორიდებით თქვა ქალმა.
სტალინმა ხელი გაუწოდა, ჩამოართვა და უთხრა:
– ძალიან სასიამოვნოა. გისმენთ.
– ამხანაგო სტალინ, ჩემი ვაჟის მიყვანა მინდოდა „კრემლის სკოლაში“, მაგრამ არ მიიღეს. არადა, ჩემმა ბიჭმა წერა-კითხვაც იცის და მათემატიკური ნიჭიც აქვს. დირექტორმა კი მითხრა, ეს სპეცსკოლაა, მხოლოდ თანამდებობის პირთა შვილები სწავლობენ და შენი შვილი სხვაგან წაიყვანეო. სხვაგან სწავლის დაბალი დონეა და იქნებ დამეხმაროთო.
იქვე იდგა განათლების სახალხო კომისარი ანდრეი ბუბნოვი. სტიალინმა ის იხმო და უთხრა:
– რომელ კრემლის სპეცსკოლაზეა საუბარი? აბა, გამანათლე.
ბუბნოვმა ენის ბორძიკით უთხრა:
– თქვენი ვასია რომ სწავლობს, იმ სკოლაზე, იოსებ ბესარიონოვიჩ.
სტალინს ბუბნოვისთვის არც კი შეუხედაძს. ვარვარა სობოლევას მიუბრუნდა და თბილად უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, ვარვარა. ხვალ დილით სახლში ბუბნოვი გამოგივლით და თქვენს ვაჟს პირადად მიიყვანს სკოლაში. ისე კი, სულ მალე მოეღება ბოლო უწიგნურობას და ჩვენს ხალხს ისეთ განათლებას მივცემთ, რომ ყველას ვაჯობებთო...
იმავე საღამოს ბუბნოვი და სკოლის დირექტორი ნაუმ კარპინსკი სტალინმა კაბინეტში დაიბარა და ისე შეახურა, რომ სულს ძლივს ითქვამდნენ. მართალია, სკოლა არ დაუშლიათ, მაგრამ მას სპეციალური სტატუსი მოუხსნეს და იქ უბრალო ბავშვებსაც ისევე თავისუფლად იღებდნენ, როგორც კრემლის მესვეურთა ნაშიერთ...“
  ერთ კვირაში, ანუ 11 სექტემბერს, სტალინმა ხელი მოაწერა სამთავრობო დადგენილებას საბჭოთა კავშირში განათლების სისტემის კარდინალურად გაუმჯობესებაზე. შემუშავდა საატესტაციო პროგრამა პედაგოგების მოსამზადებლად და მხოლოდ 1930-1931 წლებში საბჭოეთში 3 მილიონი მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგი მომზადდა. 1932 წლის დასაწყისში კი მათი ხელფასები ორ-ნახევარჯერ გაიზარდა. სტალინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებას და ამბობდა, ნასწავლი, განათლებული თაობა ნათელი მომავლის საწინდარიაო. 1924 წელს, როდესაც ლენინი გარდაიცვალა და სტალინი ხელისუფლების სათავეში მარტო დარჩა, 250-მილიონიან ქვეყანაში 210 მილიონი წერა-კითხვის უცოდინარი იყო. 1933 წელს კი წერა-კითხვა უკვე ყველამ იცოდა და ეს სტალინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებაა.“

скачать dle 11.3