კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ ვიმკურნალოთ ფითრით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  თეთრი ფითრი ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ, ისე თანამედროვე მედიცინაში.
ფითრს აქვს კიბოს საწინააღმდეგო, შემკვრელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი და გამხსნელი თვისებები.
  ფითრის შემადგენლობაში მრავალი ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომლებსაც ძლიერი სამკურნალო თვისებები ახასიათებთ: აზოტის შემცველი ნაერთები, ტრიტერპენული საპონინები, ალკალოიდები, ფლავონოიდები,  ჰისტამინები, ორგანული მჟავები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები. მაგალითად, ალკალოიდი ვისკოტოქსინი აქტიურია სიმსივნური უჯრედების მიმართ, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. ტრიტერპენულ საპონინებს ჰემოლიტური ქმედებები ახასიათებს, ზრდის ჰემოგლობინს. ქოლინი, ვიტამინი B4 კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხოლო აცეტილქოლინი აუცილებელია ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. ფითრი ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინოლოგიური, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებების დროს.
ფითრის მიღება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობის, ორსულობის დროს. ფითრის შემადგენლობაში არის შხამიანი ნივთიერებებიც, ამიტომ ამ მცენარის გამოყენებისას აუცილებელია დოზის დაცვა.
  ჰიპერტონიის დროს: 1 ჩაის კოვზი ფითრის ფოთლებს დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი ნაყენი დღეში 2-3-ჯერ.
  ჭიების დროს: ერთმანეთს შეურიეთ 5 გრამი თეთრი ფითრისა და 1 გრამი კატაბალახას ფხვნილი. მიიღეთ ზედიზედ 3 დღე, საღამოს წყალთან ერთად და დააყოლეთ 1 ცალი  გახეხილი სტაფილო.
წყლულების, ჩირქოვანი იარების დროს: 60 გრამ თეთრი ფითრის ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ 5 წუთი, 20 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ.
  ფარისებრი ჯირკვლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების პრობლემების დროს: მოამზადეთ ნახარში – ემალის ქვაბში თითო სადილის კოვზ კატაბალახასა და ფითრის დანაყულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. დალიეთ გაწურული სამკურნალო საშუალება დღეში სამჯერ, 1 სადილის კოვზის ოდენობით.
ფითრის ნახარშში ჩალბობილი კომპრესების გამოყენებით შესაძლებელია რთულად შეხორცებადი ჭრილობების, პოდაგრის, ტროფიკული წყლულებისა და სახსრების რევმატიზმის მკურნალობა. 60 გრამ წვრილად დანაყულ ტოტებსა და ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი წყალი, აადუღეთ და ნელ ცეცხლზე კიდევ 10 წუთით ხარშეთ.
  ფითრი ისეთი რთული დაავადების სამკურნალოდაც გამოიყენება, როგორიც ეპილეფსიაა. მკურნალობა, მინიმუმ, 1 წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ფოთლებთან ერთად, მოჭერით ფითრის მორჩებიც, არაუმეტეს 20 სანტიმეტრის სიგრძის. გამოაშრეთ და შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას.
скачать dle 11.3