კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა:  რატომ ვანთებთ მიცვალებულებისთვის სანთელს ჯვარცმის წინ?
პასუხი: მაცხოვარმა იესო ქრისტემ მთელი ქვეყნიერების ცოდვები იტვირთა, მათ შორის პირველქმნილი ცოდვა – ადამის ცოდვა და თავისი სიკვდილით, სისხლით, რომელიც ბრალის გარეშე დაიღვარა ჯვარზე (რადგან ქრისტეს არ ჰქონდა ცოდვები), ქვეყნიერება მამა ღმერთთან შეარიგა. ქრისტე არის ხიდი ყოფნასა და არყოფნას შორის. როგორც წესი, ჯვარცმასთან დგას მაგიდა ან ჯვარცმა მაგიდაზეა დამაგრებული, რომელზეც მიცვალებულთა მოსახსენებლად და მათ სახელზე მოწყალების გასაცემად საჭმელებს ალაგებენ. ეს გახლავთ უძველესი ქრისტიანული ტრადიცია. წინათ იყო, ეგრეთ წოდებული, აღაპები, რომელზეც ღვთისმსახურებაზე მოსული ქრისტიანები ლოცვის დამთავრების შემდეგ ერთად ტრაპეზობდნენ.
კითხვა: რას უნდა ნიშნავდეს ქრისტიანისთვის ტაძარში მისვლა?
პასუხი: ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ტაძარში მისვლა დღესასწაული უნდა იყოს. ეკლესიური სწავლებით, ღმრთის ტაძარში მისვლით განსაკუთრებულად იკურთხება და წარმატებული ხდება ქრისტიანის ყოველი კეთილი წამოწყება. ამ დროს უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდად ვიყოთ სულიერად, ტანსაცმელი კი მოწესრიგებული გვქონდეს. ეკლესიაში ჩვენ უბრალოდ კი არ დავდივართ, არამედ დავიმდაბლებთ რა თავს, საკუთარ გულსა და სულს, მივდივართ ქრისტესთან – მასთან, ვინც გვანიჭებს მადლს, რასაც დავიმსახურებთ ჩვენი ქცევითა და შინაგანი განწყობით.
კითხვა: შეიძლება თუ არა შევიცვალოთ სულიერი მოძღვარი?
პასუხი: ერთხელ არჩეულ სულიერ მოძღვარს თქვენ მიერ გამოგონილი მიზეზების გამო არ უნდა გაშორდეთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ბოროტ ძალას სურს, დაგვაშოროს იმას, ვინც მეტ სულიერ სარგებლობას მოგვიტანს. არ მოუსმინოთ ბოროტი ძალის შეგონებას, თითქოს თქვენი სულიერი მამა უყურადღებოა ან ცივად გექცევათ. სულიერი მოძღვრის შეცვლა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, თუ ზუსტად იცით, რომ მას არ მიჰყავხართ ქრისტესთან და ამ გზაზე რაიმე საშუალებით გაბრკოლებთ.
კითხვა: როგორ გადავიტანოთ განსაცდელი და მწუხარება?
პასუხი: მწუხარება უნდა გადაიტანოთ ჩუმად, როგორც სხვა ნებისმიერი ღვაწლი და ამით არ დაკარგავთ მადლს. გასაჭირზე საუბარი მხოლოდ მოძღვართან შეიძლება, რათა მიიღოთ რჩევა და ითხოვოთ ლოცვა ნებისმიერი განსაცდელის მოთმინებით გადატანისთვის.
კითხვა: ნებისმიერი ადამიანი უნდა გვიყვარდეს?
პასუხი: დიახ, ნებისმიერი ადამიანი უნდა გვიყვარდეს ღმერთის გულისთვის, მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც საყვარელ, ძვირფას ადამიანებს. ისინი ხომ ჩვენი მოყვასნი და უფლისმიერი ძმები არიან. თუმცა, უნდა გვძულდეს მათი ცოდვები და სისუსტეები.
კითხვა: როგორ უნდა მოვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე, რომ შფოთვა და განცდები დავძლიოთ?
პასუხი: ადამიანმა უნდა გაკიცხოს საკუთარი თავი ყოველი ცოდვისთვის, უკეთური ფიქრისთვის და საქციელისთვის. მალევე შეინანეთ ჩადენილი ცოდვები და ამგვარად ჰპოვებთ სიმშვიდეს.


скачать dle 11.3