კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ჭეშმარიტი სიყვარულის ნიშნები

  ღვთის მოყვარულთ, კონტრასტის კანონით, სძულთ გზა ცოდვისა, სიცრუისა და ადამიანური გამონაგონისა; იმავდროულად, მთელი გულით მიმართულნი არიან ღვთის მსახურებაში ყოველი მომიჯნავისადმი. მაგალითად, მათ უყვართ ღვთის ტაძრები, მათი ქვები და ფერფლიც კი. ღვთისმოშიშების გრძნობა აქვთ სიწმიდეების, ღვთისმსახურებისა და საეკლესიო-საღვთისმსახურო ენის მიმართ, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს თბილ გრძნობებს ღვთისადმი.
ღირსი ისააკ ასური სიყვარულის ნიშნების შესახებ წერს:
  „სიყვარულის ობიექტის გახსენებით სიყვარულს ცრემლები ახასიათებს. ღვთის სიყვარულში მყოფს კი ცრემლი არასოდეს ელევა, რამეთუ არასოდეს აკლია ის, რაც მასში ღვთის ხსოვნას კვებავს; ამიტომ ძილშიც უფალს ესაუბრება. რამეთუ სიყვარულისთვის, ჩვეულებრივ, დამახასიათებელია რაიმე მსგავსი; სწორედ ისაა ადამიანთა სრულყოფილება ამ სოფელში“.
  საშინელ სამსჯავროზე მხოლოდ უსიყვარულობაში დაგვადანაშაულებენ... სიყვარულის გარეშე აღსრულებული ნებისმიერი სიკეთე მხოლოდ მოჩვენებაა. მაგრამ სიყვარულის საქმეები, რომელთა შესახებაც არავინ უწყის და არც შეიძლება იცოდეს – მხოლოდ ისინი რჩება სამარადჟამოდ... რელიგიის საფუძველი სიყვარულშია.“
აი, რას წერს მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი:
  „ცხოვრებაში მუდამ მართალი ისაა, ვინც ლოგიკასა და ჯანსაღ აზრს კი არ ეყრდნობა, არამედ ის, ვინც მხოლოდ უზენაესი – სიყვარულის კანონით ხელმძღვანელობს. ყველა დანარჩენი კანონი არაფერია სიყვარულის წინაშე, რომელიც არა მხოლოდ გულებს ხელმძღვანელობს, არამედ მზესა და სხვა ვარსკვლავებს ამოძრავებს. ვისშიც ეს კანონია, ის ცოცხლობს; ვინც მხოლოდ ფილოსოფიითა და გონებით ხელმძღვანელობს, ის კვდება.“
ქრისტეს სიყვარულს განვითარების თავისი ხარისხები აქვს.
სქემოსანი ბერი სილუანი წერს.
  „ვისაც ეშინია, რომ ღმერთს რაიმე არ აწყენინოს – ეს პირველი სიყვარულია. ვისაც ზრახვათაგან თავისუფალი გონიერება აქვს – ეს მეორე, პირველზე აღმატებული სიყვარულია. ვისაც შეგრძნებითად აქვს სულში მადლი – ეს მესამე, კიდევ უფრო მეტი სიყვარულია.
მეოთხე, უსრულყოფილესი სიყვარული ღვთისადმი – ეს მაშინაა, როდესაც ვინმეს სულსა და სხეულში სულიწმიდის მადლს დაუვანებია. მისი სხეული განათლდება და წმიდა ნაწილები ხდება. ასე ხდება დიდ წმიდანებთან, მოწამეებთან, წინასწარმეტყველებთან, ღირს მამებთან. ვინც ამ საზომს მიაღწია, ის ხორციელი სიყვარულისთვის ხელშეუხებელია...
  ღვთის სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიყვარული ქალწულისა, რომლისკენაც მიისწრაფვის მთელი სამყარო, გარდა იმათი, ვისაც ღვთის მადლი სრულად აქვს, რამეთუ სულიწმიდის სიტკბოება ადამიანში ყოველივეს ასხვაფერებს...
„მთავარი ქრისტიანული სათნოებისა და ამპარტავნების შესახებ“
скачать dle 11.3