კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ვინ არის იდეალური?

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  მოდი, ვიყოთ  გულახდილები – სრულყოფილება ან არ არსებობს, ან ყველაფერი სრულყოფილია. ნებისმიერ ადამიანს აქვს თვისებები, რომლებმაც შესაძლოა, გაგვაღიზიანოს ან მოგვხიბლოს. ზოგიერთ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ  ადამიანები  მათი ღირსებების კი არა, უფრო მეტად, ნაკლოვანებების გამო გვიყვარდება.
  მაგალითად, როგორია იდეალური ქალი – ამაზე ყველა კაცი სხვადასხვა პასუხს გაგცემთ, მაგრამ სიმართლე სულ სხვაა.  კრიტერიუმი ერთადერთია – იდეალურია ის, ვინც გიყვარს.
ფაქტია, რომ ქალები და მამაკაცები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ყველაზე მეტად, სწორედ, ამ მიზეზით აკრიტიკებენ ისინი ერთმანეთს და სწორედ, ამ განსხვავების გამო უყვარდებათ კიდეც.
იდეალურია ქალი, თუ ის...
* ზედმეტად ბევრს ფიქრობს თქვენზე – ფიქრობს, რა იქნება თქვენთვის უკეთესი, რა უნდა გააკეთოთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ.  მერე ამ გენიალური იდეების, თქვენთვის თავში ჩატენვას ცდილობს;
* ძალიან დიდ დროს ანდომებს მომზადებას – ამას თითქმის ყველა კაცი წყობიდან გამოჰყავს. უყურებ, როგორ იცვლის სამოსს სამოსზე და მაინც საშინლად არ მოსწონს თავი. რემარკი წერდა – როდესაც ქალი სარკესთან ტრიალებს, ამ დროს იხსნება მთელი მისი სამყარო და ამ დროს არის ყველაზე მომხიბვლელიო;
* შესწავლილი აქვს  თქვენი ყველა ნაკლი – ჩვენ ყველამ ისედაც   ვიცით, რომ ბევრი ნაკლი გვაქვს. ამიტომ  გვაღიზიანებს მათზე მითითება. კაცისთვის ნაკლზე მითითება და გამოსწორების მცდელობა, ქალში არსებული დედური ინსტინქტების ბრალია,  ისინი თითქოს მეუღლის გაზრდას ცდილობენ. კაცები ხომ ბოლომდე ბავშვად რჩებიან. თუმცა, როდესაც ადამიანმა შენი ყველა ნაკლი იცის და მაინც უყვარხარ, ეს ძალიან კარგია;  
* საიდან რა იდეა მოსდის თავში, ვერ გაიგებ – მას ხან პიკნიკის გეგმები აქვს, ხან რომელიმე მწვერვალის დალაშქვრის, ახალი მელოდრამის ყურების, ზოგჯერ სპონტანური და არაპროგნოზირებადია. სუნთქვის, მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ, ეშინია, რომ მოგწყინდებათ... თუ მის იდეებს ენთუზიაზმით არ შეხვდებით, თავბედს გაწყევლინებთ, რადგან რეალურად  ამ ყველაფერს თქვენი ბედნიერებისთვის აკეთებს და არა საკუთარი თავისთვის;
* თვეების განმავლობაში არჩევს თქვენთვის საჩუქარს – მიზეზს არ გაუშვებს ხელიდან, რამე არ გაჩუქოთ და თან არჩევს იდეალურს. უბრალოდ, ამით სურს, გაგრძნობინოთ, რა ძვირფასი ხართ მისთვის,  და კიდევ, უნდა, რომ თქვენც ასე  ფიქრობდეთ მასზე;
* სულ მართალია – გეგონებათ, ნათელმხილველია. აზრი არ აქვს მასთან კამათს, რადგან სულ ის მართლდება;
* რაღაცნაირად ახერხებს, რომ თან სჭირდებოდეთ და თან არაფერში სჭირდებოდეთ – ხანდახან გგონიათ, რომ თქვენ გარეშე დაიღუპება, უცებ კი ხედავთ, რომ ყველაფერს თქვენზე უკეთ უმკლავდება. თითქოს სუსტია, დასაყრდენს ეძებს თქვენში, მაგრამ მაშინვე, როდესაც კი წაიფორხილებთ, წაქცევის საშუალებას არ მოგცემთ.
* გაიძულებთ უკეთესი გახდეთ – მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. გაიძულებთ, იბრძოლოთ უკეთესი კარიერისთვის, ოცნებების ახდენისთვის, მისთვის... არ სურს იმის გაგება, რომ გეზარებათ, გეშინიათ, არ გცალიათ, არ შეგიძლიათ…  ყველაფერი უნდა შეგეძლოთ, ასე რომ, პროტესტს აზრი არ აქვს;
* არ ეშინია თავისი აზრების გამოთქმის – ისე გაჯახებთ ყველაფერს, შოკში ჩავარდებით. თქვენს ბოსს, აუტანელ ნათესავებს, ყველას ყველაფერს მიახლის პირში. მოკლედ, ზედმეტს ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს იმას, რის თქმასაც თქვენ ვერ ბედავთ;
* უნდა, რომ ჩახუტებულებმა იაროთ - არც მასთან და არც თქვენს მეგობრებთან არ აღიარებთ, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ამ დროს ყველაზე ბედნიერი ხართ;
* გამუდმებით ახერხებს ახალ-ახალი პრობლემების გამოჩხრეკას – ვერ იტანს კომფორტის ზონაში  დიდხანს ყოფნას, როგორც კი იფიქრებთ, რომ  დამშვიდდით, დაწყნარდით, უკვე ახალი იდეა აქვს. სამაგიეროდ, საინტერესო ცხოვრება გაქვთ და რომ არა ის, ტელევიზორის ყურებით მოკვდებოდით;
* მას სურს, რომ გიყვარდეთ ამქვეყნად ყველა ქალზე და ყველაფერზე მეტად, ვინც და რაც კი ოდესმე გყვარებიათ – თქვენი ცხოვრების ყველა წამი მისია, თქვენი სუნთქვა მისია, მას თქვენ მთლიანად უნდიხართ, თითქოს მისი სხეულის ნაწილი ხართ და ამის გაზიარებას არავისთვის აპირებს;
* მთელი ცხოვრების თქვენთან ერთად გატარებას აპირებს – ყოველ ღამე თქვენთან ერთად დაძინება და ყოველ დილით თქვენთან ერთად გაღვიძება უნდა. უნდა, რომ მუდამ გვერდში ედგეთ, სულ მხარი დაუჭიროთ, თუნდაც მართალი  არ იყოს;
* ყოველთვის  აუცილებლად შეგახსენებთ,  რა განძი გყავთ და ეს შესანიშნავია!

სრულყოფილი
სიყვარული     

  სიყვარულის ქალისეული და მამაკაცისეული გაგება ჭეშმარიტად განსხვავებულია.
ნათელია, რომ  ქალებს პარტნიორისგან სრულყოფილი  ერთგულება უნდათ, თანაც, ყოველგვარი პირობების გარეშე. მათთვის იმის გაფიქრებაც  კი საშინელებაა, რომ ერთგულება რაიმე შეთანხმებასთან იყოს კავშირში. ქალების აზრით, სიყვარული  ზღვარსგადასული ერთგულებაა. მათ  სხვა რწმენა არ გააჩნიათ.
  ახლა შეყვარებულ მამაკაცებს რაც შეეხება – მათ  ქალისგან სწორედ ეს სიყვარული მოსწონთ. მაგრამ მათი სიყვარული რადიკალურად საპირისპიროა. რა მოხდა, თუ ერთხელ, მხოლოდ გართობის მიზნით, სხვა ქალსაც „გაეთამაშებიან“.  მათთვის ეს ღალატი ერთგულების ფიცის გატეხა არ არის.
და კიდევ:
* ქალი, რომელსაც გულწრფელად უყვარს, უფრო სრულყოფილი ხდება. კაცი კი, რომელსაც ქალი მის მიერ შემოთავაზებული პირობებით უყვარდება, იძაბება – საკუთარი უფლებების შეზღუდვა დიდ დანაშაულად მიაჩნია. უჩნდება პროტესტის გრძნობა და ცდილობს, რაც შეიძლება, მალე გაექცეს სიყვარულის მარწუხებს. ყველა ამას არ აკეთებს, თუმცა დროდადრო ამის სურვილი აუცილებლად უჩნდებათ;
* ბუნებრივ დაპირისპირებას ვერანაირი საზოგადოებრივი აზრი თუ ხელშეკრულება, ვერანაირი სამართლიანობისკენ სწრაფვა ვერ აღმოფხვრის. როგორი დიდიც  უნდა  იყოს ამის აღმოფხვრის სურვილი, მუდამ  გვექნება განსხვავებულობით შექმნილი ბარიერი;
* ერთგულება ქალის სიყვარულში კოდივით დევს. მამაკაცებში კი ის ჩნდება, როგორც მადლიერების გრძნობა ან  მიჯაჭვულობის   განცდა.   
P.S. ქალებს  უნდა ახსოვდეთ, რომ  მამაკაცის სიყვარულის არსი არის ფლობის სურვილი, მაგრამ დაუფლების შემდეგ ეს სურვილი ყოველთვის მთავრდება. თუ მამაკაცის შენარჩუნება გინდათ, აგრძნობინეთ მას, რომ თქვენ მრავალმხრივი და საინტერესო ხართ.
скачать dle 11.3