კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რა მითები უნდა დაამსხვრიოს წყვილმა, რომ ღალატის შემდეგ ნდობა დაიბრუნოს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  რამდენიმე პოპულარული მითი ღალატის შესახებ, ძალიან უშლის ხელს წყვილების ნორმალურ ურთიერთობას. რეალურად, ღალატს არ სჭირდება  განზოგადება და იმაზე ტრაგიკული აღქმა, ვიდრე რეალურად არის. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანია მისი  სწორად შეფასება და ახსნა. ჩვენ ძალიან ხშირად ვართ მითების ტყვეობაში, რის გამოც გვიჭირს რეალობის აღქმა. მაგალითად, კაცები ბუნებით უფრო მოღალატეები არიან – ეს სტერეოტიპული მითია, რასაც ქალები იჯერებენ და ცხოვრებას  ირთულებენ.
  არცერთ თანამედროვე ფსიქოლოგს არ მიაჩნია, რომ ღალატს სქესი განსაზღვრავს. კაცსაც და ქალსაც ზუსტად ერთნაირად შეუძლიათ ღალატიც და ერთგულებაც, თუმცა სტერეოტიპი კაცის ღალატს ამართლებს, ქალისას კი გმობს.
  დიანა (37 წლის): მე დარწმუნებული ვარ,  რომ ღალატი მხოლოდ სექსს, ანუ, ფიზიკურ კომპონენტს არ მოიცავს. მეტსაც გეტყვით – უფრო ხშირად, ეს არც არის ღალატის მამოძრავებელი ძალა.
– ანუ, თქვენთვის სექსი ღალატი არ არის?
– არ ვიცი, ეს როგორ უნდა ავხსნა. მე ვფიქრობ, ღალატი არის უფრო ღრმა. გრძნობა, რომელიც გულისხმობს ვნებას, თავდავიწყებას, აზარტს, უნივერსალურ ემოციებსა და მოტივაციებს, რომელთა განცდაც ყველას არ შეუძლია. ეს აზრისა და გულის ერთობლივი და გამოძახილია. მოღალატე კაცების გამართლებას მათი „ბუნებით“ არანაირი ლოგიკა  არ გააჩნია. მე ვერ გავამართლებდი ჩემს ქმარს ამ სულელური არგუმენტით. თუმცა, მე შემიძლია, ვაპატიო ფიზიკური ღალატი. ალბათ, ვერ მიმიხვდით. ვეცდები, უკეთ ავხსნა – თუ ჩემი ქმრის ღალატი იქნება სპონტანური და სიტუაციური – ამას გავიგებ და ვაპატიებ. მაგრამ თუ ღალატს ექნება ემოციური შესავალი და განვითარება, მე გადავხედავ ჩვენს ურთიერთობას. ვითომ კეთილის მსურველები რომ ამბობენ, კარგი ადამიანები არ ღალატობენო, ვერც ამას დავეთანხმებოდი. რას ნიშნავს ეს – რომ მხოლოდ არაკაცები, ან ზნედაცემული ქალები ღალატობენ? შესაძლოა, ძალიან კარგი  ადამიანი იყო, მაგრამ საყვარელ პარტნიორს უღალატო, მერე კი ძალიან ინანო. ბოროტმა ადამიანმა კი ისე დაასრულოს ცხოვრება, მეწყვილეს ფიზიკურად არ უღალატოს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ გყავს გვერდით. თუ ცხოვრების თანამგზავრი ცუდი ადამიანია, სულ არ სჭირდება ღალატიც, რომ მასთან ურთიერთობა დაამთავრო.  კარგ ადამიანს კი ღალატსაც აპატიებ.  ეჰ,  ძალიან ადვილი იქნებოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მხოლოდ ცუდი ადამიანები ღალატობენ, კარგები კი  ერთგულები რჩებიან. მაშინ ცუდებს   მოვერიდებოდით, კარგებს კი დავუახლოვდებოდით.
– დიახ, ადამიანი ასეთი მარტივი არსება არ არის. შესაძლოა, ერთგულმა, მოსიყვარულე პარტნიორმაც კი დაუშვას შეცდომა.
– რა თქმა უნდა. ამიტომაც სტერეოტიპებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. რა მტკივნეულიც უნდა იყოს ამის აღიარება, კონკრეტულ სიტუაციაში ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ემოციური,  ან ფიზიკური ღალატი.  რადგანაც, როგორც უკვე ვთქვი, ღალატი მხოლოდ სექსი არ არის, ღალატია ნებისმიერი დაფარული მოქმედება, რომელიც წყვილის ექსკლუზიურ მიკროსამყაროს ეხება. ქალები ძალიან დაბნეულები არიან და ვერ ხვდებიან, როგორ მოიქცნენ, როცა საქმე ქმრის ღალატს ეხება.  ჯერ იმაზე იწყებენ ფიქრს,  ეს როგორ მოუვიდათ. ისინი ხომ დარწმუნებული იყვნენ, რომ  მათ ეს არ შეეხებოდათ. მოღალატე მამაკცებს კი სინდისი ქენჯნით და თავიანთ საქციელს ნანობენ, დროის უკან დაბრუნებასა და ყველაფრის გამოსწორებას ნატრობენ.  იცით, ამ დროს ცოლმა რაზე უნდა იფიქროს? თუ ქმართან  დაშორება არ უნდა,  იმ დღეს მოვლენები ოდნავ სხვანაირად რომ განვითარებულიყო, შესაძლოა, არც არაფერი მომხდარიყო, რადგან განზრახ ასეთ რამეს არ ჩაიდენდაო.
– და, ეს არ იქნება თავის მოტყუება?
– არა. უნდა დავიჯეროთ, რომ ღალატი მხოლოდ ამორალური ადამიანების საქციელი არ არის. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ კაცებს, ვინც გამიზნულად ატყუებს პარტნიორს და საერთოდ არ აინტერესებს, სტკენს თუ არა გულს. ასეთს რომც აპატიო, მაინც ვერ გააუმჯობესებ ურთიერთობას. ვერც ნდობას აღადგენ.  მეტიც, მე მგონია, რომ ასეთი ადამიანები წყვილში ვერ ფუნქციონირებენ, რადგან ვერ გრძნობენ პარტნიორს და  არც ჩადენილს ნანობენ.
– ნდობა ახსენეთ. ღალატის მერე ისევ როგორ უნდა ენდო ადამიანს. ეს შესაძლებელია?
– დავიწყოთ იმით, რომ როცა ღალატი ხდება, იქ უკვე არის ნდობის დეფიციტი. ბედნიერი პარტნიორებიც ღალატობენ ერთმანეთს. ღალატზე პასუხისმგებლობა რატომღაც  არასდროს ეკისრება მოტყუებულ ადამიანს, რომელმაც ნაკლები სიყვარული გასცა. დიახ, სიყვარულის ნაკლებობა ნამდვილად არის ღალატის მაპროვოცირებელი. მე ამას უკვე მივხვდი. ყველა მოღალატე  საკუთარი თავისთვის ღალატობს. ამიტომ, თუ გადაწყვეტთ, რომ აპატიოთ, მაშინ შანსიც უნდა მისცეთ და ენდოთ. შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა მეორეს ყველაფერი მისცეს. ეს არარეალური მოლოდინია. ამ მითის ტყვეობაში როცა ვექცევით, პარტნიორისგან შეუძლებელს ვითხოვთ და შეცდომასაც  ვუშვებთ.  არ იფიქროთ ცუდზე. დაივიწყეთ – ერთხელ თუ მიღალატა, მეორედაც მიღალატებს. აი, ეს ნამდვილად მითია. პირიქით, თუ ღალატი ემოციური არ იყო და ნანობს, მომავალში ის უფრო ფრთხილად იქნება. რომ გული ისევ არ გატკინოთ და ნდობა დაიბრუნოს.
– ანუ, თუ მოღალატე მოინანიებს უნდა ვაპატიოთ?
– საყვარელი ადამიანის დაკარგვითა და მონატრებით გამოწვეული დეპრესია იმდენად დიდი და მტკივნეულია, რომ ჯობია, აპატიოთ. მით უმეტეს, თუ იცით, რომ ამას ვერ გაუძლებთ. უნდა აპატიო, თუ არა - ამ კითხვაზე მზა პასუხი არ არსებობს.  ფაქტია, რომ ღალატი უფრო ხშირია, ვიდრე დანგრეული ურთიერთობები. ანუ, უფრო ხშირად პატიობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ურთიერთობა ჰქონდა წყვილს მანამდე, რამდენად სცემდნენ  ერთმანეთს პატივს, შეეძლოთ ერთმანეთის მოსმენა... არავინ უარყოფს, რომ ღალატს დამანგრეველი ძალა აქვს. მერწმუნეთ, ღრმა დეპრესიაშიც ვყოფილვარ, მაგრამ, როცა რეალობას თვალი გავუსწორე, გამოსავალი ვიპოვე.  მოკლედ, თქვენზეა დამოკიდებული, დაუბრუნდება თუ არა თქვენი  ურთიერთობა საწყის ეტაპს. თუ გაქვთ სურვილი და მოინდომებთ, ამას შეძლებთ.  


скачать dle 11.3