კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რას უკრძალავს ამერიკის კანონმდებლობა ბიბი კვაჭაძეს და რას აკეთებდა ის სპეცდანიშნულების რაზმში

ნინო კანდელაკი ანი რევია

  კომპოზიტორი და მუსიკოსი ბიბი კვაჭაძე შვიდი წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მართალია, ამ შვიდი წლის განმავლობაში უცხო მიწაზე გასავლელი გზა რთული იყო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, შედეგიანი. ახლახან ბიბიმ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და საქართველოში ახალი იდეებითა და ახალი სტატუსით  ჩამოვიდა.  
  ბიბი კვაჭაძე:  არასოდეს მქონია ლტოლვა, ვიღაცას გავეცანი. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი წყნარად და მშვიდად. ტელევიზიაში ვმუშაობდი,  პარალელურად, მუსიკოსებთან ვთანამშრომლობდი.  ტელეეკრანზე პირველად 90-იან წლებში გამოვჩნდი, სერგი გვარჯალაძესთან, დადა დადიანთან და გოგი ჭილაშვილთან ერთად. ამის მერე ბევრი რამ მოხდა. ბევრი პროექტი გავაკეთე, ბევრ ადგილას ვიმუშავე, გადავდე ჩემი ამბიციები... მერე მომბეზრდა მთელი ცხოვრება „დურაკულ“ ორგანიზაციებში ფულის გამო მუშაობა. სხვათა შორის, სამხედრო ბაზაზეც ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით – სამხედრო თარჯიმნობა ჩემი პროფესიაა.  მანამდე, ხუთი წელი ამერიკის საელჩოში ვმუშაობდი, სპეცდანიშნულების რაზმშიც გახლდით სამხედრო თარჯიმნად.  ჩემი ბევრი მეგობარი – ძმაბიჭები, 2008 წელს დაიღუპა, იმ უაზრო ომში. მოკლედ, მუსიკა გვერდზე მქონდა გადადებული და სამშობლოს ვემსახურებოდი. დავიტანჯე მუსიკის გარეშე, დავწერე განცხადება. ამერიკელები არ მიწერდნენ ხელს, არ უნდოდათ ჩემი გაშვება, მაგრამ მაინც წამოვედი. მერე „ანა-ბანას“ სატელებიზიო პროექტის წამყვანი გავხდი და ჩემს სფეროში დაბრუნებით ბედნიერებაც დამიბრუნდა. სიხარულით დავფრინავდი. პარალელურად, „სანოს“ სტუდიაში ვმუშაობდი. იქიდან „ბრავო-რეკორდსში“ და მივხვდი, აქ იმის ნახევარსაც ვერ ვაკეთებდი, რისი გაკეთებაც მინდოდა. დავკარი ფეხი და ამერიკაში წავედი. ნულიდან, თავიდან დავიწყე ცხოვრება და შვიდ წელში, უკვე, ჩემი 13 კომპოზიცია გამოვეცი, რაზეც აქ, ჩემს ქვეყანაში, ვერც კი ვიოცნებებდი. მინდა, მეტი ვაკეთო, მაქსიმალურად დავიხარჯო და იმ შედეგით დავტკბე, რასაც ვაკეთებ. რაც მთავარია, ნაბიჯი გადავდგი. დღეს ამერიკის მოქალაქე ვარ და ჩასვლა-ჩამოსვლის პრობლემა აღარ მაქვს.
–  რომ მიდიოდი, იცოდი, რომ წინ ბევრი პრობლემა გელოდა, იყო რისკი და ფაქტობრივად, ცხოვრება თავიდან უნდა დაგეწყო? ამისთვის მზად იყავი?
– ჩემი თავის რეალიზება, ისე, როგორც მინდოდა, აქ ვერ მოვახერხე და ეს იყო ჩემი წასვლის მიზეზი. 2013 წლის თებერვალში წავედი საქართველოდან და ზუსტად მქონდა გათვლილი ის სირთულეები, რისი გავლაც და გადალახვაც მომიწევდა.  იქ ჩასულს, ჩემმა მეგობრებმა გამიწიეს რეკომენდაცია და მოვხვდი სერიოზულ კომპანიაში, მანჰეტენზე, ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც მაღალი დონის მუსიკოსები მოდიოდნენ. ჩვენთან, როცა მომღერალი წერს სიმღერას, ამოიღებ ტელეფონს, ჩართავ და იღებ, იქ ეს არ „მოსულა“, ამის შანსი არაა. ჯარიმაა სერიოზული და თან, სამსახურში მისული, დაცვას ვუტოვებდით ტელეფონს. აქ მეკითხებიან, არ გაქვს რამე ჩანაწერი, გვანახვეო. მართლა არ მაქვს და რომც მქონდეს, იმ აკრძალვებს ვერ გადავახტები, რაც იქ მოქმედებს. ისე,  გაგიმხელთ და კი მაქვს ორი ვიდეო, ჩუმად გადაღებული, მაგრამ ვერავის ვაჩვენებ (იცინის). რომ გამიგონ, დამიჭერენ. მოკლედ, ფილადელფიიდან ნიუ-იორკში გადავბარგდი და ფაქტობრივად, მეორედ კიდევ ნულიდან დავიწყე ცხოვრება.  რთული იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უბედნიერესი ვიყავი. კიდევ კარგი, ენის პრობლემა არ მქონდა, თორემ ამხელა მეგაპოლისში შიშით მოვკვდებოდი (იცინის). ცათამბჯენები, გიჟებივით მოსიარულე ხალხი, საოცარი ცხოვრების ტემპი და არავის აინტერესებს, ვინ ხარ, ზედ არ გიყურებენ. მეც ავუწყვე ფეხი, ბევრი სამუშაო გამოვიცვალე და დღეს კმაყოფილი ვარ. გამიმართლა, კარგი და ცნობილი ადამიანი გავიცანი. ახლა ამ კონტაქტებს ვამყარებ და ამერიკის კომპოზიტორთა ასოციაციის წევრიც გავხდი. მოკლედ, სტუდიაში, მანჰეტენზე, ერთი წელი ვიმუშავე და მერე, სტუდია დაიხურა. აი, მაშინ დადგა პრობლემა, როგორ მერჩინა თავი და რა მეკეთებინა. ერთი წელი მუსიკალური აპარატურის, კაბელების, მიკროფონების მტვირთავად ვმუშაობდი. ასეა ემიგრანტების უმეტესობა – იმ საქმეს აკეთებს, რაც არ უნდა, მაგრამ იძულებულია, სხვა გზა არაა. ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამდენს მუშაობენ, რომ ორი კაპიკი გამოიმუშაონ და ოჯახებს გამოუგზავნონ. ფაქტობრივად, ორჯერ მომიხდა ცხოვრების თავიდან დაწყება და შევძელი. რომ ჩავედი, შიში არ მქონია, თამამად ვიღებდი გადაწყვეტილებებს, უბრალოდ, მივხვდი, რომ ცათამბჯენების ფონზე, ძალიან პატარა ვარ. იცით, რატომაა ჩემთვის იოლი ცხოვრება? რასაც ვამბობ, სიმართლეა. ამ  სიმართლით ჩავედი ამერიკაშიც, დავიქირავე ადვოკატები, რომლებმაც ჩემი ქეისი შექმნეს, როგორც ნიჭიერი პროდიუსერის, რომელსაც ბევრი საერთაშორისო პროექტი გაუკეთებია და ამერიკის საემიგრაციომ და მთავრობამ მომანიჭა მუშაობის უფლება, რვა თვის მერე კი – მწვანე ბარათი.
– ამბობენ, ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ოცნებები ხდებაო. შენი ამერიკული ოცნება თუ აიხდინე?
– ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ოცნებები ნამდვილად ხდება. პირადად მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ შევხვდებოდი ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც არიან: „50 ცენტი“, ალიშა ქის, ჯეიზი, ლეიდი გაგა. ერთ რამეში დავრწმუნდი – თუ შენს საქმეში პროფესიონალი ხარ, გჯერა შენი თავის და შესაძლებლობების, მშვიდი და გაწონასწორებული ხარ, არ არსებობს ამერიკაში არ დაგინახონ, შეგამჩნიონ და არ დაგაფასონ. ბევრი შურის თვალითაც გიყურებს და ფიქრობს: ვინ არის ეს ჩამოსულიო... მიხარია, რომ შევძელი წასვლა, ჩემი საქმის რეალიზება და იმ საქმის კეთება, რაც მიყვარს. აქ რასაც ვაკეთებდი, ზღვაში წვეთი იყო. იქ ჩასული კი მივხვდი, რომ საქართველოში სერიოზული არაფერი გამიკეთებია. ბანკში სესხი ავიღე, გამოვიტანე აპარატურა, გავხსენი ხმის ჩამწერი სტუდია, დავარეგისტრირე და ნელ-ნელა ჩემი ნაწარმოებები ცნობილ მუსიკალურ ვებ-საიტებზე აიტვირთა. ეს დიდი პლატფორმაა და ჩემთვის უდიდესი რეალიზება. ამერიკაში არსებობს მუსიკალური ბიბლიოთეკები და მათთანაც ვთანამშრომლობ. უფრო მეტად გამიჩნდა ხვალინდელი დღის იმედი. ახლა ჩემს ქვეყანაში დროებით ვარ ჩამოსული, თუმცა არ ვიცი, რამდენი ხნით. ჯერ მონატრებული ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ჩემი ქვეყნის მოსიყვარულებით ვარ დაკავებული.
– ანუ, ამერიკაში წასვლა, შენი მხრიდან, ერთგვარი მსხვერპლის გაღება იყო?
–  თუ ცხოვრებაში მსხვერპლი არ გაიღე, ისე წარმატება არ მოდის. ბევრი შრომისა და იღბლის გარდა, რომ არა მეგობრების დახმარება, ამერიკაში ვერაფერს მივაღწევდი. ყველა გვერდით დამიდგა.

скачать dle 11.3