კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ირმა სოხაძე: მე რომ რეზომ ცოლად მომიყვანა, სამმა გოგომ თავი მოიწამლა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ირმა სოხაძეს 44-წლიანი სიყვარულის ისტორია და საამაყო ოჯახი აქვს. ორი ძალიან დამოუკიდებელი და საკუთარ საქმეში წარმატებული შვილი, სიძეები და შვილიშვილები მისი ბედნიერების წყაროა.
  ირმა სოხაძე: ვგიჟდები ჩემს ორივე სიძეზე. უფროსი ქალიშვილის, სალომეს მეუღლე ალბანელია – ადრიან ბრისკუ. ისაა ჩვენი პირველი სიძე. არაჩვეულებრივი ადამიანია, განათლებული, ჭკვიანი, საქართველოზე შეყვარებული, ცხრა ენა იცის და მათ შორის ქართული – გადასარევად. ვინც კი ერთხელ ნახავს, ამ ადამიანით ყველა ინუსხება.
– მეორე სიძე, პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილი, თავის დროზე, როცა თქვენთან გასასინჯად მოსულა, დაგიწუნებიათ.
– ეს არის ჩემი გამოუსწორებელი შეცდომა. რომელზეც ძალიან ვდარდობ (იცინის). მართლა ვნანობ. საიდუმლოდ გეტყვით, რომ ახლა ბავშვი რომ მოდის ჩემთან  სტუდიაში, მაინცდამაინც არ ვუყურებ, აქვს თუ არა სმენა, იმიტომ რომ დღეს ძალიან ცოტას აქვს გამორჩეული მუსიკალური მონაცემები. მათგან მომღერლები არ დადგებიან, მაგრამ მეცადინეობის შედეგად ავამღერებთ ხოლმე. ადრე ძალიან განებივრებულები ვიყავით ამ თვალსაზრისით გამორჩეული ბავშვებით. თან, იმ დროს სწავლა უფასო იყო და უამრავი ბავშვი მოდიოდა, მათ შორის, ბევრი კარგი და შესაბამისად, მე უკვე მაღალ ხარისხზე მქონდა აქცენტი. თან სულ, მაქსიმუმ, ოცი ბავშვი მჭირდებოდა ხოლმე. ბექუნას მოსვლა მე და დედამისმა მერე აღვიდგინეთ და ბევრი ვიცინეთ. უსაყვარლესი ბავშვი იყო, ცუდად არ მღეროდა და ახლაც მშვენივრად გამოსდის, მაგრამ იმ მომენტში, ალბათ, კონკრეტული სპექტაკლისთვის მისი ტიპაჟი არ მჭირდებოდა და ჩემს ბექუნას უარი ვუთხარი. მაგრამ მერე გამოვისყიდე და ახლა შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან ვეცადე, რომ მისი გული მომეგო და მგონი, მოვახერხე.
– ეს ის შემთხვევაა, როცა სიდედრი ცდილობს სიძის გულის მოგებას და არა პირიქით?
– ამ შემთხვევაში, ნამდვილად, მე ვცდილობდი, იმიტომ რომ ბექას არ სჭირდებოდა ეს, ისედაც მოგებული აქვს ჩემი გული, რადგან მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია. ძალიან დიდ პატივს ვცემ.
– პირველად რომ შეხვდით, არ იცოდით ეს ისტორია?
– არა, მერე მითხრეს. პრაღაში ვიყავი წასული ოთხი თვით. ჩემი უფროსი შვილიშვილი – მაქსი ათი თვის იყო და სალომეს დახმარება სჭირდებოდა. ერთი კვირით ჩამოვედი ჩემი დაბადების დღისთვის და ჩემმა შვილმა დამახვედრა ახალი ამბავი – ვთხოვდებიო. ვიცოდი, რომ ვიღაც ბიჭი არსებობდა, მაგრამ ასე სერიოზულად თუ იყო საქმე, არ მეგონა. შოკი იყო ჩემთვის – რა გეჩქარება, დედიკო, გაგვაცანი-მეთქი, ვუთხარი. როცა არ იცნობ შენი შვილისთვის ამდენად მნიშვნელოვან ადამიანს, ძალიან რთულია. ცოტა შემეშინდა და უცებ, გწყინს კიდეც, ეს გადაწყვეტილება რომ შენ გარეშე მიიღო. ორ დღეში მოვიდნენ გასაცნობად მთელი ოჯახით. აღმოჩნდა, რომ ბექას მამას ვიცნობდი. ფანტასტიკური ადამიანია, იუზა ნაცვლიშვილი – ცნობილი დიზაინერი, მხატვარი, გამომგონებელი. თბილისის პირველი მოდელების სახლის – „გიზო ბერაძის სახლის“ მთავარი მხატვარი და დიზაინერი იყო. პატარა რომ ვიყავი, როცა გასტროლზე სხვა ქვეყანაში მივდიოდი, ძალიან ხშირად იქ ვიკერავდი ხოლმე კაბებს. ბექას დედა – ფერიდე კი მაშინ გავიცანი. არაჩვეულებრივი ფილოლოგია. თუ გინდა, ლიტერატურაზე საინტერესოდ და სასიამოვნოდ გესაუბრონ, ფერიდეს უნდა ჰკითხო ნებისმიერი რამ და იწყება ყველაზე საინტერესო ლექცია... ბექა გადასარევი ბიჭი იყო, რა ჰქონდა დასაწუნი, თან ასეთი ოჯახი ჰქონდა და მეც დავმშვიდდი. ფერიდემ მითხრა, შენ ჩემი შვილი ერთხელ უკვე დაიწუნე და მეორედ არ გაბედოო (იცინის). ის ერთიც რა სისულელე მომივიდა და მეორედ როგორ ვიკადრებდი (იცინის). ძალიან მიხარია, რომ მან და ჩემმა შვილმა ერთმანეთი ნახეს.
– ამბობენ, პოლიტიკოსის ცოლობა არაა მარტივიო, თქვენი შვილისგან თუ გრძნობთ ამას?
– მაინცდამაინც არა. ნატა საჩუქარი ადამიანია. ბავშვობაში მშვიდობის მტრედს ვეძახდით. დაბადებიდან დიპლომატია, საოცრად ამარტივებს ყველა სირთულეს. ეს მისთვის მე არ მისწავლებია. შესაძლოა, ეს ფაქტორი რაღაცებში უშლის ხელს, მაგრამ ის ძალიან თავდაჭერილი ადამიანია.
– უფროს შვილს – სალომეს ალბანელი მეუღლე ჰყავს. თავის დროზე გაგიჭირდათ სხვა ეროვნების სიძის მიღება?
– ეს იყო კომედია. სალომე ბრაიტონის უნივერსიტეტში სწავლობდა მაგისტრატურაზე და იქ გაიცნო ადრიანი. მითხრა, დედა, ძალიან კარგი ბიჭი გავიცანი, მოვწონვარ და მეც მომწონს, მაგრამ ალბათ არაფერი იქნება, ალბანელია და რა ვიციო. ერთ კვირაში უკვე სხვა ტონალობაში მესაუბრებოდა. ერთ თვეში კი – უფრო სხვა და წლის ბოლოს მითხრა: არაფერი გამოვა. ბუდაპეშტში მივდივარ სწავლის გასაგრძელებლად და ალბათ, დავშორდებით მე და ადრიანიო. ჩავიდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში და ადრიანი იქ დახვდა. ეს დიდი სიურპრიზი იყო. რომ არ მოვიტყუო, არასდროს მქონია ეროვნებაზე გართულება. შესაძლოა, იმიტომ რომ ჩემს ძმას გერმანელი მეუღლე ჰყავდა და სამი ფანტასტიკური, ნახევრად გერმანელი ძმისშვილი მყავს. სალომე პატარაობიდანვე ისეთი შეხედულებების ბავშვი იყო, სულ ვნერვიულობდი, ქართველ ქმარს ვერ აიტანს და ოჯახი დაენგრევა-მეთქი. მამამისზე გიჟდება და რეზოზე კარგი ქართველი ქმარი მართლა რთულად წარმოსადგენია. მაგრამ ათი წლის იყო, როცა მკითხა: მამიკო ხომ კარგი ქმარიაო? კი, დედა, უკეთესი არ არსებობს-მეთქი. აბა, ხანდახან, რომ გირეკავს და გეუბნება, მოვდივარო, მაგრამ შემდეგ ამხანაგი შეხვდება და ორი საათის დაგვიანებით მოდის, ეს კარგიაო? მე ეს ძალიან ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნდა. სალომეს სხვანაირი აზროვნება ჰქონდა. თითქოს, ევროპაში იყო გაზრდილი, მაგრამ რეალურად ასეთად დაიბადა. მისთვის ეს ყველაფერი არავის უსწავლებია. არ მოსწონდა და მორჩა. 11 წლის იქნებოდა, რომ გამომიცხადა, მე ქართველი ქმარი არ მინდაო (იცინის). ამიტომ ძალიან ვღელავდი, სად ნახავს უცხოელს და კარგს-მეთქი? შესაბამისად, ძალიანაც სიხარულით შევხვდი ამ ამბავს. მთავარი იყო, მენახა, როგორი იყო ეს ადამიანი. ადრიანი რომ ვნახე, უზომოდ შემიყვარდა. ისეთი ბიჭია, გამორიცხულია, ერთხელ დაგელაპარაკოს და გული არ გაგითბოს. ჩემი მეუღლე თავიდან ძალიან ნერვიულობდა, არ ვიცი, ვინ არისო. კაცებს, საერთოდ, გოგონების გათხოვებაზე საოცრებები სჭირთ. არ ვიცი, მამაჩემი როგორ შეეგუა, რომ მე 19 წლის გამიშვა სახლიდან. მაგრამ რეზო საკუთარი შვილივით უყვარდა. 16 წლის ვიყავი, რეზო რომ გავიცანით. გერმანიაში ვიყავით, მამა იყო დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენ კი ვმღეროდით. იქიდან უკვე მწარედ შეყვარებული ჩამოვედი, მაგრამ ვმალავდი (იცინის). ჩვენთან ყოველ მეორე დღეს სუფრა იშლებოდა და სხვებთან ერთად, რეზოც მოდიოდა. მამაჩემი გიჟდებოდა მასზე და არაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონდა. მაშინ რეზო ისეთი პოპულარული იყო, ვერც მოვძებნი ანალოგს დღევანდელ შოუ-ბიზნესში. მე რომ ცოლად მომიყვანა, სამმა გოგომ თავი მოიწამლა (იცინის). ძალიან უყვარდათ. კარგი ბიჭი იყო, სიმპათიური, მაღალი. ყველაფერი კარგად გამოსდიოდა: გიტარა, ანეკდოტები, სუფრა, თამადობა. ფენომენური იუმორი აქვს. ბევრი ისეთი თვისებაც, მე რომ არ მიყვარს, მაგრამ ისეთი იუმორი აქვს, ყველაფერს გამოისყიდის. გაბრაზებული რომ ხარ, უცებ ისეთ რამეს გეტყვის, საერთოდ გიქრება კამათის სურვილი და ბედნიერი აგრძელებ ცხოვრებას.
– ტრადიციული ოჯახი გაქვთ, ახლა რამდენად ახერხებთ შეკრებას და ოჯახური საღამოების მოწყობას?
– ისე ვეღარ ვახერხებთ. მამაჩემი იყო ამ ყველაფრის შემდუღაბებელი. იტყოდა ხოლმე, მოდი ხვალ საღამოს შევუბეროთო. დაპატიჟებდა თავის რამდენიმე მეგობარს, ჩვენს მეგობრებს, ვინც ძალიან უყვარდა – ასაკობრივი ზღვარი მისთვის სრულიად უმნიშვნელო იყო. ალბათ, იმიტომ, რომ ლექტორი იყო და სულ სტუდენდებთან ჰქონდა ურთიერთობა. ალბათ, იმიტომაც შემელია ისე მარტივად, რომ რეზო სამი წელი, ყოველ მეორე დღეს სუფრასთან ეჯდა. ძმაკაცობდნენ, სანადიროდ ერთად დადიოდნენ. იცოდა, ვისთანაც მიშვებდა, ამიტომ არ ჰქონდა პრობლემა. ახლანდელ სიტუაციას რაც შეეხება, უფრო დღესასწაულებზე თუ ვახერხებთ შეკრებას. ახალ წელს, ტრადიციულად, დედაჩემის სახლში ვხვდებით. ჩემი ძმა ჩამოდის გერმანიიდან, სალომე – პრაღიდან ქმართან და შვილთან ერთად. ნატა, ბექა და ბავშვები სახლში ხვდებიან, შემდეგ ჩვენთან მოდიან და ყველა ერთად ვიკრიბებით.
– შვილიშვილები...
– შვილიშვილები ადამიანისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. სალომეს ერთი შვილი ჰყავს, ნატას – ორი. მათ გამო ყველაფერს გვერდზე გადავდებ. მე შვილების აღზრდაში დედა დამეხმარა ძალიან, ზედმეტადაც კი. დღეს ვფიქრობ, რომ ასეც არ შეიძლება და ეს ჩემი ბრალია. მაშინ მეგონა, რომ ნორმალური იყო, რადგან ვსწავლობდი, ვმღეროდი, ძალიან ბევრი საქმე მქონდა და ვფიქრობდი, რა მოხდა, რომ სალომე დედაჩემთანაა-მეთქი. მოხდა! შვილი დედამ უნდა გაზარდოს. არაფერი მოხდებოდა, ერთი წელი აკადემიური რომ ამეღო, მაგრამ პატარას გეშინია, გეზარება და საიმედო ხელში რომ გყავს, თან კარიერულადაც უკან არ იხევ, ძალიან ბედნიერი ხარ. დღეს ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა. მე ჩემს თავს დავაკელი სალომესთან ურთიერთობა, თორემ მას არაფერი დაუკარგავს.

скачать dle 11.3