კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№9 რატომ ეშინოდათ შაკო ღელეყვასა და სალი შუბითიძეს ურთიერთობის გასაჯაროების და რის გამო იყვნენ ისინი დაშორებულები

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ჯგუფ „ნიუტონის“  წევრი შაკო ღელეყვა მალე დაქორწინდება. მისი რჩეული, ასევე მუსიკოსი, სალომე შუბითიძეა. მათი სიყვარულის ისტორია ოთხი წლის წინ მეგობრობით დაიწყო და შემდეგ დიდ გრძნობაში გადაიზარდა. წყვილმა არაერთი დაბრკოლება გადალახა. ერთ-ერთი 17-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო. შაკომ სალომეს გულის მოსაგებად ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ამ ისტორიის ყველასთვის მოულოდნელი ფინალი ხელის თხოვნის მომენტი იყო – მუსიკოსმა ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში სთხოვა ხელი სალომეს, რაზეც თანხმობა მიიღო.
  სალომე: დაახლოებით, ოთხი წელია, რაც ვმეგობრობთ. ერთმანეთი ბაბიმ გაგვაცნო და მერე ნელ-ნელა აეწყო ყველაფერი. თავიდანვე ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით და სწორედ, ამიტომ დავინეტრესდით ერთმანეთით. მერე, ქიმიას რომ იგრძნობ, ისე მოხდა და დიდი კრძალვითა და მორიდებით დავიწყეთ ურთიერთობა. შაკო დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია.
  შაკო: პირველივე შეხვედრაზე ბაბიმ თქვა, რომ სალი გიტარაზე უკრავდა და მაშინვე შევეკითხე – კარგი აკორდები იცი, თუ გასწავლო-მეთქი (იცინის).
  სალომე: ყველაფერი აქედან დაიწყო, მერე კი ჩვენით შეგვიყვარდა ერთმანეთი (იცინის).
– როდის მიხვდით, რომ ეს ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს გასცდა?
  შაკო: ვხვდებოდი, რომ ეს გოგო არავისთვის მემეტებოდა. უბრალოდ, ჩემთან შედარებით იმდენად პატარა იყო, ვფიქრობდი, თავისი გზა უნდა ეპოვა. მერე, საბოლოოდ, მაინც მივხვდი, რომ სხვისთვის ვერ გავიმეტებდი და დიდი პაუზების მერე ეს გადაწყვეტილება მივიღე. ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით – აი, სხვა რომ არ გჭირდება. ყველა თემაზე უპრობლემოდ ვლაპარაკობდით და მშვენივრად ვუგებდით ერთმანეთს.
  სალომე: არავის არავისთვის სიყვარული არ აუხსნია და არანაირი რომანტიკა არ ყოფილა. მეგობრობიდან როგორც გადადის ხოლმე სხვა ურთიერთობაში, ასეთი სტანდარტული სიტუაცია იყო ჩვენს შემთხვევაშიც. უბრალოდ, განსხვავება ის იყო, რომ დიდი დაბრკოლებები გადავლახეთ, თუნდაც, ასაკობრივი ბარიერის გამო. ბევრჯერ მითქვამს, რომ პირველივე წამიდან შემიყვარდა, თავიდანვე რაღაც უცნაური ვიგრძენი.
– რამდენი წელია სხვაობა და რა დაბრკოლებებს გულისხმობთ?
– 17 წელია, ხან 18 გააჩნია რომელი თვეა (იცინის). ვმალავდით ურთიერთობას, ისე რომ, არავინ იცოდა, მაგრამ მაინც გვეშინოდა რაღაცების. უფრო იმიტომ
ვმალავდით, რომ არაადეკვატურად არ დაეწყოთ ჩურჩული. ყველაზე მეტად ვისიც ამ საკითხში მეშინოდა, იყო ბებიაჩემი. ამ დროის განმავლობაში ბევრჯერ ჰყავდა შაკო ნანახი, მაგრამ ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ იყო უფროსი მეგობარი. ბებიას არც არასოდეს უკვირდა ჩემგან უფროსი მეგობრები, ბაბიც უფროსი იყო ჩემზე. თან, ჩემს ოჯახში ყველამ იცის, რომ ჩემი ასაკის ხალხთან ვერ ვმეგობრობ. ბებიამ ყველაფერი გაიგო პირდაპირი ეთერიდან და რეაქცია ჰქონდა შემდეგი:  უფ, ასაკი? სალომე ვერც წარმომედგინა პატარა ბიჭთანო. ისე გამიხარდა მისი ეს დამოკიდებულება, დიდი შვება ვიგრძენი. ისე, მე და შაკოს გვქონდა რაღაც უთანხმოებებიც, მაგრამ არასოდეს გვიჩხუბია. თუ რამე იყო, პირდაპირ დაშორების გადაწყვეტილებას ვიღებდით ხოლმე (იცინის).  
  შაკო: ჩემებურად განვიცდიდი ამ საკითხს და ვფიქრობდი, რომ მას ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა პროფესიის, კარიერის მხრივ და ამაში ხელის შეშლა არ მინდოდა. ამიტომ ჯობდა, ჩემში დამეთრგუნა რაღაცები, უბრალოდ, ვეღარ გავუძელი. მქონდა პრობლემა, მაინც ვერ ვბედავდი. ახლა ყველაფერი დაძლეული მაქვს. „რამ გადაგრია ამხელა კაცი“ და მსგავსი სულელური რაღაცები რომ მესმოდა, ჩემზე მოქმედებდა. ბოლოს ყველას მივახვედრე, რომ სახუმარო თემა არ იყო.
  სალომე: ჩემი სიყვარული რომ გამოეხატა, შაკოს ორი ვარიანტი ჰქონდა: ან უნდა გავეშვი ჩემს გზაზე, ან თავად უნდა შეეწყო ხელი ისე, რომ ერთად ყოფნის დროს კარიერული ნაწილიც წინ წამოეწია. ჯერ პირველი გადაწყვეტილება მიიღო, მერე ერთი თვე იფიქრა და  მეორე აირჩია (იცინის).
– დაშორებულები იყავით?
– კი, სწორედ ამ მიზეზით, სანამ ხელს მთხოვდა, ერთი თვე დაშორებულები ვიყავით. ხელის თხოვნაც მაგიტომ იყო მოულოდნელი და ემოციური.
– შაკო, მოგვიყევი ხელის თხოვნის დეტალები...
  შაკო: თავიდან სულ სხვა სიტუაციაში მინდოდა გამეკეთებინა, მერე ქალბატონმა განაცხადა, რომ ერთი კვირით მიდიოდა სადღაც დასასვენებლად და ეს უკვე მიცვლიდა გეგმებს. მერე მოვიფიქრე ეს პირდაპირი ეთერი. პროდიუსერთან შეხვედრაზე რომ მივდიოდი, მანქანამ დამარტყა, ვიფიქრე, ღმერთი ხომ არ მანიშნებს, რომ დავანებო ამ გოგოს თავი-მეთქი (იცინის). ტელევიზიაშიც ძალიან ჩართულები იყვნენ. პროდიუსერმა მითხრა, იქნებ დროებით გადადო. სალის ველაპარაკეთ, ძალიან გაღიზიანებულია, მაინც ცნობილი სახე ხარ და არ შერცხვეო. არა, მზად ვარ ყველაფრისთვის-მეთქი. წინა დღეებში ისე ვღელავდი, დამამშვიდებელს ვსვამდი.
  სალომე: ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ეს ეთერი არავის არ დაუგეგმავს, მე მართლა ვიყავი მიწვეული გადაცემაში ჩემს ამბებზე სასაუბროდ და ეს იცოდა შაკომ. ვერც წარმოვიდგენდი ასეთ რაღაცას. შორიდან მომდიოდა ამბები, შაკო შენზე სერიოზულად ფიქრობს და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ ვიჯერებდი, თან, ერთი წლის წინაც გვქონდა რაღაც იგივე სიტუაცია. ეთერის წინა საღამოს დავიბარე აცრემლებული თვალებით და გადავწყვიტე, კიდევ მეთქვა, რომ უნდა დავშორებოდით, არადა, ისედაც დაშორებულები ვიყავით (იცინის).
  შაკო: წავედი ბეჭდის საყიდლად და პროდიუსერმა კიდევ დამირეკა, არ გირჩევო. წამოვედი, აღარ ვიყიდე და რომ დამიბარა სალაპარაკოდ, დავინახე ის ნაპერწკალი, რამაც გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. თან, ეს ყველაფერი ჩემი სტილი არაა, მანამდე ვიდეო ჩავწერე, ცნობილი ადამიანები მიმართავდნენ სალის: შაკოს ძალიან უყვარხარ. მერე მინიონი გავუგზავნე.
  სალომე: ეს ხომ მოძველებული რაღაცაა, მაგრამ შაკო რომ აკეთებს საერთოდ სხვა თემაა. შორსაა მსგავსი რაღაცებისგან.  მინიონებზე ვგიჟდები და ჩემთვის ვფიქრობდი, ღმერთო, რაღა ეხლა, ცოტა ადრე გაეკეთებინა ასეთი რამეები-მეთქი (იცინის).
– ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს თქვენი ამბავი?
– ურთიერთობის დაწყებიდან სადღაც ნახევარ წელიწადში გადავწყვიტე, რომ ჩემებს უნდა სცოდნოდათ ყველაფერი. დედაჩემისთვის მის დაქალს ვათქმევინე, თან ეჭვი ისედაც ჰქონდა. დედამ კი – მე ეს უკვე სიზმარში მქონდა ნანახიო (იცინის). მოკლედ, არავის გაჰკვირვებია. მამამაც ყველაფერი უპრობლემოდ მიიღო. შაკოს მხარე იყო ძალიან საინტერესო, რადგან შაკოს ჰყავს შვილი – თათა, 15 წლის. ასევე, მშობლები და ძმა თავისი ოჯახით. თათა არის უმაგრესი გოგო. სხვათა შორის, მასთანაც ვმეგობრობდი. შაკოს ოჯახთან ურთიერთობა დღეს არ დაწყებულა, დაახლოებით, ორი წელია, ვიცნობ ამ ერთმანეთზე კარგ ადამიანებს. ის, რაც უნდა გაიგოს ხალხმა – თუ რა სიწმინდესთან და რეალურ ამბავთან გვაქვს საქმე, სწორედ ეს გაიგეს ამ ადამიანებმა სრული სიზუსტით.
– ქორწილს გეგმავთ?
  შაკო: მე მომინდა ძალიან ქორწილის გაკეთება. ქორწილი აუცილებლად იქნება, ოღონდ როდის, ეგ არ ვიცით.
  სალომე: შაკოსთან ურთიერთობა, რომ დავიწყე, შევიყვარე ისეთი, როგორიც იყო – ურთულესი. რა ქორწილი მოუნდა, ცოტა ვერ ვხვდები (იცინის). არასოდეს მიფიქრია ქორწილზე და კაბაზე, როგორი თაიგული უნდა მჭეროდა და ასე შემდეგ. ასევე, არ ვფიქრობდი ძაღლის ყოლაზე, თუმცა დღეს სახლში ძაღლიც მყავს და ქორწილის ამბებიც ნაწილობივ დაგეგმილია. არ ვიცი, პატარძლის როლს როგორ მოვირგებ, მაგრამ ჩვენი ქორწილი ერთი დიდი კონცერტი იქნება.

скачать dle 11.3