კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ამ ბოლო დროს სახის კანი ძალიან მექერცლება. მიუხედავად იმისა, რომ ძვირად ღირებულ საცხებსა და კოსმეტიკას ვხმარობ, ეს პრობლემა ვერ გადავჭერი. მინდა, შინაური რეცეპტი ვცადო და რას მირჩევთ?
პასუხი: თქვენს აქერცლილ კანს ცხიმიანი ხაჭოს, სტაფილოს წვენისა და რძის ნიღაბი დაეხმარება. აურიეთ ისინი სხვადასხვა პროპორციით და გაიჩერეთ კანზე 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაისვით მკვებავი კრემი, რომელიც თქვენი კანის ტიპისა და ასაკის შესაბამისია.
კითხვა: მაქვს მშრალი კანი. ყოველდღიურად ვისვამ ფხვიერ ტონალურს, თუმცა მისი ეფექტი არ მომწონს. რომელი სტრუქტურის ტონალურს მირჩევთ?
პასუხი: მშრალი კანისთვის ძალიან კარგია კრემოვანი ტონალური. მისი ტექსტურა კვებავს კანს, რის შემდეგაც სახის კანი იდეალურად გამოიყურება.
კითხვა: მაქვს მგრძნობიარე კანი. მინდა, თვითონ გავიწმინდო სახლის პირობებში სამზარეულოს ინგრედიენტებით. მსგავსი პროცედურა არასდროს ჩამიტარებია და მინდა, ექსპერიმენტის დონეზე გავრისკო. როგორ მოვამზადო ამისთვის პილინგი?
პასუხი: ეს მსუბუქი პილინგი, სწორედ რომ, მგრძნობიარე კანისთვისაა: 1 სუფრის კოვზ მანანის ფაფას შეურიეთ რძიანი შვრიის ფაფა, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და კვერცხის გული. მიღებული მასა კანზე წაისვით და დაელოდეთ, სანამ კარგად არ შეშრება. შემდეგ კი ფრთხილად ჩამოიბანეთ.
კითხვა: თმა მოკლედ მაქვს შეჭრილი და გვერდებზე რომ გადაიწიოს, დიდი ხანია, ერთსა და იმავე ადგილას მეტალის სამაგრებს ვიკეთებ. შევამჩნიე, რომ იმ ადგილას თმა შემითხელდა და გაუხეშდა. შესაძლოა, სამაგრის ბრალი იყოს?
პასუხი: მეტალის თმის დამაფიქსირებლები ჭიმავენ და აზიანებენ თმას. ამიტომ, რეკომენდებულია, მათი ქსოვილის სამაგრით ჩანაცვლება.


скачать dle 11.3