კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 კანის გაახალგაზრდავება ბრინჯისა და ჟელატინის ნიღბებით

ნინო კანდელაკი ანი რევია

  სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად სულაც არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. საკმარისია, მარტივი, სახლის პირობებში, ნატურალური ინგრედიენტებისგან მომზადებული საშუალებებით მოუაროთ თავს. მაგალითად, თუ კვირაში ერთხელ ბრინჯის ნიღაბს გაიკეთებთ, დარწმუნებული იყავით, რომ სულ მალე, თქვენს კანს ათი წლით გააახალგაზრდავებთ. მისი ეფექტი, ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროდუქციასაც დაგავიწყებთ, ბევრი ფულის ხარჯვაც აღარ მოგიწევთ, საიმედოდ დაიცავთ თავს ნაადრევი სიბერისგან, გაისწორებთ ნაოჭებს, სათანადოდ დაიტენიანებთ და გამოკვებავთ კანს. ზოგადად, ბრინჯი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. ის აგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს და საგრძნობლად ანელებს დაბერების პროცესს, რაც სილამაზისა და ახალგაზრდობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
  ბრინჯის ნიღაბი: 3 სუფრის კოვზი ბრინჯი მოხარშეთ წყალში. სითხე გადაღვარეთ სხვა ჭურჭელში და შეინახეთ, ხოლო მოხარშული ბრინჯი გამდინარე, ცივ წყალში გაავლეთ. ბრინჯს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თბილი რძე და 1 სუფრის კოვზი თაფლი. კარგად ათქვიფეთ და წაისვით სახის კანზე, კისერსა და დეკოლტის ზონაზე. ნახევარი საათის მერე ჩამოიბანეთ ბრინჯის ნახარშით ანუ იმ წყლით, რომელშიც ბრინჯი მოიხარშა. თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ ჩაიტარებთ, სულ მალე შენიშნავთ, როგორ მცირდება ნაოჭები, კანს უბრუნდება ელასტიკურობა, დატენიანებულია და „გამოკვებილი“.
  ნაოჭების შემცირებასა და ნაადრევად კანის დაბერების პროცესის შეჩერებაში ჟელატინის ნიღაბიც ძალიან დაგეხმარებათ. ის არა მარტო გააახლაგაზრდავებს თქვენს კანს და შეგიწყობთ ხელს ნაოჭების გასწორებაში, არამედ მას გაცილებით ჯანსაღ ფერსაც მიანიჭებს. მისი რეგულარული გამოყენებით სასიამოვნო ცვლილებები სულ მალე ხდება თვალშისაცემი: ღრმა ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევია, გამონაყარი ქრება, კანის ტონი თანაბრდება და ლაქები მცირდება. კერძოდ, ჟელატინის ნიღბები, კანის გამოკვებისა და დატენიანების ხარჯზე, შეანელებს დაბერების პროცესს და ხელს შეგიწყობთ, ღრმა სიბერემდე ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ.
  ჟელატინის ნიღბისთვის დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი ჟელატინი, 1 კვერცხის გული, 5 სუფრის კოვზი რძე, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 10 წვეთი A ვიტამინი და 10 წვეთი E ვიტამინი. ნიღაბი ასე უნდა მოამზადოთ: ოთახის ტემპერატურის რძეში დაამატეთ ჟელატინი და დააყოვნეთ 30 წუთით, პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ ჩაამატეთ ყველა ინგრედიენტი და შეათბეთ წყლის აბაზანაზე. გამუდმებით ურიეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე გაიხსნას. თბილი მასა წრიული მოძრაობებით წაისვით სუფთა, დაბანილ სახის კანზე. ნახევარი საათის შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეგამოშვებით, ორი კვირის განმავლობაში.
  ასევე კარგია ჟელატინისა და ბანანის ნიღაბიც: 1 ჩაის კოვზ ჟელატინს დაასხით 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ დადგით წყლის აბაზანაზე, გაადნეთ და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ბანანის პიურე. კარგად აურიეთ და წაისვით თბილი. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი სახიდან რძეში დასველებული დოლბანდით მოიცილეთ.
  თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, 1 სუფრის კოვზ ჟელატინს, დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მაღალპროცენტიანი კარაქი. კარგად აურიეთ და გადაინაწილეთ სახის კანზე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
скачать dle 11.3