კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როცა ქალს უყვარს მსხვერპლი

დეშილ ჰემეთი
ახალგაზრდა ქალი შეცბუნებული მიაჩერდა  დაუპატიჟებელ სტუმარს.
– უკაცრვად, გიცნობთ?
– არა. ნამდვილად არ მიცნობთ. კევინის შესახებ მინდა, რამდენიმე კითხვა დაგისვათ.
– მასზე საუბარი არ მინდა. მით უფრო, ვიღაც უცნობთან. ასე რომ, კარგად ბრძანდებოდეთ, –  გაიმკაცრა ხმა ქალმა.
– უხეშობა არაფერში გამოგადგებათ, არ არის საჭირო. ნუთუ მისი მკვლელობის შესახებ არაფერი გაგიგიათ?
ქალი გაფითრდა, თუმცა სიმშვიდის შენარჩუნება სცადა.
– ბებო, ცოტა ხნით მარტო დაგვტოვე, – მიუბრუნდა კუთხეში მჯდარ მოხუცს და მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე.
– როგორ თუ მოკლეს? ვინ მოკლა? იქნებ შეცდომაა?!
– სამწუხაროდ, სიმართლეა, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ექიმებმა ვერაფერი უშველეს
– ნამდვილად იმ კუდიანის ბრალია, ის რომ არა....
– ვის გულისხმობთ?
– მის დედინაცვალს, საშინლად ავიწროვებდა კევინს. აიძულა, მიკარგულ კოლეჯში გადახვეწილიყო და ყველანაირ საშინელებას იქ გადაეყარა.
– რას გულისხმობთ, ქეით? შეგიძლიათ, დაწვრილებით მომიყვეთ, რას გადაეყარა?
– საშინელ მეგობრებს, ნარკოტიკებსა და სასმელს, ის კუდიანი ეუბნებოდა, რომ მთელ ოჯახს ტვირთად აწვა და მამამის სახელს უტეხდა
– საინტერესოა, პიტერზე რას ფიქრობთ?
– ვერ ვიტან მაგ ბიჭს!
– რატომ? ის და კევინი ხომ საუკეთესო მეგიბრები იყვნენ?
– ჰმ, საუკეთესო. მისი ბრალია, რომ დავშორდით, კევინისთვის პიტერი ნარკოტიკივით იყო, უფრო სწორად, ნარკოტიკის წყარო, ამიტომაც ვერ შორდებოდა.  მე უფრო მარტივად შემელია.
– მათ ჩხუბს ხომ არ შესწრებიხარ ან მათი საუბრისას რამე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავს.
დაფიქრდა.
– მგონი, ერთხელ. ისევ ნარკოტიკზე კამათობდნენ, კევინს ფული აღარ ჰქონდა პიტერი კი დოზას უფასოდ არ აძლევდა, ამაზე იჩხუბეს. კევინმა დამინახა კართან რომ ვიდექი, თუმცა არ შეიმჩნია, მეც შარში გახვევა არ მინდოდა და უკან გავბრუნდი. შემდეგ კი მისგან შორს ვიჭერდი თავს – არ მინდოდა ნარკომანი შეყვარებული.
– მაგრამ თავად არ გეშვებოდა, ხომ?
– დიახ, ვერ ეგუებოდა იმას, რომ არჩევნის წინაშე დავაყენე.
– შენი აზრით, პიტერს შეეძლო მისი მოკვლა?
მხრები აიჩეჩა.
– მან თქვა, რომ კევინმა შენ გამო იჩხუბა.
– ეგ სიმართლეა. ერთხელ ბარში ვიყავით, ვუთხარი, რომ არ მინდოდა მასთან ურთიერთობა, თუ ნარკოტიკს არ შეეშვებოდა.  ყვირილი დამიწყო და ხელს ძალიან მიჭერდა, ერთმა ტიპმა დაგვინახა და ჩემი დაცვა სცადა, ამის გამო იჩხუბეს.
– კარგი. გასაგებია, ქეით, თუ რამეს გაიგებ, ჩემს ნომერს დაგიტოვებ და დამირეკე.
– სად დაჭრეს?
– რომელიღაც ბართან ახლოს, ახლა, სწორედ, იქ მივდივარ.
– შეიძლება, მეც წამოვიდე?
– კარგი.
... ქეითი  სულაც არ ჩანდა ცუდი პიროვნება, იმის მიუხედავად, რომ ცოტა თავისებური იყო. როგორც გავიგე, ბებია ზრდიდა და ანებივრებდა, თუმცა, მშობლების დაკარგვით გადატანილი სტრესის გამო ცოტათი თავისებური გახდა...
– ეს ის პარკია, სადაც დაჭრეს. ბარში შევიდეთ და იქნებ რამე გავარკვიოთ, შენ არასდროს ყოფილხარ აქ?
– არა. ვერ ვიტან ასეთ ადგილებს, აქ მხოლოდ ლოთები დადიან...  
***
– გამარჯობა, შეიძლება რაღაც  გკითხოთ?
– დიახ, გისმენთ, დასალევი გინდათ?
– არა, ამ ბიჭს ხომ არ იცნობდით? –  ბარმენს კევინის ფოტო  უჩვენა, – კვირას ხომ არ ყოფილა თქვენს ბარში?
– კევინზე ამბობთ? ის ყოველთვის აქ დადის.
– კვირასაც იყო?
– დიახ ამ კვირასაც იყო, მეგობრებთან ერთად. დალიეს, იმხიარულეს... მერე ვიღაც ქალმა  მოაკითხა და დაიშალნენ.
– ვინ ქალმა? –  წამოიყვირა  ქეითმა.
– რა ხდება, ქალბატონო?
– კევინი ბარიდან გასვლის შემდეგ მოკლეს.
– რა?
– დიახ, თქვენ არაფერი გსმენიათ?
– არაფერი გამიგია.
– სადაც დაჭრეს, ის ადგილი აქედან არც ისე შორსაა, ხმაური როგორ ვერ გაიგეთ ან პოლიციის მოსვლა?
– მსგავსი არაფერი გამიგია, აქ დილამდე ვრჩებით, მაგრამ მუსიკა ბოლო ხმაზეა ხოლმე  ჩართული. გარეთ აფეთქებაც რომ იყოს, აქ ვერ გაიგებ.
– შეგიძლიათ, მითხრათ, კევინთან ერთად ვინ იყო?
– მისი მეგობრები იყვნენ. მგონი, ერთს პიტერი ჰქვია. სიმართლე გითხრათ, ყველაზე კარგად კევინს ვიცნობდი. დანარჩენები შემოდიოდნენ და მხოლოდ სვამდნენ, თუმცა ბარში ყველა ერთად დადიოდა.
– ანუ პიტერი ახლდა... კარგი, თუ რამეს გაიხსენებთ ან გაიგებთ, ნომერს დაგიტოვებთ და დამირეკეთ.
– როგორც იტყვით...
***
– ქეით, პიტერის გარდა არავის იცნობდი?
– არა, რადგან რაც კევინის ნარკოტიკებთან კავშირი გავიგე, მისი მეგობრებიც ავითვალწუნე. არავის გაცნობის სურვილი არ მქონდა. თქვენ დეტექტივი ხართ?
– არა, ექიმი. ნუ გიკვირს... უბრალოდ, ჩემს მეგობარს უსამართლოდ სდებენ ბრალს ამ მკვლელობაში.
– თქვენ კი სამართლიანობის აღდგენა გადაწყვიტეთ? გაბედული ნაბიჯია.
– გმადლობთ...
***
გადაწყვიტა, უკეთესი ალიბისთვის  ჯეინის ადვოკატთან, პიტერ კიმბელთან მისულიყო, გამოძიების შესახებ დალაპარაკებოდა და ჯეინის ციხეში გამოსაკეტად სამხილების შეგროვება ყველასგან დამოუკიდებლად უნდა  მოეხერხებინა.
პოლიციას ეგონა, კევინი მისმა კოლეჯის მეგობარმა მოკლა. არც ეს იყო ცუდი ვერსია, მაგრამ  ღალატისთვის, სწორედ, ჯეინი უნდა აღმოჩენილიყო ციხეში. დიახ, ნარკომანზე როგორ გაცვალა.  ჯერ ისევ ცოფდებოდა იმის გაფიქრებაზე, რომ კევინს ბარში მიაკითხა...
ქეითი კი ნამდვილად არ იყო ურიგო გოგო.
– იქნებ ქალიც მკვლელობის თანამონაწილეა... ან კიდევ მკვლელობის დამკვეთი...
 თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3