კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რატომ შეაცვლევინა სტალინმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი მეორე მსოფლიო ომის დროს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინი იდეური ადამიანი იყო და დასახული მიზნისკენ შეუპოვრად მიემართებოდა. ამასთან, თუ საჭირო გახდებოდა, საბჭოთა ბელადი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთგვარ ტაქტიკურ მანევრებსაც ახორციელებდა, რაც კიდევ უფრო უადვილებდა სვლას საწადელის მისაღწევად. თუმცა, ზოგიერთი ასეთ მანევრს ძირითადი პარტიული ხაზიდან გადახვევად მიიჩნევდა, რაც აბსოლუტურად არასწორი მოსაზრება იყო... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი სერგეი პავლოვი წერს: „სტალინი სწორედ ამიტომ იყო დიდი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომ თავისი მიზნისკენ შეუპოვრად მიისწრაფვოდა და ზოგჯერ ამას ისე ოსტატურად ნიღბავდა, რომ ოპონენტები შეცდომაში შეჰყავდა. ჯერ კიდევ სტალინის დაუძინებელი მტერი და ცილისმწამებელი ლევ ტროცკი წერდა: „სტალინი დიადი „დოზიროვშჩიკი“ (დოზის განმსაზღვრელი) იყო და თავის გეგმებს ნაწილ-ნაწილ (დოზირებულად), ისე ახორციელებდა, რომ ვერავინ ხვდებოდა მთავარ მიზანს. ხოლო, როდესაც ყველაფერს მიხვდებოდნენ, უკვე გვიან იყო – სტალინს დასახული გეგმა უკვე განხორციელებული ჰქონდა...  ამ შეფასებით ტროცკი სტალინის დაკნინებას ცდილობს და მას მატყუარობაში, ფლიდობაში ადანაშაულებს, თუმცა, ალბათ, თავადაც ვერ ხვდებოდა, რომ ამით მას, როგორც პოლიტიკოსსა და დიპლომატს, ხოტბას ასხამდა, რამეთუ საბჭოთა ბელადი ასეთი ხერხებით დაუძინებელ მტრებს ექცეოდა. მათ შორის თავად ტროცკისაც, რომელსაც რუსეთის დანგრევა, ცეცხლში დაწვა და განადგურება სურდა. სტალინმა კი მას ამის საშუალება არ მისცა და რუსეთი და საბჭოეთი (ბაზისად რუსეთი გამოიყენა) მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად გადააქცია. სტალინის უახლოესი თანამებრძოლი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, 95 წლის ვიაჩესლავ მოლოტოვი იმ ცნობილ, ტაბუირებულ ტელეინტერვიუში (მოლოტოვის 1986 წელს ჩაწერილ ტელეინტერვიუს პირადად გორბაჩოვმა დაადო ტაბუ და ტელეეთერში გაშვება აკრძალა) ყვებოდა: „მიუხედავად იმისა, რომ ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში ლომის წილი ჩვენ (საბჭოთა კავშირმა) შევიტანეთ, დასავლელი მოკავშირეების დახმარების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა ამის გაკეთება. ძალიან მძიმე პერიოდი გვქონდა 1941-1943 წლებში და ჩვენ – სტალინი და მისი თანამებრძოლები, დიდ ძალისხმევას მივმართავდით ომში გარდატეხის შესატანად. აუცილებელი იყო საგარეო დახმარება და სტალინმა ამისთვის რამდენიმე არაორდინარული, ზოგიერთის აზრით, არასწორი, არაპარტიული ნაბიჯი გადადგა... ერთ დღეს მან გამომიძახა და მითხრა:
– ფრონტებზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ძალიან გვიჭირს ზურგშიც. ვფიქრობ, რომ ჩვენმა დასავლელმა მოკავშირეებმა დახმარება უნდა გაგვიზარდონ და საამისოდ რამდენიმე ტაქტიკური ნაბიჯის გადადგმას ვაპირებ. ამ ნაბიჯებს ზოგიერთი არასწორად მიიჩნევს და შესაძლოა, ღალატიც კი დამაბრალონ, მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზნის მისაღწევად ასეა საჭირო. ხვდები ჩემს აზრებს?
– რა თქმა უნდა, კობა, ვხვდები, – მხრები ავიჩეჩე და დავამატე, – ჩვენი მთავარი, ძირითადი მიზანი ჰიტლერის განადგურებაა და ამაში ანგლო-ამერიკელები უნდა დაგვეხმარონ.
– არა! – თავი გააქნია სტალინმა, – ჰიტლერის განადგურება ჩვენი უახლოესი ამოცანაა. ძირითადი მიზანი კი მსოფლიოში სამართლიანობის დამყარებისთვის ბრძოლაა და ეს ვიგულისხმე. თუმცა, ჰიტლერის განადგურების გარეშე ეს არ მოხდება. ამიტომ, ჩვენი მოკავშირეები რომ უფრო მეტად დაგვეხმარონ, ტაქტიკური ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მათ უნდა დავანახვოთ, რომ მზად ვართ მათთან მშვიდობიანი თანაარსებობისთვის და დავარწმუნოთ, რომ კაპიტალისტურ და სოციალისტურ სამყაროებს  შესანიშნავად შეუძლიათ ერთმანეთთან პარტნიორობა. საამისოდ კი უკვე უნდა გადავდგათ ნაბიჯები და ამას პირველად შენ გიზიარებ. შენი აზრი მაინტერესებს და ყურადღებით მომისმინე.
– გისმენ, კობა, – ვთქვი მე და სტალინს მივაპყარი მზერა.
– ჩვენი დასავლელი მოკავშირეები რომ უფრო მეტად მოვიზიდოთ, საჭიროა, მათ მოვუსპოთ მსოფლიო რევოლუციის შიში – გავაუქმოთ „კომინტერნი“ (კომუნისტური ინტერნაციონალი) და შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც სინამდვილეში, პარიზის კომუნის აჯანყებისადმი მიძღვნილი სიმღერაა და მსოფლიო რევოლუციის სულითაა გაჟღენთილი, – მითხრა სტალინმა და ჩიბუხი გააბოლა, ბოლოს კი შემეკითხა:
– რას იტყვი?
– მძიმე გადაწყვეტილებაა და ბევრმა შესაძლოა, ვერც კი გაიგოს ამ ნაბიჯის მართებულობა, – ვთქვი მე. თავი გავაქნიე და დავამატე, – ჰიმნი კიდევ ჰო, მაგრამ „კომინტერნის“ დაშლა?..
სტალინმა ისევ გააბოლა ჩიბუხი და მიპასუხა:
– რომ იცოდე, „კომინტერნი“ უკვე აღარ ასრულებს თავის პირვანდელ ფუნქციებს. მასში არაერთი მტერი შემოიპარა და სულ მალე უცხოეთის ჯაშუშთა ბუდედ გადაიქცევა. ამიტომ, მისი დაშლა სასიკეთოც კი იქნება საერთო საქმისთვის. ხოლო, რაც შეეხება ჰიმნს, საბჭოთა კავშირს საბჭოური ჰიმნი უნდა ჰქონდეს და არა ფრანგული სიმღერა. ხოლო მოწინააღმდეგენი კი, არა მგონია,  ბევრი გამოგვიჩნდეს, თუმცა, არც ესაა უბედურება. სამაგიეროდ, საერთო, დიდი საქმე გაიმარჯვებს. სტალინს უხმოდ დავუქნიე თავი...“
საბჭოთა ბელადის ამ ნაბიჯმა გაამართლა და 1943 წლის 19 მაისს „კომინტერნი“ დაშლილად გამოცხადდა. სამაგიეროდ, გაიმართა თეირანის კონფერენცია და საბჭოეთს დასავლური დახმარება გაეზარდა, რამაც უფრო მალე შეიტანა გარდატეხა ჰიტლერთან ომში. ასევე, გამოცხადდა კონკურსი საბჭოთა კავშირის ახალ ჰიმნზე, რომლის პრემიერა 1944 წლის 1 იანვარს, ახალი წლის დადგომისას  შედგა საკავშირო რადიოთი.
სტალინის ამ ორმა ნაბიჯმა მართალია, ზოგიერთი ძალად ორთოდოქსი კომუნისტის უკმაყოფილება გამოიწვია და ის (სტალინი) გააკრიტიკეს, მაგრამ საბჭოთა ბელადმა თავისას მიაღწია. დასავლეთის დახმარება მიიღო. მათი ყურადღება მოადუნა და ჰიტლერის განადგურების შემდეგ  მთავარი მიზნისკენ – მსოფლიო სამართლიანობის დამყარებისკენ სვლას წარმატებით განაგრძობდა...“

скачать dle 11.3