კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რატომ პატიობენ დღეს ადამიანები ერთმანეთს მხოლოდ სიტყვით და რა იწვევს მომავალში მათი გულის დასნეულებას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  აღდგომის მარხვის დაწყებას ყოველთვის წინ უსწრებს შენდობის კვირა, როდესაც ადამიანები ერთმანეთს შენდობას, პატიებას სთხოვენ. ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალაზე მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– დიდი მარხვის დაწყებამდე ყველიერის კვირა დგება – ეს არის მიტევების, შენდობის კვირა. იმდენად დიდია ხოლმე მიტევების სურვილი, განცდა, რომ ამას მხოლოდ ერთი დღე, ერთი კვირა არ პყოფნის, მომზადება წინასწარ არის აუცილებელი. „მამაო ჩვენოშიც“ გარკვევით წერია: „და მოგვიტევნენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“, ანუ თუ შენ არ მიუტევებ, არც შენ მოგეტევება. როგორ გგონიათ, ღმერთი ჯიბრში გვიდგება? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, შენ თუ არ პატიობ, ვერ იგრძნობ რამხელა სიხარულია, როდესაც სხვა გპატიობს. შენ რომ გაპატიონ, აუცილებლად უნდა აპატიო შენც. რადგან თუ არ პატიობ, თავად ხარ ძალიან მძიმე მდგომარეობაში: გული გაქვს ბოღმით სავსე. ის ადამიანი, ვინც გაგაბრაზა, შესაძლოა, სულაც არ ფიქრობს, რომ გაგაბრაზა, ან ნაწყენი ხარ მასზე. ის ერთობა, კარგად ცხოვრობს და შენ დადიხარ დაბოღმილი, დადარდიანებული, იტანჯები უპატიებლობით. მთელი მარხვის განმავლობაში რომ ამაზე არ ვიფიქროთ, ამიტომ ეკლესია გვეუბნება, რომ მარხვა არ დავიწყოთ პატიების, გულის გაწმენდის გარეშე. სიტყვით, ენით ადვილია: გაპატიე, მაპატიე და დასრულდა ყველაფერი.
– პატიების რამდენი სახე არსებობს?
– პატიების სამი სახე არსებობს. პირველი ძალიან მარტივი და გავრცელებულია: ღმერთმა შეგინდოს, მეც შემინდე – გადაეხვევიან და აქ მთავრდება ყველაფერი. ეს კარგად ჩანს დიდ ტაძარში, სამებაში, სიონში – პატრიარქთან, ტაძრის წინამძღვართან შენდობის შესახებ ქადაგებისას – გადახვევა, ჩახუტება, ცრემელების გადმოყრა... მაგრამ გავა რამდენიმე საათი და ადამიანები ისევ იმავე მდგომარეობაში ვარდებიან. რადგან პატიება ენას არ გასცილებია. ენით აპატია, მაგრამ იგივე დარჩა გულსა და გონებაში. მე ენით კი ვაპატიე, მაგრამ გონებაში უნდა დავფიქრდე, გავიხსენო: მან რა მაწყენინა და მე რაზე გავებუტე. მაგრამ თუ ეს ყველაფერი გონებაში არ გადახარშე პატიებაც და არპატიებაც, სიყვარულიც და არსიყვარულიც, კეთილიც და ბოროტიც, ნათელიც და ბნელიც, ძალიან მალე დაგიბრუნდება წყენა, ისევ გაიბუტები. მეექვსე საუკუნეში აბბა დოროთე ამბობდა: ყველაფერში საკუთარი თავი დაადანაშაულეთ და მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდესო. ბევრი იტყვის: მე უნდა ვაპატიო, რას ჰქვია ჩემი ბრალია, ამით ხომ ის უფრო გაბოროტდება, უფრო მეტ ბოროტებას ჩაიდენსო. ის ადამიანი თუ ისევ ბოროტებაში რჩება, არ იცვლება და მე მასთან ვაგრძელებ პაექრობას, მაშინ ხომ მეც მისნაირი ვხდები და უკვე ორი ბოროტება წარმოიშვება. მაგრამ როცა მასთან პოლემიკაში არ შედიხარ და ბოროტებას ცივ წყალს ასხამ, ის მეტად აღარ გაიზრდება, სხვა ბოროტებას აღარ წარმოშობს. იცი, ადამიანი აშკარად ბოროტია და მასთან საქმის გარჩევას იწყებ, ის უფრო მეტად ღიზიანდება, უფრო მეტ ბოროტებას ჩაიდენს. ამიტომ როცა ორი ადამიანი კამათობს, ვინ არის დამნაშავე, ვინც გონიერია. ის კამათობს, ვინც ნაკლებად განათლებულია, ნაკლებად გონიერია. შენ, ბრძენი ადამიანი, რომ ეკამათები, ღმერთი გეტყვის: რატომ ეკამათები, შენ ხომ მეტი მოგეცაო. ასეთი ადამიანი მარტივად დაგამარცხებთ. გგონია, რომ კარგი ქრისტიანი ხარ და მაშინვე, თუნდაც ქუჩაში, ძალიან მარტივად გამოდიხარ წყობიდან. მანქანას აწერია: „უფალო, შემიწყალე“, ხატები გაქვს დაბრძანებული და ამ დროს იგინები, ილანძღები ძალიან მარტივ რაღაცაზე, თუნდაც, დასიგნალებაზე. ამ დროს დამშვიდდი და გადასახე პირჯვარი: უფალო, დაიფარეო. მესამე პატიება უკვე ძალიან რთულია.
– რა სახის არის პატიების მესამე ფორმა?
– გულში ცოტა ძნელია პატიება, მაინც რჩება ხოლმე წყენა. ენით აპატიე, გონებით, მაგრამ გულით მაინც ვერ შეძელი პატიება, მაინც გახსოვს. ამიტომაც არის მერე გული დადარდიანებული, რადგან წყენა ლაქასავით გადევს გულზე. სანამ დიდი მარხვა დაიწყება, ენით ვაპატიოთ და ნელ-ნელა გულიც გავიწმინდოთ. უცებ პატიება არ არის ადვილი, ამას მომზადება სჭირდება. როგორ გინდა, უთხრა ადამიანს: მაპატიე, გული გატკინე – ეს გულში უნდა მოხდეს, გული გავიწმინდოთ. თუ გულით არ ვაპატიებთ, ჩვენს გულს წყენა დააზიანებს და დასნეულდება. ამიტომ, გვახსოვდეს, რომ წყენით ჩვენი გული, გონება და ენა ზიანდება.
– მაინც როგორ უნდა ვაპატიოთ ადამიანს?
– ის, ვისაც გაებუტე, ან შენზეა გაბუტული, გუშინ ხომ არ გაგიცნია. გადახედე თქვენს ურთიერთობას, რამდენი კარგი აქვს გაკეთებული და ამიტომ ის ერთი წყენა დაივიწყე. სიკეთე გადაწონის ბოროტებას. ასე თუ დავიწყებთ მარხვას, ჩვენთვისაც ნაყოფიერი იქნება. როცა შენს მეგობარს რამეს დაუშავებ, ეს მე კი არ უნდა მითხრა – მოძღვარს, მას უნდა უთხრა და პატიება სთხოვო. სხვას რომ არაფერს პატიობ, გაიხსენე, რამდენი დანაშაული გაქვს ჩადენილი უფლის წინაშე და არ გინდა ეს უფალმა გაპატიოს? დიდმარხვაში რამდენი რამ უნდა გვაპატიოს ღმერთმა, რამდენი მეტანიაც უნდა, გავაკეთოთ, სულ პურზე და წყალზე, რომ ვიყოთ, თუ ცოდვებს არ განვიცდით, არ ვპატიობთ ადამიანს, რად გვინდა ეს ყველაფერი: წონაში დავიკლებთ და ეს არის. თუმცა არც ის არის კარგი, ქუჩაში რომ გააჩერებ ადამიანს და ეტყვი: მაპატიეო. არ იცნობ და შეიძლება საგონებელში ჩააგდო: ვერ მიხვდეს, რა გინდოდა. ზედმეტი სიტყვები, ცრემლები, სელფების გადაღება არ არის საჭირო: ურთიერთობის აღდგენას უფრო მეტი დრო სჭირება, ვიდრე მეგობრობის ჩამოყალიბებას.


скачать dle 11.3