კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რატომ ხუჭავს თვალს ზოგიერთი ცოლი ქმრის ღალატზე

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  მოდი, სიმართლეს თვალებში შევხედოთ. თანამედროვე ოჯახებში ბევრი ქმარი ღალატობს ცოლს. ზოგიერთი ქალი  მარტივად ხვდება ამას. შესაბამისად, თითოეულ ქალბატონს მეუღლის ღალატზე რეაქციაც სხვადასხვანაირი აქვს. სტანდარტული და ბუნებრივია:
* ღალატის  იგნორირება, ანუ თვალების დახუჭვა, რომ  ოჯახში სიმშვიდე არ დაირღვეს (თუმცა ამ ტაქტიკას ბევრჯერ მოჰყოლია  კაცის ოჯახიდან წასვლა);
* სკანდალი და ალიაქოთი (სხვათა შორის, ამასაც ხშირად მოჰყოლია კაცის წასვლა);
* ჭკვიანი ცოლისთვის დამახასიათებელია მშვიდი მოქმედება, სიტუაციის განხილვა, მიზეზების ძიება და გამოსავლის პოვნა. ასევე  გამართლებულია ფარულად მოქმედება – როცა   ქალი  ისე „ანეიტრალებს“ მდგომარეობას,  ან „მეტოქეს“, კაცი ვერც ხვდება  და ისევ ჩვეულებრივ კალაპოტში აბრუნებს ცხოვრებას.

  თეონა (31 წლის): მე ამჯერად არ ვისაუბრებ, რომელი მეთოდია  გამართლებული და ღირს თუ არა მოღალატე ქმრის დაბრუნებისთვის ბრძოლა, რატომ დადის კაცი სხვასთან ცოლისგან ფარულად და აქვს თუ არა ამას გამართლება. მინდა, გაგიზიაოთ ჩემი პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ უნდა მიხვდეს ქალი, რომელსაც ჯერ მხოლოდ მცირე ეჭვი აქვს, ღალატობს თუ არა მას ქმარი. მე ეს ყველაფერი გავიარე. ახალგაზრდა ვარ და უკვე იმდენი გადავიტანე, სამი ქალის ცხოვრებას ეყოფა. მშურს შტერი ქალების. მათთვის ყველაფერი სულერთია, მთავარია, ქმარმა მოთხოვნილებები დაუკმაყოფილოს, რეალობას კი საერთოდ ვეღარ აღიქვამენ.
თუ ქალს მოსწონს  საკუთარი ცხოვრება, რატომ უნდა მიხვდეს და გაიგოს, რომ ღალატობენ?
– იმიტომ, რომ დროული რეაქცია ჰქონდეს და უცებ არ აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე.  როგორ მაგრადაც უნდა დახუჭო თვალი, ის მაინც მოხდება, რაც გარდაუვალია. ვფიქრობ, რომ ყოველთვის საწყის ეტაპზე ჯობს პრობლემასთან ბრძოლა, ვიდრე უკვე შორს წასულ პროცესში.
  სულ ჩასაფრებული უნდა იყო? ხომ  ხდება, რომ მამაკაცს ერთი შეხედვით არაფერი ეტყობა,  არაფერი მიგანიშნებთ იმაზე, რომ სხვა ქალით არის გატაცებული.
– არც ასეა საქმე. თუ კარგად დააკვირდებით და შეეცდებით, არ გამოგეპაროთ მისი ხასიათის ან საქციელის ნებისმიერი ცვლილება, იოლად გაიგებთ სიმართლეს. ხანდახან  მინიშნებები ისეთი აშკარაა, ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო: ტანსაცმელსა და თმაზე უცხო სუნამოს სურნელი, პერანგზე პომადის კვალი, მანქანაში ნაპოვნი სამკაული, სასიყვარულო მესიჯი მობილურში... ეს უკვე შორს წასული შემთხვევაა. ამიტომ, სანამ აქამდე მივა საქმე, მანამდე უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს ქმარს. მის ქცევას და დროულად გაიგოთ, გაქვთ თუ არა განგაშის მიზეზი.
– თქვენ უკვე იცით, როგორ იცვლებიან ისინი?
– ამ დროს ჩვეულებრივი რაღაცები იცვლება ხოლმე. მაგალითად, თუ  უწინ დღეში რამდენჯერმე რეკავდა  ან გწერდათ, ბოლო დროს კი ამას აღარ აკეთებს ან ძალიან უხალისოდ  აგყვებათ ხოლმე საუბარში, საღამოობით ხშირად ეპატიჟებიან „საქმიან“ შეხვედრებზე ან „სადილებზე“, ან იძახებენ „გადაუდებელ  საქმეზე”.
– იმ  მამაკაცზე რა შეიძლება ითქვას, ვინც გამუდმებით უყურებს გამვლელ გოგონებსა და ქალებს.
– სხვათა შორის, ეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოღალატეა. უფრო საშიში სხვა ნიშნებია. მაგალითად,  ნაკლებად ლაპარაკობს ოჯახის სამომავლო გეგმებზე და ასეთი თემების განხილვაც არ სიამოვნებს. მოულოდნელად იწყებს საკუთარ გარეგნობაზე გადამეტებულ ზრუნვას და საკუთარ ფორმას უფრთხილდება. ტანსაცმელს უფრო გულმოდგინედ არჩევს. მეტისმეტად  პრეტენზიული  და გულგრილი გახდა თქვენ მიმართ ან, პირიქით, მოჩვენებითად „დაგიტკბათ“ – იცოდეთ, ამას იმიტომ აკეთებს,   რომ არაფერი იეჭვოთ. შინ სულ უფრო გვიან ბრუნდება – მიზეზები კი არ ელევა. ისეთი ქცევები აქვს, როგორც შეყვარებულს. ამჩატებულია და  გონებაგაფანტული. თითქმის ვეღარ ამჩნევს, რა გაცვიათ, შეიცვალეთ თუ არა ვარცხნილობა და ასე შემდეგ. შინ მოსულს უჩვეულო, ახალი სურნელი ასდის. უფრო ხშირად არის გაღიზიანებული თქვენთან და ბავშვებთან ურთიერთობაში. სულ უფრო ხშირად ატარებს უქმეებს უთქვენოდ. ოჯახურ პიკნიკებსა და ნათესავებთან ოჯახურ ვიზიტებზე უარს ამბობს. უფრო და უფრო ხშირად „იჭერთ“ ტყუილებში. ხშირად ამჩნევთ, რომ ელაპარაკებით და ის საერთოდ არ გისმენთ... რამდენი ჩამოვთვალო.
– მამაკაცების უმეტესობა ზუსტად ასეა – ელაპარაკები და საერთოდ არ გისმენს. ამიტომ მოღალატეა?
– მე მხოლოდ ის მინდა, ქალებმა საკუთარ თავს უფრო მეტად სცენ პატივი. თუ ნამდვილად ატყობთ, რომ რაღაც ისე არ არის, დროულად იმოქმედეთ. პირველ რიგში, მიზეზებზე იფიქრეთ. იქნებ რამე დააკელით. ზოგჯერ ურთიერთობაში ბზარი ისე გაჩნდება ხოლმე,  ვერაფერს მიხვდებით.
– ზოგ კაცს მიზეზი არ სჭირდება, ცოლი სულ მის გვერდით რომ იყოს, არაფერი მოაკლოს – არც ყურადღება და არც სითბო, შეიძლება, მაინც გაიხედოს სხვისკენ
– რა თქმა უნდა, „მრავალფეროვნებისთვის“ ან კიდევ იმის გამო, რომ კაცების სამყაროში საყვარლისა და ცოლის ერთდროულად ყოლა და მათი „შენახვა“ სტერეოტიპულად ისევ მაღალ სტატუსადაც მიიჩნევა. ზოგ კაცს კი, უბრალოდ, არ აკმაყოფილებს ერთი ქალი. მაგრამ, თუ თქვენი მეორე ნახევარი ამ კაცების კატეგორიას არ მიეკუთვნება და გულმა მაინც გაუწია სხვისკენ, უკვე  უნდა იფიქროთ იმაზე, რომ იქნებ თქვენშიც არის პრობლემა – მეტისმეტად ხომ არ გადაერთეთ საოჯახო საქმეებზე, ბავშვის მოვლაზე... გეთანხმებით, ძალიან ძნელია, საოჯახო საქმეებსაც გაუმკლავდე, სამსახურსაც და ამდენ დავიდარაბაში მოახერხო, კაცსაც არ მოაკლო სითბო, ალერსი და სასურველ ქალად დარჩე. მაგრამ ვინმემ  თქვა, რომ ოჯახი  იოლი რამეა? რას ვიზამთ, ქალბატონებო, კაცს ბავშვზე ნაკლებ არ სჭირდება  ყურადღება და სითბო.  როგორც კი ამის სიმცირეს იგრძნობს, მაშინვე სხვისკენ გაიწევს. იქ წავა, სადაც მეტ სითბოს დაახვედრებენ. ასეთი „კანდიდატები“ კი, თავადაც იცით, საკმარისზე მეტნი არიან.
  არ დაგავიწყდეთ ცოლქმრული მოვალეობები და არც ის, რომ ერთ დროს ეს კაცი ძალიან გიყვარდათ და დიდი ვნებაც გქონდათ მის მიმართ. ყველანაირად ეცადეთ, ყველაფერში დაიცვათ ოქროს შუალედი – დაიმახსოვრეთ, რომ მსხვერპლი არ სჭირდება არც ბავშვს, არც სახლს, არც ქმარს. თავსაც მიხედეთ, იყავით ფორმაში, იყავით სასურველი, მეტი სითბო გაეცით და უკანაც იმავეს მიიღებთ. შეიძლება, ერთბაშად და მაშინვე არა, მაგრამ დაგიფასდებათ. რა ტაქტიკაც უნდა აირჩიოთ ქმრის ღალატთან საბრძოლველად, ეს ყველაფერი მაინც დაგჭირდებათ. სითბო ორმაგად აგავსებთ ენერგიით და თქვენს ყოველდღიურ საქმეებსაც უფრო იოლად გაუმკლავდებით. როგორც გითხარით, მეტისმეტად ბევრი მინიშნება არსებობს, რომ ქმარი „სადღაც დაძვრება“, ხოლო თუ მაინც გამოგეპარათ რაღაც, მაშინ, საკუთარი გულისა და გონების კარნახს  მოუსმინეთ და ისე მოიქეცით, როგორც თქვენი ოჯახისთვის აჯობებს. ყველაზე მარტივი ჩხუბი, ომი და სკანდალებია, გაცილებით რთულია სიმშვიდითა და დიპლომატიით პრობლემის მოგვარება და სიყვარულის შენარჩუნება.


скачать dle 11.3