კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 იგინივე და მეოთხე...

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ანგელოზი ავტორიტარი

  რაკი არჩევნები ახლოვდება, ცხადია, ყველას, ვინც არა მარტო პოლიტიკის მარაქაშია გარეული, არამედ უნდა (სულ არასდროს ყოფილა ან აწი აქვს სურვილი), რომ მისი კოჭიც დაჯდეს ალჩუზე, ანუ თავად მოკალათდეს სკამში (მით უკეთესი – რაც მეტად მაღალ-მაღალში), აქტიურობის ჭია შეუჩნდა.
  გამონაკლისი არც ექსპრეზიდენტი მარგველაშვილია (ან კი რატომ იქნება – როდესაც სასახლეშიც უცხოვრია და ფავორიტობის გემოც გაუსინჯავს?!). იქნებ, იმიტომაც, შეუჩვეველს ნუ მიაჩვევ, შეჩვეულს ვერ გადააჩვევო, ზემოხსენებულმა ბ-ნმა (შესაძლოა, დნ. ტრამპის ბაძვითაც ან უბრალოდ, დამთხვევის ამბავია) „თვითერით“ გვაცნობა, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება (და მერე რა, რომ აქტიობა როცა მოეთხოვებოდა, დიდად კრამიტებსაც ვერ აუტეხა რაკი-რუკი?!).
  კერძოდ, მარგველაშვილი ბრძანებს: „ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია – არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევნის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“.
  იმას გარდა, ნეტავ, თუ ეყოფა ეს მრავალჭირნახული ქართველი ხალხი მისი დაუფლების ამდენ შინაურ მსურველს, ცოტა უცნაურია, თავის დროზე რატომ დათანხმდა აწ უკვე ავტორიტარად შერიცხულს, როდესაც საპრეზიდენტო სკამზე დასვა?!
  როგორც ჩანს – შენ თუ გსვამს (სკამზე), არათუ შავი ზღვა თეთრად, ავტორიტარიც ანგელოზად გეჩვენება (და პირიქით).


скачать dle 11.3