კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№8 როდის წყდება ნანიკო ხაზარაძესა და მის მეუღლეს შორის ძაფები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


  ნანიკო ხაზარაძემ „იმედზე“ ახალი გადაცემა – „საიმედო რეკომენდაცია“, დაიწყო, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის აქტუალურ თემებს ეხება და ახლა ახალ ეტაპთან დაკავშირებულ საინტერესო პერიოდს გადის. სიახლეებია მისი შვილის ცხოვრებაშიც, რომელმაც 16 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯები გადაედგა.
  ნანიკო ხაზარაძე: „საიმედო რეკომენდაციის“ იდეა მარიამ მდინარაძეს ეკუთვნის. აზრმა, ასეთი გადაცემის შესახებ, ძალიან მომხიბლა. დღეს, მართლაც, ბევრი ინფორმაცია ვრცელდება ყველა იმ ნივთისა და პროდუქტის შესახებ, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ. აქედან რაღაც სიმართლეს შეესაბამება, რაღაც სიცრუეა. საზოგადოება დაშინებულია, რადგან ვერ გაუგია, რას დაუჯეროს და რას – არა. საბედნიეროდ, ცხოვრების ჯანსაღი წესი ნელ-ნელა პრიორიტეტული ხდება. ამ მიმართულებით კარგი გეზი აქვს აღებული სამყაროს და მათ შორის, საქართველოსაც. ამ გადაცემამ უკვე მეც უფრო დაკვირვებული გამხადა. აქამდე რამის შეძენისას შეიძლება, ეტიკეტს არ ვაკვირდებოდი, მაგრამ მაინც ვცდილობდი, სახლში შედარებით ჯანსაღი პროდუქტი მომეტანა. ეს არ ეხებოდა მხოლოდ საკვებ პროდუქტებს. იგივე შემიძლია ვთქვა ქსოვილზეც. ეს გადაცემაც აბსოლუტურად ყველაფერს შეეხება, რასაც ადამიანი მოიხმარს, იქნება ეს პროდუქტი, ნივთი, ტანისამოსი, ჭურჭელი თუ სხვა.
– ტელევიზიაში ამდენწლიანი გამოცდილების შემდეგ, განსხვავებული ფორმატის გადაცემის დაწყება, ალბათ, ახალ გამოწვევებს უკავშირდება.
– თავისთავად. აქამდე მიჩვეული ვიყავი თავისუფლად საუბარს, ვამბობდი იმას, რაც აზრად მომდიოდა. ამჯერად მხოლოდ კვლევებზე, მეცნიერებზე, ნივთებსა და პროდუქტებზე მაქვს ორიენტაცია. ანუ ფოკუსი დავიწროებულია. რაც ჩემთვის აქამდე უცხო იყო, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები. ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემაა. მთავარი პლუსი კი ისაა, რომ მხოლოდ ცუდს არ ვამბობთ. მარტო შეშინება არაა ჩვენი მიზანი. მაყურებელს ვასწავლით, როგორ გამოვიყენოთ საჩვენოდ ის მანკიერი მხარეები, რაც ნებისმიერ ნივთსა და პროდუქტს აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა სწორი არჩევანი გააკეთოს. მაგრამ თუ უკვე არასწორი არჩევანი გააკეთა, მაშინ უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს ის სიტუაცია სათავისოდ.
– ნერვიულობდი გადაცემის დაწყებამდე?
– კი, მთელი ეს პერიოდი. ჩაწერის დროსაც ძალიან ვინერვიულე, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის სიახლეა. საუბრის ფორმაც კი განსხვავებულია. პირველ ჯერზე თავი ვერ მოვუყარე იმ პათოსს, რომელიც გადაცემაში მაქვს. სხვათა შორის, მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ასეთს ნამდვილად არ ველოდით და ამან ძალიან გამახარა.
– მიუხედავად იმისა, რომ ახალ გადაცემას იწყებდი, წინა გადაცემის ბოლო ეთერი საკმაოდ სენტიმენტალური აღმოჩნდა.
– ცრემლების შეკავება ვერ შევძელი. სენტიმენტალური დამშვიდობება გამოვიდა. ეს გადაცემა ათი წელია, არსებობს. ამ ათი წლის განმავლობაში იცვლებიან წამყვანები, იცვლება ფორმატი, გუნდი, მაგრამ მე იქ ვარ მუდმივად. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ეს აუცილებლად უნდა დასრულებულიყო. გავაცნობიერე, რომ ამ მოცემულობაში ჩემი თავი ამოვწურე და არჩევანი გავაკეთე. ბევრჯერ უარი მითხრეს წასვლაზე, მაგრამ საბოლოოდ დამთანხმდნენ და ძალიან გამიხარდა. მაგრამ იმ დღეს, რომ მივხვდი, ის ამ ფორმატში ბოლო ეთერი იყო, ძალიან იმოქმედა ჩემზე. მოკლედ, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ის ცრემლები ძალიან ლოგიკური იყო. გამიჭირდა ახალ რეჟიმთან შეგუებაც. გათენდა მეორე დილა და მე არ გავრბოდი სამსახურში, სასწრაფოდ არ უნდა გამეკეთებინა მაკიაჟი და დავმჯდარიყავი სტუდიაში. თუმცა დრო რომ გადის და აქედან ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ბოლო სამი წელი მუდმივად მქონდა ლტოლვა ამ გადაცემიდან წამოსვლისკენ. ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება.
– მეორე გადაცემა რადიოში მიგყავს მეუღლესთან ერთად, რაც ორმაგი პასუხისმგებლობაა.
– ნამდვილად. შეიძლება, ეს ბევრისთვის მიუღებელი იყოს და დისკომფორტი შეუქმნას, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ასე არაა. ეთერში ორივე ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. გადაცემა რომ იწყება, ჩვენი საქმის პროფესიონალები ვხდებით და ის სენტიმენტები და ძაფები, რაც ჩვენ შორისაა, ცოტა ხნით პაუზდება. იქ მხოლოდ გადაცემის წამყვანები ვართ. მე ვფიქრობ, რომ დიდი კომფორტი და ფუფუნებაა, როდესაც საქმეს ასეთ ახლობელ ადამიანთან ერთად აკეთებ. ნახევარ წელზე მეტია, ეთერში ვართ და ჯერ დისკომფორტი არ გვქონია.
– მას მსგავსი გამოცდილება აქამდე არ ჰქონდა და ალბათ, ძალიან ღელავდა...
– სხვათა შორის, როგორც თვითონ ამბობს, არ ღელავდა. ძალიან ჩვეულებრივად დაჯდა და გადაცემა წაიყვანა. ჩემდა გასაკვირად, ნერვიულობაც არ ეტყობოდა. არ ვიცი, ეს, ალბათ, კიდევ სხვა უნარია, რომელიც მე არ გამაჩნია. რაც ევალებოდა, ყველაფერს მშვიდად მოაბა თავი და ასე აგრძელებს დღემდე. მე ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მაგრამ როგორც კი ეთერი დაიწყო, რამდენიმე წუთში მივხვდი, რომ ჩემი ნერვიულობა უაზრო იყო და მოვეშვი.
ამ ყველაფრის ფონზე, ოჯახის გოგოობას როგორ ახერხებ?
– ყველაფერს ვასწრებ, ოჯახშიც ყველაფერს ვაკეთებ. თუ ადამიანს სურვილი გაქვს, ყველაფერი შესაძლებელია. მეც და მეუღლეც ძალიან დაკავებულები ვართ, მაგრამ საქმეები კარგად გვაქვს გადანაწილებული და ჩვენი სახლი არასდროსაა დასალაგებელი. საჭმელიც ყოველთვის გვაქვს, ყველაფერი მოწესრიგებულია. ეს კი ორივეს დამსახურებაა.
– რაც შეეხება შვილს, ძალიან თბილი და დადებითი გოგო ჩანს. როგორია ახლოდან?
– ლილუ მართლა ასეთი ადამიანია, ძალიან თბილი და კომუნიკაბელური. კარგი გოგოა. შეიძლება, საკუთარ შვილზე ასე არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მართლა კარგი გოგოა.
– 16 წლისამ გადაწყვიტა მუშაობის დაწყება. როგორი იყო შენი რეაქცია?
 – მე მგონია, ბევრმა უნდა მიბაძოს. მიუხედავად შფოთისა, რომ საქართველოში უმუშევრობაა, ვაკანსიები ბევრია და ვფიქრობ, ბევრმა უნდა გადადგას იგივე ნაბიჯი. შრომა არ არის სათაკილო. არცერთ ასაკში და არცერთი სახის. რამდენიმე ვაკანსია ნახა, ყველაფერი მოიარა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ყვავილების მაღაზია იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი.
– ამბობდა, რამდენ ხანს უნდა ვიყო ნანიკოს კისერზეო?
– რა სჯობს, რომ ყველამ ასე იფიქროს. ერთი თვე გავიდა, რაც მუშაობს. ქუჩაში უწევს დგომა, თან, ეს დღეები ძალიან ყინავს, მაგრამ მაინც დიდი სიხარულით მიდის ყოველდღე და ძალიან ბედნიერი ბრუნდება სახლში – ფიზიკურად დაღლილი, თუმცა ემოციურად სავსე. ჯერჯერობით მოსწონს ის, რასაც აკეთებს და ვნახოთ, იმედია, ასე გაგრძელდება. ეს მისი არჩევანია. თუ შეცდომა უნდა დაუშვას და დაეცეს, ეს გზაც მისი გასავლელია, მე უძლური ვარ.

скачать dle 11.3